საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა კვლავ მეწყერის კერები
გიორგი მარგველაშვილი - აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა კვლავ მეწყერის კერები

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ნამ და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა, უნდა მოხ­დეს დაზ­ვერ­ვა, არ­სე­ბობს თუ არა კვლავ მე­წყე­რის კე­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის შე­დე­გე­ბის ად­გილ­ზე გაც­ნო­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის­გან ინ­ფორ­მა­ცია მო­ის­მი­ნა.

რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თვითმხილ­ვე­ლებ­საც გა­ე­სა­უბ­რა, რო­მელ­თა­გან მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­წყერ­მა 5-6 მან­ქა­ნა მო­ი­ყო­ლა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბი, და­კარ­გუ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან.

"მძი­მე და რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის­გან მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, რომ 5 თუ 6 მან­ქა­ნა იყო ად­გილ­ზე. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ 5 ან 6 მძღო­ლია და­კარ­გუ­ლი. თუ, რა თქმა უნდა, მათ თან არ ახ­ლდათ სხვა მგზავ­რე­ბი. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა. მისი თქმით, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ის, რომ გზის ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნაკ­ვე­თია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

"ასე­თი შემ­თხვე­ვა მოხ­და 2007 წელს. თუმ­ცა, რო­გორც მახ­სოვს, მა­შინ ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყრის მო­ნაკ­ვე­თი ნაკ­ლე­ბი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა, რად­გან გზის ეს მო­ნაკ­ვე­თი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დად­გინ­დეს, არ­სე­ბობს თუ არა კვლავ მე­წყრის სა­შიშ­რო­ე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ნამ აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა, უნდა მოხ­დეს დაზ­ვერ­ვა, არ­სე­ბობს თუ არა კვლავ მე­წყრის კე­რე­ბი.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნაა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე ზრუნ­ვა.

"მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე. ასე­ვე უნდა მოხ­დეს სტი­ქი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის ლიკ­ვი­და­ცია, რაც არ­სე­ბობს სა­ბა­ჟომ­დე. ამა­ზე ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად მუ­შა­ობს მთავ­რო­ბა, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხე­თის­კენ მი­მა­ვალ გა­ზის მილ­სა­დენს, პრე­ზი­დენ­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს და ქარ­თუ­ლი მხა­რე მზად არის, დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს სომ­ხეთს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მხრივ, თუკი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა გაჩ­ნდე­ბა.

ამას­თან, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სტი­ქი­ას რა­ი­მე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, არ გა­მო­უწ­ვე­ვია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი მარგველაშვილი - აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა კვლავ მეწყერის კერები

გიორგი მარგველაშვილი - აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა კვლავ მეწყერის კერები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სანამ დარიალის ხეობაში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, უნდა მოხდეს დაზვერვა, არსებობს თუ არა კვლავ მეწყერის კერები. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგების ადგილზე გაცნობის შემდეგ გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამაშველო სამსახურისგან ინფორმაცია მოისმინა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, თვითმხილველებსაც გაესაუბრა, რომელთაგან მიიღო ინფორმაცია, რომ მეწყერმა 5-6 მანქანა მოიყოლა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ადამიანები ავტომობილების მძღოლები, დაკარგულებად ითვლებიან.

"მძიმე და რთული ვითარებაა. თვითმხილველებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ 5 თუ 6 მანქანა იყო ადგილზე. ეს ნიშნავს იმას, რომ 5 ან 6 მძღოლია დაკარგული. თუ, რა თქმა უნდა, მათ თან არ ახლდათ სხვა მგზავრები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გზის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია დაზიანებული.

"ასეთი შემთხვევა მოხდა 2007 წელს. თუმცა, როგორც მახსოვს, მაშინ ჩამოწოლილი მეწყრის მონაკვეთი ნაკლები იყო. შესაბამისად, აღნიშნულ პრობლემას სჭირდება ძალიან სერიოზული ძალისხმევა, რადგან გზის ეს მონაკვეთი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს, არსებობს თუ არა კვლავ მეწყრის საშიშროება, პრეზიდენტის განცხადებით, სანამ აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, უნდა მოხდეს დაზვერვა, არსებობს თუ არა კვლავ მეწყრის კერები.

პრეზიდენტის განცხადებით, პირველი რიგის ამოცანაა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა.

"მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გადავარჩინოთ დაკარგული ადამიანების სიცოცხლე. ასევე უნდა მოხდეს სტიქიური პრობლემების ლიკვიდაცია, რაც არსებობს საბაჟომდე. ამაზე ძალიან ორგანიზებულად მუშაობს მთავრობა, მობილიზებულია მთავრობის ყველა შესაბამისი სამსახური", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება სომხეთისკენ მიმავალ გაზის მილსადენს, პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ქართული მხარე მზად არის, დახმარება გაუწიოს სომხეთს აღდგენითი სამუშაოების მხრივ, თუკი ამის საჭიროება გაჩნდება.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზებთან მიმართებაში სტიქიას რაიმე დესტაბილიზაცია, არ გამოუწვევია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა