პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლებელი იყო თუ არა დარიალის ხეობის ტრაგედიის თავიდან აცილება - რა წერია გეოლოგის გამაფრთხილებელ წერილში
შესაძლებელი იყო თუ არა დარიალის ხეობის ტრაგედიის თავიდან აცილება - რა წერია გეოლოგის გამაფრთხილებელ წერილში

და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მთა მო­წყდა, რა­მაც მდი­ნა­რე თერ­გის და­გუ­ბე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხე­ო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და მგზავ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

მთის მა­სის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან მაშ­ვე­ლებ­მა 15-მდე მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლი ამო­იყ­ვა­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სამი თურ­ქი მუ­შის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ, ეს ფაქ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ დას­ტურ­დე­ბა.

შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა და­რი­ა­ლის ხე­ო­ბის ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, კი­თხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ტე­რი­ტო­რია, სა­დაც "და­რი­ა­ლი­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, არ იყო შეს­წავ­ლი­ლი არც ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი და არც გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით. ამის შე­სა­ხებ BPN-თან სა­უბ­რი­სას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­ნა­ნა ქო­ჩ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია გე­ო­ლო­გი იაგო კა­ზა­ლი­კაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 2 წლის წინ მის მო­საზ­რე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე აქ­ვეყ­ნებ­და. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ იაგო კა­ზა­ლი­კაშ­ვი­ლის ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც მან 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

Facebook/ იაგო კა­ზა­ლი­კაშ­ვი­ლი:

"ინ­ტერ­ნეტ­ში შემ­თხვე­ვით ვნა­ხე ლარ­სი (და­რი­ალ) ჰე­სის პრო­ექ­ტი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ, რის გა­მოც თავი მო­ვა­ლედ ჩავ­თვა­ლე გა­მემ­ხი­ლა ჩემი ხედ­ვა.

ძი­რი­თა­დად ჩა­მა­ფიქ­რა სა­ლე­ქა­რის მდე­ბა­რე­ო­ბამ, რო­მე­ლიც მდ. ყუ­როს და თერ­გის შე­სარ­თავ­თა­ნაა და­გეგ­მი­ლი.

თა­ვად დაბა სტე­ფან­წმინ­და მდ. ყუ­რო­სა და მის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ორი ხე­ვის მიერ შექ­მნილ გა­მო­ზიდ­ვის კო­ნუს­ზე მდე­ბა­რე­ობს.

დაბა სტე­ფან­წმინ­დი­დან ჩრდი­ლო­ე­თით, მდ.თერგს ერ­თმა­ნე­თის­გან 200-300 მეტ­რის და­შო­რე­ბით მარ­ჯვნი­დან მდ. ყურო ერ­თვის, მარ­ცხნი­დან - მდ. ჩხე­რი. მათი შე­ერ­თე­ბის ად­გი­ლი მძლავ­რი კონ­გლო­მე­რა­ტე­ბის წარ­მოქ­მნით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ორი მდი­ნა­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ნა­შა­ლი მა­სა­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა - თერ­გის ფუნ­ქცი­აა. ამას­თან, პა­ლე­ო­გე­ოგ­რა­ფი­ულ პე­რი­ოდ­ში, თერ­გი ვერ ას­წრებ­და რა ყუ­რო­სა და ჩხე­რის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი ნა­შა­ლის გა­ტა­ნას, წარ­მო­იქ­მნა ვაკე ჭა­ლე­ბი სტე­ფან­წმინ­დი­დან სი­ო­ნის და სნოს ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ყურო-ჩხე­რის თერგთან შე­ერ­თე­ბის შემ­დეგ კი სტე­ფან­წმინ­დი­დან და­რი­ა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მდ. თერ­გის მკვეთ­რი ვარ­დნა - სწო­რედ ამ მდი­ნა­რე­თა მიერ შექ­მნი­ლი დაგ­რო­ვი­ლი ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლის შე­დე­გია.

ამით იმის თქმა მინ­და, რომ მდ. თერ­გი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ნა­ლე­ქის სწრა­ფად ტრან­სპორ­ტი­რე­ბას. ანუ, იმ­დე­ნად დი­დია ყუ­რო­სა და ჩხე­რის მიერ ჩა­მო­ტა­ნი­ლი ნა­ლე­ქი, რომ თერ­გი გა­ტა­ნას ვერ ახერ­ხებს.

სტე­ფან­წმინ­დე­ლე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღე უყუ­რე­ბენ და უს­მე­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში, მწვერ­ვალ ყუ­რო­დან წა­მო­სულ ქვის ზვა­ვებს, რო­მე­ლიც გა­მო­ფიტ­ვის შე­დე­გად (ფი­ზი­კუ­რი და ა.შ) წარ­მო­იქ­მნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ზვა­ვე­ბით ჩა­მო­ტა­ნი­ლი ქვა-ღორ­ღი გროვ­დე­ბა მდ. ყუ­როს ვიწ­რო ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე კი ასე თუ ისე ტრან­სპორ­ტი­რე­ბას უკე­თებს ნა­შალ მა­სა­ლას მდ. თერ­გი­სა­კენ. თერ­გი თა­ვის მხრივ წმინ­დავს ყუ­როს მიერ მო­ტა­ნილ მა­სა­ლას და და­რი­ა­ლი­სა­კენ მი­აქვს იგი. ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში, მყინ­ვარ­თა დნო­ბი­სას, მდ.ყურო ზვა­ვე­ბის მიერ დაგ­რო­ვილ მა­სა­ლას გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად ჟღინ­თავს წყლით, გა­და­აქ­ცევს ღვარ-ცო­ფად და სე­ლუ­რი ნა­კა­დის სა­ხით მი­ა­ქა­ნებს მდ. თერ­გი­სა­კენ. ყუ­როს მიერ წარ­მოქ­ნი­ლი სე­ლუ­რი ნა­კა­დი გზად ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს, მის მიერ ერთ ჯე­რად ჩა­მო­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა ასე­უ­ლო­ბით კუ­ბურ მეტრს შე­ად­გენს, რამ­დე­ნი­მე­ჯერ თერ­გიც გა­და­უ­კე­ტავს.

ყუ­რო­დან სე­ლუ­რი ნა­კა­დე­ბის გა­მოს­ვლა წე­ლი­წად­ში რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ ხდე­ბა!

ყურო-თერ­გის ბუ­ნებ­რი­ვი ბა­ლან­სი ძალ­ზე მგრძნო­ბი­ა­რეა და დღე­ის­თვის, ასე თუ ისე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია!

რუ­კა­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია სა­ლე­ქა­რის მდე­ბა­რე­ო­ბა რო­მე­ლიც ღვარ­ცო­ფუ­ლი მდ. ყუ­რო­სა და თერ­გის შე­სარ­თავ­თა­ნაა. ჩემი აზ­რით (თუ ვინ­მემ მო­მის­მი­ნა), ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია მანდ რა­ი­მე მშე­ნებ­ლო­ბის წარ­მო­ე­ბა! და აი რა­ტომ:

1. აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლას სა­ლე­ქა­რის მო­წყო­ბის შემ­დეგ მდ.თერ­გი რო­მე­ლიც ტრან­სპორ­ტი­რე­ბას უწევს თა­ვი­სი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი შე­ნა­კა­დე­ბი­დან წა­მო­ღე­ბულ მა­სა­ლას, დაგ­როვ­დე­ბა ყუ­როს და ჩხე­რის შე­სარ­თა­ვებ­თან, რაც გა­მო­იწ­ვევს თერ­გის კა­ლა­პო­ტის აწე­ვას ათე­უ­ლი მერ­ტო­ბით! (სა­მა­გა­ლი­თოდ იხ. მდ.არაგ­ვის ჭა­ლე­ბი სოფ ანა­ნურ­თან!).

2. ღვარ­ცო­ფუ­ლი მდ. ყურო თა­ვის ჩა­მო­ტა­ნილ მა­სა­ლას ვე­ღარ გა­ა­ტანს თერგს, იგი დაგ­როვ­დე­ბა, გა­მო­ავ­სებს ისე­დაც ვიწ­რო ყუ­როს ხე­ო­ბას, რის შე­დე­გა­დაც დაბა სტე­ფან­წმინ­და საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა!

3. მდ. ჩხე­რიც იგი­ვეს იზამს რა­საც ყურო! (მა­გა­ლი­თის­თვის იხ. არაგ­ვის ხე­ო­ბა მლე­თას­თან ლო­მი­სის მი­და­მო­ე­ბი).

გარ­და ამი­სა თუ წყა­ლი მთლი­ა­ნად შე­უშ­ვეს გვი­რაბ­ში სტე­ფან­წმინ­დი­დან გვე­ლე­თამ­დე, ჩემი აზ­რით, ისე­დაც მწირ ბუ­ნებ­რივ სა­ფარ­საც საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა და აი რა­ტომ: ხე­ო­ბა­ში დაშ­რე­ბა წყა­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ აე­რა­ცი­ის ზო­ნა­სა და გრუნ­ტის წყლის დო­ნის ცვა­ლე­ბა­დო­ბას გა­მო­იწ­ვევს. დო­ნის ცვა­ლე­ბა­დო­ბის შე­დე­გად - ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფა­რი გაქ­რე­ბა.

თუ ვინ­მეს გე­დარ­დე­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხმა ამო­ი­ღეთ!!!! თა­ვის დრო­ზე, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლას, დიდი კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა კო­მუ­ნის­ტებს ნიკო კე­ცხო­ველ­მა შე­ა­ჩე­რე­ბი­ნა.

იაგო კა­ზა­ლი­კაშ­ვი­ლი

გე­ო­ლო­გი

სტე­ფან­წმინ­და".

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და­რი­ა­ლი­დან: რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ხე­ო­ბა მთის მა­სის მო­წყვე­ტი­სა და ძლი­ე­რი ღვარ­ცო­ფის შემ­დეგ (+3 ფოტო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

შესაძლებელი იყო თუ არა დარიალის ხეობის ტრაგედიის თავიდან აცილება - რა წერია გეოლოგის გამაფრთხილებელ წერილში

შესაძლებელი იყო თუ არა დარიალის ხეობის ტრაგედიის თავიდან აცილება - რა წერია გეოლოგის გამაფრთხილებელ წერილში

დარიალის ხეობაში მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

მთის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანებიდან მაშველებმა 15-მდე მათგანი ცოცხალი ამოიყვანეს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სამი თურქი მუშის დაღუპვის შესახებ, ეს ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება.

შესაძლებელი იყო თუ არა დარიალის ხეობის ტრაგედიის თავიდან აცილება, კითხვა აქტუალურია. ტერიტორია, სადაც "დარიალიჰესის" მშენებლობა მიმდინარეობდა, არ იყო შესწავლილი არც ჰიდროლოგიური და არც გეოლოგიური თვალსაზრისით. ამის შესახებ BPN-თან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელმა, მანანა ქოჩლაძემ განაცხადა.

მშენებლობის წინააღმდეგია გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილიც, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ მის მოსაზრებებს სოციალურ ქსელ Facebook-ზე აქვეყნებდა. Ambebi.ge გთავაზობთ იაგო კაზალიკაშვილის ჩანაწერს, რომელიც მან 2012 წლის თებერვალში გამოაქვეყნა.

Facebook/ იაგო კაზალიკაშვილი:

"ინტერნეტში შემთხვევით ვნახე ლარსი (დარიალ) ჰესის პროექტი, გამოქვეყნებული ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რის გამოც თავი მოვალედ ჩავთვალე გამემხილა ჩემი ხედვა.

ძირითადად ჩამაფიქრა სალექარის მდებარეობამ, რომელიც მდ. ყუროს და თერგის შესართავთანაა დაგეგმილი.

თავად დაბა სტეფანწმინდა მდ. ყუროსა და მის სამხრეთით მდებარე ორი ხევის მიერ შექმნილ გამოზიდვის კონუსზე მდებარეობს.

დაბა სტეფანწმინდიდან ჩრდილოეთით, მდ.თერგს ერთმანეთისგან 200-300 მეტრის დაშორებით მარჯვნიდან მდ. ყურო ერთვის, მარცხნიდან - მდ. ჩხერი. მათი შეერთების ადგილი მძლავრი კონგლომერატების წარმოქმნით გამოირჩევა. ორი მდინარის მიერ გამოტანილი ნაშალი მასალის ტრანსპორტირება - თერგის ფუნქციაა. ამასთან, პალეოგეოგრაფიულ პერიოდში, თერგი ვერ ასწრებდა რა ყუროსა და ჩხერის მიერ წარმოქმნილი ნაშალის გატანას, წარმოიქმნა ვაკე ჭალები სტეფანწმინდიდან სიონის და სნოს ხეობის მიმართულებით.

ყურო-ჩხერის თერგთან შეერთების შემდეგ კი სტეფანწმინდიდან დარიალის მიმართულებით მდ. თერგის მკვეთრი ვარდნა - სწორედ ამ მდინარეთა მიერ შექმნილი დაგროვილი ინერტული მასალის შედეგია.

ამით იმის თქმა მინდა, რომ მდ. თერგი ვერ უზრუნველყოფს ნალექის სწრაფად ტრანსპორტირებას. ანუ, იმდენად დიდია ყუროსა და ჩხერის მიერ ჩამოტანილი ნალექი, რომ თერგი გატანას ვერ ახერხებს.

სტეფანწმინდელები თითქმის ყოველდღე უყურებენ და უსმენენ, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, მწვერვალ ყუროდან წამოსულ ქვის ზვავებს, რომელიც გამოფიტვის შედეგად (ფიზიკური და ა.შ) წარმოიქმნება. აღნიშნული ზვავებით ჩამოტანილი ქვა-ღორღი გროვდება მდ. ყუროს ვიწრო ხეობაში, მდინარე კი ასე თუ ისე ტრანსპორტირებას უკეთებს ნაშალ მასალას მდ. თერგისაკენ. თერგი თავის მხრივ წმინდავს ყუროს მიერ მოტანილ მასალას და დარიალისაკენ მიაქვს იგი. ზაფხულის ცხელ დღეებში, მყინვართა დნობისას, მდ.ყურო ზვავების მიერ დაგროვილ მასალას განსაკუთრებით ინტენსიურად ჟღინთავს წყლით, გადააქცევს ღვარ-ცოფად და სელური ნაკადის სახით მიაქანებს მდ. თერგისაკენ. ყუროს მიერ წარმოქნილი სელური ნაკადი გზად ყველაფერს ანადგურებს, მის მიერ ერთ ჯერად ჩამოტანილი მასალა ასეულობით კუბურ მეტრს შეადგენს, რამდენიმეჯერ თერგიც გადაუკეტავს.

ყუროდან სელური ნაკადების გამოსვლა წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება!

ყურო-თერგის ბუნებრივი ბალანსი ძალზე მგრძნობიარეა და დღეისთვის, ასე თუ ისე შენარჩუნებულია!

რუკაზე ნაჩვენებია სალექარის მდებარეობა რომელიც ღვარცოფული მდ. ყუროსა და თერგის შესართავთანაა. ჩემი აზრით (თუ ვინმემ მომისმინა), ყოვლად დაუშვებელია მანდ რაიმე მშენებლობის წარმოება! და აი რატომ:

1. აღნიშნულ ადგილას სალექარის მოწყობის შემდეგ მდ.თერგი რომელიც ტრანსპორტირებას უწევს თავისი მრავალრიცხოვანი შენაკადებიდან წამოღებულ მასალას, დაგროვდება ყუროს და ჩხერის შესართავებთან, რაც გამოიწვევს თერგის კალაპოტის აწევას ათეული მერტობით! (სამაგალითოდ იხ. მდ.არაგვის ჭალები სოფ ანანურთან!).

2. ღვარცოფული მდ. ყურო თავის ჩამოტანილ მასალას ვეღარ გაატანს თერგს, იგი დაგროვდება, გამოავსებს ისედაც ვიწრო ყუროს ხეობას, რის შედეგადაც დაბა სტეფანწმინდა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება!

3. მდ. ჩხერიც იგივეს იზამს რასაც ყურო! (მაგალითისთვის იხ. არაგვის ხეობა მლეთასთან ლომისის მიდამოები).

გარდა ამისა თუ წყალი მთლიანად შეუშვეს გვირაბში სტეფანწმინდიდან გველეთამდე, ჩემი აზრით, ისედაც მწირ ბუნებრივ საფარსაც საფრთხე შეექმნება და აი რატომ: ხეობაში დაშრება წყალი, რომელიც თავის მხრივ აერაციის ზონასა და გრუნტის წყლის დონის ცვალებადობას გამოიწვევს. დონის ცვალებადობის შედეგად - ბუნებრივი საფარი გაქრება.

თუ ვინმეს გედარდებათ ეს ყველაფერი ხმა ამოიღეთ!!!! თავის დროზე, სწორედ აღნიშნულ ადგილას, დიდი კაშხლის მშენებლობა კომუნისტებს ნიკო კეცხოველმა შეაჩერებინა.

იაგო კაზალიკაშვილი

გეოლოგი

სტეფანწმინდა".

ასევე დაგაინტერესებთ: პირველი ფოტოები დარიალიდან: როგორ გამოიყურება ხეობა მთის მასის მოწყვეტისა და ძლიერი ღვარცოფის შემდეგ (+3 ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია