პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარიალიჰესის" მშენებლობის ადგილი შესწავლილი არ იყო - ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ
"დარიალიჰესის" მშენებლობის ადგილი შესწავლილი არ იყო - ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ

ტე­რი­ტო­რია, სა­დაც "და­რი­ა­ლი­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, არ იყო შეს­წავ­ლი­ლი არც ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი და არც გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით.

ამის შე­სა­ხებ BPN-თან სა­უბ­რი­სას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­ნა­ნა ქო­ჩ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მთის მა­სის ჩა­მო­წო­ლის მი­ზე­ზი სწო­რედ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა გამ­ხდა­რი­ყო.

რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ წყლის მა­სის 80-90%- ის გვი­რაბ­ში გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, შე­ნა­კა­დე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ნა­შა­ლი ამოვ­სე­ბას და­ი­წყებ­და და და­ახ­ლო­ე­ბით ისეთ შე­დეგს მი­ი­ღებ­დნენ, რო­გო­რის დღეს მოხ­და.

მა­ნა­ნა ქო­ჩ­ლა­ძე იხ­სე­ნებს, რომ მათ სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თეს, რათა გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­ცე­მუ­ლი და­დე­ბი­თი ეკო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რაც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და.

და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში დღეს მთის მასა ჩა­მოწ­ვა, რა­მაც მდი­ნა­რე თერ­გის და­გუ­ბე­ბა გა­მო­იწ­ვია. მთის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "და­რი­ა­ლი­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. 15-მდე მათ­გა­ნის ცო­ცხლად გა­მოყ­ვა­ნა უკვე მო­ხერ­ხდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"დარიალიჰესის" მშენებლობის ადგილი შესწავლილი არ იყო - ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ

"დარიალიჰესის" მშენებლობის ადგილი შესწავლილი არ იყო - ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ

ტერიტორია, სადაც "დარიალიჰესის" მშენებლობა მიმდინარეობდა, არ იყო შესწავლილი არც ჰიდროლოგიური და არც გეოლოგიური თვალსაზრისით.

ამის შესახებ BPN-თან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელმა, მანანა ქოჩლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, რომ მთის მასის ჩამოწოლის მიზეზი სწორედ ჰესის მშენებლობა გამხდარიყო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, ხელისუფლებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აფრთხილებდნენ, რომ წყლის მასის 80-90%- ის გვირაბში გატარების შემდეგ, შენაკადებიდან წამოსული ნაშალი ამოვსებას დაიწყებდა და დაახლოებით ისეთ შედეგს მიიღებდნენ, როგორის დღეს მოხდა.

მანანა ქოჩლაძე იხსენებს, რომ მათ სასამართლოსაც მიმართეს, რათა გაეუქმებინათ ჰესის მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზა, რაც ჰესის მშენებლობის შეჩერებას გამოიწვევდა.

დარიალის ხეობაში დღეს მთის მასა ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. მთის მასაში მოყოლილი არიან ადამიანები, რომლებიც "დარიალიჰესის" მშენებლობაზე მუშაობდნენ. 15-მდე მათგანის ცოცხლად გამოყვანა უკვე მოხერხდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია