პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო მონაცემებით, ოჯახი ისე განმტკიცდა, რომ გაქვავდა!" - როგორ ეხმაურებიან ლოცვით მსვლელობას სოციალურ ქსელში
"ბოლო მონაცემებით, ოჯახი ისე განმტკიცდა, რომ გაქვავდა!" - როგორ ეხმაურებიან ლოცვით მსვლელობას სოციალურ ქსელში

დღეს გა­მარ­თულ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მრე­ვი­ლის აქ­ცია-მსვლე­ლო­ბას, სა­ხელ­წო­დე­ბით "17 მა­ი­სი ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცის დღეა", სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მა­შინ, რო­დე­საც ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში აქ­ტი­უ­რობ­დნენ, ისი­ნი, ვინც მათ მსვლე­ლო­ბას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მა­უ­რე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის იყო მწე­რა­ლი მალ­ხაზ ხარ­ბე­დია, რო­მე­ლიც მსვლე­ლო­ბას Facebook-ზე სტა­ტუ­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბო­და.

Facebook/ მალ­ხაზ ხარ­ბე­დია, მწე­რა­ლი:

"ტა­ბუ­რეტ­კი­დან დგე­ბა მუ­მია, რა სი­ჩუ­მეა, რა სი­ჩუ­მეა!"

"ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ოჯა­ხი ისე გან­მტკიც­და, რომ გაქ­ვავ­და!", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ხარ­ბე­დია იჯა­ხის სიმ­ტკი­ცის დღეს გა­მარ­თულ მსვლე­ლო­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს მსოფ­ლიო ჰო­მო­ფი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აღ­ნიშ­ნავს, თუმ­ცა გა­სუ­ლი წლის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, დღე­ვან­დელ დღეს სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ის გა­რე­შე შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო, თუმ­ცა სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნის გამო დის­კრი­მი­ნი­რე­ბულ­თა და ჰო­მო­ფო­ბი­ის მსხვერ­პლთა მი­მართ სო­ლი­და­რო­ბამ ერ­თგვა­რად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. გთა­ვა­ზობთ კი­დევ ერთი მწერ­ლის, ტო­რე­სა მო­სის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას:

Facebook/ ტო­რე­სა მოსი, მწე­რა­ლი:

"დღეს მსოფ­ლიო აღ­ნიშ­ნავს ჰო­მო­ფი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს. სამ­წუ­ხა­როდ მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი დები და ძმე­ბი ყო­ველ დღი­უ­რად ხდე­ბი­ან დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, ჩაგ­ვრი­სა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მათი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და იდენ­ტო­ბის გამო. მე სო­ლი­და­რო­ბას გა­მოვ­ხა­ტავ მათ მი­მართ. პა­ტივს მი­ვა­გებ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ხსოვ­ნას, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ გახ­დნენ სი­ძულ­ვი­ლი­სა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი.

ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბამ მათ სახ­ლში ყოფ­ნა მი­უ­სა­ჯა და ვი­ნა­ი­დან მათ მო­უ­წო­დე­ბენ არ გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი თავი, აი­ძუ­ლე­ბენ და­ი­მა­ლონ და იცხოვ­რონ მუდ­მივ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ში, ვი­ნა­ი­დან მათ არ აძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას იცხოვ­რონ თა­ნას­წო­რად და ღირ­სე­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, მე გა­მოვ­ხა­ტავ სო­ლი­და­რო­ბას მათ მი­მართ და ვა­ცხა­დებ რომ 17 მა­ისს მე არ გა­მო­ვალ გა­რეთ არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბის გამო და გა­ვი­ზი­ა­რებ მათ ბედს სა­კუ­თა­რი ნე­ბი­თა და სურ­ვი­ლით. მე მწამს რომ ადრე თუ გვი­ან ბო­რო­ტე­ბა და სი­ძულ­ვი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და­მარ­ცხდე­ბა და მის ად­გილს და­ი­კა­ვებს სიყ­ვა­რუ­ლი, თა­ნაგ­რძნო­ბა და სო­ლი­და­რო­ბა და ამის­თვის მე პი­რა­დად გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რად­გან ღრმად მწამს რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა მხო­ლოდ სიყ­ვა­რულ­ზე და თა­ნაგ­რძნო­ბა­ზე გა­დის და ჩვენ ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ხე­ო­ბი­დან, სუ­ლი­ერ ადა­მი­ა­ნე­ბად გვაქ­ცევს სწო­რედ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი არა მხო­ლოდ მათ მი­მართ ვინც ჩვენ გვგავს, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში მათ მი­მართ, ვინც ჩვენ­გან გან­სხვავ­დე­ბა", - წერს ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ბოლო მონაცემებით, ოჯახი ისე განმტკიცდა, რომ გაქვავდა!" - როგორ ეხმაურებიან ლოცვით მსვლელობას სოციალურ ქსელში

"ბოლო მონაცემებით, ოჯახი ისე განმტკიცდა, რომ გაქვავდა!" - როგორ ეხმაურებიან ლოცვით მსვლელობას სოციალურ ქსელში

დღეს გამართულ სასულიერო პირებისა და მრევილის აქცია-მსვლელობას, სახელწოდებით "17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა", სოციალურ ქსელებში სხვადასხვა საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეები დედაქალაქის ქუჩებში აქტიურობდნენ, ისინი, ვინც მათ მსვლელობას სკეპტიკურად უყურებდნენ, სოციალურ ქსელებში ეხმაურებოდნენ. მათ შორის იყო მწერალი მალხაზ ხარბედია, რომელიც მსვლელობას Facebook-ზე სტატუსების განახლებით ეხმაურებოდა.

Facebook/ მალხაზ ხარბედია, მწერალი:

"ტაბურეტკიდან დგება მუმია, რა სიჩუმეა, რა სიჩუმეა!"

"ბოლო მონაცემებით, ოჯახი ისე განმტკიცდა, რომ გაქვავდა!", - ასე ეხმაურება ხარბედია იჯახის სიმტკიცის დღეს გამართულ მსვლელობას.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ჰომოფიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, თუმცა გასული წლის ცნობილი მოვლენების გამო, დღევანდელ დღეს სოლიდარობის აქციის გარეშე შეხვდა საქართველო, თუმცა სექსუალური ორიენტაციის ნიშნის გამო დისკრიმინირებულთა და ჰომოფობიის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობამ ერთგვარად სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. გთავაზობთ კიდევ ერთი მწერლის, ტორესა მოსის გამოხმაურებას:

Facebook/ ტორესა მოსი, მწერალი:

"დღეს მსოფლიო აღნიშნავს ჰომოფიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. სამწუხაროდ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჩვენი დები და ძმები ყოველ დღიურად ხდებიან დისკრიმინაციის, ჩაგვრისა და ძალადობის მსხვერპლი მათი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის გამო. მე სოლიდარობას გამოვხატავ მათ მიმართ. პატივს მივაგებ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, რომლებიც უშუალოდ გახდნენ სიძულვილისა და ძალადობის მსხვერპლნი.

ვინაიდან საქართველოში უმრავლესობამ მათ სახლში ყოფნა მიუსაჯა და ვინაიდან მათ მოუწოდებენ არ გამოხატონ საკუთარი თავი, აიძულებენ დაიმალონ და იცხოვრონ მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, ვინაიდან მათ არ აძლევენ საშუალებას იცხოვრონ თანასწორად და ღირსეულად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მე გამოვხატავ სოლიდარობას მათ მიმართ და ვაცხადებ რომ 17 მაისს მე არ გამოვალ გარეთ არანაირი საჭიროების გამო და გავიზიარებ მათ ბედს საკუთარი ნებითა და სურვილით. მე მწამს რომ ადრე თუ გვიან ბოროტება და სიძულვილი განსხვავებული ადამიანების მიმართ დამარცხდება და მის ადგილს დაიკავებს სიყვარული, თანაგრძნობა და სოლიდარობა და ამისთვის მე პირადად გავაკეთებ ყველაფერს, რადგან ღრმად მწამს რომ ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა მხოლოდ სიყვარულზე და თანაგრძნობაზე გადის და ჩვენ ბიოლოგიური სახეობიდან, სულიერ ადამიანებად გვაქცევს სწორედ სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი არა მხოლოდ მათ მიმართ ვინც ჩვენ გვგავს, არამედ პირველ რიგში მათ მიმართ, ვინც ჩვენგან განსხვავდება", - წერს ახალგაზრდა მწერალი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს