მთის მასაში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ტრაილერებია მოყოლილი

მთის მასაში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ტრაილერებია მოყოლილი

დარილიას ხეობაში, მოწყვეტილ მთის მასაში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ტრაილერებია მოყოლილი. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათისთვის სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.

ამასთან, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია - "როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე ხდება დევდორაკის ხეობიდან მთის მასივის გამოტანა, სამწუხაროდ წლევანდელი განსაკუთრებით მასშტაბურია".

ამ დროისთვის შეწყვეტილია სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი და გაფრთხილებულია რუსეთისა და სომხეთის შესაბამისი უწყებები.

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მობილიზებულია ადგილზე, თუმცა პირველ რიგში მთის მასივის მიერ გადაკეტილი თერგის კალაპოტის და გზის გათავისუფლებაა საჭირო, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ავარიის მოცულობის შეფასება. აქვეა მობილიზებული ლარსისა და დარიალის ჰესების სამშენებლო ტექნიკაც, რაც დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს და შესაბამის სამსახურებს გზის და კალაპოტის გაწმენდაში. ბოლო ინფორმაციით, მოწყვეტილ მთის მასაში მოყოლილია რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტოამნქანები და ტრაილერები. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან, ხელმძღვანელი პირები ენერგეტიკის სამინისტროდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია