საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარიალის ხეობაში მეწყერის მიზეზი "ლარსი ჰესის" მშენებლობა არ ყოფილა - კომენტარი ენერგეტიკის სამინისტროდან
დარიალის ხეობაში მეწყერის მიზეზი "ლარსი ჰესის" მშენებლობა არ ყოფილა  - კომენტარი ენერგეტიკის სამინისტროდან

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ილია ელოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის მი­ზე­ზი "ლარ­სი ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა.

ამას­თან, რო­გორც ელოშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მთის მასა "ლარ­სი ჰე­სის" მი­და­მო­ებ­ში მო­წყდა, თუმ­ცა ჰესი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰე­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­წყე­რის მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ნა­შა­ლია.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას ვერ­ტმფრე­ნე­ბით უკვე გა­ემ­გზავრნენ და მე­წყე­რის ჩა­მოშ­ლის მი­ზე­ზებს შე­ის­წავ­ლი­ან.

შემ­თხვე­ვა და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში დღეს მოხ­და. მთის მასა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, ლარ­სი ჰე­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­წყდა.

ამას­თან, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პუ­ლია სამი თურ­ქი მუშა, რომ­ლე­ბიც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ.

დაბა ყაზ­ბეგ­ში "ლარ­სი ჰესი" ოფი­ცი­ა­ლუ­რად მიმ­დნა­რე წლის 24 იან­ვარს გა­იხ­სნა, ჰე­სის გახ­სნას და­ეს­წრნენ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი და­ვით ნარ­მა­ნია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

დარიალის ხეობაში მეწყერის მიზეზი "ლარსი ჰესის" მშენებლობა არ ყოფილა - კომენტარი ენერგეტიკის სამინისტროდან

დარიალის ხეობაში მეწყერის მიზეზი "ლარსი ჰესის" მშენებლობა არ ყოფილა  - კომენტარი ენერგეტიკის სამინისტროდან

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი "ლარსი ჰესის" მშენებლობა არ ყოფილა.

ამასთან, როგორც ელოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მთის მასა "ლარსი ჰესის" მიდამოებში მოწყდა, თუმცა ჰესი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

მისივე ინფორმაციით, ჰესის ტერიტორიაზე მეწყერის მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაშალია.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სპეციალისტები შემთხვევის ადგილას ვერტმფრენებით უკვე გაემგზავრნენ და მეწყერის ჩამოშლის მიზეზებს შეისწავლიან.

შემთხვევა დარიალის ხეობაში დღეს მოხდა. მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, ლარსი ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულია სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ.

დაბა ყაზბეგში "ლარსი ჰესი" ოფიციალურად მიმდნარე წლის 24 იანვარს გაიხსნა, ჰესის გახსნას დაესწრნენ ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია