დარიალის ხეობაში ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

დარიალის ხეობაში ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

დარიალის ხეობაში, მთის მასის ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, გადარჩენილ თურქ მუშას ფეხი აქვს მოტეხილი.

ამასთან, მთის მასის ქვეშ არის მოყოლილი სატვირთო ავტომანქანები, რომლებიც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მიემართებოდნენ.

დღეს დარიალის ხეობაში მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია