პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი 17 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, გა­სუ­ლი წლის 17 მა­ისს, სა­ხელ­მწი­ფომ ვერ შეძ­ლო ჰო­მო­ფო­ბი­ა­სა და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან (აი­დაჰოს) და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, ლგბტ უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ძი­რი­თა­დი სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, უარი ეთ­ქვათ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ისს აი­დაჰოს დღის სა­ჯა­რო აღ­ნიშ­ვნა­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ზე. ამას­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ისს მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წეს­რი­გის, მშვი­დო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2013 წლის 17 მა­ი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გახ­და ჩვენს სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში. ჰო­მო­ფო­ბი­ა­სა და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან (აი­დაჰო) და­კავ­ში­რე­ბით და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კონ­ტრდე­მონ­სტრა­ცი­ამ მას­შტა­ბუ­რი ძა­ლა­დო­ბის სახე მი­ი­ღო. ამით, ის კონ­ფლიქ­ტში შე­ვი­და არ­სე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ წეს­რიგ­სა და ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცის სე­კუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­გორც უმაღ­ლე­სი ფა­სე­უ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ღირ­სე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის დაც­ვის იდე­ებს ეფუძ­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, 17 მა­ისს, სა­ხელ­მწი­ფომ ვერ შეძ­ლო აი­დაჰოს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სე­კუ­ლა­რიზ­მის პრინ­ცი­პის დაც­ვა.

გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის დას­ჯის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა არა­ე­ფექ­ტურ­მა პო­ლი­ტი­კამ, მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა დის­კრი­მი­ნი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფის (მათ შო­რის, რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის) მი­მართ სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ზრდა გა­ნა­პი­რო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2013 წლის 17 მა­ი­სის შემ­დეგ, ასე­ვე იმა­ტა ლგბტ პირ­თა მი­მართ ძა­ლა­დობ­რივ­მა შემ­თხვე­ვებ­მა.

არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, ლგბტ უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ძი­რი­თა­დი სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, უარი ეთ­ქვათ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ისს აი­დაჰოს დღის სა­ჯა­რო აღ­ნიშ­ვნა­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ზე. ეს ერთი მხრივ, აჩ­ვე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სი­სუს­ტეს რე­ა­ლუ­რად და­იც­ვას ლგბტ პირ­თა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი ავ­ლენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლა­დობ­რივ და არა­სო­ლი­და­რულ გან­წყო­ბებს, რაც სა­ხელ­მწი­ფოს, ეკ­ლე­სი­ის, მე­დი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სწორ გა­აზ­რე­ბას მო­ი­თხოვს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლგბტ უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ძი­რი­თა­დი სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ სა­ჯა­რო აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უა­რის თქმის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ისე­ვე რო­გორც სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი, 17 მა­ისს თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე შეკ­რე­ბის გა­მარ­თვას გეგ­მა­ვენ. იგეგ­მე­ბა ეკ­ლე­სი­ის მიერ, ცოტა ხნის წინ, სა­გან­გე­ბოდ 17 მა­ისს და­წე­სე­ბუ­ლი ოჯა­ხის დღის აღ­ნიშ­ვნა და ლგბტ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თე­მის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მო­ფხვრის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა.

სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა­სა და მათ ძა­ლა­დობ­რივ გან­წყო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ისს მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წეს­რი­გის, მშვი­დო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, 2013 წლის 17 მა­ი­სის უარ­ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა, როცა აი­დაჰოს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, კონ­ტრდე­მონ­სტრან­ტე­ბის ჯგუ­ფე­ბი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში უკონ­ტრო­ლოდ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და ძა­ლა­დო­ბას ავ­ლენ­და სხვა­დას­ხვა პი­რის მი­მართ, რო­მელ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ისი­ნი ლგბტ პი­რე­ბად ახ­დენ­დნენ. ამ დროს კი პო­ლი­ცი­ას არ გა­აჩ­ნდა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა მათი ქცე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნი­სა და გა­და­კი­დე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი 17 მა­ი­სის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 17 მა­ისს წეს­რი­გი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, მო­ვუ­წო­დებთ:

• ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ეფექ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წეს­რი­გი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. მათ შო­რის, უზ­რუნ­ველ­ყოს:

- ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში პო­ლი­ცი­ის ეფექ­ტუ­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი პატ­რუ­ლი­რე­ბა, მათ შო­რის, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი იყოს ლგბტ პირ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნის რის­კე­ბი;

- სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ცხე­ლი ხა­ზის ამუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ პი­რებს უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ი­ღონ ადეკ­ვა­ტუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა და დაც­ვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­გან;

- სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან სა­კონ­ტაქ­ტო პი­რის გა­მო­ყო­ფა, რო­მელ­თა­ნაც უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ინ­სტი­ტუ­ტებს მი­ე­ცე­მათ შე­უ­ზღუ­და­ვი და დრო­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

- სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა;

- მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ლგბტ პირ­თა მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა.

• პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ხელი შე­უ­წყონ უსაფრ­თხო­ე­ბის, მშვი­დო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას და მო­ახ­დი­ნონ მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის ეფექ­ტუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო კონ­ტრო­ლი;

• პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­სა და ცალ­კე­ულ პო­ლი­ტი­კო­სებს, ადეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა მის­ცენ 17 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და არ შე­უ­წყონ ხელი სი­ძულ­ვი­ლი­სა და ძა­ლა­დო­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მით უფრო, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;

• მე­დი­ას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით გა­ა­შუ­ქოს 17 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, თავი შე­ი­კა­ვოს არას­წო­რი და ორაზ­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან;

• 17 მა­ი­სის და­გეგ­მი­ლი შეკ­რე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ხელი შე­უ­წყონ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ სა­ჯა­რო წეს­რი­გი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. ამ მი­მარ­თე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ზრახ­ვე­ბი­სა და ქცე­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის;

• ლგბტ აქ­ტი­ვის­ტებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე და არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თავი შე­ი­კა­ვონ ისე­თი ქმე­დე­ბე­ბი­სა­გან, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ისს, სა­ხელ­მწი­ფო სა­თა­ნა­დოდ უპა­სუ­ხებს მის წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებს და მი­ი­ღებს ყვე­ლა ზო­მას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და მისი, რო­გორც სე­კუ­ლა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დაც­ვი­სათ­ვის", - ნათ­ქვა­მია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი: "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია"; "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი" (EMჩ); "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლი"; "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა" (GDI); "იდენ­ტო­ბა"; "ქალ­თა ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში"; "ფონ­დი ტასო"; "მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" (MDF); კავ­ში­რი "სა­ფა­რი"; "ტო­ლე­რან­ტო­ბის და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, გასული წლის 17 მაისს, სახელმწიფომ ვერ შეძლო ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (აიდაჰოს) დაკავშირებული აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლების დაცვა. მათივე ინფორმაციით, არსებულ ვითარებაში, ლგბტ უფლებებზე მომუშავე ძირითადი სათემო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ მიმდინარე წლის 17 მაისს აიდაჰოს დღის საჯარო აღნიშვნასა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ მიმდინარე წლის 17 მაისს მიიღოს სათანადო პრევენციული ღონისძიებები წესრიგის, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 17 მაისი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ჩვენს სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (აიდაჰო) დაკავშირებით დაგეგმილი აქციის საწინააღმდეგოდ, სასულიერო პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კონტრდემონსტრაციამ მასშტაბური ძალადობის სახე მიიღო. ამით, ის კონფლიქტში შევიდა არსებულ სამართლებრივ წესრიგსა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საჯარო-პოლიტიკური სივრცის სეკულარიზაციისა და ადამიანების, როგორც უმაღლესი ფასეულობის თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის დაცვის იდეებს ეფუძნება. სამწუხაროდ, 17 მაისს, სახელმწიფომ ვერ შეძლო აიდაჰოს აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებისა და სეკულარიზმის პრინციპის დაცვა.

გამოვლენილი ძალადობის აღკვეთისა და კონკრეტული სამართალდამრღვევი პირების დასჯის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებულმა არაეფექტურმა პოლიტიკამ, მომდევნო პერიოდში სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის (მათ შორის, რელიგიური უმცირესობების) მიმართ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ზრდა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, ასევე იმატა ლგბტ პირთა მიმართ ძალადობრივმა შემთხვევებმა.

არსებულ ვითარებაში, ლგბტ უფლებებზე მომუშავე ძირითადი სათემო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ მიმდინარე წლის 17 მაისს აიდაჰოს დღის საჯარო აღნიშვნასა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე. ეს ერთი მხრივ, აჩვენებს ხელისუფლების სისუსტეს რეალურად დაიცვას ლგბტ პირთა გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ავლენს საზოგადოებაში ძალადობრივ და არასოლიდარულ განწყობებს, რაც სახელმწიფოს, ეკლესიის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან სწორ გააზრებას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ლგბტ უფლებებზე მომუშავე ძირითადი სათემო ორგანიზაციების მიერ საჯარო აქციის ჩატარებაზე უარის თქმის მიუხედავად, სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები, 17 მაისს თბილისში რამდენიმე შეკრების გამართვას გეგმავენ. იგეგმება ეკლესიის მიერ, ცოტა ხნის წინ, საგანგებოდ 17 მაისს დაწესებული ოჯახის დღის აღნიშვნა და ლგბტ პირთა უფლებების დაცვის თემის, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების გაპროტესტება.

საჯარო სივრცეში მრავალრიცხოვანი ჯგუფების კონცენტრირებასა და მათ ძალადობრივ განწყობებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მიმდინარე წლის 17 მაისს მიიღოს სათანადო პრევენციული ღონისძიებები წესრიგის, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, 2013 წლის 17 მაისის უარყოფითი გამოცდილება, როცა აიდაჰოს აქციის მონაწილეების ევაკუაციის შემდეგ, კონტრდემონსტრანტების ჯგუფები ქალაქის ქუჩებში უკონტროლოდ გადაადგილდებოდა და ძალადობას ავლენდა სხვადასხვა პირის მიმართ, რომელთა იდენტიფიცირებას ისინი ლგბტ პირებად ახდენდნენ. ამ დროს კი პოლიციას არ გააჩნდა კონკრეტული გეგმა მათი ქცევის ორგანიზებისა და პრევენციისთვის. აღსანიშნავია, რომ ლგბტ ადამიანების დევნისა და გადაკიდების ინდივიდუალური შემთხვევები 17 მაისის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 17 მაისს წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, მოვუწოდებთ:

• შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები წესრიგისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. მათ შორის, უზრუნველყოს:

- ქალაქის ქუჩებში პოლიციის ეფექტური და ინტენსიური პატრულირება, მათ შორის, იმ დაწესებულებების სიახლოვეს, სადაც შეიძლება მაღალი იყოს ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის გამოვლენის რისკები;

- სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზის ამუშავება, რომელიც კონკრეტულ პირებს უფლების დარღვევის შემთხვევაში მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება და დაცვა სამართალდამცავი ორგანოებისგან;

- სამინისტროს მხრიდან საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელთანაც უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს მიეცემათ შეუზღუდავი და დროული კომუნიკაციის შესაძლებლობა;

- სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროული და ეფექტური რეაგირება;

- მისი თანამშრომლების მიერ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ლგბტ პირთა მიმართ პატივისცემა.

• პარლამენტის წევრებს, პოლიტიკური განცხადებებით ხელი შეუწყონ უსაფრთხოების, მშვიდობისა და სამართლიანობის მხარდაჭერას და მოახდინონ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტური საპარლამენტო კონტროლი;

• პოლიტიკურ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს, ადეკვატური შეფასება მისცენ 17 მაისთან დაკავშირებულ მოვლენებს და არ შეუწყონ ხელი სიძულვილისა და ძალადობის ტირაჟირებას საზოგადოებაში, მით უფრო, წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით;

• მედიას, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით გააშუქოს 17 მაისთან დაკავშირებული მოვლენები, თავი შეიკავოს არასწორი და ორაზროვანი ინფორმაციისა და სიძულვილით მოტივირებული შეფასებების გავრცელებისგან;

• 17 მაისის დაგეგმილი შეკრებების ორგანიზატორებს, ხელი შეუწყონ აქციის მონაწილეების მიერ საჯარო წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, მათ მიიღონ ყველა ზომა აქციის მონაწილეების მშვიდობიანი განზრახვებისა და ქცევის შენარჩუნებისათვის;

• ლგბტ აქტივისტებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან, რომელმაც შეიძლება ძალადობის პროვოცირება მოახდინოს.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სათანადოდ უპასუხებს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მიიღებს ყველა ზომას ადამიანის უფლებებისა და მისი, როგორც სეკულარული სახელმწიფოს დაცვისათვის", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMჩ); "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"; "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI); "იდენტობა"; "ქალთა ფონდი საქართველოში"; "ფონდი ტასო"; "მედიის განვითარების ფონდი" (MDF); კავშირი "საფარი"; "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა