სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმატა თუ არა საქართველოში ენტეროვირუსულმა ინფექციებმა
იმატა თუ არა საქართველოში ენტეროვირუსულმა ინფექციებმა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ენ­ტე­რო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მა­ტე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს არის სე­ზო­ნუ­რი მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი ციკ­ლუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

"ენ­ტე­რო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მა­ტე­ბა 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა. აღ­ნიშ­ნულს ად­გი­ლი ჰქონ­და 2006 წელს, 2010 წელს და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო, რომ ინ­ფექ­ცი­ის მა­ტე­ბა წელ­საც იქ­ნე­ბო­და. გა­ზა­ფხულ­ზე, ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა ხოლ­მე მა­ტე­ბა და შე­მოდ­გო­მამ­დე გრძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ და იქვე გან­მარ­ტა, რომ ყო­ველ­წლი­ურ შემ­თხვე­ვებ­თან შე­და­რე­ბით ინ­ფექ­ცი­ის მა­ტე­ბის პრო­ცეს­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­შუ­ა­ლოდ ორ­ჯერ მე­ტია. ამას­თან, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 აპ­რი­ლის შემ­დგომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს 70-მდე ბავ­შვმა და მო­ზარ­დმა მი­მარ­თა.

"დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით შემ­თხვე­ვა­თა უპი­რა­ტე­სი რა­ო­დე­ნო­ბა თბი­ლის­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. თბი­ლი­სის სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში ძი­რი­თა­დად ე.წ. სე­რო­ზუ­ლი მე­ნინ­გი­ტე­ბით მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. შემ­თხვე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მსუ­ბუ­ქი, ან სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მით და სა­პა­ნი­კო არა­ფე­რი არაა. ეს არა­ვი­თა­რი ეპი­დე­მია არ გახ­ლავთ", - აღ­ნიშ­ნა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ენ­ტე­რო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის გზა ძი­რი­თა­დად ფე­კა­ლურ-ორა­ლუ­რია, ამი­ტომ სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს.

"გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­აა სა­ერ­თო ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის დაც­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში - ხში­რად და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მან.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2006 და 2010 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ წლი­უ­რად მე­ნინ­გი­ტე­ბის 300 შემ­თხვე­ვა და­რე­გის­ტრირ­და მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­უ­ლებ­რივ წლებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 150-170 შემ­თხვე­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

იმატა თუ არა საქართველოში ენტეროვირუსულმა ინფექციებმა

იმატა თუ არა საქართველოში ენტეროვირუსულმა ინფექციებმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ენტეროვირუსული ინფექციის მატება შეინიშნება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ეს არის სეზონური მატება, რომელიც გარკვეული ციკლურობით გამოირჩევა.

"ენტეროვირუსული ინფექციის მატება 4 წელიწადში ერთხელ ხდება. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა 2006 წელს, 2010 წელს და პროგნოზირებადი იყო, რომ ინფექციის მატება წელსაც იქნებოდა. გაზაფხულზე, ამ პერიოდში ხდება ხოლმე მატება და შემოდგომამდე გრძელდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და იქვე განმარტა, რომ ყოველწლიურ შემთხვევებთან შედარებით ინფექციის მატების პროცესში დაინფიცირებულთა რაოდენობა საშუალოდ ორჯერ მეტია. ამასთან, მისივე ინფორმაციით, 24 აპრილის შემდგომ აღნიშნული ინფექციით საავადმყოფოებს 70-მდე ბავშვმა და მოზარდმა მიმართა.

"დღეს არსებული მდგომარეობით შემთხვევათა უპირატესი რაოდენობა თბილისშია დაფიქსირებული, თუმცა შემთხვევები რეგისტრირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისის სტაციონარებში ძირითადად ე.წ. სეროზული მენინგიტებით მიმართვიანობის მატება შეინიშნება. შემთხვევები მიმდინარეობს მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმით და საპანიკო არაფერი არაა. ეს არავითარი ეპიდემია არ გახლავთ", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ენტეროვირუსული ინფექციის გადაცემის გზა ძირითადად ფეკალურ-ორალურია, ამიტომ სპეციფიკური პროფილაქტიკა ამ შემთხვევაში არ არსებობს.

"გამომდინარე აქედან ჩვენი ძირითადი რეკომენდაციაა საერთო ჰიგიენური წესების დაცვა. განსაკუთრებით სკოლებსა და ბაღებში - ხშირად დავიბანოთ ხელები", - აღნიშნა მან.

ოფიციალური ინფორმაციით, 2006 და 2010 წლებში საქართველოში სულ წლიურად მენინგიტების 300 შემთხვევა დარეგისტრირდა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ წლებში რეგისტრირებულია 150-170 შემთხვევა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია