მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიების შესახებ, IDFI ეხმაურება.
როგორც ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითრების ცენტრში ამბობენ, ისინი წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რომელიც გამორიცხავდა საჯარო მოსამსახურეებისთვის არალოგიკური ოდენობის თანხებით დაჯილდოების პრაქტიკას და ხელს შეუწყობდა წახალისების სისტემის ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებას.
დღეის მდგომარეობით სამინისტროებში პრემიებით და სახელფასო დანამატებით დაჯილდოების არაერთგვაროვანი პრაქტიკის სალიუსტრაციოდ, IDFI სამინისტროებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
2013 წელს მინისტრების მიერ მიღებული პრემიები და სახელფასო დანამატები (ლარი) :
ირაკლი ალასანია 83 076
პაატა ზაქარეიშვილი 50 885
მირიანე ოდიშარია 50 045
ალექსი პეტრიაშვილი 49 264
ხათუნა გოგალაძე 47 935
სოზარ სუბარი 47 685
დავით ნარმანია 47 685
დავით დარახველიძე 47 685
თეა წულუკიანი 47 685
კახა კალაძე 47 685
ლევან ყიფიანი 47 685
მაია ფანჯიკიძე 43 350
შალვა ფიფია 42 525
თამარ სანიკიძე 25 034
2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი.
ასევე იხილეთ: ყველაზე მაღალი პრემიის მქონე მინისტრის მოადგილეები