მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივა კუზანოვის რჩევები ქალებს, რომლებსაც სხეულის კორექცია სურთ
ივა კუზანოვის რჩევები ქალებს, რომლებსაც სხეულის კორექცია სურთ

მთელ მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ლი­პო­საქ­ცი­ას წო­ნის მო­სა­შო­რებ­ლად დღეს აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თა­ვენ. პო­პუ­ლა­რულ პრო­ცე­დუ­რას წე­ლი­წად­ში უკვე ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი იკე­თებს.

რო­გორ ტარ­დე­ბა პრო­ცე­დუ­რე­ბი, რა თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რა შემ­თხვე­ვა­ში მივ­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს. მკი­თხვე­ლის შე­კი­თხვებს ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ივა კუ­ზა­ნო­ვი პა­სუ­ხობს.

ნანა:

რას ტექ­ნო­ლო­გი­ით და მე­თო­დე­ბით ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­პო­საქ­ცია და რამ­დე­ნი სა­ხის პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. რა არის მისი უპი­რა­ტე­სო­ბა?

-პირ­ვე­ლი ლი­პო­საქ­ცია რაც შე­მო­ვი­და, ეს არის ცხი­მის ვა­კუ­მუ­რი ლი­პო­საქ­ცია.ორ­გა­ნიზ­მი­დან იტუმ­ბე­ბა ეს ცხი­მი. არის უამ­რა­ვი მე­თო­დი, ლა­ზე­რუ­ლი, ულტრაბ­გე­რი­თი, ვიბ­რა­ცი­ის, მაგ­რამ ყვე­ლა ერ­თად ეს არის ცხი­მის ამო­ტუმბვა - ვა­კუ­მი.

მაია:

ვინ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­ტა­როს ეს პრო­ცე­დუ­რა, ხომ არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი ასა­კობ­რი­ვი ნორ­მა?

- ყვე­ლას შე­უძ­ლია ჩა­ი­ტა­როს ვი­საც სჭირ­დე­ბა. რას ნიშ­ნავს სჭირ­დე­ბა? -ლი­პო­საქ­ცია არ არის იმის­თვის, რომ წო­ნა­ში და­იკ­ლოს ადა­მი­ან­მა, ეს არის ფი­გუ­რის კო­რექ­ცია და არა წო­ნის დაკ­ლე­ბა. როცა მო­დი­ან მო­მარ­თვით, გა­მი­კე­ტე ლი­პო­საქ­ცია რომ წო­ნა­ში და­ვიკ­ლო, ეს არ არის სწო­რი. რო­გორც წესი, ქა­ლებ­ში ეს არის ორი ად­გი­ლი- "გა­ლი­ფეს" ად­გი­ლი და მუ­ცე­ლი. მა­მა­კა­ცებ­ში - მუ­ცე­ლი.

ლალი:

სა­ჭი­რო­ებს თუ არა პრო­ცე­დუ­რა გა­უტ­კი­ვა­რე­ბას და შესძლე­ბე­ლია თუ არა ოპე­რა­ცი­ის დროს გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა პრე­პა­რატ­მა უკუჩ­ვე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს?

- ნე­ბის­მი­ე­რი ლი­პო­საქ­ცია კეთ­დე­ბა გა­უტ­კი­ვა­რე­ბით. ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ის ქვეშ. ნარ­კო­ზი ამ პრო­ცე­დუ­რას არ სჭირ­დე­ბა. იმ პრე­პა­რა­ტებ­ზე, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებთ ოპე­რა­ცი­ის დროს, თუ უკუჩ­ვე­ნე­ბა არ არის- მა­შინ უკუჩ­ვე­ნე­ბა არ არ­სე­ბობს.

ინგა:

სხე­უ­ლის რა ად­გი­ლებ­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ლი­პო­საქ­ცი­ის გა­კე­თე­ბა?

- სა­ხე­ზეც კეთ­დე­ბა ლი­პო­საქ­ცია. ღა­ბა­ბის ად­გი­ლას, ლო­ყე­ბის არე­ში. კეთ­დე­ბა გა­ლი­ფეს, მუც­ლის ად­გი­ლებ­ში, ყე­ლის არე­ში, ხე­ლებ­ზე, ფე­ხებ­ზე, მუხ­ლე­ბის ქვე­და ნა­წილ­ში. სა­დაც გროვ­დე­ბა ცხი­მი და ეს ცხი­მი ამა­ხინ­ჯებს ფი­გუ­რას, აი, იქ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ლი­პო­საქ­ცი­ის გა­კე­თე­ბა.

თა­მუ­ნა:

რა ეფექ­ტი აქვს ლი­პო­საქ­ცი­ის პრო­ცე­დუ­რებს, რო­გორც სა­შუ­ა­ლო, ასე­ვე მძი­მე წო­ნის კა­ტე­გო­რი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის?

- საკ­მა­ოდ აშ­კა­რა ეფექ­ტია. იმი­ტომ , რომ შე­მო­დის პა­ცი­ენ­ტი ფარ­თე გა­ლი­ფე­თი, არ იცის რო­გორ და­მა­ლოს ეს "გა­ლი­ფე" და ლი­პო­საქ­ცი­ის შემ­დეგ, კლი­ნი­კი­დან გას­ვლი­სას შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქვე­და­ბო­ლოც და შარ­ვა­ლიც ნა­ხევ­რად დიდი აქვთ. ასე რომ ეფექ­ტი შთამ­ბეჭ­და­ვია.

თა­მუ­ნა:

რამ­დე­ნი სა­ხის ლი­პო­საქ­ცია ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ჩვენ პირ­ვე­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც გა­ვა­კე­თეთ ლი­პო­საქ­ცია ყვე­ლა­ნა­ი­რი მე­თო­დით. ულტრაბ­გე­რი­თი, ლა­ზე­რუ­ლი, უბ­რა­ლო-მე­ქა­ნი­კუ­რიც... ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და და კეთ­დე­ბა ახ­ლაც. ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დი ეს არის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პე­რი­ო­დი- მოგ­ვმარ­თავს უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი. იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ვი­საც უნდა ზღვა­ზე წას­ვლა, მი­მარ­თავს კო­რექ­ცი­ას.

მარი:

რა ჯდე­ბა ლი­პო­საქ­ცი­ის გა­კე­თე­ბა და შე­დე­გის­თვის რამ­დე­ნი პრო­ცე­დუ­რაა სა­ჭი­რო, დრო­ის რა ინ­ტერ­ვა­ლით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ლი­პო­საქ­ცი­ის ხელ­მე­ო­რედ გა­კე­თე­ბა?

- რო­გორც წესი, ად­გი­ლი ლი­პო­საქ­ცია ჯდე­ბა 400 ლარი. მაგ­რამ ზა­ფხუ­ლის წინ ჩვენ გვაქვს ფას­დაკ­ლე­ბა. საკ­მა­ოდ დიდი ფას­დაკ­ლე­ბაა. სა­დღაც 200 ლა­რამ­დე ჩა­მო­დის.

ლი­პო­საქ­ცია ეს ერთი პრო­ცე­დუ­რაა, თუ არ დას­ჭირ­და კო­რექ­ცია.

მაია:

უნდა და­ვიც­ვათ თუ არა დი­ე­ტა ლი­პო­საქ­ცი­ის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ?

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვას დი­ე­ტა, მაგ­რამ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მკაც­რი დი­ე­ტა იყოს. ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ გა­ვი­კე­თებ ლი­პო­საქ­ცი­ას შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი მი­ვირ­თვა, ეს ასე არ არის, იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც გა­კეთ­და ლი­პო­საქ­ცია, რო­გორც წესი, ცხი­მი არ გროვ­დე­ბა, მაგ­რამ ეს ზედ­მე­ტი ცხი­მი გა­და­ლაგ­დე­ბა სხვა ად­გი­ლებ­ში და ისევ სი­მა­ხინ­ჯე იქ­ნე­ბა.

სა­ლო­მე:

შესაძლე­ბე­ლია თუ არა ლი­პო­საქ­ცი­ას მოჰ­ყვეს უკუჩ­ვე­ნე­ბა და რა შემ­თხვე­ვა­შია ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი, რა შემ­თხვე­ვა­შია არა­ე­ფექ­ტუ­რი?

-არა­ნა­ი­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა ლი­პო­საქ­ცი­ას არ აქვს. გარ­და პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა. არა­ნა­ირ ჰორ­მო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვებს ეს არ იწ­ვევს.

თაკო:

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ?

- რო­გორც წესი, ერთი თვე უნდა ვა­ტა­როთ სპე­ცი­ა­ლუ­რი კორ­სე­ტი. თუ კეთ­დე­ბა გვერ­დე­ბი, უკა­ნა ტანი, მუ­ცე­ლი, ბარ­ძა­ყი- სა­ჭი­როა გრძე­ლი კორ­სე­ტი, რო­მე­ლიც უნდა ჩა­იც­ვას ქალ­ბა­ტონ­მა და და ერთი თვის მან­ძილ­ზე უნდა ატა­როს.

ლიკა:

ურ­ჩევთ თუ არა ქარ­თველ ქა­ლებს გა­ი­კე­თონ ლი­პო­საქ­ცია და რა შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლისტს?

-ლი­პო­საქ­ცია არ არის რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა პა­ცი­ენ­ტის­თვის. ჩვენს ქარ­თველ მან­დი­ლოს­ნებს, რო­გორც წესი საკ­მა­ოდ ხში­რად სჭირ­დე­ბათ ლი­პო­საქ­ცია. "გა­ლი­ფეს" ად­გი­ლებ­ში, უკა­ნა ტან­ზე, ბარ­ძა­ყებ­ზე, ხე­ლის (მკლა­ვის) შიდა უკა­ნა ნა­წი­ლებ­ში... ამის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ოპე­რა­ცი­ის დროს არ არის მტკივ­ნე­უ­ლი.

სალო:

რამ­დე­ნად ხში­რად მოგ­მარ­თა­ვენ მა­მა­კა­ცე­ბი?

- მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად არ მოგ­ვმარ­თა­ვენ, რო­გორც ქა­ლე­ბი, მაგ­რამ თვე­ში 5-6 მა­ინც შე­მო­დის. ძი­რი­თა­დად ლი­პო­საქ­ცი­ას იკე­თე­ბენ მუ­ცელ­ზე. ძი­რი­თა­დად შე­მო­დი­ან ჭარ­ბი ცხი­მის­დაგ­რო­ვე­ბით მკერ­დის ად­გი­ლებ­ში.

თა­თია:

თქვენ რო­გორც პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, რას ურ­ჩევთ ქალ­ბა­ტო­ნებს, რო­გორ მო­უ­ა­რონ თავს, რომ ყო­ველ­თვის მოხ­დე­ნი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ?

- პირ­ველ რიგ­ში დი­ე­ტას არა. - ეს არის სწო­რი კვე­ბის წესი. 3-4-ჯერ უნდა იკ­ვე­ბონ დღე­ში. მა­მა­კაცს და ქალს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი იმოძ­რა­ონ. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის 6 კი­ლო­მეტ­რი სწრა­ფი ნა­ბი­ჯით გავ­ლა, ეს არის ნორ­მა. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ბოლო ხანს მოგ­ვე­მა­ტა მსუ­ქა­ნი ხალ­ხი. მოგ­ვე­მა­ტა იმი­ტომ, რომ არ მოძ­რა­ო­ბენ. იკ­ვე­ბე­ბი­ან დღე­ში მხო­ლოდ ერთხელ, მთე­ლი დღე სხე­დან კომ­პი­უ­ტერ­თან. ტე­ლე­ვი­ზორ­თან, ყვე­ლა ქალი ახლა მან­ქა­ნით და­დის და ამი­ტო­მაც სუქ­დე­ბი­ან.

თა­თია:

მაქვს სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რი, კომ­პი­უ­ტერ­თან ვზი­ვარ 10 სა­ა­თი, ჩემი გვერ­დე­ბის "გა­გა­ნი­ე­რე­ბის" მი­ზე­ზად მუდ­მი­ვად ჯდო­მას და უმოძ­რა­ოდ ყოფ­ნას ვა­სა­ხე­ლებ. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა არის გა­მო­სა­ვა­ლი?

- 10 სა­ა­თი თუ ზი­ხართ, ხომ შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ად­გეთ და იცეკ­ვოთ?- ჩარ­თეთ მუ­სი­კა და თუ ხუთ­ნი ზი­ხართ, იცეკ­ვეთ.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ივა კუზანოვის რჩევები ქალებს, რომლებსაც სხეულის კორექცია სურთ

ივა კუზანოვის რჩევები ქალებს, რომლებსაც სხეულის კორექცია სურთ

მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, ლიპოსაქციას წონის მოსაშორებლად დღეს აქტიურად მიმართავენ. პოპულარულ პროცედურას წელიწადში უკვე ნახევარ მილიონამდე ადამიანი იკეთებს.

როგორ ტარდება პროცედურები, რა თანხებთან არის დაკავშირებული და რა შემთხვევაში მივმართოთ სპეციალისტს. მკითხველის შეკითხვებს ცნობილი პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი პასუხობს.

ნანა:

რას ტექნოლოგიით და მეთოდებით ტარდება საქართველოში ლიპოსაქცია და რამდენი სახის პროცედურის ჩატარება არის შესაძლებელი. რა არის მისი უპირატესობა?

-პირველი ლიპოსაქცია რაც შემოვიდა, ეს არის ცხიმის ვაკუმური ლიპოსაქცია. ორგანიზმიდან იტუმბება ეს ცხიმი. არის უამრავი მეთოდი, ლაზერული, ულტრაბგერითი, ვიბრაციის, მაგრამ ყველა ერთად ეს არის ცხიმის ამოტუმბვა - ვაკუმი.

მაია:

ვინ შეიძლება ჩაიტაროს ეს პროცედურა, ხომ არ არის განსაზღვრული ასაკობრივი ნორმა?

- ყველას შეუძლია ჩაიტაროს ვისაც სჭირდება. რას ნიშნავს სჭირდება? -ლიპოსაქცია არ არის იმისთვის, რომ წონაში დაიკლოს ადამიანმა, ეს არის ფიგურის კორექცია და არა წონის დაკლება. როცა მოდიან მომართვით, გამიკეტე ლიპოსაქცია რომ წონაში დავიკლო, ეს არ არის სწორი. როგორც წესი, ქალებში ეს არის ორი ადგილი- "გალიფეს" ადგილი და მუცელი. მამაკაცებში - მუცელი.

ლალი:

საჭიროებს თუ არა პროცედურა გაუტკივარებას და შესძლებელია თუ არა ოპერაციის დროს გამოყენებულმა პრეპარატმა უკუჩვენება გამოიწვიოს?

- ნებისმიერი ლიპოსაქცია კეთდება გაუტკივარებით. ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. ნარკოზი ამ პროცედურას არ სჭირდება. იმ პრეპარატებზე, რომელსაც ვიყენებთ ოპერაციის დროს, თუ უკუჩვენება  არ არის- მაშინ უკუჩვენება არ არსებობს.

ინგა:

სხეულის რა ადგილებში არის შესაძლებელი ლიპოსაქციის გაკეთება?

- სახეზეც კეთდება ლიპოსაქცია. ღაბაბის ადგილას, ლოყების არეში. კეთდება გალიფეს, მუცლის ადგილებში, ყელის არეში, ხელებზე, ფეხებზე, მუხლების ქვედა ნაწილში. სადაც გროვდება ცხიმი და ეს ცხიმი ამახინჯებს ფიგურას, აი, იქ არის შესაძლებელი ლიპოსაქციის გაკეთება.

თამუნა:

რა ეფექტი აქვს ლიპოსაქციის პროცედურებს, როგორც საშუალო, ასევე მძიმე წონის კატეგორიის პაციენტებისთვის?

- საკმაოდ აშკარა ეფექტია. იმიტომ , რომ შემოდის პაციენტი ფართე გალიფეთი, არ იცის როგორ დამალოს ეს "გალიფე" და ლიპოსაქციის შემდეგ, კლინიკიდან გასვლისას შეიძლება ითქვას, ქვედაბოლოც და შარვალიც ნახევრად დიდი აქვთ. ასე რომ ეფექტი შთამბეჭდავია.

თამუნა:

რამდენი სახის ლიპოსაქცია ტარდება საქართველოში?

- ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, ვინც გავაკეთეთ ლიპოსაქცია ყველანაირი მეთოდით. ულტრაბგერითი, ლაზერული, უბრალო-მექანიკურიც... ეს ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება ახლაც. ზაფხულის პერიოდი ეს არის ყველაზე მოთხოვნადი პერიოდი-  მოგვმართავს უამრავი პაციენტი. იმიტომ, რომ ყველა ვისაც უნდა ზღვაზე წასვლა, მიმართავს კორექციას.

მარი:

რა ჯდება ლიპოსაქციის გაკეთება და შედეგისთვის რამდენი პროცედურაა საჭირო, დროის რა ინტერვალით არის შესაძლებელი ლიპოსაქციის ხელმეორედ გაკეთება?

- როგორც წესი, ადგილი ლიპოსაქცია ჯდება 400 ლარი. მაგრამ ზაფხულის წინ ჩვენ გვაქვს ფასდაკლება. საკმაოდ დიდი ფასდაკლებაა. სადღაც 200 ლარამდე ჩამოდის.

ლიპოსაქცია ეს ერთი პროცედურაა, თუ არ დასჭირდა კორექცია.

მაია:

უნდა დავიცვათ თუ არა დიეტა ლიპოსაქციის გაკეთების შემდეგ?

- აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა, მაგრამ არ არის აუცილებელი მკაცრი დიეტა იყოს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გავიკეთებ ლიპოსაქციას შემიძლია ყველაფერი მივირთვა, ეს ასე არ არის, იმ ადგილებში, სადაც გაკეთდა ლიპოსაქცია, როგორც წესი, ცხიმი არ გროვდება, მაგრამ ეს ზედმეტი ცხიმი გადალაგდება სხვა ადგილებში და ისევ სიმახინჯე იქნება.

სალომე:

შესაძლებელია თუ არა ლიპოსაქციას მოჰყვეს უკუჩვენება და რა შემთხვევაშია ეს შესაძლებელი, რა შემთხვევაშია არაეფექტური?

-არანაირი უკუჩვენება ლიპოსაქციას არ აქვს. გარდა პაციენტის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა. არანაირ ჰორმონალურ დარღვევებს ეს არ იწვევს.

თაკო:

როგორ მოვიქცეთ პროცედურების ჩატარების შემდეგ?

- როგორც წესი, ერთი თვე უნდა ვატაროთ სპეციალური კორსეტი. თუ კეთდება გვერდები, უკანა ტანი, მუცელი, ბარძაყი- საჭიროა გრძელი კორსეტი, რომელიც უნდა ჩაიცვას ქალბატონმა და და ერთი თვის მანძილზე უნდა ატაროს.

ლიკა:

ურჩევთ თუ არა ქართველ ქალებს გაიკეთონ ლიპოსაქცია და რა შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტს?

-ლიპოსაქცია არ არის რთული პროცედურა პაციენტისთვის. ჩვენს ქართველ მანდილოსნებს, როგორც წესი საკმაოდ ხშირად სჭირდებათ ლიპოსაქცია. "გალიფეს" ადგილებში, უკანა ტანზე, ბარძაყებზე, ხელის (მკლავის) შიდა უკანა ნაწილებში... ამის გაკეთება ძალიან მარტივია. ოპერაციის დროს არ არის მტკივნეული.

სალო:

რამდენად ხშირად მოგმართავენ მამაკაცები?

- მამაკაცები ხშირად არ მოგვმართავენ, როგორც ქალები, მაგრამ თვეში 5-6 მაინც შემოდის. ძირითადად ლიპოსაქციას იკეთებენ მუცელზე. ძირითადად შემოდიან ჭარბი ცხიმისდაგროვებით მკერდის ადგილებში.

თათია:

თქვენ როგორც პლასტიკური ქირურგი, რას ურჩევთ ქალბატონებს, როგორ მოუარონ თავს, რომ ყოველთვის მოხდენილად გამოიყურებოდნენ?

- პირველ რიგში დიეტას არა. - ეს არის სწორი კვების წესი. 3-4-ჯერ უნდა იკვებონ დღეში. მამაკაცს და ქალს მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეიძლება მეტი იმოძრაონ. ნებისმიერი ადამიანისთვის 6 კილომეტრი სწრაფი ნაბიჯით გავლა, ეს არის ნორმა. ეს აუცილებელია. ხშირად ვამბობთ, რომ ბოლო ხანს მოგვემატა მსუქანი ხალხი. მოგვემატა იმიტომ, რომ არ მოძრაობენ. იკვებებიან დღეში მხოლოდ ერთხელ, მთელი დღე სხედან კომპიუტერთან. ტელევიზორთან, ყველა ქალი ახლა მანქანით დადის და ამიტომაც სუქდებიან.

თათია:

მაქვს საოფისე სამსახური, კომპიუტერთან ვზივარ 10 საათი, ჩემი გვერდების "გაგანიერების" მიზეზად მუდმივად ჯდომას და უმოძრაოდ ყოფნას ვასახელებ. ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?

- 10 საათი თუ ზიხართ, ხომ შეგიძლიათ ნახევარი საათი ადგეთ და იცეკვოთ?- ჩართეთ მუსიკა და თუ ხუთნი ზიხართ, იცეკვეთ.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას