Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში არჩევნების დღეს, რუსეთი სამხედრო სწავლებებს გამართავს
უკრაინაში არჩევნების დღეს, რუსეთი სამხედრო სწავლებებს გამართავს

25 მა­ისს, უკ­რა­ი­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დღეს, რუ­სე­თი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბებს გა­მარ­თავს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ან­დრეი დე­ში­ცამ მი­ა­წო­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბაც ადას­ტუ­რებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სწავ­ლე­ბე­ბი "ავი­ა­დარტსი-2014" უკ­რა­ი­ნის მო­სა­ზღვრე, ვო­რონ­ჟის ოლ­ქში 21-26 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

სწავ­ლე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 71 ერ­თე­უ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი და შვე­ულმფრე­ნი მი­ი­ღებს. ეკი­პა­ჟე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის გა­და­ლახ­ვა­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის წერ­ტი­ლო­ვა­ნი სა­მიზ­ნე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­სა და მა­სი­ურ სა­ჰა­ე­რო და­ბომბვებ­ში ივარ­ჯი­შე­ბენ.

"ავი­ა­დარტს-2014"-ის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ეტა­პე­ბი წლის და­სა­წყის­ში გა­ი­მარ­თა. ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს კი დას­კვნი­თი ეტა­პი შედ­გე­ბა. რუ­სე­ბის გარ­და, სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის სწავ­ლე­ბე­ში ბე­ლო­რუ­სი­სა და ყა­ზა­ხე­თის მფრი­ნა­ვე­ბიც იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, უკ­რა­ი­ნა­ში, კერ­ძოდ კი რუ­სე­თის მო­სა­ზღვრე რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, მას­შტა­ბუ­რი სა­ჰა­ე­რო სწავ­ლე­ბე­ბის გა­მარ­თვა, უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვა იყოს. თუმ­ცა მსგავ­სი დამ­თხვე­ვა ბევრ კი­თხვას ბა­დებს. ცალ­სა­ხაა, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბით რუ­სე­თი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს. რუ­სე­თი იმ კა­ტე­გო­რი­ის ქვეყ­ნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მოვ­ლე­ნა­თა შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის არც ერთი ვა­რი­ან­ტის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ 25 მა­ი­სამ­დე ლუ­განსკსა და დო­ნეცკ­ში ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბოს, რომ "ავი­ა­დარტს-2014"-მა, (ოღონდ უკვე არა სა­ა­ვი­ა­ციო სწავ­ლე­ბე­ბის სა­ხით) უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლოს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ military-informant.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

უკრაინაში არჩევნების დღეს, რუსეთი სამხედრო სწავლებებს გამართავს

უკრაინაში არჩევნების დღეს, რუსეთი სამხედრო სწავლებებს გამართავს

25 მაისს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღეს, რუსეთი სამხედრო სწავლებებს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი დეშიცამ მიაწოდა.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს. ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, სწავლებები "ავიადარტსი-2014" უკრაინის მოსაზღვრე, ვორონჟის ოლქში 21-26 მაისს გაიმართება.

სწავლებებში მონაწილეობას 71 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი და შვეულმფრენი მიიღებს. ეკიპაჟები მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვაში, მოწინააღმდეგის წერტილოვანი სამიზნეების განადგურებასა და მასიურ საჰაერო დაბომბვებში ივარჯიშებენ.

"ავიადარტს-2014"-ის პირველი და მეორე ეტაპები წლის დასაწყისში გაიმართა. ზაფხულის ბოლოს კი დასკვნითი ეტაპი შედგება. რუსების გარდა, სამხედრო ავიაციის სწავლებეში ბელორუსისა და ყაზახეთის მფრინავებიც იღებენ მონაწილეობას.

სავსებით შესაძლებელია, უკრაინაში, კერძოდ კი რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში არსებული უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, მასშტაბური საჰაერო სწავლებების გამართვა, უბრალო დამთხვევა იყოს. თუმცა მსგავსი დამთხვევა ბევრ კითხვას ბადებს. ცალსახაა, რომ მსგავსი ქმედებით რუსეთი უპირველეს ყოვლისა, ძალის დემონსტრირებას ახდენს. რუსეთი იმ კატეგორიის ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელთან მიმართებაშიც მოვლენათა შემდგომი განვითარების არც ერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. სავსებით შესაძლებელია, რომ 25 მაისამდე ლუგანსკსა და დონეცკში ვითარება იმდენად დაიძაბოს, რომ "ავიადარტს-2014"-მა, (ოღონდ უკვე არა საავიაციო სწავლებების სახით) უკრაინის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა