პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაძვირდა რძე, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მედიკამენტები?
რატომ გაძვირდა რძე, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მედიკამენტები?

ბოლო დროს, რძე, რძის ნა­წარ­მი, ბოსტნე­უ­ლი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი საგ­რძნობ­ლად გაძ­ვირ­და. პრო­დუქ­ტის ფას­მა და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30%-ით მო­ი­მა­ტა, ხოლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფასი თით­ქმის გა­ორ­მაგ­და. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში - სე­ზო­ნუ­რო­ბამ თუ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ­მა მო­ნო­პო­ლი­ებ­მა? "ვერ­სი­ას" ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი, "ჯორ­ჯი­ან ბიზ­ნეს ინ­სა­ი­თის" დი­რექ­ტო­რი, ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე ესა­უბ­რე­ბა.

2014 წლის აპ­რი­ლი­დან რძე, მა­წო­ნი, არა­ჟა­ნი და იო­გურ­ტი თით­ქმის 15-20 თეთ­რით, ხოლო 1 კგ ყვე­ლი 2.00 ლა­რით გაძ­ვირ­და, 30%-იანი ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის ბოსტნე­ულ­ზე. ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ "ვერ­სი­ას" გა­ნუ­ცხა­და, რომ აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ინფლა­ცი­უ­რი ფონი შე­ი­ნიშ­ნე­ბა, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინფლა­ცი­ის დონე და­ახ­ლო­ე­ბით 3.5%-ია, რაც ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა პრო­დუქტზე ფა­სის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­აა: "გარ­და ამი­სა, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფასი მზარ­დია, რაც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზეც აი­სა­ხე­ბა. ხორ­ბლის ბა­ზარ­ზეც შე­ი­ნიშ­ნე­ბა ფა­სის ზრდა - ეს ტენ­დენ­ცია უკ­რა­ი­ნის კრი­ზის­მა გა­ნა­პი­რო­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, ქარ­თულ ბა­ზარ­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა. ბოსტნე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ფა­სის ზრდა მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის ბოსტნე­უ­ლი გაძ­ვირ­და, რად­გან მხო­ლოდ მი­წო­დე­ბის ნა­წი­ლია შევ­სე­ბუ­ლი. ბოლო დროს ღვი­ნოც გაძ­ვირ­და, რაც რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე გა­ყიდ­ვე­ბი­სა და მო­თხოვ­ნის ზრდამ გა­ნა­პი­რო­ბა, მაგ­რამ ინფლა­ცი­ურ პრო­ცესს მა­ინც ორი ფაქ­ტო­რი - მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბი­სა და ხორ­ბლის გაძ­ვი­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს, რაც სხვა პრო­დუქ­ტის ფა­სის ზრდას იწ­ვევს. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, სურ­სათ­სა და უალ­კოჰო­ლო სასმლე­ზე 8%-იანი, ალ­კოჰო­ლურ სას­მელ­ზე 7%-იანი ზრდა ფიქ­სირ­დე­ბა, ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში კი და­ახ­ლო­ე­ბით 5%-იანი ზრდაა. საკ­ვებ პრო­დუქტს შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ვირ­და ბოსტნე­უ­ლი, ბა­ღჩე­უ­ლი, რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი. არის კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი - და­ახ­ლო­ე­ბით 420 000 ადა­მი­ანს და­უბ­რუნ­და და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მი და მი­მოქ­ცე­ვა­ში ფუ­ლის დიდი მასა გა­მო­ვი­და, რაც მო­თხოვ­ნის ზრდა­ზე აი­სა­ხა და ბუ­ნებ­რი­ვია, ამან სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია იმ ფაქ­ტო­რე­ბის ჯამი, რა­მაც ბა­ზარ­ზე გაძ­ვი­რე­ბის ტენ­დენ­ცია შექ­მნა. ამ ყვე­ლა­ფერს, გარე და შიდა ფაქ­ტო­რე­ბიც ემა­ტე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ძი­რი­თა­დი და­სა­ხე­ლე­ბის პო­დუქ­ტე­ბი რომ ავი­ღოთ, რაც სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლათ­ში შე­დის, და­ახ­ლო­ე­ბით, 9,5%-იანი ინფლა­ცი­აა, აქე­დან ყვე­ლა­ზე საგ­რძნო­ბი სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბაა".

გა­რე­ფაქ­ტო­რებ­ზე სა­უბ­რი­სას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ინფლა­ცი­ურ პრო­ცესს იწ­ვევს, უკ­რა­ი­ნის კრი­ზისს გვერდს ვერ ავუვ­ლით. სა­ქარ­თვე­ლოს ორ ძი­რი­თად სა­ვაჭ­რო-პარტნი­ორ ქვე­ყა­ნა­ში - უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, იქ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი შემ­ცირ­და; გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნა­ში გრივ­ნა, რუ­სეთ­ში რუბ­ლი და თურ­ქეთ­ში ლირა უფას­რუ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ან რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს გრივ­ნას, რუბ­ლი­სა და ლი­რას დე­ვალ­ვა­ცია ლა­რის კრუს­ზე? ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ფაქ­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ინფლა­ცი­ურ პრო­ცეს­ზე გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში აი­სა­ხე­ბა, რად­გან ამ ეტაპ­ზე ასე­თი გავ­ლე­ნა არ იგ­რძნო­ბა: "თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დე­ვალ­ვა­ცი­ის პრო­ცე­სია, ეს იმ ქვეყ­ნებ­ში წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ცი­ის გაძ­ვი­რე­ბას ნიშ­ნავს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ზეც აი­სა­ხე­ბა, რად­გან ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე უკ­რა­ი­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი და თურ­ქუ­ლი პრო­დუქ­ტის წილი დი­დია. რაც მთა­ვა­რია, რო­დე­საც ძი­რი­თად სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში ვა­ლუ­ტა უფა­სურ­დე­ბა, ეს სა­რე­ზერ­ვო ვა­ლუ­ტის გა­დი­ნე­ბას იწ­ვევს ამ ქვეყ­ნებ­ში. ამ დროს მომ­გე­ბი­ა­ნი ხდე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დო­ლა­რის გა­დი­ნე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, თუ ამ დე­ვალ­ვა­ცი­ურ პრო­ცესს შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცე­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ლა­რის კურ­სზეც აი­სა­ხე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პო­ლი­ტი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია – ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა ბან­კმა მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა ისე უნდა და­ა­ბა­ლან­სოს, ასე­თი გავ­ლე­ნა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­როს".

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის ფაქ­ტო­რი, რაც ქვყა­ნა­ში ინფლა­ცი­ურ პრო­ცესს გა­ნა­პი­რო­ბებს, არ­ჩევ­ნე­ბია. 2014 წლის 15 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ჩევ­ნე­ბის წინ, სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა იხარ­ჯე­ბა. ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ "ვერ­სი­ას" გა­ნუ­ცხა­და, რომ მარ­თა­ლია, არ­ჩევ­ნე­ბის დროს ბი­უ­ჯე­ტი­დან ხარ­ჯვი­თი პრო­ცე­სი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პომ­პე­ზუ­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, რა­საც წინა წლებ­ში ჰქონ­და ად­გი­ლი: "მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებს ინფლა­ცი­ა­ზე მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი, არც ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი და­ა­საქ­მეს, რომ­ლე­ბიც შე­მო­სა­ვალს იღე­ბენ, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა არ არის, რაც სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე აი­სა­ხე­ბა. ზო­გა­დად, ინფლა­ცი­ურ პრო­ცეს­ში სე­ზო­ნუ­რო­ბა და გარე ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნაა გა­დამ­წყვე­ტი, რა­საც და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის სა­ხით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხაც და­ე­მა­ტა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ინფლა­ცი­ის ტენ­დენ­ცია სა­ში­ში არ არის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს ყვე­ლა რე­სურ­სი აქვს, 3.5%-იანი ინფლა­ცია გა­ა­კონ­ტრო­ლოს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ამ პრო­ცესს დიდ სა­შიშ­რო­ე­ბად არ აღიქ­ვამს, რად­გან 2014 წლის აპ­რილ­ში, რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თი 4.0%-ზე და­ტო­ვა, რაც ნიშ­ნავს, რომ ინფლა­ცი­ის უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბას არ ელის. გარ­და ამი­სა, გვი­ახ­ლოვ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი სე­ზო­ნი, ვგუ­ლის­ხმობ ბოსტნე­უ­ლის, ხი­ლის, ბა­ღჩე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მო­სავ­ლის აღე­ბას, რად­გან სე­ზო­ნის შე­მოს­ვლას­თან ერ­თად, ამ ქვეჯ­გუ­ფის პრო­დუქ­ტის ფასი აუ­ცი­ლებ­ლად მო­იკ­ლებს და ინფლა­ცი­ურ პრო­ცეს­საც გა­ა­ნე­იტ­რა­ლებს".

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტთა ნა­წი­ლი, სე­ზო­ნუ­რო­ბის გარ­და, ინფლა­ცი­ურ პრო­ცესს მო­ნო­პო­ლის­ტებ­საც უკავ­ში­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე, რად­გან პრო­დუქ­ტე­ბის ბა­ზა­რი, მეტ-ნაკ­ლე­ბად, დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. "ვერ­სი­ა­ში" ვწერ­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით 24%-ს შპს "ავერ­სი", ხოლო 23%-ს შპს "პსპ" ფლობს. ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის მას­შტა­ბით "ავერ­სის" სა­კუთ­რე­ბა­ში 240, ხოლო "პსპ"-ს სა­კუთ­რე­ბა­ში 170 აფ­თი­ა­ქია. ბაზ­რის მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი, "პსპ" და "ავერ­სი" ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლი­უ­რად მა­ღალ ფასს აწე­სე­ბენ, თუმ­ცა სხვა კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბის მიზ­ნით, ცალ­კე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფასს ხე­ლოვ­ნუ­რად აია­ფე­ბენ კი­დეც. ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "პსპ"-სა და "ავერსს" შო­რის, ჯენტლმე­ნუ­რი შე­თან­ხმე­ბაა, რომ­ლი­თაც კონ­კრე­ტუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი მხო­ლოდ "პსპ"-ს ან "ავერსს" შე­მო­აქვს. გარ­და ამი­სა, ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ბა­ზარს ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ი­თაც ავ­სე­ბენ, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 70-მდე მწარ­მო­ე­ბე­ლია და ამ პრო­ცე­სის დროს, მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი დემ­პინ­გურ ფას­საც აწე­სე­ბენ და ცალ­კე­ულ მე­დი­კა­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ექ­სკლუ­ზი­უ­რად შე­მო­აქვთ, მო­ნო­პო­ლი­უ­რად მა­ღალ ფას­ში ყი­დი­ან.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ გაძვირდა რძე, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მედიკამენტები?

რატომ გაძვირდა რძე, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მედიკამენტები?

ბოლო დროს, რძე, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მედიკამენტები საგრძნობლად გაძვირდა. პროდუქტის ფასმა დაახლოებით, 20-30%-ით მოიმატა, ხოლო მედიკამენტების ფასი თითქმის გაორმაგდა. რამ განაპირობა ინფლაციური პროცესი საქართველოში - სეზონურობამ თუ ბაზარზე არსებულმა მონოპოლიებმა? "ვერსიას" ეკონომიკის ექსპერტი, "ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის" დირექტორი, ირაკლი ლექვინაძე ესაუბრება.

2014 წლის აპრილიდან რძე, მაწონი, არაჟანი და იოგურტი თითქმის 15-20 თეთრით, ხოლო 1 კგ ყველი 2.00 ლარით გაძვირდა, 30%-იანი ზრდა შეინიშნება სხვადასხვა სახის ბოსტნეულზე. ირაკლი ლექვინაძემ "ვერსიას" განუცხადა, რომ აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაციური ფონი შეინიშნება, შარშანდელთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე დაახლოებით 3.5%-ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტზე ფასის მატების ტენდენციაა: "გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მზარდია, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახება. ხორბლის ბაზარზეც შეინიშნება ფასის ზრდა - ეს ტენდენცია უკრაინის კრიზისმა განაპირობა და ბუნებრივია, ქართულ ბაზარზეც იქონია გავლენა. ბოსტნეულის შემთხვევაში, ფასის ზრდა მოთხოვნა-მიწოდებამ განაპირობა. შარშანდელთან შედარებით, თითქმის ყველა სახის ბოსტნეული გაძვირდა, რადგან მხოლოდ მიწოდების ნაწილია შევსებული. ბოლო დროს ღვინოც გაძვირდა, რაც რუსეთის ბაზარზე გაყიდვებისა და მოთხოვნის ზრდამ განაპირობა, მაგრამ ინფლაციურ პროცესს მაინც ორი ფაქტორი - მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ხორბლის გაძვირება განაპირობებს, რაც სხვა პროდუქტის ფასის ზრდას იწვევს. შარშანდელთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმლეზე 8%-იანი, ალკოჰოლურ სასმელზე 7%-იანი ზრდა ფიქსირდება, ჯანდაცვის სექტორში კი დაახლოებით 5%-იანი ზრდაა. საკვებ პროდუქტს შორის, განსაკუთრებით გაძვირდა ბოსტნეული, ბაღჩეული, რძე, ყველი და კვერცხი. არის კიდევ ერთი ფაქტორი - დაახლოებით 420 000 ადამიანს დაუბრუნდა დაუბეგრავი მინიმუმი და მიმოქცევაში ფულის დიდი მასა გამოვიდა, რაც მოთხოვნის ზრდაზე აისახა და ბუნებრივია, ამან სამომხმარებლო ბაზარზეც იქონია გავლენა. შესაბამისად, არაერთგვაროვანია იმ ფაქტორების ჯამი, რამაც ბაზარზე გაძვირების ტენდენცია შექმნა. ამ ყველაფერს, გარე და შიდა ფაქტორებიც ემატება. მთლიანობაში, ძირითადი დასახელების პოდუქტები რომ ავიღოთ, რაც სამომხმარებლო კალათში შედის, დაახლოებით, 9,5%-იანი ინფლაციაა, აქედან ყველაზე საგრძნობი სურსათისა და მედიკამენტების გაძვირებაა".

გარეფაქტორებზე საუბრისას, რაც ქვეყანაში ინფლაციურ პროცესს იწვევს, უკრაინის კრიზისს გვერდს ვერ ავუვლით. საქართველოს ორ ძირითად სავაჭრო-პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინასა და რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, იქ ქართული პროდუქციის ექსპორტი შემცირდა; გარდა ამისა, უკრაინაში გრივნა, რუსეთში რუბლი და თურქეთში ლირა უფასრუდება. საინტერესოა, როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე, ან რა გავლენას მოახდენს გრივნას, რუბლისა და ლირას დევალვაცია ლარის კრუსზე? ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები საქართველოს ინფლაციურ პროცესზე გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება, რადგან ამ ეტაპზე ასეთი გავლენა არ იგრძნობა: "თუ სხვა ქვეყნების ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესია, ეს იმ ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციის გაძვირებას ნიშნავს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საქართველოზეც აისახება, რადგან ადგილობრივ ბაზარზე უკრაინული, რუსული და თურქული პროდუქტის წილი დიდია. რაც მთავარია, როდესაც ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტა უფასურდება, ეს სარეზერვო ვალუტის გადინებას იწვევს ამ ქვეყნებში. ამ დროს მომგებიანი ხდება სპეკულაციური ოპერაციები, რომლებიც დოლარის გადინებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ გრძელვადიან პერიოდში, თუ ამ დევალვაციურ პროცესს შეუქცევადი ხასიათი მიეცემა, სავარაუდოდ, ლარის კურსზეც აისახება. ამ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ქვეყნის მთავარმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ისე უნდა დააბალანსოს, ასეთი გავლენა მინიმუმამდე შეამციროს".

ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტორი, რაც ქვყანაში ინფლაციურ პროცესს განაპირობებს, არჩევნებია. 2014 წლის 15 ივნისს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ბუნებრივია, არჩევნების წინ, სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხა იხარჯება. ირაკლი ლექვინაძემ "ვერსიას" განუცხადა, რომ მართალია, არჩევნების დროს ბიუჯეტიდან ხარჯვითი პროცესი გაძლიერებულია, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული პომპეზურობით არ გამოირჩევა, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი: "მოახლოებულ არჩევნებს ინფლაციაზე მხოლოდ ერთადერთი, არც ისე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება - წინასაარჩევნო პერიოდში, ადამიანების გარკვეული ჯგუფი დაასაქმეს, რომლებიც შემოსავალს იღებენ, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თანხა არ არის, რაც სამომხმარებლო ბაზარზე აისახება. ზოგადად, ინფლაციურ პროცესში სეზონურობა და გარე ფაქტორების გავლენაა გადამწყვეტი, რასაც დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებული, დიდი ოდენობით თანხაც დაემატა. მიუხედავად ამისა, ინფლაციის ტენდენცია საშიში არ არის, რადგან საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი აქვს, 3.5%-იანი ინფლაცია გააკონტროლოს. ეროვნული ბანკი ამ პროცესს დიდ საშიშროებად არ აღიქვამს, რადგან 2014 წლის აპრილში, რეფინანსირების განაკვეთი 4.0%-ზე დატოვა, რაც ნიშნავს, რომ ინფლაციის უფრო გაძლიერებას არ ელის. გარდა ამისა, გვიახლოვდება აქტიური სეზონი, ვგულისხმობ ბოსტნეულის, ხილის, ბაღჩეული კულტურების მოსავლის აღებას, რადგან სეზონის შემოსვლასთან ერთად, ამ ქვეჯგუფის პროდუქტის ფასი აუცილებლად მოიკლებს და ინფლაციურ პროცესსაც გაანეიტრალებს".

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი, სეზონურობის გარდა, ინფლაციურ პროცესს მონოპოლისტებსაც უკავშირებს, განსაკუთრებით კი ფარმაცევტულ ბაზარზე, რადგან პროდუქტების ბაზარი, მეტ-ნაკლებად, დივერსიფიცირებულია. "ვერსიაში" ვწერდით, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 24%-ს შპს "ავერსი", ხოლო 23%-ს შპს "პსპ" ფლობს. ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით "ავერსის" საკუთრებაში 240, ხოლო "პსპ"-ს საკუთრებაში 170 აფთიაქია. ბაზრის მსხვილი მოთამაშეები, "პსპ" და "ავერსი" ბაზარზე მონოპოლიურად მაღალ ფასს აწესებენ, თუმცა სხვა კომპანიის გაკოტრების მიზნით, ცალკეული მედიკამენტების ფასს ხელოვნურად აიაფებენ კიდეც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "პსპ"-სა და "ავერსს" შორის, ჯენტლმენური შეთანხმებაა, რომლითაც კონკრეტული დასახელების მედიკამენტი მხოლოდ "პსპ"-ს ან "ავერსს" შემოაქვს. გარდა ამისა, ეს კომპანიები ბაზარს ადგილობრივი პროდუქციითაც ავსებენ, სადაც დაახლოებით 70-მდე მწარმოებელია და ამ პროცესის დროს, მსხვილი მოთამაშეები დემპინგურ ფასსაც აწესებენ და ცალკეულ მედიკამენტებს, რომლებიც ექსკლუზიურად შემოაქვთ, მონოპოლიურად მაღალ ფასში ყიდიან.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია