მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელიზბარ დიაკონიძე 17 მაისის აქციის სამოქმედო გეგმაზე - ვინ ჩაივლის რუსთაველზე და ვინ ივლის "ტუპიკებით"
ელიზბარ დიაკონიძე 17 მაისის აქციის სამოქმედო გეგმაზე - ვინ ჩაივლის რუსთაველზე და ვინ ივლის "ტუპიკებით"

17 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტის წინ და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე მის­ვლას ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აპი­რებს. თუ რა არის და­გეგ­მი­ლი ამ დღეს, ამის შე­სა­ხებ "ალი­ას" აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ელიზ­ბარ დი­ა­კო­ნი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ჩვე­ნი შე­საკ­რე­ბი ად­გი­ლია პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, კი­ბე­ებ­თან, დღის პირ­ველ სა­ათ­ზე. იქ შე­ვიკ­რი­ბე­ბით და ვდგამთ კარ­ვებს და, ვინც ჩა­მოგ­ვივ­ლის და შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა, მი­ვი­ღებთ. ეს ხალ­ხი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სუ­ლი­სა და ქარ­თვე­ლო­ბის გა­დარ­ჩე­ნის მომ­ხრე, მო­ა­წერს ხელს პე­ტი­ცი­ას, რო­მე­ლიც მერე გა­ეგ­ზავ­ნე­ბა პარ­ლა­მენტს, რომ ერი­სა და ბე­რის მო­თხოვ­ნით, ეს კა­ნო­ნი ან სრუ­ლი­ად გა­უქ­მდეს, ან ამ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი­დან ამო­ღე­ბულ იქ­ნას ცნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სჯუ­ლის კა­ნო­ნის მომ­ხრე ბიბ­ლი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

- "სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია" და "გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა"?

- დიახ, ჩემო ბა­ტო­ნო. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ამა­ზე ხე­ლის­მომ­წერ­ნი სუ­ლიწ­მი­დას გმო­ბენ, მაგ­რამ სუ­ლიწ­მი­დის მგმო­ბე­ლო­ბა სა­მუ­და­მოდ ის­ჯე­ბა ღვთის­გან, სუ­ლიწ­მი­დის მგმო­ბელს წესი არ აე­გე­ბა! ქრის­ტე ამ­ბობს, მე რომ დამ­გმონ და შე­ი­ნა­ნოს, მი­ი­ღებს მა­მა­ჩე­მი, მა­მა­ჩე­მი რომ დაგ­მოს, ამა­საც მი­ი­ღებს მამა, მაგ­რამ (ყვი­რის) სუ­ლიწ­მი­დის მგმო­ბელს არ მი­ე­ტე­ვე­ბა არა­ფე­რი! ეს არის ყვე­ლა­ფე­რი!

- რო­მე­ლი ეპარ­ქი­ე­ბი­დან ელო­დე­ბით მრევლს?

- იმ ეპარ­ქი­ე­ბი­დან, სა­დაც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა და ქარ­თვე­ლო­ბა უპირ­ვე­ლე­სია. ჩემ­და სა­უ­ბე­დუ­როდ, ასე­თი სამი-ოთხი ეპარ­ქი­აა. ეპარ­ქი­ას ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ ხალ­ხი შე­იძ­ლე­ბა, იმ ეპარ­ქი­ი­დან მო­ვი­დეს, ვისი წი­ნამ­ძღო­ლიც ამ კა­ნონს ეთან­ხმე­ბა.

- და რო­მე­ლი ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პო­სია ამ კა­ნო­ნის მომ­ხრე?

- ეგ წი­ნას­წარ არ ვი­ცით, ეგ გა­მოჩ­ნდე­ბა. ჩვენ არ ვი­ცით, რა გა­და­წყდა სი­ნო­დის კრე­ბა­ზე, ამი­ტომ ხალ­ხს ვე­ლო­დე­ბით იმ ძი­რი­თა­დი სამი ეპარ­ქი­ი­დან.

- და ამ ეპარ­ქი­ებს მა­ინც ჩა­მო­მით­ვლით?

- ეს გახ­ლავთ რუის-ურ­ბნი­სი, ეს გახ­ლავთ ბოლ­ნი­სი და სვა­ნე­თი. ზუს­ტად ვი­ცით, რომ ისი­ნი და­იძ­ვრე­ბი­ან და ჩვენ­თან მოვ­ლენ.

- კი, ბა­ტო­ნო, მოვ­ლენ და პე­ტი­ცი­ა­ზე ხელს მო­ა­წე­რენ და შემ­დეგ?

- მერე გა­მო­ვა­ცხა­დებთ, რაც გვინ­და და რო­გორც გვინ­და, და მერე და­ვიძ­ვრე­ბით სა­მე­ბის­კენ. მაგ­რამ მა­ნამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვით, რომ მარ­ტო ეს კა­ნო­ნი კი არა, მსგავ­სი აზ­როვ­ნე­ბა უნდა ამო­ი­შან­თოს პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან.

- თქვენ ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა მო­მა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ელ­გე­ბე­ტეს" ჭი­რი­სუფ­ლე­ბის­თვის კი­ნო­თე­ატრ რუს­თა­ველ­ში 17 მა­ისს უნდა შემ­დგა­რი­ყო ახა­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მის პრე­ზენ­ტა­ცია, სა­დაც აღ­წე­რი­ლი იყო ერ­თსქე­სი­ან­თა სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. შემ­დეგ ისე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ ამ ფილ­მის ჩვე­ნე­ბა ვერ გა­ბე­დეს და დრო­ე­ბით გა­და­ვი­ფიქ­რე­თო, გა­ნა­ცხა­დეს. თქვენ­თვის ხომ არაა ცნო­ბი­ლი, სხვა­გან ხომ არ უშ­ვე­ბენ? სხვა კი­ნო­თე­ატ­რში, ანდა სხვა ქა­ლაქ­ში?

- თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­ში გა­უშ­ვან ამ "ას­თორ­მე­ტი­რე­ბუ­ლებ­მა" ეგ ფილ­მი! მე არ მაქვს პრობ­ლე­მა!

- "ლგბტ"-ზე რამე ხომ არ გა­გი­გი­ათ, ეგე­ნი სად­მე ხომ არ იკ­რი­ბე­ბი­ან? კი, თქვეს, შეკ­რე­ბე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ­თო, მაგ­რამ ხომ არ გა­და­ი­ფიქ­რეს?

- არა­ფე­რი გა­მი­გია, ამ დღე­ებ­ში ნამ­დვი­ლად არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, უფრო სწო­რად, სულ ვარ ამით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ახლა უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ მო­მი­ძი­ე­ბია. პა­რას­კევს სა­ღა­მოს ზუს­ტად მე­ცო­დი­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, თუ ატა­რე­ბენ, და სად და ვინ გა­მო­დის. მე, პი­რა­დად, მივ­დი­ვარ შა­ბათს პირ­ველ სა­ათ­ზე იმ აქ­ცი­ა­ზე, სა­დაც გუჯა ბურ­დუ­ლი მობ­რძან­დე­ბა, სა­დაც აკა­დე­მი­კო­სი ლე­ვან ფრუ­ი­ძე მობ­რძან­დე­ბა, სა­დაც ომარ მხე­ი­ძე და სა­დაც ლე­ვან ვა­სა­ძე მობ­რძან­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად, სა­დაც (ხმას უწევს) ქარ­თუ­ლი გენი და მისი სი­დი­ა­დე მობ­რძან­დე­ბა და აი, იმ აქ­ცი­ა­ზე მივ­დი­ვარ! "ლგბტ" სად იქ­ნე­ბა, ღმერ­თო და­მი­ფა­რე, აგერ პირ­ჯვარს ვი­წერ, მა­გათ შეკ­რე­ბა­ზე დას­წრე­ბის­გან.

- რა, ვერ გა­ბე­და­ვენ გა­მოს­ვლას?

- ეს ზუს­ტად ვიცი, რომ რუს­თა­ველ­ზე ვერ გა­მოვ­ლენ და, თუ "ტუ­პი­კე­ბით" ივ­ლი­ან, ეგ არ ვიცი.

(იბეჭ­დე­ბა ინ­ტერ­ვი­უს შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "იდენ­ტო­ბის" სა­გან­გე­ბო ინ­სტრუქ­ტა­ჟი LGBT პი­რებს 17 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ელიზბარ დიაკონიძე 17 მაისის აქციის სამოქმედო გეგმაზე - ვინ ჩაივლის რუსთაველზე და ვინ ივლის "ტუპიკებით"

ელიზბარ დიაკონიძე 17 მაისის აქციის სამოქმედო გეგმაზე - ვინ ჩაივლის რუსთაველზე და ვინ ივლის "ტუპიკებით"

17 მაისს, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს. თუ რა არის დაგეგმილი ამ დღეს, ამის შესახებ "ალიას" აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ელიზბარ დიაკონიძე ესაუბრება:

- ჩვენი შესაკრები ადგილია პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია, კიბეებთან, დღის პირველ საათზე. იქ შევიკრიბებით და ვდგამთ კარვებს და, ვინც ჩამოგვივლის და შემოგვიერთდება, მივიღებთ. ეს ხალხი იქნება ქართული სულისა და ქართველობის გადარჩენის მომხრე, მოაწერს ხელს პეტიციას, რომელიც მერე გაეგზავნება პარლამენტს, რომ ერისა და ბერის მოთხოვნით, ეს კანონი ან სრულიად გაუქმდეს, ან ამ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებულ იქნას ცნებები, რომელიც სჯულის კანონის მომხრე ბიბლიურ დამოკიდებულებას მსოფლიო მასშტაბით ეწინააღმდეგება.

- "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა"?

- დიახ, ჩემო ბატონო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ კანონის მიხედვით, ამაზე ხელისმომწერნი სულიწმიდას გმობენ, მაგრამ სულიწმიდის მგმობელობა სამუდამოდ ისჯება ღვთისგან, სულიწმიდის მგმობელს წესი არ აეგება! ქრისტე ამბობს, მე რომ დამგმონ და შეინანოს, მიიღებს მამაჩემი, მამაჩემი რომ დაგმოს, ამასაც მიიღებს მამა, მაგრამ (ყვირის) სულიწმიდის მგმობელს არ მიეტევება არაფერი! ეს არის ყველაფერი!

- რომელი ეპარქიებიდან ელოდებით მრევლს?

- იმ ეპარქიებიდან, სადაც მართლმადიდებლობა და ქართველობა უპირველესია. ჩემდა საუბედუროდ, ასეთი სამი-ოთხი ეპარქიაა. ეპარქიას ვგულისხმობ, თორემ ხალხი შეიძლება, იმ ეპარქიიდან მოვიდეს, ვისი წინამძღოლიც ამ კანონს ეთანხმება.

- და რომელი ეპარქიის ეპისკოპოსია ამ კანონის მომხრე?

- ეგ წინასწარ არ ვიცით, ეგ გამოჩნდება. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყდა სინოდის კრებაზე, ამიტომ ხალხს ველოდებით იმ ძირითადი სამი ეპარქიიდან.

- და ამ ეპარქიებს მაინც ჩამომითვლით?

- ეს გახლავთ რუის-ურბნისი, ეს გახლავთ ბოლნისი და სვანეთი. ზუსტად ვიცით, რომ ისინი დაიძვრებიან და ჩვენთან მოვლენ.

- კი, ბატონო, მოვლენ და პეტიციაზე ხელს მოაწერენ და შემდეგ?

- მერე გამოვაცხადებთ, რაც გვინდა და როგორც გვინდა, და მერე დავიძვრებით სამებისკენ. მაგრამ მანამდე აუცილებლად ვიტყვით, რომ მარტო ეს კანონი კი არა, მსგავსი აზროვნება უნდა ამოიშანთოს პარლამენტის მხრიდან.

- თქვენ ერთ-ერთმა პირველმა მომაწოდეთ ინფორმაცია, რომ "ელგებეტეს" ჭირისუფლებისთვის კინოთეატრ რუსთაველში 17 მაისს უნდა შემდგარიყო ახალი ქართული ფილმის პრეზენტაცია, სადაც აღწერილი იყო ერთსქესიანთა სიყვარულის ამბავი საქართველოში. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ამ ფილმის ჩვენება ვერ გაბედეს და დროებით გადავიფიქრეთო, განაცხადეს. თქვენთვის ხომ არაა ცნობილი, სხვაგან ხომ არ უშვებენ? სხვა კინოთეატრში, ანდა სხვა ქალაქში?

- თავიანთ ოჯახებში გაუშვან ამ "ასთორმეტირებულებმა" ეგ ფილმი! მე არ მაქვს პრობლემა!

- "ლგბტ"-ზე რამე ხომ არ გაგიგიათ, ეგენი სადმე ხომ არ იკრიბებიან? კი, თქვეს, შეკრებებისგან თავს შევიკავებთო, მაგრამ ხომ არ გადაიფიქრეს?

- არაფერი გამიგია, ამ დღეებში ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, უფრო სწორად, სულ ვარ ამით დაინტერესებული, ახლა უბრალოდ ინფორმაციები არ მომიძიებია. პარასკევს საღამოს ზუსტად მეცოდინება ყველაფერი, თუ ატარებენ, და სად და ვინ გამოდის. მე, პირადად, მივდივარ შაბათს პირველ საათზე იმ აქციაზე, სადაც გუჯა ბურდული მობრძანდება, სადაც აკადემიკოსი ლევან ფრუიძე მობრძანდება, სადაც ომარ მხეიძე და სადაც ლევან ვასაძე მობრძანდება აუცილებლად, სადაც (ხმას უწევს) ქართული გენი და მისი სიდიადე მობრძანდება და აი, იმ აქციაზე მივდივარ! "ლგბტ" სად იქნება, ღმერთო დამიფარე, აგერ პირჯვარს ვიწერ, მაგათ შეკრებაზე დასწრებისგან.

- რა, ვერ გაბედავენ გამოსვლას?

- ეს ზუსტად ვიცი, რომ რუსთაველზე ვერ გამოვლენ და, თუ "ტუპიკებით" ივლიან, ეგ არ ვიცი.

(იბეჭდება ინტერვიუს შემოკლებული ვერსია)

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ასევე დაგაინტერესებთ: "იდენტობის" საგანგებო ინსტრუქტაჟი LGBT პირებს 17 მაისთან დაკავშირებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია