პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სადისტი შვილი, რომელსაც დედის წამება სიამოვნებას ანიჭებდა - "მდუღარე წყალი გადავასხი და დავამახინჯე"
სადისტი შვილი, რომელსაც დედის წამება სიამოვნებას ანიჭებდა - "მდუღარე წყალი გადავასხი და დავამახინჯე"

ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი ხში­რად შუქ­დე­ბა რო­გორც პრე­სის, ისე ტე­ლე­ვი­ზი­ის მიერ, მაგ­რამ თუ გსმე­ნი­ათ ისე­თი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რომ მშობ­ლე­ბის ჩხუ­ბი და ჭურ­ჭლის მსხვრე­ვის ხმა შვილს ახა­რებ­დეს? ჩემ­მა ერთ-ერ­თმა რეს­პონ­დენ­ტმა მი­ამ­ბო, თუ რო­გორ ნე­ტა­რე­ბას გა­ნიც­დი­და, როცა დედა მა­მას სცემ­და და ხში­რად, მათი ჩხუ­ბის მი­ზე­ზი თა­ვად იყო. "ისეთ რა­ღა­ცებს ვამ­ბობ­დი, რომ მშობ­ლებს ერ­თმა­ნე­თი შე­ვა­ძუ­ლე, მაგ­რამ ახლა, როცა სულ მარ­ტო დავ­რჩი, ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი", - მომ­წე­რა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ თავს ურჩხუ­ლი-34 უწო­და. მის­მა მე­სი­ჯ­მა და­მა­ინ­ტრი­გა. ვთხო­ვე - იქ­ნებ, ინ­ტერ­ვი­უ­ზე დამ­თან­ხმდე-მეთ­ქი. ბო­ლოს, როცა მას­თან მი­მო­წე­რა და­ვას­რუ­ლე, ჩემი რეს­პონ­დენ­ტის შე­მე­შინ­და კი­დეც. თუ რა­ტომ, ამას თა­ვად­ვე მიხ­ვდე­ბით.

- მე კა­ხე­თის ერთ-ერთი მიყ­რუ­ე­ბუ­ლი სოფ­ლი­დან გახ­ლა­ვართ. ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან უჭირ­და, წლი­დან წლამ­დე ძლივს გაგ­ვქონ­და თავი. 5 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა და­ფეხ­მძიმ­და. მისი მუც­ლის სი­დი­დით გა­ო­ცე­ბულს ამიხ­სნეს, რომ მალე პა­ტა­რა ძა­მი­კო ან და­ი­კო მე­ყო­ლე­ბო­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი სა­ში­ნე­ლი ქალი გახ­ლდათ, დე­დას ვერ იტან­და, მაგ­რამ დღემ­დე არ ვიცი, ამ სი­ძულ­ვი­ლის მი­ზე­ზი რა იყო. ის რძალს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აწა­მებ­და და ფეხ­მძი­მე რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­გო­რა კი­ბე­ზე. ერთხელ, ეს სა­კუ­თა­რი თვა­ლი­თაც და­ვი­ნა­ხე და მა­მის­თვის არა­ფე­რი რომ არ მეთ­ქვა, "და­მა­მუ­შა­ვა". მი­თხრა: დე­და­შენს არ უყ­ვარ­ხარ. მუ­ცელ­ში ბავ­შვი რომ უზის, მარ­ტო ის უყ­ვარს. და­მი­ჯე­რე, თუ და­ი­ბა­და, ყვე­ლა­ფერს წა­გარ­თმევს და უბე­დუ­რი იქ­ნე­ბი. ასე რომ არ მოხ­დეს, რომ არ და­მე­ჩაგ­რო, ამი­ტო­მაც და­ვა­გო­რე დე­და­შე­ნიო. მოკ­ლედ, მარ­თლაც მაგ­რად "და­მა­მუ­შა­ვა". ჰოდა, როცა დე­დამ ყა­ნი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ქმარს სი­მარ­თლე უამ­ბო და უთხრა, ეს ბავ­შვმაც და­ი­ნა­ხაო, ვიყ­ვი­რე: რას ამ­ბობ, დე­დი­კო, მე ისე და­ვი­ნა­ხე, რომ კი­ბი­დან ბებო და­ა­გო­რე და მერე ყვი­რი­ლი თა­ვად ატე­ხე-მეთ­ქი. ბე­ბოს თვა­ლე­ბი გა­უბრწყინ­და და და­ი­წყო კვნე­სა: შვი­ლო, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა, მაგ­რამ არ მინ­დო­და, ეს ამ­ბა­ვი გა­გე­გო. შენი ცოლი მარ­თლა ძა­ლი­ან მამ­წა­რებ­სო. მოკ­ლედ, დედა კი ცდი­ლობ­და, სი­მარ­თლე და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, მაგ­რამ ჩვენ წი­ნა­შე უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. სა­ბო­ლო­ოდ, მა­მამ მას აგი­ნა და ხე­ლიც მო­უქ­ნია.

- დედა არ შე­გე­ცო­და?

- პი­რი­ქით, ეს ამ­ბა­ვი მა­ხა­რებ­და, რად­გან მე­გო­ნა, მამა დე­დას თუ სცემ­და, ის პა­ტა­რა მოკ­ვდე­ბო­და... მოკ­ლედ, მამა სახ­ლი­დან რომ წა­ვი­და, დე­დამ ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნა (დე­დამ­თი­ლის­თვის საყ­ვე­დუ­რიც კი არ უთ­ქვამს) და დამ­კი­თხა, მაგ­რამ იმ­დე­ნი ჭკუა მქონ­და, რომ ვერ გა­მომ­ტე­ხა.. ნე­ბის­მი­ერ კი­თხვა­ზე მხო­ლოდ იმას ვპა­სუ­ხობ­დი - მე არა­ფე­რი და­მი­ნა­ხავს, ძა­მი­კო ან და­ი­კო არ მინ­და-მეთ­ქი! ჩემ­მა პა­სუ­ხებ­მა ის წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა და­ცე­მა და­მი­წყო. ყვი­რი­ლი მოვ­რთე: მიშ­ვე­ლეთ-მეთ­ქი. სწრედ ამ დროს ოთახ­ში მთვრა­ლი მამა შე­მო­ვი­და, დე­დას ჩემი თავი ხე­ლი­დან გა­მოჰ­გლი­ჯა, მერე შარ­ვლი­დან ქა­მა­რი გა­მო­იძ­რო და ცოლს უამ­რავ­ჯერ უთა­ვა­ზა. ამ ყვე­ლა­ფერს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ­დი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­გო­ნა, რომ მას არა­ფე­რი სტკი­ო­და და დარ­ტყმას მხო­ლოდ პა­ტა­რა გრძნობ­და, რად­გან დედა ხმას არ იღებ­და, მხო­ლოდ მუ­ცელ­ზე იფა­რებ­და ხელს.

- მის საშ­ვე­ლად ოთახ­ში არა­ვინ შე­მო­სუ­ლა?

- ვინ უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო? ეს ამ­ბა­ვი არა­ვის გა­უ­გია, რად­გან დედა ყვე­ლა­ფერს მოთ­მი­ნე­ბით იტან­და. ბე­ბი­ამ კი შე­მო­ყო თავი და როცა და­ი­ნა­ხა, ოთახ­ში რაც ხდე­ბო­და, სახე გა­ე­ბად­რა, თვა­ლი ჩა­მიკ­რა და მა­ნიშ­ნა, ჩემ­თან მო­დიო. არ და­ვე­მორ­ჩი­ლე, რა­ღაც ძალა არ მაძ­ლევ­და უფ­ლე­ბას, მას გავ­ყო­ლო­დი და ამ სა­ნა­ხა­ო­ბას მოვ­კლე­ბო­დი.

- შენ მარ­თლა სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებ­და ამ შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თის ყუ­რე­ბა?

- კი, ასე იყო, მთელ ტან­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლი­და. ახლა ამა­ზე რომ ვფიქ­რობ, თავი ნამ­დვი­ლი ურჩხუ­ლი მგო­ნია... ეს ჩემი აღ­სა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

- მერე რა მოხ­და?

- დედა გა­დარ­ჩა. მარ­თა­ლია, ცე­მის შემ­დეგ თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და, მაგ­რამ მუ­ცე­ლი არ მო­ე­შა­ლა. ბე­ბი­ამ უფრო "დამ­ქო­ქა" - ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ არ და­ი­ჩაგ­როო. მეც, როცა მამა სახ­ლში შე­მო­ვი­დო­და, რას აღარ ვი­გო­ნებ­დი, ოღონდ კი დედა ეცე­მა. ერთხელ ისიც კი ვთქვი (რა თქმა უნდა, ეს ბე­ბი­ამ მას­წავ­ლა, თო­რემ ამ­დენს მარ­ტო ვერ მო­ვი­ფიქ­რებ­დი), სახ­ლში ვი­ღაც კაცი მო­ვი­და, დე­დას ეხუ­ტე­ბო­და და ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ. გა­ვი­გო­ნე, იმ კაც­მა თქვა, ჩემს შვილს არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვრი­ნე­ბო. მა, ვი­ნაა მისი შვი­ლი-მეთ­ქი?.. მა­მამ ჩემი სი­ტყვე­ბი და­ი­ჯე­რა, რო­გორც სხვა დროს. მე ხომ ბე­ბია მყავ­და მოწ­მის სა­ხით. იმ ღა­მეს დე­დას დენა და­ე­წყო, მაგ­რამ ჩემს ჯიბ­რზე მუ­ცე­ლი მა­ინც არ მო­ე­შა­ლა... ჩვე­ნი სახ­ლი­დან თით­ქმის ყო­ველ­ღა­მე ის­მო­და დე­დის გმინ­ვა და ჭურ­ჭლის მსხვრე­ვის ხმა.

- ამის გამო სი­ნა­ნუ­ლი არას­დროს გიგ­რძნია?

- არა. ჭურ­ჭლის მსხვრე­ვის ხმა ჩემ­თვის "იავ­ნა­ნა" იყო, დე­დის წა­მე­ბა კი ერ­თგვა­რი "კა­ი­ფი" გახ­ლდათ.

- ე.ი. შენ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­დის­ტი­აო.

- ჰო, ასე­თი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფერს ვნა­ნობ.

- მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლი გვი­ა­ნია, არა? სა­ინ­ტე­რე­სოა, შენი და­ი­კო თუ ძა­მი­კო მა­ინც მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას?

- ჰო, რო­გორც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, მა­ი­კო მა­ინც გაჩ­ნდა, მაგ­რამ დედა მის მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყვა. სა­კუ­თა­რი და ისე მძულ­და, როცა მა­მამ მო­იყ­ვა­ნა, მისი მო­გუდ­ვა მო­მინ­და. მა­შინ ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხე, მაგ­რამ 3 წლის გახ­ლდათ, როცა მდუ­ღა­რე წყა­ლი გა­და­ვას­ხი და და­ვა­მა­ხინ­ჯე. აი, სწო­რედ მას შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა და რა­დი­კა­ლუ­რად შე­ვიც­ვა­ლე. ახლა ჩემი და, მთელ ქვე­ყა­ნას მირ­ჩევ­ნია, მა­ი­ას კი ვძულ­ვარ, და­სა­ნა­ხად ვერ მი­ტანს.

- იმი­ტომ, რომ მდუ­ღა­რე გა­და­ას­ხი?

- არა, ეს მა­ლე­ვე და­ა­ვი­წყდა. როცა წა­მო­ვი­ზარ­დეთ, მას ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე და შე­მი­ძუ­ლა. ის ახლა გა­თხო­ვი­ლია, ჰყავს შვი­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რია, მე კი... ბე­ბია შარ­შან ჩა­ძაღ­ლდა, მამა კი დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა. ახლა სრუ­ლი­ად მარ­ტო ვარ და გან­დე­გი­ლი­ვით ვცხოვ­რობ.

- ეკ­ლე­სი­ა­ში თუ და­დი­ხარ, ლოც­ვებს თუ კი­თხუ­ლობ?

- ტა­ძარ­ში შეს­ვლა ერთხელ ვცა­დე, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე. იქ ჩემი ად­გი­ლი არაა.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#15 9.04.2009

სადისტი შვილი, რომელსაც დედის წამება სიამოვნებას ანიჭებდა - "მდუღარე წყალი გადავასხი და დავამახინჯე"

სადისტი შვილი, რომელსაც დედის წამება სიამოვნებას ანიჭებდა - "მდუღარე წყალი გადავასხი და დავამახინჯე"

ოჯახური ძალადობის ფაქტი ხშირად შუქდება როგორც პრესის, ისე ტელევიზიის მიერ, მაგრამ თუ გსმენიათ ისეთი ფაქტის შესახებ, რომ მშობლების ჩხუბი და ჭურჭლის მსხვრევის ხმა შვილს ახარებდეს? ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა მიამბო, თუ როგორ ნეტარებას განიცდიდა, როცა დედა მამას სცემდა და ხშირად, მათი ჩხუბის მიზეზი თავად იყო. "ისეთ რაღაცებს ვამბობდი, რომ მშობლებს ერთმანეთი შევაძულე, მაგრამ ახლა, როცა სულ მარტო დავრჩი, ამას ძალიან განვიცდი", - მომწერა ადამიანმა, რომელმაც საკუთარ თავს ურჩხული-34 უწოდა. მისმა მესიჯმა დამაინტრიგა. ვთხოვე - იქნებ, ინტერვიუზე დამთანხმდე-მეთქი. ბოლოს, როცა მასთან მიმოწერა დავასრულე, ჩემი რესპონდენტის შემეშინდა კიდეც. თუ რატომ, ამას თავადვე მიხვდებით.

- მე კახეთის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლიდან გახლავართ. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, წლიდან წლამდე ძლივს გაგვქონდა თავი. 5 წლის ვიყავი, როცა დედა დაფეხმძიმდა. მისი მუცლის სიდიდით გაოცებულს ამიხსნეს, რომ მალე პატარა ძამიკო ან დაიკო მეყოლებოდა. ბებიაჩემი საშინელი ქალი გახლდათ, დედას ვერ იტანდა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, ამ სიძულვილის მიზეზი რა იყო. ის რძალს მთელი ცხოვრება აწამებდა და ფეხმძიმე რამდენჯერმე დააგორა კიბეზე. ერთხელ, ეს საკუთარი თვალითაც დავინახე და მამისთვის არაფერი რომ არ მეთქვა, "დამამუშავა". მითხრა: დედაშენს არ უყვარხარ. მუცელში ბავშვი რომ უზის, მარტო ის უყვარს. დამიჯერე, თუ დაიბადა, ყველაფერს წაგართმევს და უბედური იქნები. ასე რომ არ მოხდეს, რომ არ დამეჩაგრო, ამიტომაც დავაგორე დედაშენიო. მოკლედ, მართლაც მაგრად "დამამუშავა". ჰოდა, როცა დედამ ყანიდან შინ დაბრუნებულ ქმარს სიმართლე უამბო და უთხრა, ეს ბავშვმაც დაინახაო, ვიყვირე: რას ამბობ, დედიკო, მე ისე დავინახე, რომ კიბიდან ბებო დააგორე და მერე ყვირილი თავად ატეხე-მეთქი. ბებოს თვალები გაუბრწყინდა და დაიწყო კვნესა: შვილო, ყველაფერი მტკივა, მაგრამ არ მინდოდა, ეს ამბავი გაგეგო. შენი ცოლი მართლა ძალიან მამწარებსო. მოკლედ, დედა კი ცდილობდა, სიმართლე დაემტკიცებინა, მაგრამ ჩვენ წინაშე უძლური აღმოჩნდა. საბოლოოდ, მამამ მას აგინა და ხელიც მოუქნია.

- დედა არ შეგეცოდა?

- პირიქით, ეს ამბავი მახარებდა, რადგან მეგონა, მამა დედას თუ სცემდა, ის პატარა მოკვდებოდა... მოკლედ, მამა სახლიდან რომ წავიდა, დედამ ოთახში შემიყვანა (დედამთილისთვის საყვედურიც კი არ უთქვამს) და დამკითხა, მაგრამ იმდენი ჭკუა მქონდა, რომ ვერ გამომტეხა.. ნებისმიერ კითხვაზე მხოლოდ იმას ვპასუხობდი - მე არაფერი დამინახავს, ძამიკო ან დაიკო არ მინდა-მეთქი! ჩემმა პასუხებმა ის წონასწორობიდან გამოიყვანა დაცემა დამიწყო. ყვირილი მოვრთე: მიშველეთ-მეთქი. სწრედ ამ დროს ოთახში მთვრალი მამა შემოვიდა, დედას ჩემი თავი ხელიდან გამოჰგლიჯა, მერე შარვლიდან ქამარი გამოიძრო და ცოლს უამრავჯერ უთავაზა. ამ ყველაფერს სიამოვნებით ვუყურებდი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ მას არაფერი სტკიოდა და დარტყმას მხოლოდ პატარა გრძნობდა, რადგან დედა ხმას არ იღებდა, მხოლოდ მუცელზე იფარებდა ხელს.

- მის საშველად ოთახში არავინ შემოსულა?

- ვინ უნდა შემოსულიყო? ეს ამბავი არავის გაუგია, რადგან დედა ყველაფერს მოთმინებით იტანდა. ბებიამ კი შემოყო თავი და როცა დაინახა, ოთახში რაც ხდებოდა, სახე გაებადრა, თვალი ჩამიკრა და მანიშნა, ჩემთან მოდიო. არ დავემორჩილე, რაღაც ძალა არ მაძლევდა უფლებას, მას გავყოლოდი და ამ სანახაობას მოვკლებოდი.

- შენ მართლა სიამოვნებას განიჭებდა ამ შემზარავი სურათის ყურება?

- კი, ასე იყო, მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ახლა ამაზე რომ ვფიქრობ, თავი ნამდვილი ურჩხული მგონია... ეს ჩემი აღსარება იქნება.

- მერე რა მოხდა?

- დედა გადარჩა. მართალია, ცემის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ მუცელი არ მოეშალა. ბებიამ უფრო "დამქოქა" - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დაიჩაგროო. მეც, როცა მამა სახლში შემოვიდოდა, რას აღარ ვიგონებდი, ოღონდ კი დედა ეცემა. ერთხელ ისიც კი ვთქვი (რა თქმა უნდა, ეს ბებიამ მასწავლა, თორემ ამდენს მარტო ვერ მოვიფიქრებდი), სახლში ვიღაც კაცი მოვიდა, დედას ეხუტებოდა და ჩურჩულებდნენ. გავიგონე, იმ კაცმა თქვა, ჩემს შვილს არავის დავაჩაგვრინებო. მა, ვინაა მისი შვილი-მეთქი?.. მამამ ჩემი სიტყვები დაიჯერა, როგორც სხვა დროს. მე ხომ ბებია მყავდა მოწმის სახით. იმ ღამეს დედას დენა დაეწყო, მაგრამ ჩემს ჯიბრზე მუცელი მაინც არ მოეშალა... ჩვენი სახლიდან თითქმის ყოველღამე ისმოდა დედის გმინვა და ჭურჭლის მსხვრევის ხმა.

- ამის გამო სინანული არასდროს გიგრძნია?

- არა. ჭურჭლის მსხვრევის ხმა ჩემთვის "იავნანა" იყო, დედის წამება კი ერთგვარი "კაიფი" გახლდათ.

- ე.ი. შენზე შეიძლება ითქვას, სადისტიაო.

- ჰო, ასეთი ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაფერს ვნანობ.

- მაგრამ სინანული გვიანია, არა? საინტერესოა, შენი დაიკო თუ ძამიკო მაინც მოევლინა ქვეყანას?

- ჰო, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მაიკო მაინც გაჩნდა, მაგრამ დედა მის მშობიარობას გადაჰყვა. საკუთარი და ისე მძულდა, როცა მამამ მოიყვანა, მისი მოგუდვა მომინდა. მაშინ ვერაფერი მოვუხერხე, მაგრამ 3 წლის გახლდათ, როცა მდუღარე წყალი გადავასხი და დავამახინჯე. აი, სწორედ მას შემდეგ გამიჩნდა სინანულის გრძნობა და რადიკალურად შევიცვალე. ახლა ჩემი და, მთელ ქვეყანას მირჩევნია, მაიას კი ვძულვარ, დასანახად ვერ მიტანს.

- იმიტომ, რომ მდუღარე გადაასხი?

- არა, ეს მალევე დაავიწყდა. როცა წამოვიზარდეთ, მას ყველაფერი ვუამბე და შემიძულა. ის ახლა გათხოვილია, ჰყავს შვილები და ბედნიერია, მე კი... ბებია შარშან ჩაძაღლდა, მამა კი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, უეცრად გარდაიცვალა. ახლა სრულიად მარტო ვარ და განდეგილივით ვცხოვრობ.

- ეკლესიაში თუ დადიხარ, ლოცვებს თუ კითხულობ?

- ტაძარში შესვლა ერთხელ ვცადე, მაგრამ ვერ გავბედე. იქ ჩემი ადგილი არაა.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"

#15 9.04.2009

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია