Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნის ფესტივალი
წიგნის ფესტივალი

არ­სე­ბობს ერთი დიდი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც არც კა­ლენ­დარ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი წით­ლად, არც რო­მე­ლი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს უკავ­შირ­დე­ბა, ის თით­ქოს შე­უმ­ჩნევ­ლად მო­დის ყო­ველ წელს და და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თსა და იმა­ვე დროს აღი­ნიშ­ნე­ბა. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლია და არც - სა­მო­ქა­ლა­ქო, მას შე­უძ­ლია ადა­მი­ან­თა თავ­მოყ­რა ერთ, იმ დღე­ებ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ად­გილ­ზე... დიახ, ეს წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლია - ზე­ი­მი, რო­მელ­საც ელო­დე­ბი­ან, რომ­ლის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბი­ან.

წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევრ ადა­მი­ანს გა­უ­ჩი­ნოს წიგ­ნის წა­კი­თხვის სურ­ვი­ლი. ერთი რამ ცხა­დია: ყო­ველ წელს, წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის დღე­ებ­ში, ექ­სპო ჯორ­ჯი­ას უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს. ისი­ნი უწყვეტ ნა­კა­დად მო­დი­ან, ისე, რო­გორც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში რო­მე­ლი­მე დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე, ოღონდ ამ­ჯე­რად ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და ურ­ყე­ვი მიზ­ნით: შე­უ­ნარ­ჩუ­ნონ წიგ­ნის კი­თხვის კულ­ტუ­რა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, ოჯა­ხებს, მო­მა­ვალ თა­ო­ბას, სა­კუ­თარ თავს.

წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სოა ბავ­შვე­ბის­თვი­საც და მო­ზარ­დე­ბის­თვი­საც, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვი­საც და მო­ხუ­ცე­ბის­თვი­საც, რად­გან წიგ­ნი ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ეკუთ­ვნის, ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას. "წიგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სიყ­მაწ­ვი­ლეს კვე­ბავს, სი­ბე­რეს ამ­ხი­ა­რუ­ლებს, ბედ­ნი­ე­რე­ბას ამ­შვე­ნებს, უბე­დუ­რე­ბა­ში თავ­შე­სა­ფარ­სა და დამ­შვი­დე­ბას გვთა­ვა­ზობს", - უთ­ქვამს ცი­ცე­რონს. მარ­თლაც ასეა, ამი­ტო­მაც წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მო­დი­ან შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი და ხელ­მოკ­ლე­ე­ბი, ცხოვ­რე­ბის­გან გა­ლა­ღე­ბუ­ლე­ბი და ტრა­გე­დი­ა­გა­მოვ­ლი­ლე­ბი. მათ არ შე­უძ­ლი­ათ, უარი თქვან ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე - ერ­თდრო­უ­ლად, ერთ სივ­რცე­ში და­ათ­ვა­ლი­ე­რონ ყვე­ლა ქარ­თუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ნაშ­რომ-ნაღ­ვა­წი და რაც მთა­ვა­რია, შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად შე­ი­ძი­ნონ წიგ­ნე­ბი.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის დღე­ებ­ში რომ იმარ­თე­ბა: ახა­ლი წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი მწერ­ლებ­თან, სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­კურ­სე­ბი...

არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა მშვე­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, 81 წლის პე­და­გო­გი ნა­ნუ­ლი გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც შარ­შან წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნი. შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი ჰყავ­და მოყ­ვა­ნი­ლი - ძა­ლი­ან მინ­და, და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და აარ­ჩი­ონ წიგ­ნე­ბი, მთე­ლი წელი პენ­სი­ი­დან და­ნა­ზოგს ვა­კე­თებ­დი, რომ ამ დღეს აქ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მათ­თვის დღე­სას­წა­უ­ლი მო­მე­წყოო, - მი­თხრა.

- თა­ნაც, აქ შე­იძ­ლე­ბა მწერ­ლებს პი­რის­პირ შეხ­ვდე... მინ­და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩემ­მა შვილ­თაშ­ვი­ლებ­მაც გა­მო­ცა­დონ და ისე­ვე და­ა­მახ­სოვ­რდეთ, რო­გორც მე მახ­სოვს, შალ­ვა და­დი­ანს რომ შევ­ხვდი ერთხელ "საბ­ლიტ­გამ­თან". ერთხელ ვა­ჟა­ო­ბა­ზე გა­ლა­კტი­ო­ნი ვნა­ხე, და­ვე­ლა­პა­რა­კე კი­დეც. იმ მო­გო­ნე­ბე­ბით დღემ­დე ვცხოვ­რობ და წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახალ­გაზ­რდე­ბი რა ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, როცა გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მწე­რალ­თან შეხ­ვედ­რა!

წელს წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 29 მა­ისს და­ი­წყე­ბა და 1-ელ ივ­ნისს დამ­თავ­რდე­ბა.

წიგ­ნის სამ­ყა­რო­ში მომ­ხდარ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ცხად­ყო, რომ სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა მარ­თა­ლი აზრი, თით­ქოს ელექტრო­ნულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა წიგ­ნი გან­დევ­ნა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის სე­რი­ულ გა­მო­ცე­მებ­ზე (რომ­ლე­ბიც პრე­სას­თან ერ­თად იყი­დე­ბა) მო­თხოვ­ნამ ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ხალ­ხს სჭირ­დე­ბა წიგ­ნი, მას უყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა... და თუ ხში­რად წიგ­ნის შე­ძე­ნას სიძ­ვი­რის გამო ვერ ახერ­ხებ­და, ახლა ეს ბა­რი­ე­რიც გა­და­ლა­ხუ­ლია - "პა­ლიტ­რა L"-ი წიგ­ნებს ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად გთა­ვა­ზობთ. სა­ჭი­როა მხო­ლოდ სურ­ვი­ლი და თქვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კა კვლა­ვაც გამ­დიდ­რდე­ბა...

20 წლის სტუ­დენ­ტი მა­რი­ამ მა­ი­სუ­რა­ძე "ბიბ­ლუს­ში" შემ­ხვდა. ნა­ყი­დი წიგ­ნე­ბით გა­მო­დი­ო­და მა­ღა­ზი­ი­დან. ბევ­რი წიგ­ნი გი­ყი­დი­ათ-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი, თან კა­რის გა­ღე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე.

- ეს რა არის, გა­ცი­ლე­ბით მეტი უნდა ვი­ყი­დო. წიგ­ნის ფეს­ტი­ვალს ვე­ლო­დე­ბი. უკვე შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს და ზუს­ტად ვიცი, რა მინ­და. იმ­დე­ნად მომ­წონს გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის სი­ურპრი­ზე­ბი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც პრი­ზე­ბიც მი­უ­ღია წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე. წელს მინ­და მე გავ­ხდე ერთ-ერთი პრი­ზი­ო­რი... 2011 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი...

ჩვენ ვკი­თხეთ "ბიბ­ლუ­სის" თა­ნამ­შრომ­ლებს, რას აპი­რე­ბენ ისი­ნი ფეს­ტი­ვალ­ზე. გვი­პა­სუ­ხეს, რომ მათ­თან მთე­ლი წელი წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლია. ახლა, ამ 4 დღეს, ისი­ნი უკ­რა­ი­ნელ პარტნი­ო­რებს წა­რად­გე­ნენ - ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი "ბიბ­ლუ­სის" სტენ­დებ­ზე გა­მო­ი­ფი­ნე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვის შემ­დეგ კი დარ­ჩე­ნი­ლი 361 დღე "ბიბ­ლუ­სის" 45 მა­ღა­ზია მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს და­ე­ლო­დე­ბა.

და­ვუ­კავ­შირ­დით გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი სტენ­დი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა თი­ნა­თინ ასა­თი­ან­მა გვი­თხრა, წელ­საც უამ­რა­ვი სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბათ წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს. სე­რი­ად გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი აქ­ცი­ის ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა, ზო­გი­ერთ წიგნ­ზე 75%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა გა­მო­ცხად­დე­ბა. მო­ე­წყო­ბა წიგ­ნის თა­როს პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია 100 წიგ­ნის­თვის (50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ხარ,+ ბიბ­ლია და +49 წიგ­ნი). მკი­თხველ­თა კლუბს თა­ვი­სი წევ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი აქვს და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა არც სხვა მკი­თხვე­ლებს და­ტო­ვებს უყუ­რა­დღე­ბოდ. მო­ე­წყო­ბა გა­თა­მა­შე­ბე­ბი, და­რიგ­დე­ბა სა­ჩუქ­რე­ბი. ეს არის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმი­სა, რა­საც "პა­ლიტ­რა L"-ი წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე შეს­თა­ვა­ზებს მკი­თხველს. და­ნარ­ჩენს კი დღე­სას­წა­ულ­ზე ნა­ხავთ!

29 მა­ი­სი­დან 1-ლი ივ­ნი­სის ჩათ­ვლით მარ­თლაც დიდი დღე­სას­წა­უ­ლი გე­ლო­დე­ბათ!

ლელა ჯი­ყაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

წიგნის ფესტივალი

წიგნის ფესტივალი

არსებობს ერთი დიდი დღესასწაული, რომელიც არც კალენდარშია აღნიშნული წითლად, არც რომელიმე მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, ის თითქოს შეუმჩნევლად მოდის ყოველ წელს და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს აღინიშნება. და მიუხედავად იმისა, რომ არც რელიგიური დღესასწაულია და არც - სამოქალაქო, მას შეუძლია ადამიანთა თავმოყრა ერთ, იმ დღეებში ყველაზე საინტერესო და სახალისო ადგილზე... დიახ, ეს წიგნის ფესტივალია - ზეიმი, რომელსაც ელოდებიან, რომლისთვისაც ემზადებიან.

წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩინოს წიგნის წაკითხვის სურვილი. ერთი რამ ცხადია: ყოველ წელს, წიგნის ფესტივალის დღეებში, ექსპო ჯორჯიას უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ისინი უწყვეტ ნაკადად მოდიან, ისე, როგორც გასულ საუკუნეში რომელიმე დემონსტრაციაზე, ოღონდ ამჯერად ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილით და ურყევი მიზნით: შეუნარჩუნონ წიგნის კითხვის კულტურა თანამოქალაქეებს, ოჯახებს, მომავალ თაობას, საკუთარ თავს.

წიგნის ფესტივალი საინტერესოა ბავშვებისთვისაც და მოზარდებისთვისაც, ახალგაზრდებისთვისაც და მოხუცებისთვისაც, რადგან წიგნი ყველას ერთნაირად ეკუთვნის, ყველაზე ერთნაირად ახდენს ზემოქმედებას. "წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას გვთავაზობს", - უთქვამს ციცერონს. მართლაც ასეა, ამიტომაც წიგნის ფესტივალზე მოდიან შეძლებულები და ხელმოკლეები, ცხოვრებისგან გალაღებულები და ტრაგედიაგამოვლილები. მათ არ შეუძლიათ, უარი თქვან ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობაზე - ერთდროულად, ერთ სივრცეში დაათვალიერონ ყველა ქართული გამომცემლობის ნაშრომ-ნაღვაწი და რაც მთავარია, შეღავათიან ფასად შეიძინონ წიგნები.

ძალიან საინტერესოა ის ღონისძიებებიც, წიგნის ფესტივალის დღეებში რომ იმართება: ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები მწერლებთან, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კონკურსები...

არასდროს დამავიწყდება მშვენიერი ქალბატონი, 81 წლის პედაგოგი ნანული გიორგობიანი, რომელიც შარშან წიგნის ფესტივალზე გავიცანი. შვილთაშვილები ჰყავდა მოყვანილი - ძალიან მინდა, დაათვალიერონ და აარჩიონ წიგნები, მთელი წელი პენსიიდან დანაზოგს ვაკეთებდი, რომ ამ დღეს აქ მოვსულიყავი და მათთვის დღესასწაული მომეწყოო, - მითხრა.

- თანაც, აქ შეიძლება მწერლებს პირისპირ შეხვდე... მინდა ეს ბედნიერება ჩემმა შვილთაშვილებმაც გამოცადონ და ისევე დაამახსოვრდეთ, როგორც მე მახსოვს, შალვა დადიანს რომ შევხვდი ერთხელ "საბლიტგამთან". ერთხელ ვაჟაობაზე გალაკტიონი ვნახე, დაველაპარაკე კიდეც. იმ მოგონებებით დღემდე ვცხოვრობ და წარმომიდგენია, ახალგაზრდები რა ბედნიერები იქნებიან, როცა გააცნობიერებენ, რა მნიშვნელოვანია მწერალთან შეხვედრა!

წელს წიგნის ფესტივალი 29 მაისს დაიწყება და 1-ელ ივნისს დამთავრდება.

წიგნის სამყაროში მომხდარმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სულაც არ ყოფილა მართალი აზრი, თითქოს ელექტრონულმა საშუალებებმა წიგნი განდევნა ჩვენი ცხოვრებიდან. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიულ გამოცემებზე (რომლებიც პრესასთან ერთად იყიდება) მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხალხს სჭირდება წიგნი, მას უყვარს ლიტერატურა... და თუ ხშირად წიგნის შეძენას სიძვირის გამო ვერ ახერხებდა, ახლა ეს ბარიერიც გადალახულია - "პალიტრა L"-ი წიგნებს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. საჭიროა მხოლოდ სურვილი და თქვენი ბიბლიოთეკა კვლავაც გამდიდრდება...

20 წლის სტუდენტი მარიამ მაისურაძე "ბიბლუსში" შემხვდა. ნაყიდი წიგნებით გამოდიოდა მაღაზიიდან. ბევრი წიგნი გიყიდიათ-მეთქი, - ვუთხარი, თან კარის გაღებაში დავეხმარე.

- ეს რა არის, გაცილებით მეტი უნდა ვიყიდო. წიგნის ფესტივალს ველოდები. უკვე შეთვალიერებული მაქვს და ზუსტად ვიცი, რა მინდა. იმდენად მომწონს გამომცემლობების სიურპრიზები, რომ აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ვიცნობ ადამიანებს, ვისაც პრიზებიც მიუღია წიგნის ფესტივალზე. წელს მინდა მე გავხდე ერთ-ერთი პრიზიორი... 2011 წლიდან მოყოლებული, ყველა წიგნის ფესტივალზე ვიყავი...

ჩვენ ვკითხეთ "ბიბლუსის" თანამშრომლებს, რას აპირებენ ისინი ფესტივალზე. გვიპასუხეს, რომ მათთან მთელი წელი წიგნის ფესტივალია. ახლა, ამ 4 დღეს, ისინი უკრაინელ პარტნიორებს წარადგენენ - ფესტივალის ფარგლებში უკრაინული გამოცემები "ბიბლუსის" სტენდებზე გამოიფინება.

ფესტივალის დახურვის შემდეგ კი დარჩენილი 361 დღე "ბიბლუსის" 45 მაღაზია მთელ საქართველოში ისევ წიგნის მოყვარულებს დაელოდება.

დავუკავშირდით გამომცემლობა "პალიტრა L"-ს, რომელიც ყველა ფესტივალზე ყველაზე დიდი სტენდითა და განსაკუთრებული აქციებით გამოირჩევა. როგორც გამომცემლობის დირექტორმა თინათინ ასათიანმა გვითხრა, წელსაც უამრავი სიურპრიზი ელოდებათ წიგნის მოყვარულებს. სერიად გამოცემული წიგნები აქციის ფასად გაიყიდება, ზოგიერთ წიგნზე 75%-მდე ფასდაკლება გამოცხადდება. მოეწყობა წიგნის თაროს პრეზენტაცია, რომელიც განკუთვნილია 100 წიგნისთვის (50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ,+ ბიბლია და +49 წიგნი). მკითხველთა კლუბს თავისი წევრებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზები აქვს დაგეგმილი, თუმცა არც სხვა მკითხველებს დატოვებს უყურადღებოდ. მოეწყობა გათამაშებები, დარიგდება საჩუქრები. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რასაც "პალიტრა L"-ი წიგნის ფესტივალზე შესთავაზებს მკითხველს. დანარჩენს კი დღესასწაულზე ნახავთ!

29 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით მართლაც დიდი დღესასწაული გელოდებათ!

ლელა ჯიყაშვილი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს