ჯგუფი ''სეიშენი'' არ დაშლილა

ჯგუფი ''სეიშენი'' არ დაშლილა

ჯგუფი ''სეიშენი'' საკმაოდ პოპულარული გახლდათ, თუმცა ბოლო პერიოდია, ბიჭები ნაკლებად ჩანან. ამისი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჯგუფის ორი წევრი ''სეიშენს'' დაემშვიდობა - ჯიმი ფხაკაძემ ცხოვრების სხვა გზა აირჩია და სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, ხოლო ზაზა ბანძელაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის გამო გაჩნდა მოსაზრება და ჭორები, რომ ''სეიშენი'' დაიშალა, თუმცა რედაქციაში ლევან წვერავა და ლაშა აბზიანიძე გვესტუმრნენ, რომლებიც თავიანთი თაყვანისმცემლების გასახარად ახალ ალბომს წერენ და მალე საზოგადოებას კლიპსაც შესთავაზებენ.

ლევანი:

- სულ გვესმოდა შეკითხვა, დაიშალა თუ არა ''სეიშენი''. ჯგუფი ნამდვილად არ დაშლილა, უბრალოდ, გარკვეული პერიოდის წინ ჯიმი გამოეთიშა ჯგუფს, თავისი მიზეზების გამო, სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და აღარ ჰქონდა დრო ამ ყველაფრისთვის. არადა, მანამდე იყო ხმები, თითქოს სკანდალურად წავიდა ჯგუფიდან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ხომ იცით, რომ ნაკლებად სკანდალური ადამიანები ვართ (იღიმის). ჩვენ ოჯახის წევრები ვართ. ზაზა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ლაშა:

- თამამად მინდა ვთქვა, რომ არც ჯიმისთან და არც ზაზასთან არანაირი დაძაბულობა არ შეგვქმნია. ერთმანეთთან ვირტუალურად თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც გვაქვს კონტაქტი.

ლევანი:

- მე და ლაშა დავდექით რეალობის წინაშე, რომ ჯგუფს შენარჩუნება სჭირდებოდა. დავსხედით, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ სიმღერას მხოლოდ ორი წევრი ვაგრძელებთ. რატომაც არა, ამხელა გამოცდილება, საკუთარი სტუდია გვაქვს. ვაკეთებთ ახალ პროექტს ''სეიშენ ნიუ''. აქ გამოჩნდება ჩვენი ახალი მიმართულება, ვამზადებთ ალბომს.

ლაშა:

- ინტენსიურად ვმუშაობთ სტუდიაში და შესაძლოა არა ერთი, არამედ ერთზე მეტი ალბომი გა-ვაკეთოთ. ყოველდღე სტუდიაში ვართ. გვინდა, პროგრამა განვაახლოთ. სადაც ცოცხლად იყო სამღერი, ყველგან ცოცხლად ვმღეროდით. გვინდა, რომ ძველი რეპერტუარიდან გადავახალისოთ ის სიმღერები, რომლებიც ხალხისთვის ცნობილი იყო და ორ შემსრულებელს მოვარგოთ. იმავდორულად, ახალ სიმღერებსაც შევთავაზებთ საზოგადოებას.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება