მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2.5 მლნ ლარამდე გაცემული პრემიები და წამების ახალი ფაქტები - რას ყვება მოროშკინა სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი სკანდალის შესახებ
2.5 მლნ ლარამდე გაცემული პრემიები და წამების ახალი ფაქტები - რას ყვება მოროშკინა სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი სკანდალის შესახებ

ახა­ლი სკან­და­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. ლალი მო­როშ­კი­ნა სუ­ბა­რის უწყე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შე­პარ­ვა­ზე და სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვა­ზე სა­უბ­რობს. მო­როშ­კი­ნა ამ­ბობს, რომ მის­მა უფ­როს­მა - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სელ­მა თან­ხე­ბი გაფ­ლან­გა, რის­თვი­საც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უნდა აღიძ­რას.

მო­როშ­კი­ნა აქ­ვეყ­ნებს ნუს­ხას, სა­დაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრე­მია, დარ­ბა­ი­სე­ლის მო­ად­გი­ლეს გოგი გა­ხა­რი­ას 39 ათა­სი ლა­რის სა­ხით აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო თა­ვად დარ­ბა­ი­სელს სა­კუ­თარ თა­ვის­თვის პრე­მი­ის სა­ხით 18 ათას ლარ­ზე მეტი აქვს გა­მო­წე­რი­ლი. ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი საპ­რე­მიო თან­ხის ოდე­ნო­ბა კი – 10 ათა­სი ლა­რია. მთლი­ა­ნო­ბა­ში, გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის ოდე­ო­ბა, მო­როშ­კი­ნას თქმით და­ახ­ლო­ე­ბით, 2.5 მლნ ლარს აღ­წევს.

"ამ ფონ­ზე, ცი­ხე­ში ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა გრძელ­დე­ბა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი კი, "გა­შიფ­რუ­ლი ზონ­დერე­ბით" არის სავ­სე" – ამა­ზე და სხვა სკან­და­ლურ დე­ტა­ლებ­ზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მრჩე­ვე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ლალი მო­როშ­კი­ნა Ambebi.ge-სთან სა­უბ­რობს.

ლალი მო­როშ­კი­ნა: ფონ­დი, რომ­ლი­თაც უნდა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ჯან­დაც­ვის პო­ლი­სე­ბის და­რი­გე­ბა, დარ­ბა­ი­სელ­მა პრე­მი­ე­ბის სა­ხით გაფ­ლან­გა. ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის წინ, მი­ვა­წო­დე ჩვენს ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ას. ამა­ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო რე­ა­გი­რე­ბა, რა დრო­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ. მათ და­ას­წრეს მთავ­რო­ბას, მა­შინ როცა უნდა მომ­ხდა­რი­ყო კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბა, - გაფ­ლან­გუ­ლი ფული უკან უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ეს ფული დარ­ბა­ი­სე­ლის მოყ­ვა­ნილ ზონ­დერებს და­უ­რიგ­დათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ძა­ლი­ან მკა­ფიო მი­თი­თე­ბა ჰქონ­და გა­ცე­მუ­ლი, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი - უშუ­ა­ლოდ, 6 მა­ი­სის, 7 ნო­ემ­ბრის და 26 მა­ი­სის დამრბე­ვე­ბი, არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი, დარ­ბა­ი­სელ­მა ესეც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ზონ­დერე­ბი და­ნიშ­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. ეს ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ვა­წო­დე ზემ­დგომ ორ­გა­ნოს.

შე­სა­ბა­მი­სად, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" და­ი­წყეს ნერ­ვი­უ­ლო­ბა და თით­ქოს მო­ი­თხო­ვეს დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­ყე­ნე­ბა, რად­გან იცოდ­ნენ, რომ რე­ა­ლუ­რად უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მზად­დე­ბო­და ეს. თით­ქოს და­ას­წრეს მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ ვფიქ­რობ ეს თა­მა­ში გა­შიფ­რუ­ლია.

- ზონ­დერე­ბად ვი­საც მო­იხ­სე­ნი­ებთ, ეს კად­რე­ბი დარ­ბა­ი­სე­ლის წი­ნა­მორ­ბე­დის, მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ას დროს არ მუ­შა­ობ­დნენ სად-ში?

- რა თქმა უნდა არა. ესე­ნი არი­ან 3 თვის მოყ­ვა­ნი­ლი კად­რე­ბი. ღურწკა­ი­ას დრო­ინ­დე­ლი აღა­რა­ვინ დარ­ჩა. ერ­თა­დერ­თი ვარ მე, რო­მელ­საც ხელი ვერ ახ­ლეს. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა გა­ის­ტუმ­რეს, პა­ტა­კე­ბი და­ა­წე­რი­ნეს. ყვე­ლა აპი­რებს, რომ შე­ი­ტა­ნოს სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი, იმი­ტომ რომ უკა­ნო­ნოდ მოხ­და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მათ ნაც­ვლად, დარ­ბა­ი­სელ­მა მო­იყ­ვა­ნა გა­შიფ­რუ­ლი ზონ­დერე­ბი, ვინც მჟა­ვა ჩა­ას­ხა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აპა­რა­ტუ­რა­ში, რა­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, ვინც ცემა გიგ­ლა გო­ბე­ჩია, ვინც ცემა შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე, ვინც ეს­რო­ლა რე­ზი­ნის ტყვია კავ­კა­სი­ის ჟურ­ნა­ლისტს, ანუ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი – გა­შიფ­რუ­ლე­ბი სა­ხე­ლე­ბით და გვა­რე­ბით. ალ­ბათ ეს ზუს­ტად ის არის, რა­საც ნა­ცე­ბი აა­ნონ­სებ­დნენ, რომ ცი­ხი­დან აი­რე­ვაო და ელო­დე­ბოდ­ნენ ამ მო­მენტს. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლად გახ­და ცნო­ბი­ლი და მი­ნის­ტრი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მად­ლო­ბე­ლი ვარ კახი კა­ლა­ძის, რო­მელ­საც შევ­ხვდი და მან მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ყვე­ლა­ფერ­ზე.

- ვისი კად­რია დარ­ბა­ი­სე­ლი? ღურწკა­ია რა­ტომ შე­იც­ვა­ლა მი­სით, მა­შინ ამის მი­ზე­ზი უც­ნო­ბი იყო, ახლა თუ შე­გიძ­ლი­ათ ამა­ზე ლა­პა­რა­კი?

- ღურწკა­ი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მისი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­და სო­ზარ სუ­ბა­რის ხე­ლის­მო­წე­რით, მაგ­რამ დიმა დარ­ბა­ი­სელ­ზე შე­მიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვა, რომ ძა­ლი­ან დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა იყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არ არის სო­ზარ სუ­ბა­რის კად­რი. ალ­ბათ იმის კად­რია, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებ­და. ეს არ არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, უფრო და­ბა­ლი რგო­ლია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც დარ­ბა­ი­სე­ლი და­ი­ნიშ­ნა, სა­თა­ვე­ში აღარ არი­ან. ესე­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან და უნდა და­ი­სა­ჯონ.

- რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, სო­ზარ სუ­ბა­რი­სა და დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას, ყო­ველ­თვის ვრცელ­დე­ბო­და კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ მათ ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ…

- კი ასეა. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. სო­ზარ სუ­ბა­რი ამ კად­რის ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. დის­კო­მუ­ნი­კა­ცია იყო და მო­ვე­დით აქამ­დე. სამ­წუ­ხა­როდ, გა­მო­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ და გა­ჟო­ნა პირ­და­პირ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ოფის­ში. "უსის­ხლოდ" უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ოპე­რა­ცია და არა ასე­თი აგო­რე­ბუ­ლი ამ­ბით. დარ­ბა­ი­სე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი იყო და ეძებ­დნენ შემ­ცვლელს.

- სო­ზარ სუ­ბარს პი­რა­დად გა­ა­ცა­ნით პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მა­ზე თქვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია? რა პო­ზი­ცია აქვს მას ამ ყვე­ლა­ფერ­ზე?

-ნა­წი­ლობ­რივ იცო­და რა­ღა­ცე­ბი, შემ­დეგ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ შეხ­ვედ­რა. მი­ნის­ტრი ბევრ რა­მე­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით იმას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც მოხ­და #7 სა­პყრო­ბი­ლე­ში. სხვა­თა­შო­რის, შოთა ტრა­პა­ი­ძე, #7 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც დარ­ბა­ი­სელ­მა 23 ათა­სი­ა­ნი პრე­მია გა­მო­უ­წე­რა, არის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის (მე­რა­ბიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის) უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი და მისი და­ნიშ­ნუ­ლი კად­რი. ყვე­ლა­ზე მეტი დარ­ღვე­ვა #7 სა­პყრო­ბი­ლე­შია და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ამა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ომ­ბუდსმე­ნის თა­ნამ­შრომ­ლებს. ასე­თი რამ ღრმა აფ­რი­კულ სო­ფელ­შიც არ მომ­ხდა­რა.

- ადრე ხში­რად და­დი­ო­დით ცი­ხე­ებ­ში, დარ­ბა­ი­სე­ლის სად-ის უფ­რო­სო­ბის პე­რი­ოდ­ში თუ გქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მო­გე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ?

- არ შევ­სულ­ვარ არ­ცერ­თხელ, იმი­ტომ, რომ დარ­ბა­ი­სელ­თან პირ­ვე­ლი წა­მი­დან­ვე მქონ­და ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა. არ შევ­დი­ო­დი, რომ ამე­ცი­ლე­ბი­ნა პრო­ვო­კა­ცია. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს. ის, რომ და­აყ­რუ­ეს, სცე­მეს და ცუ­დად მო­ექ­ცნენ პა­ტიმ­რებს, მე ამ ყვე­ლაფ­რის მთე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მაქვს. ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ებ­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ასე­ვე - მე მქონ­და ნო­ვა­ცია – კონ­ტრაქ­ტო­რი, ანუ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­ზე მუ­შა­ობთ, უნდა შეგ­ძლე­ბო­დათ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მოხ­ვედ­რა ცი­ხე­ებ­ში და ცხე­ლი ხა­ზის ტე­ლე­ფო­ნე­ბიც გქო­ნო­დათ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ეს პრო­ექ­ტიც შთან­თქა დარ­ბა­ი­სელ­მა.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე,

Ambebi.ge

წარ­მო­გიდ­გენთ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის ნუს­ხას:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

2.5 მლნ ლარამდე გაცემული პრემიები და წამების ახალი ფაქტები - რას ყვება მოროშკინა სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი სკანდალის შესახებ

2.5 მლნ ლარამდე გაცემული პრემიები და წამების ახალი ფაქტები - რას ყვება მოროშკინა სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი სკანდალის შესახებ

ახალი სკანდალი სასჯელაღსრულების სისტემაში. ლალი მოროშკინა სუბარის უწყებაში "ნაციონალების" შეპარვაზე და სიტუაციის არევაზე საუბრობს. მოროშკინა ამბობს, რომ მისმა უფროსმა - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა თანხები გაფლანგა, რისთვისაც სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

მოროშკინა აქვეყნებს ნუსხას, სადაც ყველაზე მაღალი პრემია, დარბაისელის მოადგილეს გოგი გახარიას 39 ათასი ლარის სახით აქვს მიღებული, ხოლო თავად დარბაისელს საკუთარ თავისთვის პრემიის სახით 18 ათას ლარზე მეტი აქვს გამოწერილი. ყველაზე დაბალი საპრემიო თანხის ოდენობა კი – 10 ათასი ლარია. მთლიანობაში, გაცემული პრემიების ოდეობა, მოროშკინას თქმით დაახლოებით, 2.5 მლნ ლარს აღწევს.

"ამ ფონზე, ციხეში ადამიანების წამება გრძელდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი, "გაშიფრული ზონდერებით" არის სავსე" – ამაზე და სხვა სკანდალურ დეტალებზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ლალი მოროშკინა Ambebi.ge-სთან საუბრობს.

ლალი მოროშკინა: ფონდი, რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო ჩვენი თანამშრომლებისთვის ჯანდაცვის პოლისების დარიგება, დარბაისელმა პრემიების სახით გაფლანგა. ეს ინფორმაცია დაახლოებით 2 თვის წინ, მივაწოდე ჩვენს ზემდგომ ინსტანციას. ამაზე უნდა დაწყებულიყო რეაგირება, რა დროსაც "ნაციონალებში" გაჟონა ინფორმაციამ. მათ დაასწრეს მთავრობას, მაშინ როცა უნდა მომხდარიყო კანონიერი ქმედება, - გაფლანგული ფული უკან უნდა დაბრუნებულიყო. ეს ფული დარბაისელის მოყვანილ ზონდერებს დაურიგდათ.

მიუხედავად იმისა, რომ  პრემიერ-მინისტრს ძალიან მკაფიო მითითება ჰქონდა გაცემული, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები - უშუალოდ, 6 მაისის, 7 ნოემბრის და 26 მაისის დამრბევები, არ ყოფილიყვნენ მაღალ თანამდებობებზე დანიშნული, დარბაისელმა ესეც არ გაითვალისწინა და ზონდერები დანიშნა თანამდებობებზე. ეს ინფორმაციაც მივაწოდე ზემდგომ ორგანოს.

შესაბამისად, "ნაციონალებმა" დაიწყეს ნერვიულობა და თითქოს მოითხოვეს დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაყენება, რადგან იცოდნენ, რომ რეალურად უახლოეს მომავალში მზადდებოდა ეს. თითქოს დაასწრეს მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ ეს თამაში გაშიფრულია.

- ზონდერებად ვისაც მოიხსენიებთ, ეს კადრები დარბაისელის წინამორბედის, მიხეილ ღურწკაიას დროს არ მუშაობდნენ სად-ში?

- რა თქმა უნდა არა. ესენი არიან 3 თვის მოყვანილი კადრები. ღურწკაიას დროინდელი აღარავინ დარჩა. ერთადერთი ვარ მე, რომელსაც ხელი ვერ ახლეს. დანარჩენი ყველა გაისტუმრეს, პატაკები დააწერინეს. ყველა აპირებს, რომ შეიტანოს სასამართლოში სარჩელი, იმიტომ რომ უკანონოდ მოხდა მათი გათავისუფლება. მათ ნაცვლად, დარბაისელმა მოიყვანა გაშიფრული ზონდერები, ვინც მჟავა ჩაასხა ბიძინა ივანიშვილის აპარატურაში, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ვინც ცემა გიგლა გობეჩია, ვინც ცემა შალვა ოგბაიძე, ვინც ესროლა რეზინის ტყვია კავკასიის ჟურნალისტს, ანუ კონკრეტული ადამიანები – გაშიფრულები სახელებით და გვარებით. ალბათ ეს ზუსტად ის არის, რასაც ნაცები აანონსებდნენ, რომ ციხიდან აირევაო და ელოდებოდნენ ამ მომენტს. ვფიქრობ, ყველაფერი დროულად გახდა ცნობილი და მინისტრი უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას. მადლობელი ვარ კახი კალაძის, რომელსაც შევხვდი და მან მყისიერი რეაგირება მოახდინა ყველაფერზე.

- ვისი კადრია დარბაისელი? ღურწკაია რატომ შეიცვალა მისით, მაშინ ამის მიზეზი უცნობი იყო, ახლა თუ შეგიძლიათ ამაზე ლაპარაკი?

- ღურწკაიას გათავისუფლება რამდენადაც ვიცი, მისი პირადი გადაწყვეტილებით მოხდა სოზარ სუბარის ხელისმოწერით, მაგრამ დიმა დარბაისელზე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა იყო. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის სოზარ სუბარის კადრი. ალბათ იმის კადრია, ვინც ამ ყველაფერს აკონტროლებდა. ეს არ არის პრემიერ-მინისტრი, უფრო დაბალი რგოლია, ეს ადამიანები, ვისი ინიციატივითაც დარბაისელი დაინიშნა, სათავეში აღარ არიან. ესენი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან და უნდა დაისაჯონ.

- რაც შეეხება სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი დარბაისელის ურთიერთობას, ყოველთვის ვრცელდებოდა კულუარული ინფორმაციები, რომ მათ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ…

- კი ასეა. პირველივე დღიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. სოზარ სუბარი ამ კადრის ძალიან წინააღმდეგი იყო. დისკომუნიკაცია იყო და მოვედით აქამდე. სამწუხაროდ, გამოჟონა ინფორმაციამ და გაჟონა პირდაპირ "ნაციონალების" ოფისში. "უსისხლოდ" უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია და არა ასეთი აგორებული ამბით. დარბაისელის გათავისუფლება გადაწყვეტილი იყო და ეძებდნენ შემცვლელს.

- სოზარ სუბარს პირადად გააცანით პრემიების გაცემაზე თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია? რა პოზიცია აქვს მას ამ ყველაფერზე?

-ნაწილობრივ იცოდა რაღაცები, შემდეგ ვერ მოვახერხეთ შეხვედრა. მინისტრი ბევრ რამეზე უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით იმასთან მიმართებაში, რაც მოხდა #7 საპყრობილეში. სხვათაშორის, შოთა ტრაპაიძე, #7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, რომელსაც დარბაისელმა 23 ათასიანი პრემია გამოუწერა, არის გია ლორთქიფანიძის (მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის) უახლოესი ნათესავი და მისი დანიშნული კადრი. ყველაზე მეტი დარღვევა #7 საპყრობილეშია და სახალხო დამცველმა ამაზე გააკეთა განცხადება, რომ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ომბუდსმენის თანამშრომლებს. ასეთი რამ ღრმა აფრიკულ სოფელშიც არ მომხდარა.

- ადრე ხშირად დადიოდით ციხეებში, დარბაისელის სად-ის უფროსობის პერიოდში თუ გქონდათ შესაძლებლობა ციხეებში არსებული მდგომარეობა მოგენახულებინათ?

- არ შევსულვარ არცერთხელ, იმიტომ, რომ დარბაისელთან პირველი წამიდანვე მქონდა ცუდი ურთიერთობა. არ შევდიოდი, რომ ამეცილებინა პროვოკაცია. ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სააგენტოს. ის, რომ დააყრუეს, სცემეს და ცუდად მოექცნენ პატიმრებს, მე ამ ყველაფრის მთელი ჩამონათვალი მაქვს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ციხეებში არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული.

ასევე - მე მქონდა ნოვაცია – კონტრაქტორი, ანუ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც სამართალზე მუშაობთ, უნდა შეგძლებოდათ ჩვეულებრივად მოხვედრა ციხეებში და ცხელი ხაზის ტელეფონებიც გქონოდათ, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროექტიც შთანთქა დარბაისელმა.

ხათუნა გაგნიძე,

Ambebi.ge

წარმოგიდგენთ სასჯელაღსრულების სამინისტროში გაცემული პრემიების ნუსხას:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა