ზოგიერთ ადამიანს უიღბლობა მუდამ თან სდევს, ან სიყვარულში არასდროს უმართლებს. ამ საკითხში სრული რეკორდი სერბმა პრედრაგ იოვანოვიჩმა დაამყარა - მას 5000-მა ქალმა პაემანზე უარი უთხრა.
მამაკაცი მარტოობით ისე დაიღალა, რომ ქალებს ინტერნეტში "ფეისბუქის" საშუალებით ეძებს. მან 5 000 მარტოხელა ქალს შეტყობინება გაუგზავნა, რომ პაემანზე ეპატიჟებოდა და სერიოზული ურთიერთობა სურდა. 5 000 შეტყობინებას ერთი დადებითი პასუხიც კი არ მოჰყოლია - მხოლოდ 15-მა ქალმა მოსწერა და ამ შემთხვევაშიც ყველა მესიჯი ნეგატიური იყო.
"როცა 5 000 ქალიდან არც ერთს სურს, რომ პაემანზე გამოგყვეს, ძალიან სამწუხაროა", - ჩივის 34 წლის მარტოხელა სერბი.
თუმცა, პრედრაგი იმედს არ კარგავს, რომ იმ ერთადერთ სრულყოფილ ქალს როდესმე შეხვდება. მის სოფელში მცხოვრები ყველა მისი თანატოლი ქალი ან გათხოვილია, ან უკვე ბებია გახდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მარტოობას ძალიან განიცდის.
odditycentral.com