პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება გადაჯიშების და ქართველობის წართმევის გარეშე
როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება გადაჯიშების და ქართველობის წართმევის გარეშე

ყი­რი­მი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლიც.

თუმ­ცა, არა ის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ამ ზა­ფხულს მსოფ­ლიო ტუ­რის­ტე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის პრეს­ტი­ჟულ ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს ჩა­ა­ნაც­ვლებს. კა­ზან­ტი­პის ანაკ­ლი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე თუ არა, პირ­ვე­ლი­ვე რე­აქ­ცია სკეპ­ტი­კურ-ირო­ნი­უ­ლი იყო - ბევ­რი გა­სა­გე­ბი და შეჩ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზის გამო. კა­ზან­ტი­პი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხის ერ­თკვი­რი­ა­ნი სა­მო­თხეა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბუ­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და შე­ზღუ­დუ­ლი გა­გე­ბა გვაქვს. ამი­ტო­მაც.

არც შევ­მცდარ­ვარ. მე­ო­რე დღეს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ტერ­ვიუ წა­ვი­კი­თხე. გი­ორ­გი სი­გუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას შე­ი­ცხა­და, ფეს­ტი­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორ გე­კად­რე­ბათ, ყო­ველ­გვა­რი მა­რი­ხუ­ა­ნას, ექ­სტა­ზი­სა და სხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შეო. ისიც კი თქვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სექ­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბა­ზეც ვიზ­რუ­ნე­ბო, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ამის­გა­ნო. ავ­ტო­რი­ტე­ტად კი ეკ­ლე­სია მო­იყ­ვა­ნა. არა­და, კა­ზან­ტი­პი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლია. ხალ­ხის, რო­მელ­მაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰო­ლო­კოს­ტის, გე­ნო­ცი­დის, ეთ­ნოწ­მენ­დის, ომე­ბის და ჯო­ჯო­ხე­თის ფა­სად მო­ი­პო­ვა და ამ რე­ჟიმ­ში ვი­თარ­დე­ბა დღე­საც. ეკ­ლე­სი­ას კი ამ პრო­ცე­სებ­ში სიმ­ბო­ლუ­რი, პრეს­ტი­ჟის წვლი­ლი თუ მი­უ­ძღვო­და. და ამ ფონ­ზე, კა­ზან­ტი­პის ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბით მას­პინ­ძლო­ბა და მისი ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო მო­წო­დე­ბე­ბით გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა იუ­მო­რის­ტუ­ლია.

ღმერ­თმა ხელი მო­გი­მარ­თოთ, მაგ­რამ არ მგო­ნია, კა­ზან­ტი­პის­თვის გან­წყო­ბი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბას­შეჩ­ვე­უ­ლი ტუ­რის­ტე­ბი გებ­ჟა­ლი­ა­სა და სულ­გუ­ნით გა­პო­ხილ ელარჯს დას­ჯერ­დნენ.

არ­სე­ბობს ლო­გი­კუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი - ან ჩა­ტარ­დეს ფეს­ტი­ვა­ლი ისე­თად, რო­გო­რი­ცაა, ან სა­ერ­თოდ უარი ვთქვათ მას­ზე. და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­რო არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, შეჩ­ვე­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­სა­ვით შეკ­ვე­ცოს.

და კი­დევ ერთი, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ აღ­ვნიშ­ნოთ - ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მენ­ტა­ლუ­რი პროგ­რე­სის ტალ­ღა­შია მოქ­ცე­უ­ლი. ამ ლო­გი­კურ პროგ­რესს ვე­რა­ვი­თარ­მა ეკ­ლე­სი­ამ და შე­ზღუდ­ვის პრო­ცეს­მა ხელი ვერ შე­უ­შა­ლა. მა­გა­ლი­თად შე­მიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნო ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ახ­ლა­ხან გა­ი­მარ­თა. 4 GB - ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ორ­დღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია, არ­სე­ბობს. ის ტე­ლე­ვი­ზი­ის მცი­რე პა­ვი­ლი­ო­ნი­დან და­ი­წყო და წელს უკვე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ლო­გი­კა მა­თე­მა­ტი­კუ­რია - მსურ­ველ­თა რი­ცხვის ზრდას­თან ერ­თად გა­ფარ­თოვ­და სივ­რცეც. სუ­რა­თი კი ნა­თე­ლია - ფეს­ტი­ვალ­მა, სა­დაც შე­ზღუ­დუ­ლი არა­ფე­რია, ექ­სცე­სე­ბის, კონ­ფლიქ­ტე­ბის და "ბა­ბუ­ლი­კუ­რი" გარ­ჩე­ვე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. ასე რომ, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ზან­ტი­პი სწო­რად მო­ერ­გე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბას - ერის ახალ­გაზ­რდა სეგ­მენ­ტი მენ­ტა­ლუ­რად მზად არის, სწო­რად მი­ი­ღოს "გა­გო­ნი­ლი" თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უარ­ჰყოს "გა­მო­გო­ნი­ლი" წე­სი­ე­რე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, ვიდ­რე დოგმებს სიმ­წრით იჭერ. ამი­ტომ, უა­ზღუ­დოდ სი­ა­რუ­ლი, ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე სექ­სით ტკბო­ბა და მუ­სი­კის ხმა­მაღ­ლა მოს­მე­ნა უწე­სო­ბას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს.

ამ­ბო­ბენ, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად უფრო ვართ ევ­რო­პე­ლე­ბი, ვიდ­რე მენ­ტა­ლუ­რა­დო. ამა­ზე და­ვაც არ ღირს, არ­გუ­მენ­ტე­ბი მრავ­ლად არ­სე­ბობს. არა­და, ზუს­ტად იქ ვცდე­ბით, რო­დე­საც მთა­ვა­რი ხსნის გზა ევ­რო­პე­ი­ზა­ცია და სხვი­სი სი­კარ­გე­ე­ბის მხრებ­ზე "გაპ­რა­ვე­ბუ­ლად" მოს­ხმა გვგო­ნია. ევ­რო­პე­ლო­ბა უმე­ტე­სო­ბის­თვის, ასო­ცი­ა­ცი­უ­რად, სწო­რად გა­აზ­რე­ბულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაა.

თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მენ­ტა­ლუ­რი ძვრე­ბი და­წყე­ბუ­ლია. ეს დრო­ის პრე­რო­გა­ტი­ვაა, ლო­გი­კუ­რი და შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია - "წე­სი­ე­რი" თა­ო­ბა ალაგ­დე­ბა, ახა­ლი თა­ო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­აზ­რებს და გა­და­ა­ფა­სებს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. და­დე­ბი­თი შე­დე­გი კი უფრო ცხა­დად მომ­დევ­ნო თა­ო­ბებ­ზე აი­სა­ხე­ბა. ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჯი­შე­ბის და ქარ­თვე­ლო­ბის წარ­თმე­ვის გა­რე­შე.

სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა არის "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც ყი­რი­მის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დე­ბა (+14 ფოტო)

როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება გადაჯიშების და ქართველობის წართმევის გარეშე

როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება გადაჯიშების და ქართველობის წართმევის გარეშე

ყირიმი ოკუპირებულია.

საქართველოს ნაწილიც.

თუმცა, არა ის ტერიტორია, რომელიც ამ ზაფხულს მსოფლიო ტურისტებისთვის უკრაინის პრესტიჟულ ნახევარკუნძულს ჩაანაცვლებს. კაზანტიპის ანაკლიაში ჩატარების შესახებ გავიგე თუ არა, პირველივე რეაქცია სკეპტიკურ-ირონიული იყო - ბევრი გასაგები და შეჩვეული მიზეზის გამო. კაზანტიპი ელექტრონული მუსიკის და თავისუფლებისმოყვარული ხალხის ერთკვირიანი სამოთხეა. საქართველოში კი თავისუფლების ჩვენებური, განსხვავებული და შეზღუდული გაგება გვაქვს. ამიტომაც.

არც შევმცდარვარ. მეორე დღეს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინტერვიუ წავიკითხე. გიორგი სიგუამ ჟურნალისტთან საუბრისას შეიცხადა, ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ როგორ გეკადრებათ, ყოველგვარი მარიხუანას, ექსტაზისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების გარეშეო. ისიც კი თქვა, თავისუფალი სექსის გაკონტროლებაზეც ვიზრუნებო, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგანო. ავტორიტეტად კი ეკლესია მოიყვანა. არადა, კაზანტიპი უკრაინელების ექსკლუზიური ფესტივალია. ხალხის, რომელმაც თავისუფლება ჰოლოკოსტის, გენოციდის, ეთნოწმენდის, ომების და ჯოჯოხეთის ფასად მოიპოვა და ამ რეჟიმში ვითარდება დღესაც. ეკლესიას კი ამ პროცესებში სიმბოლური, პრესტიჟის წვლილი თუ მიუძღვოდა. და ამ ფონზე, კაზანტიპის ქართული ტერიტორიებით მასპინძლობა და მისი ქართული საეკლესიო მოწოდებებით გაკეთილშობილება იუმორისტულია.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ არ მგონია, კაზანტიპისთვის განწყობილი, თავისუფლებასშეჩვეული ტურისტები გებჟალიასა და სულგუნით გაპოხილ ელარჯს დასჯერდნენ.

არსებობს ლოგიკური გამოსავალი - ან ჩატარდეს ფესტივალი ისეთად, როგორიცაა, ან საერთოდ უარი ვთქვათ მასზე. დანარჩენი სამყარო არ არის ვალდებული, შეჩვეული თავისუფლება ჩვენსავით შეკვეცოს.

და კიდევ ერთი, რაც შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ - ქართული საზოგადოების ნაწილი მენტალური პროგრესის ტალღაშია მოქცეული. ამ ლოგიკურ პროგრესს ვერავითარმა ეკლესიამ და შეზღუდვის პროცესმა ხელი ვერ შეუშალა. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ფესტივალი, რომელიც თბილისში ახლახან გაიმართა. 4 GB - ელექტრონული მუსიკის ორდღიანი ფესტივალია, რომელიც რამდენიმე წელია, არსებობს. ის ტელევიზიის მცირე პავილიონიდან დაიწყო და წელს უკვე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სივრცეში გადაინაცვლა. ლოგიკა მათემატიკურია - მსურველთა რიცხვის ზრდასთან ერთად გაფართოვდა სივრცეც. სურათი კი ნათელია - ფესტივალმა, სადაც შეზღუდული არაფერია, ექსცესების, კონფლიქტების და "ბაბულიკური" გარჩევების გარეშე ჩაიარა. ასე რომ, თითქმის დარწმუნებული ვარ, კარგად ორგანიზების შემთხვევაში, ტრადიციული კაზანტიპი სწორად მოერგება თანამედროვე რეალობას - ერის ახალგაზრდა სეგმენტი მენტალურად მზად არის, სწორად მიიღოს "გაგონილი" თავისუფლება და უარჰყოს "გამოგონილი" წესიერება. შეუძლებელია, იყო თავისუფალი, ვიდრე დოგმებს სიმწრით იჭერ. ამიტომ, უაზღუდოდ სიარული, ქორწინების გარეშე სექსით ტკბობა და მუსიკის ხმამაღლა მოსმენა უწესობას სულაც არ ნიშნავს.

ამბობენ, გეოგრაფიულად უფრო ვართ ევროპელები, ვიდრე მენტალურადო. ამაზე დავაც არ ღირს, არგუმენტები მრავლად არსებობს. არადა, ზუსტად იქ ვცდებით, როდესაც მთავარი ხსნის გზა ევროპეიზაცია და სხვისი სიკარგეების მხრებზე "გაპრავებულად" მოსხმა გვგონია. ევროპელობა უმეტესობისთვის, ასოციაციურად, სწორად გააზრებულ თავისუფლებას გულისხმობს, თავისუფლება კი სულის მდგომარეობაა.

თუმცა, ვფიქრობ, მენტალური ძვრები დაწყებულია. ეს დროის პრეროგატივაა, ლოგიკური და შეუქცევადი პროცესია - "წესიერი" თაობა ალაგდება, ახალი თაობა კიდევ უფრო გაიაზრებს და გადააფასებს ღირებულებებს. დადებითი შედეგი კი უფრო ცხადად მომდევნო თაობებზე აისახება. ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ მერწმუნეთ, ყოველგვარი გადაჯიშების და ქართველობის წართმევის გარეშე.

სალომე ლილუაშვილი

დაგაინტერესებთ: რა არის "კაზანტიპის" ფესტივალი, რომელიც ყირიმის ნაცვლად საქართველოში ჩატარდება (+14 ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია