ბრიტანელმა ექსპერტებმა მამაკაცთა დაბერების მომასწავებელი რამდენიმე ნიშანი შეკრიბეს.
1. ახლა უკვე თქვენთვის დასაძინებლად დაწოლა არა სასჯელი, არამედ ჯილდო და ბედნიერებაა. სადილის შემდეგ ძილი კი ნამდვილი ნეტარებაა.
2. უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ბავშვებს, ვიდრე ქალებს.
3. თუ ცნობილი ადამიანის გარდაცვლების ამბავს იგებთ, მის ასაკს მაშინვე საკუთარს ადარებთ და სხვაობის სიმცირე თქვენს შეშფოთებას იწვევს.
4. ლოსიონების, შამპუნებისა და თმის ცვენის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების რაოდენობა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცება.
5. უსმენთ საყვარელ მუსიკალურ კომპოზიციებს, რომლებიც აი, უკვე 20 წელია არ მოგისმენიათ. თითოეული მათგანი სხვადასხვა მოგონებას აღგიძრავთ.
6. ამჩნევთ, რომ გაცილებით დიდი ხართ, ვიდრე თქვენი საყვარელი ფეხბურთის გუნდის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე.
7. აღარ მისდევთ მოდას და უპირატესობას ანიჭებთ იმ სამოსს, რომელშიც უბრალოდ კომფორტულად გრძნობთ თავს.
8. სრულიად მოულოდნელად პენსიის საკითხით ინტერესდებით.
9. ადრე არასდროს დაინტერესებულხართ მებაღეობითა და მებოსტნეობით.
10. ზუსტად იცით, რომ მამაკაცური დაბერების კიდევ ერთი რომელიღაცა ნიშანი არსებობს, მაგრამ... თქვენ ის აღარ გახსოვთ.
მომზადებულია Medikforum.ru-ს მიხედვით.