Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიგა მეუბნება, ამ პროექტით გადამიყოლებო" - ნინო ძოწენიძის გარდასახვა "შინამანაკენადან" ლაიზა მინელამდე
"გიგა მეუბნება, ამ პროექტით გადამიყოლებო" - ნინო ძოწენიძის გარდასახვა "შინამანაკენადან" ლაიზა მინელამდე

მას მსმე­ნელ­მა წლე­ბის წინ მეტ­სა­ხე­ლად "ში­ნა­მა­ნა­კე­ნა" შე­არ­ქვა, რად­გა­ნაც ამ სიმ­ღე­რით წარ­სდგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ვი­ღა­ცებს მო­ე­წო­ნათ, ვი­ღა­ცებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს. თუმ­ცა მა­ში­ნაც და დღე­საც სათ­ქმე­ლი ერთი აქვს, - ემ­ღე­რე­ბა და გუ­ლი­დან მღე­რის.

დღეს ნინო ძო­წე­ნი­ძე პრო­ექ­ტის "ერთი-ერ­თში" კონ­კურ­სან­ტია. გუ­შინ­დელ ტურ­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვის, ლა­ი­ზა მი­ნე­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა მო­უხ­და, თუმ­ცა მა­ნამ­დე პრო­ექ­ტში ბი­ონ­სეს, შა­კი­რას, ალეგ­რო­ვას, ჰი­უს­ტო­ნის სა­ხე­ე­ბი შექ­მნა...

ნინო ძო­წე­ნი­ძე:

- ვფქ­რობ, რომ კარ­გი პრო­ექ­ტია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შო­უ­ბიზ­ნე­სის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, არაფ­რის კე­თე­ბით უკვე დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. პრინ­ციპ­ში, ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს, არც მი­ფიქ­რია, მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი. ქა­ვე­რის შეს­რუ­ლე­ბა რო­გორც ამ პრო­ექ­ტში, ისე გა­მარ­თლე­ბუ­ლი არც ერთ შო­უ­ში არ არის, რად­გა­ნაც ის ადა­მი­ა­ნი უნდა გახ­დე, რო­მე­ლის სიმ­ღერ­საც ას­რუ­ლებ. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. ვი­ცო­დი, რომ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ თუ პრო­ექ­ტში ასე გა­და­ვერ­თვე­ბო­დი, არ მე­გო­ნა. არა­ვის­თვის და არაფ­რის­თვის აღარ მცა­ლია, არც შვი­ლის­თვის, რად­გან ოჯახ­ში ყოფ­ნა თით­ქმის არ მი­წევს. კვი­რი­დან კვი­რამ­დე იმ ადა­მი­ა­ნით ვცხოვ­რობ, ვისი გა­სა­ხი­ე­რე­ბაც მი­წევს. ჩემი 10 წლის ბიჭი მე­უბ­ნე­ბა, რო­დის მორ­ჩე­ბა ეს პრო­ექ­ტი, რომ სახ­ლში იყო და ჩა­გე­ხუ­ტოო. ძა­ლი­ან ვე­ნატ­რე­ბი.

- ისე, მო­ნა­წი­ლე­ებს ცოტა დრო გაქვთ იმის­თვის, რომ იმ ადა­მი­ა­ნად გარ­და­ი­სა­ხოთ, ვი­საც შო­უ­ში წარ­მო­ად­გენთ...

- კი, ასეა, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, რომ შოუს კონ­კურ­სან­ტი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ამ პრო­ექ­ტით ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი ვარ. რა თქმა უნდა, კარ­გია, თუ გა­ვი­მარ­ჯვებ, თუმ­ცა ამა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვია, არა­ვინ იცის, მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა. მთა­ვა­რი კი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ის არის, რომ ბევ­რმა ახლა და­ი­ნა­ხა, რომ ეს გოგო თურ­მე კარ­გად მღე­რის. მოკ­ლედ, ამის­თვი­საც ღირ­და პრო­ექ­ტში ჩარ­თვა...

- ისე, პირ­ველ ეტაპ­ზე, მგო­ნი, ჟი­უ­რი ცოტა ქუ­ლებ­საც გაკ­ლებ­და...

- ყვე­ლა­ფე­რი მთლად ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ჟი­უ­რიმ ქულა არ და­მი­წე­როს, არ მოვ­წონ­დე და იმი­ტომ! ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ასეთ რა­ღა­ცებ­ზე რე­აქ­ცია მაქვს ხოლ­მე, წყე­ნას ვერ ვმა­ლავ, მაგ­რამ კონ­კურ­სია და ასეთ ეპი­ზო­დებ­ზე ზოგ­ჯერ უნდა გა­ი­ცი­ნო, თუნ­დაც არ გე­ცი­ნე­ბო­დეს. წინა ტუ­რებ­ში კი, იყო რა­ღა­ცე­ბი, რა­ზეც გული დამ­წყდა. ძა­ლი­ან რთუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი... ალეგ­რო­ვას გან­სა­ხი­ე­რე­ბი­სას იმა­ზე მეტი რაღა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა?! თვი­თონ რუსი კონ­კურ­სან­ტი, რუ­სულ პრო­ექ­ტშიც არ ჰგავ­და ისე მას, რო­გორც მე. მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ვე­ცა­ნი, მის "კან­ში" მთლი­ა­ნად შევ­ძვე­რი. ხრინ­წით ვმღე­რო­დი, ჩემი ხმა სა­ერ­თოდ ჩავ­კა­ლი.

- კი, ბევ­რი რამ არის სინ­თეზ­ში მო­საყ­ვა­ნი - არ­ტის­ტუ­ლო­ბა, პლას­ტი­კა... სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცეკ­ვაც გი­წევთ...

- კი, ბი­ონ­სეს გა­სა­ხი­ე­რე­ბი­სას, ვი­ცეკ­ვე, ჩემ­მა შა­კი­რა­მაც იცეკ­ვა, რო­გორც ლა­ი­ზა მი­ნე­ლიმ მო­ცეკ­ვა­ვე­თა დას­თან ვი­ცეკ­ვე...

- რო­გორ ფიქ­რობ, რა შან­სი გაქვს ამ კონ­კურ­სში?

- ისე­თი თავ­მდა­ბა­ლიც ვერ ვიქ­ნე­ბი, რომ ვთქვა, შან­სი არ მაქვს-მეთ­ქი, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ბევ­რი რამ მთლად ჩემ­ზეც არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მომ­წონს და მი­ხა­რია, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი გვერ­დით მიდ­გას. ჟი­უ­რის­გან და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი გულ­სატ­კე­ნია, რა­ღა­ცებ­ში არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, მაგ­რამ ეს მათი ნე­ბაა... მოკ­ლედ, შან­სე­ბი მაქვს, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რა და რო­გო­რი, ამას მო­მა­ვა­ლი აჩ­ვე­ნებს.

- ჟი­უ­რის წევ­რი: სისი სამი კონ­კურ­სან­ტე­ბის ვო­კა­ლის პე­და­გო­გი­ცაა. რო­გო­რია მას­თან მუ­შა­ო­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ინ­გლი­სუ­რი ენა არ ვიცი, ეს ჩემი მი­ნუ­სია, მაგ­რამ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­ზე ვა­ტყობ, რომ სისი ჩემ მი­მართ კარ­გად არის გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ ქუ­ლებ­ზე ეს არ აი­სა­ხე­ბა, ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ? ისე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და კარ­გი გო­გოა. კი გვეხ­მა­რე­ბა, გვა­მუ­შა­ვებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ვერ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, დამ­წყე­ბი მომ­ღე­რა­ლი არ ვარ და ამი­ტომ ბევ­რი რამ თვი­თონ უნდა მო­ვა­ხერ­ხო.

- შენს კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას იტყვი?

- ზო­გა­დად კარ­გი გუნ­დია. ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რია და მე­გობ­რე­ბი ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ამ კონ­კურ­სში... ახლა უკვე ფი­ნა­ლის­კენ მივ­დი­ვართ და ყვე­ლა ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯოს, 5 ტური დაგ­ვრჩა. კონ­კუ­რენ­ცია თან­და­თან მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ ისე არ უნდა და­ი­ძა­ბოს სი­ტუ­ა­ცია, რომ არა­ჯან­სა­ღი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნას. მოკ­ლედ, ჩვენ შო­რის, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია უნდა იყოს. არც ისე ცუდი პრი­ზე­ბია და დალ­ხე­ნი­ლიც ჩვენ შო­რის არა­ვი­ნაა.

- ისე, გრი­მი­ო­რე­ბის შრო­მა მარ­თლა და­სა­ფა­სე­ბე­ლია...

- ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად შრო­მო­ბენ, თავს არ ზო­გა­ვენ. და სა­ერ­თოდ გრი­მი­ო­რე­ბი, პრო­დი­უ­სე­რე­ბიც, მთე­ლი სტა­ფი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია. ყვე­ლა­ნი მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგს ითხო­ვენ. ურ­თუ­ლე­სი პრო­ექ­ტია ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ფერ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, გრიმ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­გა­ფუ­ჭოს და შე­იძ­ლე­ბა - პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მაგ­რად წარ­მო­გა­ჩი­ნოს.

- რას გვე­ტყვი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე? რო­გორც ვიცი, შენი მე­უღ­ლე, გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე სე­რი­ო­ზუ­ლად გგულ­შე­მატ­კივ­რობს.

- უიტ­ნი რომ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმ დღეს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, რად­გა­ნაც გა­ცი­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ყელი მტკი­ო­და, თან, ჩემი მაზ­ლი, კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე უიტ­ნის სე­რი­ო­ზუ­ლი ფა­ნია და იმ ნომ­რის მი­ძღვნა მის­თვის მინ­დო­და. სცე­ნა­ზე რომ გა­მო­ვე­დი და ჩემი შვი­ლი და­ვი­ნა­ხე, ნერ­ვი­უ­ლო­ბა მო­ვიხ­სე­ნი, რა­და­ნაც ის ჩემ­ზე მე­ტად გა­ნიც­დის და აღელ­ვე­ბუ­ლი დედა არ მინ­დო­და, რომ ენა­ხა. არა­და, იმ დღეს ჟი­უ­რიმ მი­თხრა, ნერ­ვი­უ­ლობ­დიო. არა­ფე­რი მით­ქვამს. რომ არა გა­ცი­ვე­ბა, უიტ­ნის შეს­რუ­ლე­ბა იმა­ზე ას­ჯერ უკეთ შე­მეძ­ლო, ვიდ­რე ვიმ­ღე­რე...

რაც შე­ე­ხე­ბა გი­გას, ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობს, მე­უბ­ნე­ბა, ამ პრო­ექ­ტით გა­და­მი­ყო­ლე­ბო. ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­დის და ხა­ლი­სობს, მეც და გი­გაც მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი ვართ. ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ვუ­რე­კავ, თუ კმა­ყო­ფი­ლია, ჟი­უ­რის ქულა არ მა­ინ­ტე­რე­სებს... მოკ­ლედ, ეს კონ­კურ­სია, მაქ­სი­მა­ლუ­რი უნდა გა­ა­კე­თო. არა­ფერ­ზე უნდა იფიქ­რო. მთა­ვა­რია ჩემი ნა­მუ­შევ­რით ვიყო კმა­ყო­ფი­ლი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

"გიგა მეუბნება, ამ პროექტით გადამიყოლებო" - ნინო ძოწენიძის გარდასახვა "შინამანაკენადან" ლაიზა მინელამდე

"გიგა მეუბნება, ამ პროექტით გადამიყოლებო" - ნინო ძოწენიძის გარდასახვა "შინამანაკენადან" ლაიზა მინელამდე

მას მსმენელმა წლების წინ მეტსახელად "შინამანაკენა" შეარქვა, რადგანაც ამ სიმღერით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ვიღაცებს მოეწონათ, ვიღაცებმა გააკრიტიკეს. თუმცა მაშინაც და დღესაც სათქმელი ერთი აქვს, - ემღერება და გულიდან მღერის.

დღეს ნინო ძოწენიძე პროექტის "ერთი-ერთში" კონკურსანტია. გუშინდელ ტურზე კაშკაშა ვარსკვლავის, ლაიზა მინელის განსახიერება მოუხდა, თუმცა მანამდე პროექტში ბიონსეს, შაკირას, ალეგროვას, ჰიუსტონის სახეები შექმნა...

ნინო ძოწენიძე:

- ვფქრობ, რომ კარგი პროექტია. მოგეხსენებათ, შოუბიზნესის დღევანდელი მდგომარეობა, არაფრის კეთებით უკვე დაღლილი ვიყავი. პრინციპში, ამ შოუში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, არც მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი. ქავერის შესრულება როგორც ამ პროექტში, ისე გამართლებული არც ერთ შოუში არ არის, რადგანაც ის ადამიანი უნდა გახდე, რომელის სიმღერსაც ასრულებ. ეს მნიშვნელოვანი რამ არის. ვიცოდი, რომ შრომატევადი საქმე იქნებოდა, მაგრამ თუ პროექტში ასე გადავერთვებოდი, არ მეგონა. არავისთვის და არაფრისთვის აღარ მცალია, არც შვილისთვის, რადგან ოჯახში ყოფნა თითქმის არ მიწევს. კვირიდან კვირამდე იმ ადამიანით ვცხოვრობ, ვისი გასახიერებაც მიწევს. ჩემი 10 წლის ბიჭი მეუბნება, როდის მორჩება ეს პროექტი, რომ სახლში იყო და ჩაგეხუტოო. ძალიან ვენატრები.

- ისე, მონაწილეებს ცოტა დრო გაქვთ იმისთვის, რომ იმ ადამიანად გარდაისახოთ, ვისაც შოუში წარმოადგენთ...

- კი, ასეა, მაგრამ არ ვნანობ, რომ შოუს კონკურსანტი ვარ. მიუხედავად ყველაფრისა, ამ პროექტით ნასიამოვნები ვარ. რა თქმა უნდა, კარგია, თუ გავიმარჯვებ, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება. მთავარი კი ამ ყველაფერში ის არის, რომ ბევრმა ახლა დაინახა, რომ ეს გოგო თურმე კარგად მღერის. მოკლედ, ამისთვისაც ღირდა პროექტში ჩართვა...

- ისე, პირველ ეტაპზე, მგონი, ჟიური ცოტა ქულებსაც გაკლებდა...

- ყველაფერი მთლად ჩემზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ბევრი რამ გავაკეთო, მაგრამ ჟიურიმ ქულა არ დამიწეროს, არ მოვწონდე და იმიტომ! ემოციური ადამიანი ვარ და ასეთ რაღაცებზე რეაქცია მაქვს ხოლმე, წყენას ვერ ვმალავ, მაგრამ კონკურსია და ასეთ ეპიზოდებზე ზოგჯერ უნდა გაიცინო, თუნდაც არ გეცინებოდეს. წინა ტურებში კი, იყო რაღაცები, რაზეც გული დამწყდა. ძალიან რთული სიმღერები მაქვს შესრულებული... ალეგროვას განსახიერებისას იმაზე მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა?! თვითონ რუსი კონკურსანტი, რუსულ პროექტშიც არ ჰგავდა ისე მას, როგორც მე. მის შინაგან სამყაროს სერიოზულად გავეცანი, მის ''კანში'' მთლიანად შევძვერი. ხრინწით ვმღეროდი, ჩემი ხმა საერთოდ ჩავკალი.

- კი, ბევრი რამ არის სინთეზში მოსაყვანი - არტისტულობა, პლასტიკა... სიმღერის პარალელურად, ცეკვაც გიწევთ...

- კი, ბიონსეს გასახიერებისას, ვიცეკვე, ჩემმა შაკირამაც იცეკვა, როგორც ლაიზა მინელიმ მოცეკვავეთა დასთან ვიცეკვე...

- როგორ ფიქრობ, რა შანსი გაქვს ამ კონკურსში?

- ისეთი თავმდაბალიც ვერ ვიქნები, რომ ვთქვა, შანსი არ მაქვს-მეთქი, მაგრამ ვიმეორებ, ბევრი რამ მთლად ჩემზეც არ არის დამოკიდებული. ძალიან მომწონს და მიხარია, რომ მაყურებელი გვერდით მიდგას. ჟიურისგან დაბალი ქულები გულსატკენია, რაღაცებში არ ვიმსახურებდი, მაგრამ ეს მათი ნებაა... მოკლედ, შანსები მაქვს, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორი, ამას მომავალი აჩვენებს.

- ჟიურის წევრი: სისი სამი კონკურსანტების ვოკალის პედაგოგიცაა. როგორია მასთან მუშაობა, თანამშრომლობა?

- სამწუხაროდ, ინგლისური ენა არ ვიცი, ეს ჩემი მინუსია, მაგრამ მეცადინეობებზე ვატყობ, რომ სისი ჩემ მიმართ კარგად არის განწყობილი, მაგრამ ქულებზე ეს არ აისახება, ვერ ვხვდები, რატომ? ისე, პროფესიონალი და კარგი გოგოა. კი გვეხმარება, გვამუშავებს, მაგრამ ყველაფერში ვერ დაგვეხმარება, დამწყები მომღერალი არ ვარ და ამიტომ ბევრი რამ თვითონ უნდა მოვახერხო.

- შენს კონკურენტებზე რას იტყვი?

- ზოგადად კარგი გუნდია. ვერიკო ტურაშვილი ჩემი მეგობარია და მეგობრები ერთად ვმონაწილეობთ ამ კონკურსში... ახლა უკვე ფინალისკენ მივდივართ და ყველა ცდილობს, მაქსიმალურად დაიხარჯოს, 5 ტური დაგვრჩა. კონკურენცია თანდათან მოიმატებს, მაგრამ ისე არ უნდა დაიძაბოს სიტუაცია, რომ არაჯანსაღი ვითარება შეიქმნას. მოკლედ, ჩვენ შორის, ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. არც ისე ცუდი პრიზებია და დალხენილიც ჩვენ შორის არავინაა.

- ისე, გრიმიორების შრომა მართლა დასაფასებელია...

- ძალიან სერიოზულად შრომობენ, თავს არ ზოგავენ. და საერთოდ გრიმიორები, პროდიუსერებიც, მთელი სტაფი ძალიან ძლიერი გუნდია. ყველანი მაქსიმალურ შედეგს ითხოვენ. ურთულესი პროექტია ყველაფერი ყველაფერზეა დამოკიდებული. მაგალითად, გრიმმა შეიძლება გაგაფუჭოს და შეიძლება - პირიქით, ძალიან მაგრად წარმოგაჩინოს.

- რას გვეტყვი ოჯახის წევრებზე? როგორც ვიცი, შენი მეუღლე, გიგა კუხიანიძე სერიოზულად გგულშემატკივრობს.

- უიტნი რომ უნდა ვყოფილიყავი, იმ დღეს ძალიან განვიცდიდი, რადგანაც გაცივებული ვიყავი, ყელი მტკიოდა, თან, ჩემი მაზლი, კახა კუხიანიძე უიტნის სერიოზული ფანია და იმ ნომრის მიძღვნა მისთვის მინდოდა. სცენაზე რომ გამოვედი და ჩემი შვილი დავინახე, ნერვიულობა მოვიხსენი, რადანაც ის ჩემზე მეტად განიცდის და აღელვებული დედა არ მინდოდა, რომ ენახა. არადა, იმ დღეს ჟიურიმ მითხრა, ნერვიულობდიო. არაფერი მითქვამს. რომ არა გაცივება, უიტნის შესრულება იმაზე ასჯერ უკეთ შემეძლო, ვიდრე ვიმღერე...

რაც შეეხება გიგას, ძალიან მგულშემატკივრობს, მეუბნება, ამ პროექტით გადამიყოლებო. ვიღაც შეიძლება გამოდის და ხალისობს, მეც და გიგაც მაქსიმალისტები ვართ. ყოველი გამოსვლის შემდეგ ვურეკავ, თუ კმაყოფილია, ჟიურის ქულა არ მაინტერესებს... მოკლედ, ეს კონკურსია, მაქსიმალური უნდა გააკეთო. არაფერზე უნდა იფიქრო. მთავარია ჩემი ნამუშევრით ვიყო კმაყოფილი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება