პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარყვნილება თბილისში ანუ ქართული პორნოფილმების ინდუსტრია და "სექსფართები"
გარყვნილება თბილისში ანუ ქართული პორნოფილმების ინდუსტრია და "სექსფართები"

ამ სტა­ტი­ა­ში გა­შუ­ქე­ბულ ორ მოვ­ლე­ნა­სა და ჩემ მიერ მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლას - ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­სა თუ უბ­რა­ლოდ, ინ­ტერ­ვი­უ­ებს (რაც გინ­დათ, ის და­არ­ქვით) ერთი რამ აერ­თი­ა­ნებს - გარ­ყვნი­ლე­ბის თემა. უკვე თვე­ზე მე­ტია, რაც ამ მა­სა­ლას ვამ­ზა­დებ და რო­გორც იქნა, საშ­ვე­ლიც და­ად­გა... ყვე­ლა­ფე­რი კი იქი­დან და­ი­წყო, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ვი­ღაც მა­მა­კაც­მა მთხო­ვა, ჩემი "სკა­ი­პპარტნი­ო­რე­ბის" ნუს­ხა­ში მისი მო­ნა­ცე­მე­ბიც შე­მე­ტა­ნა. და­ვე­თან­ხმე. პირ­ვე­ლი­ვე მე­სი­ჯი ასე­თი იყო: "ვარ რე­ჟი­სო­რი, ვი­ღებ პორ­ნო­ფილ­მს. გთა­ვა­ზობ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რე­ა­ლუ­რად. ანა­ზღა­უ­რე­ბა სო­ლი­დუ­რია".

რაღა თქმა უნდა, მა­შინ­ვე გა­იღ­ვი­ძა ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა ინ­ტე­რეს­მა და ჟინ­მა. ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტე, "საფ­ლა­ვამ­დე ჩავ­ყო­ლო­დი" და გა­მერ­კვია, სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და თუ არა ეს ყმაწ­ვი­ლი და თუ სი­მარ­თლე იყო, მერე ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მე­გო. პირ­ვე­ლი, რაც ვი­კი­თხე, ის იყო, რა თან­ხას გა­და­მიხ­დი­და, თუ მის წი­ნა­და­დე­ბას დავ­თან­ხმდე­ბო­დი?

შემ­დეგ ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ასე გაგ­რძელ­და:

- ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ, 500-დან 1.000 ლა­რამ­დეა.

- დღე­ში?

- არა, ერთ სე­რი­ა­ში, მაგ­რამ რო­გორც წესი, ერთი სე­რი­ის გა­და­ღე­ბა ერთ დღე­ში მთავ­რდე­ბა ხოლ­მე.

- მე რა მე­ვა­ლე­ბა?

- სცე­ნარს გა­ეც­ნო­ბით და მერე შე­ას­რუ­ლებთ იმას, რა­საც რე­ჟი­სო­რი გე­ტყვით.

- სა­დაა გა­რან­ტია, რომ ფულს გა­და­მიხ­დით და არ "გა­და­მაგ­დებთ"?

- მი­თხა­რით, თა­ნახ­მა ხართ, რომ ფილმში გა­და­გი­ღოთ?

- ფულს თუ გა­და­იხ­დით, კი...

- გა­და­ვიხ­დით. შემ­ხვდე­ბით, ვნა­ხავთ, მო­მე­წო­ნე­ბით თუ არა და და­ნარ­ჩენ­ზე მერე მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- ვიდ­რე შეგ­ხვდე­ბით, მი­თხა­რით, რა გა­რან­ტია მაქვს, რომ არ მო­მა­ტყუ­ებთ?

- თან­ხას წი­ნას­წარ ჩა­გი­რი­ცხავთ თქვე­ნი ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე... რო­დე­საც დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ფული ჩა­რი­ცხუ­ლია, მერე გა­და­გი­ღებთ.

- რომ მო­გა­ტყუ­ოთ, ფული ჩა­გა­რი­ცხვი­ნოთ და გა­და­ღე­ბა­ზე აღარ მო­ვი­დე?

- მა­გას ვერ გა­ა­კე­თებთ, რად­გან ფუ­ლის ჩა­სა­რი­ცხად ერ­თად მი­ვალთ და შემ­დეგ იქი­და­ნაც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ერ­თად წა­მო­ვალთ.

- ვაა, გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნიც გაქვთ?

- მო­ე­და­ნი ჰქვია...

- ისე, გა­და­ღე­ბე­ბი პა­ვი­ლი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- არა, რა თქმა უნდა. მა­გას შემ­დეგ გა­ი­გებთ...

- ხალ­ხის და­თან­ხმე­ბა გი­ჭირთ?

- მა­მა­კა­ცე­ბის და­თან­ხმე­ბა არ გვი­ჭირს, ქა­ლებ­თან კი გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლეს ვა­წყდე­ბით. იმი­ტო­მა­ცაა, რომ "სკა­იპ­ში" და­გე­კონ­ტაქ­ტეთ.

- გა­სა­გე­ბია...

- რას იზამთ, თა­ნახ­მა ხართ?

- ცოტა მე­ში­ნია, მაგ­რამ თა­ნახ­მა ვარ, რად­გან ფული ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა.

- ჰოდა, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, თუ გჭირ­დე­ბათ, ფუ­ლის შოვ­ნის იოლ ხერ­ხს გთა­ვა­ზობთ. მთა­ვა­რია, კომ­პლექ­სე­ბი მო­იხ­სნათ და რო­გორც რე­ჟი­სო­რი გე­ტყვით, ისე მო­იქ­ცეთ.

- კი­დევ ერთი კი­თხვა მაქვს.

- ბრძა­ნეთ.

- ეგ ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა აჩ­ვე­ნოთ?

- არა, რა თქმა უნდა, უცხო­ეთ­ში უნდა გა­ი­ყი­დოს.

- კი, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში ასე­თი ფილ­მე­ბის მეტი რა არის?! ვის რად უნდა ქარ­თუ­ლი ფილ­მი?

- ამას თა­ვი­სი მუ­ღა­მი აქვს და თქვე­ნი საქ­მე არ არის. გპირ­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას ვე­რა­ვინ ნა­ხავს...

- რა­ი­მე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­მი­ფორ­მებთ?

- არა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი არ გა­ფორმ­დე­ბა.

- აბა, პი­რო­ბა რომ არ შე­ას­რუ­ლოთ, მერე სად ვე­ძე­ბო სა­მარ­თა­ლი?

- ყვე­ლა პი­რო­ბას შე­ვას­რუ­ლებთ.

- რამ­დე­ნი წე­ლია, ამ საქ­მით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- 2 წე­ლია.

- მერე, ამარ­თლებს?

- თქვენ ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რო­ბას კი არა, შიშ­ვლად გა­და­ღე­ბას გთა­ვა­ზობთ.

- უკაც­რა­ვად, თქვე­ნი გაბ­რა­ზე­ბა არ მინ­დო­და...

- არ გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ. უბ­რა­ლოდ, რაც თქვე­ნი საქ­მე არაა, იმა­ში ცხვირს ნუ ჩა­ყოფთ.

- კი, მაგ­რამ თქვენ ვინ ხართ? რე­ჟი­სო­რი?

- დიახ, რე­ჟი­სო­რიც ვარ და პრო­დი­უ­სე­რიც. ჩემი მე­გო­ბა­რი სცე­ნარს წერს, ფილმზე 2 ოპე­რა­ტო­რი მუ­შა­ობს.

- და ფული სა­ი­დან მო­გაქვთ?

- წინა ფილ­მე­ბის გა­ყიდ­ვი­დან.

- მოკ­ლედ, პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე გაქვთ. სი­მარ­თლე მი­თხა­რით, რა­ტომ მპა­სუ­ხობთ კი­თხვებ­ზე? იმი­ტომ, რომ გე­ში­ნი­ათ, არ გავ­ბრაზ­დე და უარი არ ვთქვა?

- არა, უწყი­ნარ კი­თხვებს სვამთ და იმი­ტომ. კი­დევ გა­ინ­ტე­რე­სებთ რამე?

- დიახ. მა­ინ­ტე­რე­სებს, სახე გა­მო­მიჩ­ნდე­ბა თუ არა?

- დიახ, სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ.

- ეგ ცუ­დია...

- შე­გიძ­ლი­ათ, პა­რი­კი მო­ირ­გოთ, ეგ პრობ­ლე­მა არაა...

- კარ­გი, რო­დის შევ­ხვდეთ?

- ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მო­მე­ცით და და­გი­რე­კავთ.

რაღა თქმა უნდა, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მი­ვე­ცი... რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დი ზარს და რო­გორც იქნა, მე­ხუ­თე დღეს და­მი­რე­კეს.

- ალო, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ (რა დე­ლი­კა­ტუ­რია!.. - ავტ.).

- რო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ (მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუ იტყო­და...)?

- რო­მე­ლი და... აი, ის, მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა რო­მაა და ხელ­ფა­სი ბან­კში წი­ნას­წარ რომ უნდა ჩა­გი­რი­ცხოთ...

- აა, პირ­და­პირ მი­თხა­რით მერე, პორ­ნო­ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ვარ-თქო...

- ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, სხვა­გან მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი?!

- მად­ლო­ბა ასე­თი სიფრ­თხი­ლის­თვის... გის­მენთ.

- შე­გიძ­ლი­ათ, დღეს სა­ღა­მოს შეგ­ვხვდეთ?

- დიახ, შე­მიძ­ლია.

- მა­შინ, სან­ზო­ნა­ში, კინო "სა­ქარ­თვე­ლოს­თან", 7 სა­ათ­ზე.

- კარ­გი, მო­ვალ, - შევ­პირ­დი.

რაღა თქმა უნდა, მარ­ტო მის­ვლას ვერ გავ­ბე­დავ­დი. ჰოდა, დახ­მა­რე­ბა ახ­ლო­ბელს ვთხო­ვე. ოღონდ, მისი დახ­მა­რე­ბა იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ შო­რი­დან თვალ­ყუ­რი უნდა ედევ­ნე­ბი­ნა ჩემ­თვის და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ გვერ­დით გა­ჩე­ნი­ლი­ყო.

ჰოდა, 7 სა­ათ­ზე კინო "სა­ქარ­თვე­ლოს­თან" მი­ვე­დი. ჯერ შო­რი­დან დავ­ზვე­რე შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი, მაგ­რამ იქ ვე­რა­ვინ შევ­ნიშ­ნე. მერე ვი­ფიქ­რე, რო­გორც ჩანს, თვი­თო­ნაც შო­რი­დან მზვე­რავს და თუ პირ­ვე­ლად მე არ და­მი­ნა­ხა, ალ­ბათ, არ გა­მოჩ­ნდე­ბა-მეთ­ქი. გა­მო­ვი­ცა­ნი: რო­გორც კი თვა­ლი მკი­და, მა­შინ­ვე ჩემ წინ დიდი შავი ჯიპი გა­ჩერ­და, სა­ი­და­ნაც ასე, 25 წლის ახალ­გაზ­რდა გად­მო­ვი­და და მო­მი­ახ­ლოვ­და.

- თქვენ მე მე­ლო­დე­ბით? - მკი­თხა.

- რე­ჟი­სო­რი თქვენ ხართ? - ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, არ მო­ვე­ლო­დი, ასე­თი ახალ­გაზ­რდა თუ იქ­ნე­ბო­და.

- დიახ...

- და...

- და ახლა, ვი­ნა­ი­დან გნა­ხეთ, როლ­ზე აგიყ­ვანთ.

- კარ­გია, გმად­ლობთ... გა­და­ღე­ბა რო­დი­საა?

- ზეგ, გა­და­ღე­ბა­ზე ზეგ და­გი­ბა­რებთ. დღეს და ხვალ წინა ფილ­მის დამ­თავ­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ.

- შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც გთხო­ვოთ?

- დიახ...

- თუ შე­გიძ­ლი­ათ, რომ სხვა გა­და­ღე­ბებს და­მას­წროთ და ვნა­ხო, რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, თა­ნაც, კომ­პლექ­სებს მო­ვიხ­სნი... ასეთ "ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­სო­დეს მი­მი­ღია და მინ­და, ვი­ცო­დე, რა ხდე­ბა...

- მერე, არ გა­და­ი­ფიქ­რებ? - "შე­ნო­ბით" ფორ­მა­ზე გა­და­ვი­და...

- ფულს თუ გა­და­მიხ­დით, არ გა­და­ვი­ფიქ­რებ...

- მა­გა­ზე უკვე შევ­თან­ხმდით და ფულს ნამ­დვი­ლად გა­და­გიხ­დით...

- მაგ­რამ გა­და­ღე­ბას წი­ნას­წარ არ და­მას­წრებთ?

- მე­გო­ბარს ვკი­თხავ და და­გი­რე­კავთ.

იმ დღეს კარ­გა ხანს ვე­ლო­დი მის ზარს, მაგ­რამ აღარ და­უ­რე­კავს. მე­ო­რე დღეს კი, რო­გორც იქნა, გავ­ხდი მათი ყუ­რა­დღე­ბის ღირ­სი და გა­და­ღე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად მი­მიწ­ვი­ეს.

არ დავ­მა­ლავ - რო­დე­საც მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე მი­ვე­დი, გული გა­მა­ლე­ბით მი­ცემ­და და ერთი პი­რო­ბა, უკან გა­მობ­რუ­ნე­ბაც კი და­ვა­პი­რე, მაგ­რამ მერე გა­და­ვი­ფიქ­რე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მე­ცხრე სარ­თულ­ზე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ნის წინ აღ­მოვ­ჩნდი... მხნე­ო­ბა მო­ვიკ­რი­ბე და კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნე...

გა­ვი­გო­ნე, რომ კარ­თან ხან ერთი მო­ვი­და, ხან - მე­ო­რე... ბო­ლოს, რო­გორც იქნა, კარი ჩემ­მა ნაც­ნობ­მა რე­ჟი­სორ­მა გა­მი­ღო და ოთახ­ში შე­მი­პა­ტი­ჟა.

კარ­გად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლად მო­წყო­ბი­ლი ბინა იყო. პა­ირ­ველ ოთახ­ში აპა­რა­ტუ­რა იდგა, კე­დელ­ზე მოზ­რდი­ლი სარ­კე ეკი­და, რომ­ლის წი­ნაც ახალ­გაზ­რდა, ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი გო­გო­ნა იჯდა და მა­კი­აჟს იკე­თებ­და...

იქვე, დი­ვან­ზე 2 მა­მა­კა­ცი იჯდა. ოპე­რა­ტო­რე­ბი კა­მე­რებ­თან ტრი­ა­ლებ­დნენ, რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი კი რა­ღაც დე­ტა­ლებს ათან­ხმებ­დნენ. ჩემი თავი არა­ვის წა­რუდ­გე­ნია დამ­ხვდურ­თათ­ვის. გო­გო­ნა მო­მიბ­რუნ­და და თა­ვად გა­მეც­ნო:

- თა­მუ­ნა...

- სა­სი­ა­მოვ­ნოა. თქვენ მსა­ხი­ო­ბი ხართ? - შე­სავ­ლის გა­რე­შე "გა­და­ვე­დი საქ­მე­ზე".

- დიახ. წა­მო­დით სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ყა­ვა­ზე დაგ­პა­ტი­ჟებთ, - ამა­ზე უკე­თესს ვერც ვი­ნატ­რებ­დი. - ზუ­რამ (რე­ჟი­სორ­მა) თქვა, რომ თქვენ გა­და­ღე­ბის სა­ყუ­რებ­ლად მოხ­ვე­დით, შემ­დეგ კი ფილმში უნდა ითა­მა­შოთ.

- დიახ, ასე ვთქვათ. დიდი ხა­ნია, რაც ფილ­მებ­ში გი­ღე­ბენ?

- უკვე მე­სა­მე ფილმში მი­ღე­ბენ.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი ხართ?

- არა, ჯერ სტუ­დენ­ტი ვარ, თე­ატ­რა­ლურ­ში ვსწავ­ლობ. თქვენ?

- მე... ჰმ... ისა... მე უმუ­შე­ვა­რი ვარ, - მოვ­ძებ­ნე გა­მო­სა­ვა­ლი.

- გა­სა­გე­ბია... თა­ვი­დან მეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ახლა შე­ვეჩ­ვიე... თა­ნაც, ნამ­დვილ მსა­ხი­ობს არ უნდა "გა­უ­ტყდეს" იმის გა­კე­თე­ბა, რა­საც რე­ჟი­სო­რი მო­ი­თხოვს.

- იმე­დი მაქვს, გა­და­ღე­ბის დროს ნამ­დვილ სექ­სუ­ა­ლურ აქტს არ ატა­რებთ.

- რა თქმა უნდა! თა­ნაც, რა აქ­ტზეა ლა­პა­რა­კი, ესე­ნი, - "მსა­ხი­ო­ბი" მა­მა­კა­ცე­ბი იგუ­ლის­ხმა, - "პი­და­რას­ტე­ბი" არი­ან. ეგე­ნი ერ­თმა­ნეთ­თან თუ ჩა­ა­ტა­რე­ბენ აქტს, თო­რემ ქა­ლის და­ნახ­ვა­სა და შე­ხე­ბა­ზე მა­გათ რე­აქ­ცია არა აქვთ. ხე­დავ, რო­გორ ჭუ­კ­ჭუ­კე­ბენ?

- კი, ვხე­დავ... რო­მე­ლი­მე თქვენ­მა ახ­ლო­ბელ­მა თუ იცის, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- არა და ნურც შენ ეტყვი ნუ­რა­ვის... ასე აჯო­ბებს...

- კარ­გი, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ თქვენს რჩე­ვას...

- თა­მუ­ნა, ვი­წყებთ! - გა­ის­მა რე­ჟი­სო­რის მკაც­რი ხმა.

თა­მუ­ნა და­ფა­ცურ­და.

...რაც ამის შემ­დეგ იქ ვი­ხი­ლე, დაწ­ვრი­ლე­ბით ვე­ღარ აღვწერ, რად­გან ცენ­ზუ­რას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა... რა თქმა უნდა, ფილ­მს სი­უ­ჟე­ტი არ ჰქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მო­გიყ­ვე­ბით, რაზე იყო ფილ­მი, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ბლო­მად იყო შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი, ცრუკვნე­სა და ცრუვ­ნე­ბა, გარ­ყვნი­ლე­ბა და სი­ბინ­ძუ­რე... რე­ჟი­სო­რის შე­ძა­ხი­ლე­ბი:

"ბიჭო, წე­სი­ე­რად მი­უ­დე­ქი"; "გოგო, რას აკე­თებ, სექ­სი არ გქო­ნია?! ასე არ უნდა იმოძ­რაო", "გა­მა­გი­ჟე­ბენ ესე­ნი, უკა­ნალს ასე ნუ ათა­მა­შებ"; "და­წე­ქი, გოგო, ფე­ხე­ბი გა­შა­ლე, მო­უშ­ვი ახ­ლოს პარტნი­ო­რი"...

ვფიქ­რობ, ნათ­ლად წარ­მო­იდ­გენთ, თუ რას გან­ვიც­დი­დი მათი შემ­ყუ­რე - ზი­ზღსა და გა­ოგ­ნე­ბას. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში პორ­ნო­ფილ­მებს იღებ­დნენ და არც სა­ი­მი­სოდ მე­ყო­ფო­და ფან­ტა­ზია, წარ­მო­მედ­გი­ნა, რა ხდე­ბო­და გა­და­ღე­ბებ­ზე...

იქ ბო­ლომ­დე ვერ დავ­რჩი. ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დე, მეჩ­ქა­რე­ბა-მეთ­ქი და წა­მო­ვე­დი. რე­ჟი­სორ­მა სი­ტყვა და­მა­დევ­ნა, - ხვა­ლის­თვის მო­ემ­ზა­დე, ხვალ გა­და­ღე­ბა გვაქვს და არა­ფე­რი და­გეგ­მო, და­გი­რე­კა­ვო. მხარს ზე­მო­დან გა­დავ­ძა­ხე, კარ­გი-მეთ­ქი და თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი და­ვეშ­ვი კი­ბე­ზე.

იმის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­რე­კავ­დნენ ხან თა­ვი­სი, ხა­ნაც - უცხო ნომ­რე­ბი­დან, მაგ­რამ მათ ზა­რებს აღარ ვპა­სუ­ხობ­დი. იმე­დი მაქვს, "გზა­ში" გა­სულ სტა­ტი­ას წა­ი­კი­თხა­ვენ და ამის შემ­დეგ ზა­რე­ბი შე­წყდე­ბა, რად­გან მათ­თვის ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, რე­ა­ლუ­რად რა მიზ­ნით მი­ვე­დი მათ­თან, "გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე"...

თუმ­ცა, ძვირ­ფა­სო მკი­თხვე­ლო, ეს არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც ახლა უნდა მო­გიყ­ვეთ. ვიდ­რე მე პორ­ნო­ფილ­მის გა­და­ღე­ბის დე­ტა­ლებს ვა­ზუს­ტებ­დი და რე­ჟი­სო­რის ზა­რის მო­ლო­დინ­ში გახ­ლდით, ისევ "სკა­იპ­ზე", 34 წლის მა­მა­კა­ცი და­მე­კონ­ტაქ­ტა:

"მე ერთ წი­ნა­და­დე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებ. თუ და­თან­ხმდე­ბი, ხომ კარ­გი, შენ­თვი­საც და ჩემ­თვი­საც, თუ არა და, ღმერ­თმა ხელი მო­გი­მარ­თოს!.. თუ თა­ნახ­მა იქ­ნე­ბი, მა­გარს და­გა­ბო­ლებ (თუ გე­ვა­სე­ბა, რა თქმა უნდა). ძა­ლი­ან მა­გარ და სე­რი­ო­ზულ სექსფარ­თი­ზე გაგ­ჩი­თავ (რო­გორ­ზეც, არ გე­წყი­ნოს, მაგ­რამ შე­ნით ვერ გა­ი­ჩი­თე­ბი). მა­გა­რი თუხ­თუ­ხი და დამ­სწრე­თა ცო­ცხა­ლი სექ­სი იქ­ნე­ბა. თუ გა­გის­წორ­დე­ბა და ჩემ­თან სექ­სის სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბა, მაგ შემ­თხვე­ვა­ში, ერთ ღა­მე­ში და თან, დრო­ის სე­რი­ო­ზულ გა­ტა­რე­ბა­ში 200-დან 500 დო­ლა­რამ­დე გა­და­გიხ­დი. კარ­გად და­ფიქ­რდი, არ წა­ა­გებ, და­მი­ჯე­რე. რაც მთა­ვა­რია, თუ ჩემს წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდე­ბი, სა­დაც გა­ი­ჩი­თე­ბი და რა "სას­ტავ­საც" ნა­ხავ, იცო­დე, არ გა­ა­ბაზ­რებ... ისე, არც არა­ვინ და­გი­ჯე­რებს".

ნუ, რო­გორ გინ­და გა­უძ­ლო ცდუ­ნე­ბას და არ გა­არ­კვიო, სად ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი?.. ჰოდა, ვი­ნა­ი­დან დო­მი­ნი­რებს აზრი, რომ ფუ­ლის გამო ზოგი ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლობს, თუ ფულს და­ხარ­ბდე­ბი, ეჭ­ვიც არ შე­ე­პა­რე­ბა, რომ შენ სულ სხვა ინ­ტე­რე­სი გაქვს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ფულ­ზე ლა­პა­რა­კი და­ვი­წყე და გა­რან­ტი­ე­ბი მო­ვი­თხო­ვე.

- ფულს მარ­თლა იხ­დით?

- კი.

- სად არის გა­რან­ტია?

- თქვენ მი­თხა­რით თქვე­ნი პი­რო­ბა და მე შე­გის­რუ­ლებთ, ოღონდ, ჯერ თქვე­ნი ნამ­დვი­ლი სუ­რა­თი, სა­დაც მთე­ლი ტა­ნით ჩან­ხართ, მა­ილ­ზე უნდა გა­მო­მიგ­ზავ­ნოთ.

- ეგ მერე, როცა რა­ღა­ცებ­ზე მო­ვი­ლა­პა­რა­კებთ.

- კარ­გი, ასე იყოს.

- მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა სექსფარ­თი­ზე, მე რა მე­ვა­ლე­ბა და რო­გო­რი სიხ­ში­რით ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 10-15 ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა ერ­თად ვართ და სექ­სიც ერ­თად გვაქვს. პარტნი­ორს და მათ რა­ო­დე­ნო­ბას შენი სურ­ვი­ლით აარ­ჩევ, ფულს კი წი­ნა­სა­წარ გა­და­გიხ­დი.

- შენ არ გა­მო­მიგ­ზავ­ნი სუ­რათს? მა­ინ­ტე­რე­სებს, შენ რო­გო­რი ხარ.

- არა, მე მა­შინ მნა­ხავ, როცა შემ­ხვდე­ბი.

- გა­მო­დის, ბრმად უნდა გენ­დო? სუ­რათს მა­ნამ­დე არ გა­მო­გიგ­ზავ­ნი, ვიდ­რე პირ­ველ ნა­ბიჯს თა­ვად არ გა­დად­გამ. იქ­ნებ, მა­ხინ­ჯი ხარ?!

- მე თუ არ მო­გე­წო­ნე­ბი, იქ სხვე­ბიც იქ­ნე­ბი­ან და რო­მე­ლი­მეს აირ­ჩევ.

- სუ­რათს პირ­ვე­ლი არ გა­მოვგზავ­ნი, მას მხო­ლოდ გა­გიც­ვლი შენს სუ­რათ­ში.

- ვხვდე­ბი, რომ სექსფარ­თით და­ინ­ტე­რეს­დი და თუ იქ მოხ­ვედ­რა გინ­და, მა­შინ ჩემს პი­რო­ბას და­თან­ხმდი.

- კარ­გი, თა­ნახ­მა ვარ.

ამის შემ­დეგ, მის ელ­ფოს­ტა­ზე ინ­ტერ­ნე­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი, უც­ნო­ბი ქა­ლის ფოტო გა­ვუგ­ზავ­ნე. პა­სუხ­მა არ და­ა­ყოვ­ნა:

- ვაა, შენ რა სექ­სი ხარ?! ხვა­ლაა სექსფარ­თი და მოდი...

- მოდი, ჯერ შენი ფოტო გა­მოგ­ზავ­ნე და დაწ­ვრი­ლე­ბით მო­მი­ყე­ვი, რა ხდე­ბა იმ შეკ­რებ­ზე, რომ მერე გა­უ­გებ­რო­ბა­ში არ აღ­მოვ­ჩნდე.

- მუდ­მი­ვად ერთი და იგი­ვე ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბა, გა­რეგ­ნუ­ლად კი ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სია.

- დიდი ხა­ნია, რაც მაგ ფარ­თის აწყობთ?

- რამ­დე­ნი­მე თვეა. კვი­რა­ში ერთხელ ვიკ­რი­ბე­ბით და თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ, გა­ვერ­თოთ.

- კი, მაგ­რამ სხვა გა­სარ­თო­ბი ვე­რა­ფე­რი ნა­ხეთ?

- შენ რა, "ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბას" ხომ არ აპი­რებ?

- არა, მაგ­რამ მე მა­გა­ზე ფუ­ლის გამო თუ წა­მო­ვალ. სი­მარ­თლე გი­თხრა, სხვა ინ­ტე­რე­სი არ მაქვს.

- აი, ნა­ხავ, რო­გორ მო­გე­წო­ნე­ბა, მერე კი შე­ეჩ­ვე­ვი და ერთი სული გექ­ნე­ბა, შა­ბა­თი რო­დის მოვა.

- შა­ბა­თო­ბით იკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე?

- დიახ. ჩვენ ყვე­ლა საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. მთე­ლი კვი­რა ვმუ­შა­ობთ, შა­ბათს კი ვერ­თო­ბით.

- ერ­თმა­ნე­თი რო­გორ მო­ძებ­ნეთ?

- თა­ვი­დან ოთხნი ვი­ყა­ვით. მე, ჩემი ძმა­კა­ცი და ჩვე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. მერე გო­გო­ნებ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, - სხვებ­საც ვუ­თხრა­თო. მერე, ზოგი მათი მე­გო­ბა­რი შე­მოგ­ვი­ერ­თდა, ზოგი - ჩვე­ნი, ზო­გიც ასე, ინ­ტერ­ნე­ტით და­ვი­თან­ხმეთ.

- კი, მაგ­რამ ფულს რა­ტომ იხ­დით? ყო­ფი­ლი­ყა­ვით იმ­დე­ნი, ფუ­ლის გა­დახ­და რომ არ დაგ­ჭირ­ვე­ბო­დათ...

- ბევ­რნი რომ ვართ, ამას სხვა მუ­ღა­მი აქვს. რაც მეტ­ნი ვიქ­ნე­ბით, მით მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვი­ღებთ.

- და "და­გა­ბო­ლე­ბო", რომ მი­თხა­რი, უმა­გი­სოდ არ გა­მო­დის დრო­ის ტა­რე­ბა?

- დო­პინ­გი­ვი­თაა. მოს­წევ და მერე ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თია.

- სვამთ კი­დეც?

- კი, ვი­საც უნდა, სვამს. უამ­რა­ვი სას­მელ-საჭ­მე­ლი გვაქვს, მუ­სი­კა და რამე... მერე მი­დის პორ­ნოს ყუ­რე­ბა და ჟი­მა­ო­ბა... კონ­კურ­სებ­საც კი ვა­წყობთ ხოლ­მე, ვინ უფრო მა­გა­რია...

- გა­მარ­ჯვე­ბულს რა პრი­ზი ხვდე­ბა?

- გა­მარ­ჯვე­ბულს სურ­ვილს აუს­რუ­ლებს ის, ვი­საც ამო­ირ­ჩევს.

- რა სურ­ვი­ლი უნდა ჩა­უთ­ქვა ისე­თი, რომ მა­გას პრი­ზი და­არ­ქვა? ალ­ბათ, ყა­ვის მო­დუ­ღე­ბას სთხოვს ან საც­ვლის გა­რე­ცხვას...

- ნუ, ბევ­რი რა­მაა ისე­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა, შე­უს­რუ­ლოს. ახლა ჩვენს წეს­დე­ბა­საც დავ­წერთ და კლუბს ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ, სა­დაც ყვე­ლა წევ­რი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, კა­ნონს და­ე­მორ­ჩი­ლოს.

- ალ­ბათ, ბინა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გაქვთ, არა?

- არა, ერთ ჩვენს ძმა­კაცს კერ­ძო სახ­ლი აქვს, მარ­ტო ცხოვ­რობს და იქ ვხვდე­ბით. მა­გა­რი კაი პონ­ტია. ზამ­თარ­ში ბუ­ხარს ვან­თებთ ხოლ­მე. შენ რა გგო­ნია, უბ­რა­ლო ხალ­ხი კი არ იკ­რი­ბე­ბა, უმე­ტე­სო­ბა მდი­და­რი ოჯა­ხი­და­ნაა.

- გა­სა­გე­ბია!

- მგო­ნი, ხა­სი­ა­თი გა­გი­ფუჭ­და.

- ჰო, იცი, მარ­თლა ასეა! აბა, მე, ერ­თმა უბად­რუკ­მა ადა­მი­ან­მა იმ რჩე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა გა­ვა­კე­თო? ამი­ტომ, გა­და­ვი­ფიქ­რე, აღარ მინ­და.

- კი, მაგ­რამ იქ არა­ვინ დაგ­ჩაგ­რავს, ნუ გე­ში­ნია...

- არა, არა, გმად­ლობთ ინ­ტერ­ვი­უს­თვის.

- რა ინ­ტერ­ვიუ, გა­გიჟ­დი?

- ჰო, ასე გა­მო­ვი­და, ბო­დიშს გიხ­დი...

- არ და­ბეჭ­დო!..

- სი­ურპრი­ზი ჩემ­ზე იყოს...

გჯე­რათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თან, აქვე, ყუ­რის­ძირ­ში ხდე­ბა? პი­რა­დად ჩემ­თვის, ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ... რა გი­თხრათ, რით გა­გა­ხა­როთ?..

მა­რი­ნა ხო­ტი­ვა­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

გარყვნილება თბილისში ანუ ქართული პორნოფილმების ინდუსტრია და "სექსფართები"

გარყვნილება თბილისში ანუ ქართული პორნოფილმების ინდუსტრია და "სექსფართები"

ამ სტატიაში გაშუქებულ ორ მოვლენასა და ჩემ მიერ მომზადებულ მასალას - ჟურნალისტურ გამოძიებასა თუ უბრალოდ, ინტერვიუებს (რაც გინდათ, ის დაარქვით) ერთი რამ აერთიანებს - გარყვნილების თემა. უკვე თვეზე მეტია, რაც ამ მასალას ვამზადებ და როგორც იქნა, საშველიც დაადგა... ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაც მამაკაცმა მთხოვა, ჩემი "სკაიპპარტნიორების" ნუსხაში მისი მონაცემებიც შემეტანა. დავეთანხმე. პირველივე მესიჯი ასეთი იყო: "ვარ რეჟისორი, ვიღებ პორნოფილმს. გთავაზობ თანამშრომლობას, რეალურად. ანაზღაურება სოლიდურია".

რაღა თქმა უნდა, მაშინვე გაიღვიძა ჟურნალისტურმა ინტერესმა და ჟინმა. ჰოდა, გადავწყვიტე, "საფლავამდე ჩავყოლოდი" და გამერკვია, სიმართლეს ამბობდა თუ არა ეს ყმაწვილი და თუ სიმართლე იყო, მერე ყველაფერი დაწვრილებით გამეგო. პირველი, რაც ვიკითხე, ის იყო, რა თანხას გადამიხდიდა, თუ მის წინადადებას დავთანხმდებოდი?

შემდეგ ჩვენი საუბარი ასე გაგრძელდა:

- ანაზღაურება საშუალოდ, 500-დან 1.000 ლარამდეა.

- დღეში?

- არა, ერთ სერიაში, მაგრამ როგორც წესი, ერთი სერიის გადაღება ერთ დღეში მთავრდება ხოლმე.

- მე რა მევალება?

- სცენარს გაეცნობით და მერე შეასრულებთ იმას, რასაც რეჟისორი გეტყვით.

- სადაა გარანტია, რომ ფულს გადამიხდით და არ "გადამაგდებთ"?

- მითხარით, თანახმა ხართ, რომ ფილმში გადაგიღოთ?

- ფულს თუ გადაიხდით, კი...

- გადავიხდით. შემხვდებით, ვნახავთ, მომეწონებით თუ არა და დანარჩენზე მერე მოვილაპარაკოთ.

- ვიდრე შეგხვდებით, მითხარით, რა გარანტია მაქვს, რომ არ მომატყუებთ?

- თანხას წინასწარ ჩაგირიცხავთ თქვენი ანგარიშის ნომერზე... როდესაც დარწმუნდებით, რომ ფული ჩარიცხულია, მერე გადაგიღებთ.

- რომ მოგატყუოთ, ფული ჩაგარიცხვინოთ და გადაღებაზე აღარ მოვიდე?

- მაგას ვერ გააკეთებთ, რადგან ფულის ჩასარიცხად ერთად მივალთ და შემდეგ იქიდანაც გადასაღებ მოედანზე ერთად წამოვალთ.

- ვაა, გადასაღები მოედანიც გაქვთ?

- მოედანი ჰქვია...

- ისე, გადაღებები პავილიონში მიმდინარეობს?

- არა, რა თქმა უნდა. მაგას შემდეგ გაიგებთ...

- ხალხის დათანხმება გიჭირთ?

- მამაკაცების დათანხმება არ გვიჭირს, ქალებთან კი გარკვეულ სირთულეს ვაწყდებით. იმიტომაცაა, რომ "სკაიპში" დაგეკონტაქტეთ.

- გასაგებია...

- რას იზამთ, თანახმა ხართ?

- ცოტა მეშინია, მაგრამ თანახმა ვარ, რადგან ფული ძალიან მჭირდება.

- ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ გჭირდებათ, ფულის შოვნის იოლ ხერხს გთავაზობთ. მთავარია, კომპლექსები მოიხსნათ და როგორც რეჟისორი გეტყვით, ისე მოიქცეთ.

- კიდევ ერთი კითხვა მაქვს.

- ბრძანეთ.

- ეგ ფილმი საქართველოში უნდა აჩვენოთ?

- არა, რა თქმა უნდა, უცხოეთში უნდა გაიყიდოს.

- კი, მაგრამ უცხოეთში ასეთი ფილმების მეტი რა არის?! ვის რად უნდა ქართული ფილმი?

- ამას თავისი მუღამი აქვს და თქვენი საქმე არ არის. გპირდებით, რომ საქართველოში ამას ვერავინ ნახავს...

- რაიმე ხელშეკრულებას გამიფორმებთ?

- არა, ოფიციალური დოკუმენტი არ გაფორმდება.

- აბა, პირობა რომ არ შეასრულოთ, მერე სად ვეძებო სამართალი?

- ყველა პირობას შევასრულებთ.

- რამდენი წელია, ამ საქმით ხართ დაკავებული?

- 2 წელია.

- მერე, ამართლებს?

- თქვენ ბიზნესპარტნიორობას კი არა, შიშვლად გადაღებას გთავაზობთ.

- უკაცრავად, თქვენი გაბრაზება არ მინდოდა...

- არ გავბრაზებულვარ. უბრალოდ, რაც თქვენი საქმე არაა, იმაში ცხვირს ნუ ჩაყოფთ.

- კი, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? რეჟისორი?

- დიახ, რეჟისორიც ვარ და პროდიუსერიც. ჩემი მეგობარი სცენარს წერს, ფილმზე 2 ოპერატორი მუშაობს.

- და ფული საიდან მოგაქვთ?

- წინა ფილმების გაყიდვიდან.

- მოკლედ, პასუხი ყველა კითხვაზე გაქვთ. სიმართლე მითხარით, რატომ მპასუხობთ კითხვებზე? იმიტომ, რომ გეშინიათ, არ გავბრაზდე და უარი არ ვთქვა?

- არა, უწყინარ კითხვებს სვამთ და იმიტომ. კიდევ გაინტერესებთ რამე?

- დიახ. მაინტერესებს, სახე გამომიჩნდება თუ არა?

- დიახ, სცენარის მიხედვით, გამოგიჩნდებათ.

- ეგ ცუდია...

- შეგიძლიათ, პარიკი მოირგოთ, ეგ პრობლემა არაა...

- კარგი, როდის შევხვდეთ?

- ტელეფონის ნომერი მომეცით და დაგირეკავთ.

რაღა თქმა უნდა, ტელეფონის ნომერი მივეცი... რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდი ზარს და როგორც იქნა, მეხუთე დღეს დამირეკეს.

- ალო, ჩვენ ვისაუბრეთ თქვენი სამსახურის შესახებ (რა დელიკატურია!.. - ავტ.).

- რომელი სამსახურის შესახებ (მაინტერესებდა, თუ იტყოდა...)?

- რომელი და... აი, ის, მაღალი ანაზღაურება რომაა და ხელფასი ბანკში წინასწარ რომ უნდა ჩაგირიცხოთ...

- აა, პირდაპირ მითხარით მერე, პორნოფილმის რეჟისორი ვარ-თქო...

- ხომ შეიძლებოდა, სხვაგან მოვხვედრილიყავი?!

- მადლობა ასეთი სიფრთხილისთვის... გისმენთ.

- შეგიძლიათ, დღეს საღამოს შეგვხვდეთ?

- დიახ, შემიძლია.

- მაშინ, სანზონაში, კინო "საქართველოსთან", 7 საათზე.

- კარგი, მოვალ, - შევპირდი.

რაღა თქმა უნდა, მარტო მისვლას ვერ გავბედავდი. ჰოდა, დახმარება ახლობელს ვთხოვე. ოღონდ, მისი დახმარება იმაში გამოიხატებოდა, რომ შორიდან თვალყური უნდა ედევნებინა ჩემთვის და საჭიროების შემთხვევაში, ჩემ გვერდით გაჩენილიყო.

ჰოდა, 7 საათზე კინო "საქართველოსთან" მივედი. ჯერ შორიდან დავზვერე შეხვედრის ადგილი, მაგრამ იქ ვერავინ შევნიშნე. მერე ვიფიქრე, როგორც ჩანს, თვითონაც შორიდან მზვერავს და თუ პირველად მე არ დამინახა, ალბათ, არ გამოჩნდება-მეთქი. გამოვიცანი: როგორც კი თვალი მკიდა, მაშინვე ჩემ წინ დიდი შავი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც ასე, 25 წლის ახალგაზრდა გადმოვიდა და მომიახლოვდა.

- თქვენ მე მელოდებით? - მკითხა.

- რეჟისორი თქვენ ხართ? - ძალიან გამიკვირდა, არ მოველოდი, ასეთი ახალგაზრდა თუ იქნებოდა.

- დიახ...

- და...

- და ახლა, ვინაიდან გნახეთ, როლზე აგიყვანთ.

- კარგია, გმადლობთ... გადაღება როდისაა?

- ზეგ, გადაღებაზე ზეგ დაგიბარებთ. დღეს და ხვალ წინა ფილმის დამთავრებაზე ვმუშაობთ.

- შეიძლება, რაღაც გთხოვოთ?

- დიახ...

- თუ შეგიძლიათ, რომ სხვა გადაღებებს დამასწროთ და ვნახო, როგორი სიტუაციაა, თანაც, კომპლექსებს მოვიხსნი... ასეთ "ღონისძიებაში" მონაწილეობა არასოდეს მიმიღია და მინდა, ვიცოდე, რა ხდება...

- მერე, არ გადაიფიქრებ? - "შენობით" ფორმაზე გადავიდა...

- ფულს თუ გადამიხდით, არ გადავიფიქრებ...

- მაგაზე უკვე შევთანხმდით და ფულს ნამდვილად გადაგიხდით...

- მაგრამ გადაღებას წინასწარ არ დამასწრებთ?

- მეგობარს ვკითხავ და დაგირეკავთ.

იმ დღეს კარგა ხანს ველოდი მის ზარს, მაგრამ აღარ დაურეკავს. მეორე დღეს კი, როგორც იქნა, გავხდი მათი ყურადღების ღირსი და გადაღებაზე დასასწრებად მიმიწვიეს.

არ დავმალავ - როდესაც მითითებულ მისამართზე მივედი, გული გამალებით მიცემდა და ერთი პირობა, უკან გამობრუნებაც კი დავაპირე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ჩვეულებრივი, ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე, ჩვეულებრივი ბინის წინ აღმოვჩნდი... მხნეობა მოვიკრიბე და კარზე დავაკაკუნე...

გავიგონე, რომ კართან ხან ერთი მოვიდა, ხან - მეორე... ბოლოს, როგორც იქნა, კარი ჩემმა ნაცნობმა რეჟისორმა გამიღო და ოთახში შემიპატიჟა.

კარგად გარემონტებული, კომფორტულად მოწყობილი ბინა იყო. პაირველ ოთახში აპარატურა იდგა, კედელზე მოზრდილი სარკე ეკიდა, რომლის წინაც ახალგაზრდა, ნახევრად შიშველი გოგონა იჯდა და მაკიაჟს იკეთებდა...

იქვე, დივანზე 2 მამაკაცი იჯდა. ოპერატორები კამერებთან ტრიალებდნენ, რეჟისორი და სცენარის ავტორი კი რაღაც დეტალებს ათანხმებდნენ. ჩემი თავი არავის წარუდგენია დამხვდურთათვის. გოგონა მომიბრუნდა და თავად გამეცნო:

- თამუნა...

- სასიამოვნოა. თქვენ მსახიობი ხართ? - შესავლის გარეშე "გადავედი საქმეზე".

- დიახ. წამოდით სამზარეულოში, ყავაზე დაგპატიჟებთ, - ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი. - ზურამ (რეჟისორმა) თქვა, რომ თქვენ გადაღების საყურებლად მოხვედით, შემდეგ კი ფილმში უნდა ითამაშოთ.

- დიახ, ასე ვთქვათ. დიდი ხანია, რაც ფილმებში გიღებენ?

- უკვე მესამე ფილმში მიღებენ.

- პროფესიონალი მსახიობი ხართ?

- არა, ჯერ სტუდენტი ვარ, თეატრალურში ვსწავლობ. თქვენ?

- მე... ჰმ... ისა... მე უმუშევარი ვარ, - მოვძებნე გამოსავალი.

- გასაგებია... თავიდან მეც ვნერვიულობდი, ახლა შევეჩვიე... თანაც, ნამდვილ მსახიობს არ უნდა "გაუტყდეს" იმის გაკეთება, რასაც რეჟისორი მოითხოვს.

- იმედი მაქვს, გადაღების დროს ნამდვილ სექსუალურ აქტს არ ატარებთ.

- რა თქმა უნდა! თანაც, რა აქტზეა ლაპარაკი, ესენი, - "მსახიობი" მამაკაცები იგულისხმა, - "პიდარასტები" არიან. ეგენი ერთმანეთთან თუ ჩაატარებენ აქტს, თორემ ქალის დანახვასა და შეხებაზე მაგათ რეაქცია არა აქვთ. ხედავ, როგორ ჭუკჭუკებენ?

- კი, ვხედავ... რომელიმე თქვენმა ახლობელმა თუ იცის, რას საქმიანობთ?

- არა და ნურც შენ ეტყვი ნურავის... ასე აჯობებს...

- კარგი, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას...

- თამუნა, ვიწყებთ! - გაისმა რეჟისორის მკაცრი ხმა.

თამუნა დაფაცურდა.

...რაც ამის შემდეგ იქ ვიხილე, დაწვრილებით ვეღარ აღვწერ, რადგან ცენზურას ექვემდებარება... რა თქმა უნდა, ფილმს სიუჟეტი არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერ მოგიყვებით, რაზე იყო ფილმი, მაგრამ სამაგიეროდ, ბლომად იყო შიშველი სხეული, ცრუკვნესა და ცრუვნება, გარყვნილება და სიბინძურე... რეჟისორის შეძახილები:

"ბიჭო, წესიერად მიუდექი"; "გოგო, რას აკეთებ, სექსი არ გქონია?! ასე არ უნდა იმოძრაო", "გამაგიჟებენ ესენი, უკანალს ასე ნუ ათამაშებ"; "დაწექი, გოგო, ფეხები გაშალე, მოუშვი ახლოს პარტნიორი"...

ვფიქრობ, ნათლად წარმოიდგენთ, თუ რას განვიცდიდი მათი შემყურე - ზიზღსა და გაოგნებას. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ საქართველოში პორნოფილმებს იღებდნენ და არც საიმისოდ მეყოფოდა ფანტაზია, წარმომედგინა, რა ხდებოდა გადაღებებზე...

იქ ბოლომდე ვერ დავრჩი. ბოდიში მოვიხადე, მეჩქარება-მეთქი და წამოვედი. რეჟისორმა სიტყვა დამადევნა, - ხვალისთვის მოემზადე, ხვალ გადაღება გვაქვს და არაფერი დაგეგმო, დაგირეკავო. მხარს ზემოდან გადავძახე, კარგი-მეთქი და თავქუდმოგლეჯილი დავეშვი კიბეზე.

იმის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში მირეკავდნენ ხან თავისი, ხანაც - უცხო ნომრებიდან, მაგრამ მათ ზარებს აღარ ვპასუხობდი. იმედი მაქვს, "გზაში" გასულ სტატიას წაიკითხავენ და ამის შემდეგ ზარები შეწყდება, რადგან მათთვის ნათელი გახდება, რეალურად რა მიზნით მივედი მათთან, "გადასაღებ მოედანზე"...

თუმცა, ძვირფასო მკითხველო, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ახლა უნდა მოგიყვეთ. ვიდრე მე პორნოფილმის გადაღების დეტალებს ვაზუსტებდი და რეჟისორის ზარის მოლოდინში გახლდით, ისევ "სკაიპზე", 34 წლის მამაკაცი დამეკონტაქტა:

"მე ერთ წინადადებას შემოგთავაზებ. თუ დათანხმდები, ხომ კარგი, შენთვისაც და ჩემთვისაც, თუ არა და, ღმერთმა ხელი მოგიმართოს!.. თუ თანახმა იქნები, მაგარს დაგაბოლებ (თუ გევასება, რა თქმა უნდა). ძალიან მაგარ და სერიოზულ სექსფართიზე გაგჩითავ (როგორზეც, არ გეწყინოს, მაგრამ შენით ვერ გაიჩითები). მაგარი თუხთუხი და დამსწრეთა ცოცხალი სექსი იქნება. თუ გაგისწორდება და ჩემთან სექსის სურვილი გექნება, მაგ შემთხვევაში, ერთ ღამეში და თან, დროის სერიოზულ გატარებაში 200-დან 500 დოლარამდე გადაგიხდი. კარგად დაფიქრდი, არ წააგებ, დამიჯერე. რაც მთავარია, თუ ჩემს წინადადებას დათანხმდები, სადაც გაიჩითები და რა "სასტავსაც" ნახავ, იცოდე, არ გააბაზრებ... ისე, არც არავინ დაგიჯერებს".

ნუ, როგორ გინდა გაუძლო ცდუნებას და არ გაარკვიო, სად ხდება ეს ყველაფერი?.. ჰოდა, ვინაიდან დომინირებს აზრი, რომ ფულის გამო ზოგი ყველაფერს კადრულობს, თუ ფულს დახარბდები, ეჭვიც არ შეეპარება, რომ შენ სულ სხვა ინტერესი გაქვს. ამ შემთხვევაშიც, ფულზე ლაპარაკი დავიწყე და გარანტიები მოვითხოვე.

- ფულს მართლა იხდით?

- კი.

- სად არის გარანტია?

- თქვენ მითხარით თქვენი პირობა და მე შეგისრულებთ, ოღონდ, ჯერ თქვენი ნამდვილი სურათი, სადაც მთელი ტანით ჩანხართ, მაილზე უნდა გამომიგზავნოთ.

- ეგ მერე, როცა რაღაცებზე მოვილაპარაკებთ.

- კარგი, ასე იყოს.

- მაინტერესებს, რამდენი ადამიანი იკრიბება სექსფართიზე, მე რა მევალება და როგორი სიხშირით ხვდებით ერთმანეთს?

- დაახლოებით, 10-15 ადამიანი, ყველა ერთად ვართ და სექსიც ერთად გვაქვს. პარტნიორს და მათ რაოდენობას შენი სურვილით აარჩევ, ფულს კი წინასაწარ გადაგიხდი.

- შენ არ გამომიგზავნი სურათს? მაინტერესებს, შენ როგორი ხარ.

- არა, მე მაშინ მნახავ, როცა შემხვდები.

- გამოდის, ბრმად უნდა გენდო? სურათს მანამდე არ გამოგიგზავნი, ვიდრე პირველ ნაბიჯს თავად არ გადადგამ. იქნებ, მახინჯი ხარ?!

- მე თუ არ მოგეწონები, იქ სხვებიც იქნებიან და რომელიმეს აირჩევ.

- სურათს პირველი არ გამოვგზავნი, მას მხოლოდ გაგიცვლი შენს სურათში.

- ვხვდები, რომ სექსფართით დაინტერესდი და თუ იქ მოხვედრა გინდა, მაშინ ჩემს პირობას დათანხმდი.

- კარგი, თანახმა ვარ.

ამის შემდეგ, მის ელფოსტაზე ინტერნეტიდან ამოღებული, უცნობი ქალის ფოტო გავუგზავნე. პასუხმა არ დააყოვნა:

- ვაა, შენ რა სექსი ხარ?! ხვალაა სექსფართი და მოდი...

- მოდი, ჯერ შენი ფოტო გამოგზავნე და დაწვრილებით მომიყევი, რა ხდება იმ შეკრებზე, რომ მერე გაუგებრობაში არ აღმოვჩნდე.

- მუდმივად ერთი და იგივე ხალხი იკრიბება, გარეგნულად კი ყველა ერთმანეთზე უკეთესია.

- დიდი ხანია, რაც მაგ ფართის აწყობთ?

- რამდენიმე თვეა. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და თავს უფლებას ვაძლევთ, გავერთოთ.

- კი, მაგრამ სხვა გასართობი ვერაფერი ნახეთ?

- შენ რა, "ოპოზიციონერობას" ხომ არ აპირებ?

- არა, მაგრამ მე მაგაზე ფულის გამო თუ წამოვალ. სიმართლე გითხრა, სხვა ინტერესი არ მაქვს.

- აი, ნახავ, როგორ მოგეწონება, მერე კი შეეჩვევი და ერთი სული გექნება, შაბათი როდის მოვა.

- შაბათობით იკრიბებით ხოლმე?

- დიახ. ჩვენ ყველა საქმიანი ადამიანები ვართ. მთელი კვირა ვმუშაობთ, შაბათს კი ვერთობით.

- ერთმანეთი როგორ მოძებნეთ?

- თავიდან ოთხნი ვიყავით. მე, ჩემი ძმაკაცი და ჩვენი შეყვარებულები. მერე გოგონებმა შემოგვთავაზეს, - სხვებსაც ვუთხრათო. მერე, ზოგი მათი მეგობარი შემოგვიერთდა, ზოგი - ჩვენი, ზოგიც ასე, ინტერნეტით დავითანხმეთ.

- კი, მაგრამ ფულს რატომ იხდით? ყოფილიყავით იმდენი, ფულის გადახდა რომ არ დაგჭირვებოდათ...

- ბევრნი რომ ვართ, ამას სხვა მუღამი აქვს. რაც მეტნი ვიქნებით, მით მეტ სიამოვნებას მივიღებთ.

- და "დაგაბოლებო", რომ მითხარი, უმაგისოდ არ გამოდის დროის ტარება?

- დოპინგივითაა. მოსწევ და მერე ყველაფერი სულერთია.

- სვამთ კიდეც?

- კი, ვისაც უნდა, სვამს. უამრავი სასმელ-საჭმელი გვაქვს, მუსიკა და რამე... მერე მიდის პორნოს ყურება და ჟიმაობა... კონკურსებსაც კი ვაწყობთ ხოლმე, ვინ უფრო მაგარია...

- გამარჯვებულს რა პრიზი ხვდება?

- გამარჯვებულს სურვილს აუსრულებს ის, ვისაც ამოირჩევს.

- რა სურვილი უნდა ჩაუთქვა ისეთი, რომ მაგას პრიზი დაარქვა? ალბათ, ყავის მოდუღებას სთხოვს ან საცვლის გარეცხვას...

- ნუ, ბევრი რამაა ისეთი, რაც შეიძლება, შეუსრულოს. ახლა ჩვენს წესდებასაც დავწერთ და კლუბს ჩამოვაყალიბებთ, სადაც ყველა წევრი ვალდებული იქნება, კანონს დაემორჩილოს.

- ალბათ, ბინა დაქირავებული გაქვთ, არა?

- არა, ერთ ჩვენს ძმაკაცს კერძო სახლი აქვს, მარტო ცხოვრობს და იქ ვხვდებით. მაგარი კაი პონტია. ზამთარში ბუხარს ვანთებთ ხოლმე. შენ რა გგონია, უბრალო ხალხი კი არ იკრიბება, უმეტესობა მდიდარი ოჯახიდანაა.

- გასაგებია!

- მგონი, ხასიათი გაგიფუჭდა.

- ჰო, იცი, მართლა ასეა! აბა, მე, ერთმა უბადრუკმა ადამიანმა იმ რჩეულ საზოგადოებაში რა გავაკეთო? ამიტომ, გადავიფიქრე, აღარ მინდა.

- კი, მაგრამ იქ არავინ დაგჩაგრავს, ნუ გეშინია...

- არა, არა, გმადლობთ ინტერვიუსთვის.

- რა ინტერვიუ, გაგიჟდი?

- ჰო, ასე გამოვიდა, ბოდიშს გიხდი...

- არ დაბეჭდო!..

- სიურპრიზი ჩემზე იყოს...

გჯერათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან, აქვე, ყურისძირში ხდება? პირადად ჩემთვის, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ... რა გითხრათ, რით გაგახაროთ?..

მარინა ხოტივარი

ჟურნალი "გზა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია