პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკანასკნელი მოჰიკანი", რომელიც მუდამ იცოცხლებს
"უკანასკნელი მოჰიკანი", რომელიც მუდამ იცოცხლებს

ჯე­იმზ ფე­ნი­მორ კუ­პერს მთელ მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი დღემ­დე მხო­ლოდ სა­ბავ­შვო მწერ­ლად მი­იჩ­ნევს. ცხა­დია, ეს სუ­ლაც არ არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და კარ­გი სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი არ­ცთუ ბევ­რია მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ, ალ­ბათ, მიხ­ვდე­ბით იმ კონ­ტექსტს, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა "სა­ბავ­შვო მწე­რალ­ში".

არა­და, ბალ­ზა­კი კუ­პე­რის რო­მა­ნე­ბის კი­თხვი­სას სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან ღმუ­ო­და (იქ­ნებ ცოტა "უხე­ში" კომ­პლი­მენ­ტია, მაგ­რამ ბალ­ზა­კი­სა­ვე სი­ტყვე­ბი მომ­ყავს), კრი­ტი­კო­სო­ბის ეტა­ლო­ნად მიჩ­ნე­უ­ლი ბე­ლინ­სკი ჰო­მე­როსს ადა­რებ­და, უი­ლი­ამ თე­კე­რეი უოლ­ტერ სკოტ­ზე მაღ­ლა აყე­ნებ­და, ხოლო თვით პუშ­კი­ნი სა­გან­გე­ბოდ აღ­ნიშ­ნავ­და კუ­პე­რის მდი­დარ პო­ე­ტურ წარ­მო­სახ­ვას.

ამი­ტომ თქვენ, ქარ­თვე­ლო მკი­თხვე­ლე­ბო, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში­ვე გაქვთ წა­კი­თხუ­ლი "უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი", იქ­ნებ კი­დევ ერთხელ, ამ­ჯე­რად ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­და­ი­კი­თხოთ ეს მშვე­ნი­ე­რი წიგ­ნი. მას კი, ვინც მხო­ლოდ ახლა უნდა გა­ეც­ნოს ამ მარ­თლაც ბრწყინ­ვა­ლე მთხრო­ბე­ლის ერთ-ერთ (შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთა­ვარ) შე­დევ­რს, სწო­რედ ის "პირ­ვე­ლად წა­კი­თხვის ბედ­ნი­ე­რე­ბა" ელის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟი.

31 წლი­სა იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი წიგ­ნი და­წე­რა, მაგ­რამ ამა­ზე ცოტა ქვე­მოთ ვი­ტყვით. აქ კი ერთი ბევ­რის­მე­ტყვე­ლი ამ­ბა­ვი უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, თუ რო­გორ თხზავ­და კუ­პე­რი: იმ პირ­ვე­ლი რო­მა­ნი­დან ორ წე­ლი­წად­ში "სა­ზღვაო რო­მა­ნი" და­წე­რა - "ლოც­მა­ნი", რი­თაც იმ დრო­ის­თვის "უც­ნა­უ­რი" რამ და­ამ­ტკი­ცა, რომ რო­მა­ნის­ტი­კის ეს "ჟან­რიც" შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხა­ვი იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ წი­ნას­წარ უყი­ჟი­ნებ­დნენ: "თქვენს წიგნს მყა­ყე წყლის სუნი ექ­ნე­ბა", "მკი­თხველს ასე­თი წიგ­ნის­გან ზღვის ავად­მყო­ფო­ბა და­ტან­ჯავს" და ა.შ. თვი­თო­ნაც, ყო­ფილ­მა მე­ზღვა­ურ­მა, ასე­თი "ტეს­ტი" მო­ი­გო­ნა: ბე­ბე­რი, გა­დამ­დგა­რი "ზღვის მგე­ლი" და­ის­ვა წინ და გა­ტა­ცე­ბით უკი­თხავ­და ამ­ბავს. მო­ხუ­ცი ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით უყუ­რებ­და, თავს უქ­ნევ­და და რო­დე­საც აღ­წე­რილ­მა ქა­რიშ­ხალ­მა პიკს მი­აღ­წია, ფეხ­ზე წა­მოხ­ტა და შეს­ძა­ხა:

- ფოკ­ზე იალ­ქა­ნი აღ­მარ­თეთ! სწრა­ფად!

- არის ფოკ­ზე იალ­ქა­ნი აღვმარ­თო! - უპა­სუ­ხა ავ­ტორ­მა, მა­შინ­ვე მო­ი­მარ­ჯვა კა­ლა­მი და ხელ­ნა­წე­რი ჩა­ას­წო­რა.

სა­ერ­თოდ, დეკ­ლა­მა­ცია უყ­ვარ­და და მისი მწერ­ლო­ბაც ასე და­წყე­ბუ­ლა: ცოლს რო­მე­ლი­ღაც რო­მანს უკი­თხავ­და და სხვა­თა შო­რის უთ­ქვამს, დიდი ვე­რა­ფე­რია, ამა­ზე უკე­თესს მეც კი დავ­წე­რო. მე­უღ­ლემ "სი­ტყვა­ზე და­ი­ჭი­რა" და კუ­პერ­მაც, რო­გორც სი­ტყვი­სა და ღირ­სე­ბის კაც­მა, და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ას­რუ­ლა. რო­მანს "წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა" ერ­ქვა და დიდი წარ­მა­ტე­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ეს და­სა­წყი­სი იყო დიდი გზი­სა. არ­ცთუ ახალ­გაზ­რდა ჯე­იმზ ფე­ნი­მორ კუ­პე­რი მიხ­ვდა, რომ თა­ვის მო­წო­დე­ბას მი­აგ­ნო და ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი (მარ­თლაც ზუს­ტად ნა­ხე­ვა­რი - იგი ხომ 62 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა) ამ დიდ საქ­მეს შეს­წი­რა.

წარ­მა­ტე­ბა არა, წარ­მა­ტე­ბა კი არა, დი­დე­ბა მა­ლე­ვე მო­ვი­და, მე­ო­რე რო­მა­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე: ერთ წე­ლი­წად­ში (1821) მე­ო­რე რო­მა­ნი "ჯა­შუ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა და ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა რო­გორც ამე­რი­კა­ში, ასე­ვე ევ­რო­პა­ში.

ამის შემ­დეგ კუ­პერ­მა ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ რო­მა­ნე­ბის მთე­ლი სე­რია გა­მოს­ცა: "პი­ო­ნე­რე­ბი", "უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი", "პრე­რია", "კვა­ლის მა­ძი­ე­ბე­ლი", "ირ­მებ­ზე მო­ნა­დი­რე". ამ რო­მა­ნე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი - ნა­თა­ნი­ელ ბამ­პო, იგი­ვე "გრძე­ლი თოფი", იგი­ვე "ნა­დირ­თმჟ­ლე­ტი", იგი­ვე "ქო­რის თვა­ლი", იგი­ვე "კვა­ლის მა­ძი­ე­ბე­ლი" - მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხვე­ლის­თვის იდე­ა­ლურ გმი­რად იქცა. სა­მარ­თლი­ა­ნი, მა­მა­ცი, გამ­ჭრი­ა­ხი, ძლი­ე­რი ნა­თა­ნი­ე­ლის ახალ თავ­გა­და­სა­ვალს ყო­ვე­ლი წიგ­ნის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­დე­ბო­და მკი­თხვე­ლი.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ ნა­თა­ნი­ელ ბამ­პოს თავ­გა­და­სავ­ლე­ბის გარ­და (და ამას გან­სა­კუთ­რე­ბით აფა­სებ­და ამე­რი­კულ სი­ნამ­დვი­ლე­სა თუ ის­ტო­რი­ა­ში გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბე­ლი მა­შინ­დე­ლი ევ­რო­პე­ლი მკი­თხვე­ლი), კუ­პე­რის წიგ­ნებ­ში ძა­ლი­ან ცო­ცხლად არის აღ­წე­რი­ლი "პე­რი­ფე­რი­უ­ლი" ამ­ბე­ბი - ის გა­რე­მო, სი­ტუ­ა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც ვი­თარ­დე­ბა სი­უ­ჟე­ტი. ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან რო­გორც ზე­მოთ ვთქვით (სა­ზღვაო სცე­ნის წე­რის პრო­ცესს ვგუ­ლის­ხმობ), მწე­რა­ლი ხომ ძი­რი­თა­დად სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ნახს აღ­წერ­და.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი ამ­ბის გახ­სე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა: ვი­საც წა­კი­თხუ­ლი აქვს "კვა­ლის მა­ძი­ე­ბე­ლი, ანუ ონ­ტა­რი­ოს ნა­პი­რებ­ზე", აუ­ცი­ლებ­ლად ემახ­სოვ­რე­ბა გე­მის მშე­ნებ­ლო­ბის ამ­ბა­ვი, მისი დე­ტა­ლუ­რი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­წე­რა. და ეს ბუ­ნებ­რი­ვიც არის - კუ­პე­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვის სა­მუ­შა­ოს აღ­წერს, რო­დე­საც 18 წლი­სა ამე­რი­კის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლოტ­ში ჩა­ე­წე­რა, სწო­რედ ონ­ტა­რი­ოს ტბა­ზე გა­ამ­წე­სეს და სამ­ხედ­რო გე­მის აგე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

დიახ, 18 წლი­სა გახ­და სამ­ხედ­რო მე­ზღვა­უ­რი, მაგ­რამ უკვე გა­მოც­დი­ლი ზღვა­ო­სა­ნი იყო და ონ­ტა­რი­ოს უზარ­მა­ზა­რი ტბაც "მხო­ლოდ" ტბა იყო მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ებ­მოვ­ლი­ლი ჭა­ბუ­კი­სათ­ვის: პრეს­ტი­ჟუ­ლი იე­ლის კო­ლე­ჯი­დან "უსაქ­ცი­ე­ლო­ბი­სათ­ვის" გა­რი­ცხულ­მა 15 წლის მე­ოც­ნე­ბე ჯე­იმზ ფე­ნი­მორ კუ­პერ­მა მა­შინ­ვე სა­ვაჭ­რო ფლოტს მი­ა­შუ­რა და სამ წე­ლი­წად­ში მთე­ლი პლა­ნე­ტის წყლე­ბი შე­მო­ი­ა­რა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"უკანასკნელი მოჰიკანი", რომელიც მუდამ იცოცხლებს

"უკანასკნელი მოჰიკანი", რომელიც მუდამ იცოცხლებს

ჯეიმზ ფენიმორ კუპერს მთელ მსოფლიოში ბევრი დღემდე მხოლოდ საბავშვო მწერლად მიიჩნევს. ცხადია, ეს სულაც არ არის შეურაცხმყოფელი და კარგი საბავშვო მწერალი არცთუ ბევრია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ, ალბათ, მიხვდებით იმ კონტექსტს, რაც ამ შემთხვევაში იგულისხმება "საბავშვო მწერალში".

არადა, ბალზაკი კუპერის რომანების კითხვისას სიამოვნებისგან ღმუოდა (იქნებ ცოტა "უხეში" კომპლიმენტია, მაგრამ ბალზაკისავე სიტყვები მომყავს), კრიტიკოსობის ეტალონად მიჩნეული ბელინსკი ჰომეროსს ადარებდა, უილიამ თეკერეი უოლტერ სკოტზე მაღლა აყენებდა, ხოლო თვით პუშკინი საგანგებოდ აღნიშნავდა კუპერის მდიდარ პოეტურ წარმოსახვას.

ამიტომ თქვენ, ქართველო მკითხველებო, რომელთა უმრავლესობასაც დარწმუნებული ვარ, ყმაწვილობაშივე გაქვთ წაკითხული "უკანასკნელი მოჰიკანი", იქნებ კიდევ ერთხელ, ამჯერად ზემოთ მოყვანილი შეფასებების გათვალისწინებით, გადაიკითხოთ ეს მშვენიერი წიგნი. მას კი, ვინც მხოლოდ ახლა უნდა გაეცნოს ამ მართლაც ბრწყინვალე მთხრობელის ერთ-ერთ (შეიძლება ითქვას, მთავარ) შედევრს, სწორედ ის "პირველად წაკითხვის ბედნიერება" ელის, რომლის შესახებაც საუბრობს ერთი ცნობილი ქართველი მწერლის ცნობილი პერსონაჟი.

31 წლისა იყო, როდესაც პირველი წიგნი დაწერა, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ ვიტყვით. აქ კი ერთი ბევრისმეტყველი ამბავი უნდა გავიხსენოთ, თუ როგორ თხზავდა კუპერი: იმ პირველი რომანიდან ორ წელიწადში "საზღვაო რომანი" დაწერა - "ლოცმანი", რითაც იმ დროისთვის "უცნაური" რამ დაამტკიცა, რომ რომანისტიკის ეს "ჟანრიც" შეიძლება იყოს საინტერესო საკითხავი იმის მიუხედავად, რომ წინასწარ უყიჟინებდნენ: "თქვენს წიგნს მყაყე წყლის სუნი ექნება", "მკითხველს ასეთი წიგნისგან ზღვის ავადმყოფობა დატანჯავს" და ა.შ. თვითონაც, ყოფილმა მეზღვაურმა, ასეთი "ტესტი" მოიგონა: ბებერი, გადამდგარი "ზღვის მგელი" დაისვა წინ და გატაცებით უკითხავდა ამბავს. მოხუცი ანთებული თვალებით უყურებდა, თავს უქნევდა და როდესაც აღწერილმა ქარიშხალმა პიკს მიაღწია, ფეხზე წამოხტა და შესძახა:

- ფოკზე იალქანი აღმართეთ! სწრაფად!

- არის ფოკზე იალქანი აღვმართო! - უპასუხა ავტორმა, მაშინვე მოიმარჯვა კალამი და ხელნაწერი ჩაასწორა.

საერთოდ, დეკლამაცია უყვარდა და მისი მწერლობაც ასე დაწყებულა: ცოლს რომელიღაც რომანს უკითხავდა და სხვათა შორის უთქვამს, დიდი ვერაფერია, ამაზე უკეთესს მეც კი დავწერო. მეუღლემ "სიტყვაზე დაიჭირა" და კუპერმაც, როგორც სიტყვისა და ღირსების კაცმა, დაიწყო და რამდენიმე კვირაში დაასრულა. რომანს "წინდახედულობა" ერქვა და დიდი წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ეს დასაწყისი იყო დიდი გზისა. არცთუ ახალგაზრდა ჯეიმზ ფენიმორ კუპერი მიხვდა, რომ თავის მოწოდებას მიაგნო და ცხოვრების მეორე ნახევარი (მართლაც ზუსტად ნახევარი - იგი ხომ 62 წლისა გარდაიცვალა) ამ დიდ საქმეს შესწირა.

წარმატება არა, წარმატება კი არა, დიდება მალევე მოვიდა, მეორე რომანის გამოქვეყნებისთანავე: ერთ წელიწადში (1821) მეორე რომანი "ჯაშუში" გამოქვეყნდა და ფურორი მოახდინა როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში.

ამის შემდეგ კუპერმა ამერიკული ცხოვრების შესახებ რომანების მთელი სერია გამოსცა: "პიონერები", "უკანასკნელი მოჰიკანი", "პრერია", "კვალის მაძიებელი", "ირმებზე მონადირე". ამ რომანების მთავარი პერსონაჟი - ნათანიელ ბამპო, იგივე "გრძელი თოფი", იგივე "ნადირთმჟლეტი", იგივე "ქორის თვალი", იგივე "კვალის მაძიებელი" - მილიონობით მკითხველისთვის იდეალურ გმირად იქცა. სამართლიანი, მამაცი, გამჭრიახი, ძლიერი ნათანიელის ახალ თავგადასავალს ყოველი წიგნის დასრულებისთანავე სულმოუთქმელად ელოდებოდა მკითხველი.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნათანიელ ბამპოს თავგადასავლების გარდა (და ამას განსაკუთრებით აფასებდა ამერიკულ სინამდვილესა თუ ისტორიაში გაუთვითცნობიერებელი მაშინდელი ევროპელი მკითხველი), კუპერის წიგნებში ძალიან ცოცხლად არის აღწერილი "პერიფერიული" ამბები - ის გარემო, სიტუაცია და საზოგადოება, სადაც ვითარდება სიუჟეტი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან როგორც ზემოთ ვთქვით (საზღვაო სცენის წერის პროცესს ვგულისხმობ), მწერალი ხომ ძირითადად საკუთარი თვალით ნანახს აღწერდა.

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ამბის გახსენება შეიძლება: ვისაც წაკითხული აქვს "კვალის მაძიებელი, ანუ ონტარიოს ნაპირებზე", აუცილებლად ემახსოვრება გემის მშენებლობის ამბავი, მისი დეტალური და ძალიან საინტერესო აღწერა. და ეს ბუნებრივიც არის - კუპერი, ფაქტობრივად, თავის სამუშაოს აღწერს, როდესაც 18 წლისა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ჩაეწერა, სწორედ ონტარიოს ტბაზე გაამწესეს და სამხედრო გემის აგებაში მონაწილეობდა.

დიახ, 18 წლისა გახდა სამხედრო მეზღვაური, მაგრამ უკვე გამოცდილი ზღვაოსანი იყო და ონტარიოს უზარმაზარი ტბაც "მხოლოდ" ტბა იყო მსოფლიო ოკეანეებმოვლილი ჭაბუკისათვის: პრესტიჟული იელის კოლეჯიდან "უსაქციელობისათვის" გარიცხულმა 15 წლის მეოცნებე ჯეიმზ ფენიმორ კუპერმა მაშინვე სავაჭრო ფლოტს მიაშურა და სამ წელიწადში მთელი პლანეტის წყლები შემოიარა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს