მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გემების სასაფლაო - წყლის გიგანტების უკანასკნელი განსასვენებელი
გემების სასაფლაო - წყლის გიგანტების უკანასკნელი განსასვენებელი

დიდი გე­მე­ბის (ტან­კე­რე­ბი, კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დე­ბი, მშრალტვირ­თმზი­დე­ბი) "სა­სი­ცო­ცხლო პე­რი­ო­დი" სა­შუ­ა­ლოდ 25-30 წე­ლი­წა­დია. ამ დრო­ის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, სა­ო­კე­ა­ნო გი­გან­ტე­ბის ჩა­მო­წე­რის პრო­ცე­დუ­რა იწყე­ბა. გაზ­რდი­ლი სა­და­ზღვე­ვო და სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ხარ­ჯე­ბი, "ასა­კო­ვა­ნი" გე­მე­ბის შე­ნახ­ვას წამ­გე­ბი­ანს ხდის. ამი­ე­რი­დან მათი ფა­სე­უ­ლო­ბა მხო­ლოდ ფო­ლა­დის კორ­პუ­სებ­ში ინა­ხე­ბა.

გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, გე­მე­ბის უტი­ლი­ზა­ცია მკაც­რა­დაა რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი და ეკო­ლო­გი­ის დაც­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­შრე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც მსგავს შავ სა­მუ­შა­ოს ძი­რი­თა­დად ბენ­გლა­დე­ში, ინ­დო­ე­თი და პა­კის­ტა­ნი ას­რუ­ლებს. აქ იაფი მუ­შა­ხე­ლია და ეკო­ლო­გი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზეც ფიქ­რით თავს არა­ვინ იწუ­ხებს.

დღე­ის­თვის, სა­ო­კე­ა­ნო გი­გან­ტე­ბის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­საფ­ლაო ბენ­გლა­დეშ­ში, ჩი­ტა­გონ­გე­ში მდე­ბა­რე­ობს. გე­მე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 50%-ს ჯარ­თზე სწო­რედ აქ ჭრი­ან. ყო­ველ კვი­რა აქ 3-5 ახა­ლი გემი მო­დის. პრო­ცე­დუ­რა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრო­კე­რე­ბი აუქ­ცი­ო­ნებ­ზე ჩა­მო­წე­რილ და ნახ­მარ გე­მებს ყი­დუ­ლო­ბენ. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის დრო­ე­ბით ეკი­პაჟ­სა და კა­პი­ტანს ქი­რა­ო­ბენ. გე­მე­ბი ნა­პი­რამ­დე სა­კუ­თა­რი სვლით მო­დი­ან და სა­ნა­პი­რო ქვი­შა­ში ეფ­ლო­ბი­ან.

ამის შემ­დეგ გე­მე­ბი­დან იღე­ბენ ყვე­ლა სა­ხის სი­თხეს - დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის, ძრა­ვე­ბის ზე­თებს, ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სი­თხე­ებს. ფო­ლა­დის გი­გან­ტე­ბის უტი­ლი­ზა­ცია სწო­რედ ამის შემ­დეგ იწყე­ბა. ჩი­ტა­გონ­გე­ში არ­სე­ბულ 100-მდე ვერფზე, ამ საქ­მით 80,000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. მათი ყო­ველ­დღი­უ­რი ხელ­ფა­სი 1,5-3 დო­ლა­რია. სა­მუ­შაო დღე 12-14 სთ-ს გრძელ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად ჩი­ტა­გონ­გე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ბინ­ძურ ად­გი­ლად ით­ვლე­ბა.

გე­მე­ბის დაშ­ლი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი პირ­და­პირ სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე რჩე­ბა. ქვი­შა მა­ზუ­თით, დი­ზე­ლის საწ­ვა­ვით, და სხვა­დას­ხვა ზე­თე­ბი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი. აზ­ბეს­ტის და­საშ­ვე­ბი კონ­ცენ­ტრა­ცია აქ ნორ­მას 120-ჯერ, ტყვი­ის კი - 320-ჯერ აღე­მა­ტე­ბა. ჩი­ტა­გონ­გე­ში გე­მე­ბის უტი­ლი­ზა­ცია 1969 წლი­დან და­ი­წყო. დღეს, ყო­ველ­წლი­უ­რად ამ ად­გი­ლას 180-250 გემს შლი­ან. მათი დაჭ­რა ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბით - ავ­ტო­გე­ნით და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლით წარ­მო­ებს.

ვერ­ფებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი 80,000 ადა­მი­ა­ნი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 10,000 ბავ­შვია, რო­მელ­თა ასა­კიც 10-დან 14 წლამ­დე მერ­ყე­ობს. ყვე­ლა­ზე და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად კა­ტე­გო­რი­ას სწო­რედ ისი­ნი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან - დღე­ში 1,5 დო­ლა­რი. ყო­ველ­წლი­უ­რად გე­მე­ბის უტი­ლი­ზა­ცი­ას, ბენ­გლა­დეშ­ში 50 ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბი 300-400 - ხე­ი­ბა­რი რჩე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ ttolk.ru-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გემების სასაფლაო - წყლის გიგანტების უკანასკნელი განსასვენებელი

გემების სასაფლაო - წყლის გიგანტების უკანასკნელი განსასვენებელი

დიდი გემების (ტანკერები, კონტეინერმზიდები, მშრალტვირთმზიდები) "სასიცოცხლო პერიოდი" საშუალოდ 25-30 წელიწადია. ამ დროის ამოწურვის შემდეგ, საოკეანო გიგანტების ჩამოწერის პროცედურა იწყება. გაზრდილი სადაზღვევო და საექსპლუატაციო ხარჯები, "ასაკოვანი" გემების შენახვას წამგებიანს ხდის. ამიერიდან მათი ფასეულობა მხოლოდ ფოლადის კორპუსებში ინახება.

განვითარებულ ქვეყნებში, გემების უტილიზაცია მკაცრადაა რეგლამენტირებული და ეკოლოგიის დაცვიდან გამომდინარე, დიდ ხარჯებთანაა დაკავშრებული. ამიტომაც მსგავს შავ სამუშაოს ძირითადად ბენგლადეში, ინდოეთი და პაკისტანი ასრულებს. აქ იაფი მუშახელია და ეკოლოგიის შენარჩუნებაზეც ფიქრით თავს არავინ იწუხებს.

დღეისთვის, საოკეანო გიგანტების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო ბენგლადეშში, ჩიტაგონგეში მდებარეობს. გემების საერთო რაოდენობის 50%-ს ჯართზე სწორედ აქ ჭრიან. ყოველ კვირა აქ 3-5 ახალი გემი მოდის. პროცედურა საკმაოდ მარტივია. საერთაშორისო ბროკერები აუქციონებზე ჩამოწერილ და ნახმარ გემებს ყიდულობენ. დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირებისთვის დროებით ეკიპაჟსა და კაპიტანს ქირაობენ. გემები ნაპირამდე საკუთარი სვლით მოდიან და სანაპირო ქვიშაში ეფლობიან.

ამის შემდეგ გემებიდან იღებენ ყველა სახის სითხეს - დიზელის საწვავის, ძრავების ზეთებს, ხანძარსაწინააღმდეგო სითხეებს. ფოლადის გიგანტების უტილიზაცია სწორედ ამის შემდეგ იწყება. ჩიტაგონგეში არსებულ 100-მდე ვერფზე, ამ საქმით 80,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მათი ყოველდღიური ხელფასი 1,5-3 დოლარია. სამუშაო დღე 12-14 სთ-ს გრძელდება. ამავდროულად ჩიტაგონგე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ ადგილად ითვლება.

გემების დაშლისას წარმოქმნილი ნარჩენები პირდაპირ სანაპირო ზოლზე რჩება. ქვიშა მაზუთით, დიზელის საწვავით, და სხვადასხვა ზეთებითაა გაჟღენთილი. აზბესტის დასაშვები კონცენტრაცია აქ ნორმას 120-ჯერ, ტყვიის კი - 320-ჯერ აღემატება. ჩიტაგონგეში გემების უტილიზაცია 1969 წლიდან დაიწყო. დღეს, ყოველწლიურად ამ ადგილას 180-250 გემს შლიან. მათი დაჭრა ყველაზე პრიმიტიული მეთოდებით - ავტოგენით და ფიზიკური ძალით წარმოებს.

ვერფებზე დასაქმებული 80,000 ადამიანიდან, დაახლოებით 10,000 ბავშვია, რომელთა ასაკიც 10-დან 14 წლამდე მერყეობს. ყველაზე დაბალანაზღაურებად კატეგორიას სწორედ ისინი მიეკუთვნებიან - დღეში 1,5 დოლარი. ყოველწლიურად გემების უტილიზაციას, ბენგლადეშში 50 ადამიანი ეწირება. დაახლოები 300-400 - ხეიბარი რჩება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ ttolk.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე