13 მაისს ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ხიდიდან მდინარე ფოცხოვში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება 13:30 საათზე შევიდა. მაშველები დაკარგულს ექვსი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
"გადავკეტეთ მდინარე, მობილიზებულია სამაშველო სამსახური", - ამბობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე.
მისივე თქმით, უშედეგო ძებნის შემდეგ, თამარაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული "PSP"-ს აფთიაქისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოს“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ ახალგაზრდა უვნებელი გადარჩა.