თუ დღემდე საცურაო კოსტუმი მხოლოდ სხეულის გარკვეულ ნაწილებს ფარავდა, ახლა ახალი ტრენდი გაჩნდა - კოსტუმი, რომელზეც შინაგანი ორგანოებია გამოსახული.
საზოგადოების ნაწილმა ის უკვე შეადარა ჰელოუინის სამოსს, მაგრამ სხვისი აზრი გოგონებს, რომლებიც ამ საცურაო კოსტუმში თავს კარგად გრძნობენ, ნაკლებად ადარდებთ. საცურაო კოსტუმი ზედმიწევნით აჩვენებს ადამიანის შინაგან ორგანოებს: გულს, ფილტვს, მსხვილ ნაწლავს და კუნთის ქსოვილს.
კომპანია Black Milk Clothing-ის დიზაინერმა კოლექციას "მოვითხოვთ შიგნეულობას" უწოდა. მან სოციალური ქსელები დაიპყრო. საცურაო კოსტუმი 84 დოლარი ღირს და მომხმარებლებმა ის იმდენად სწრაფად შეიძინეს, რომ მხოლოდ XXS, LT და XS ზომებია დარჩენილი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.