ფრანსუა ოლანდი - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულება ბოლომდე არ სრულდება

ფრანსუა ოლანდი - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულება ბოლომდე არ სრულდება

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულება ბოლომდე არ სრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა კვლავ არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.

"მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. უკვე რამდენიმე თვის წინ შესაძლებლობა მომეცა პირადად გავსაუბრებოდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა იყო ვილნიუსის სამიტზე, პრემიერთან კი ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე. მე გავიმეორებ იმას, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვახსენე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დღესდღეობით არ არის დაცული და აღდგენილი და სამწუხაროდ, ეს პრობლემა კვლავ არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. ბატონმა პრეზიდენტმა როგორც აღნიშნა, 2008 წლის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლომდე არ სრულდება", - განაცხადა ოლანდმა.

მისივე თქმით, საქართველოში მისი ვიზიტი მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს - გამოხატოს საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარი დაუჭიროს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა