Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიკა თხელიძე: ''პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობდი, რასაც ვნანობ!..''
მარიკა თხელიძე: ''პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობდი, რასაც ვნანობ!..''

დიდი ხა­ნია, მა­რი­კა თხე­ლი­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დით მისი ბე­დით და გა­დავ­წყვი­ტეთ, საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ გვე­კი­თხა.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­რი­კა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს. რო­გორც მომ­ღე­რალს, ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა სცე­ნა და შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო გულ­და­წყვე­ტი­ლია.

- სამ­სა­ხუ­რი, სახ­ლი - ესაა ჩემი დღე­ვან­დე­ლი რე­ჟი­მი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რებ­საც თა­ვი­ან­თი ად­გი­ლი აქვთ, მაგ­რამ მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძი­რი­თა­დად სა­მი­ნის­ტროს საქ­მე­ებ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. ში­გა­და­შიგ კონ­ცერ­ტე­ბიც მაქვს, მაგ­რამ უფრო მე­ტად საქ­ველ­მოქ­მე­დო ხა­სი­ა­თის. შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ნაკ­ლე­ბად ვარ დატ­ვირ­თუ­ლი და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ადრე ასე არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, ამა­ზე მე­ტად ვღე­ლავ. თან, ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ხალ­ხის­გან ვგრძნობ დიდ სით­ბოს, სიყ­ვა­რულ­სა და სტი­მულს. მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ჩან­ხა­რო. ბოლო პე­რი­ოდ­ში მუ­სი­კოს კობა მეს­ხი­ას­თან რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, მაგ­რამ არ­სად მი­მი­ტა­ნია, ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი რა­დი­ო­შიც კი არ ტრი­ა­ლებს. ახლა ვფიქ­რობ, ისევ კო­ბას­თან ჩავ­წე­რო ახა­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა, მი­ვი­ტან რა­დი­ო­ში, გავ­რცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ა.შ.

- შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი რა არის?

- რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ალ­ბათ მა­ინც ისაა, რომ კონ­ცერ­ტებ­ში ნაკ­ლე­ბად ვარ დატ­ვირ­თუ­ლი, რა­ზეც გული მწყდე­ბა. არ მინ­და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ეს გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მათ­გან, ვინც ამა თუ იმ კონ­ცერტს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს და არ სურს ჩემი იქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აბა, სხვა რა მი­ზე­ზი უნდა იყოს? მეს­მის, რომ ამ ბოლო დროს სა­სიმ­ღე­რო კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, მაგ­რამ სიმ­ღე­რის ჩა­წე­რას ფი­ნან­სე­ბი რომ სჭირ­დე­ბა, ეს ყვე­ლამ იცის, მომ­ღერ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი კი კონ­ცერ­ტე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რია. როცა აქ­ტი­უ­რად ხარ ჩარ­თუ­ლი ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, სტი­მუ­ლიც გეძ­ლე­ვა იმის­თვის, რომ მეტი შექ­მნა, ჩა­წე­რო სიმ­ღე­რე­ბი. მომ­ღერ­ლო­ბა ჩემ­თვის ჰობი არ არის, მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს საქ­მე, მით უმე­ტეს ხალ­ხის­გან რომ ვგრძნობ ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბას, მერე უფრო მწყდე­ბა გული შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე.

- სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის­თვის მო­ნა­წი­ლე­თა შერ­ჩე­ვა­სა და შემ­დეგ ამა თუ იმ მომ­ღერ­ლის სი­ი­დან ამო­ღე­ბას დიდი სკან­და­ლი მოჰ­ყვა. კონ­ცერ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა სი­ი­დან შენს და არა მარ­ტო შენს ამო­ღე­ბას მა­რი­ნა ბე­რი­ძეს უკავ­ში­რებ­დნენ...

- კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებ­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მა­რი­ნა ბე­რი­ძე­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ მინ­და, მოხ­და ის, რაც მოხ­და. მაგ­რამ მა­შინ ით­ქვა, თით­ქოს სი­ი­დან უნი­ჭო მომ­ღერ­ლე­ბი ამო­ი­ღეს. ნი­ჭი­ე­რი ვარ თუ უნი­ჭო, ეს ხალ­ხმა უნდა გან­სა­ზღვროს, უნი­ჭო რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, აქამ­დე ვერ მო­ვი­დო­დი. ამა­საც თავი და­ვა­ნე­ბოთ, ერთი ადა­მი­ა­ნი არ უნდა წყვეტ­დეს, ვინ გა­მო­ვი­დეს კონ­ცერ­ტზე და ვინ არა, ეს პი­რა­დი სიმ­პა­თი­ის მი­ხედ­ვით არ უნდა წყდე­ბო­დეს, თან ასე­თი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მოს­ვლა, ცოტა არ იყოს, უხერ­ხუ­ლია. მა­რი­ნა აქ მუ­შა­ობ­და და მას­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ გა­მაკ­ვირ­ვა პო­ზი­ცი­ამ, რო­მე­ლიც ჩემ მი­მართ ჰქო­ნია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას­ზე ცუ­დის თქმას არ ვა­პი­რებ, მას თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს, მე – ჩემი. სა­წყე­ნია, რომ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს გვერ­დით არ უდ­გა­ნან, სცე­ნა­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი რა­ტომ უნდა იდ­გეს? მათ­თან ერ­თად ხომ შე­იძ­ლე­ბა, სხვე­ბიც იყ­ვნენ?!.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

gio
0

შემოქმედებითი პაუზის მიზეზიო? "შემოქმედებითი" ცოტა ხმამაღალი სიტყვა ხომ არ არის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მარიკა თხელიძე: ''პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობდი, რასაც ვნანობ!..''

მარიკა თხელიძე: ''პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობდი, რასაც ვნანობ!..''

დიდი ხანია, მარიკა თხელიძე ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამიტომ დავინტერესდით მისი ბედით და გადავწყვიტეთ, საქმიანობისა და შემოქმედების შესახებ გვეკითხა.

შეგახსენებთ, მარიკა კულტურის სამინისტროში საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტში მუშაობს. როგორც მომღერალს, ძალიან ენატრება სცენა და შექმნილი ვითარების გამო გულდაწყვეტილია.

- სამსახური, სახლი - ესაა ჩემი დღევანდელი რეჟიმი, რასაკვირველია, ჩემს ცხოვრებაში მეგობრებსაც თავიანთი ადგილი აქვთ, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად სამინისტროს საქმეებზე ვარ გადართული. შიგადაშიგ კონცერტებიც მაქვს, მაგრამ უფრო მეტად საქველმოქმედო ხასიათის. შემოქმედებითად ნაკლებად ვარ დატვირთული და ამას ძალიან განვიცდი, ადრე ასე არ ვიყავი, მაგრამ რაც დრო გადის, ამაზე მეტად ვღელავ. თან, ამას ისიც ემატება, რომ ხალხისგან ვგრძნობ დიდ სითბოს, სიყვარულსა და სტიმულს. მეკითხებიან, რატომ არ ჩანხარო. ბოლო პერიოდში მუსიკოს კობა მესხიასთან რამდენიმე სიმღერა ჩავწერე, მაგრამ არსად მიმიტანია, ეს ნამუშევრები რადიოშიც კი არ ტრიალებს. ახლა ვფიქრობ, ისევ კობასთან ჩავწერო ახალი სიმღერა, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, მივიტან რადიოში, გავრცელდება სოციალურ ქსელში და ა.შ.

- შემოქმედებითი პაუზის რეალური მიზეზი რა არის?

- რეალური მიზეზი ალბათ მაინც ისაა, რომ კონცერტებში ნაკლებად ვარ დატვირთული, რაზეც გული მწყდება. არ მინდა კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკი, მაგრამ ეს გამომდინარეობს მათგან, ვინც ამა თუ იმ კონცერტს ორგანიზებას უწევს და არ სურს ჩემი იქ მონაწილეობა. აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? მესმის, რომ ამ ბოლო დროს სასიმღერო კარიერაში ახალი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ სიმღერის ჩაწერას ფინანსები რომ სჭირდება, ეს ყველამ იცის, მომღერლის შემოსავალი კი კონცერტებიდან მიღებული ჰონორარია. როცა აქტიურად ხარ ჩართული ამა თუ იმ ღონისძიებაში, სტიმულიც გეძლევა იმისთვის, რომ მეტი შექმნა, ჩაწერო სიმღერები. მომღერლობა ჩემთვის ჰობი არ არის, მართლა ძალიან მიყვარს ეს საქმე, მით უმეტეს ხალხისგან რომ ვგრძნობ ამხელა ყურადღებას, მერე უფრო მწყდება გული შექმნილ ვითარებაზე.

- საახალწლო კონცერტისთვის მონაწილეთა შერჩევასა და შემდეგ ამა თუ იმ მომღერლის სიიდან ამოღებას დიდი სკანდალი მოჰყვა. კონცერტის მონაწილეთა სიიდან შენს და არა მარტო შენს ამოღებას მარინა ბერიძეს უკავშირებდნენ...

- კონკრეტულ პიროვნებებზე, ამ შემთხვევაში, მარინა ბერიძეზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ მაშინ ითქვა, თითქოს სიიდან უნიჭო მომღერლები ამოიღეს. ნიჭიერი ვარ თუ უნიჭო, ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს, უნიჭო რომ ვყოფილიყავი, აქამდე ვერ მოვიდოდი. ამასაც თავი დავანებოთ, ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს, ვინ გამოვიდეს კონცერტზე და ვინ არა, ეს პირადი სიმპათიის მიხედვით არ უნდა წყდებოდეს, თან ასეთი დამამცირებელი განცხადებებით გამოსვლა, ცოტა არ იყოს, უხერხულია. მარინა აქ მუშაობდა და მასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ გამაკვირვა პოზიციამ, რომელიც ჩემ მიმართ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მასზე ცუდის თქმას არ ვაპირებ, მას თავისი შეხედულებები აქვს, მე – ჩემი. საწყენია, რომ ნიჭიერ ადამიანებს გვერდით არ უდგანან, სცენაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რატომ უნდა იდგეს? მათთან ერთად ხომ შეიძლება, სხვებიც იყვნენ?!.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"დაკანონებულია" - ახალდაქორწინებული მარიკა თხელიძე გულშემატკივრებს ქორწინების ამსახველ ფოტოს უზიარებს

"მოუსმინეთ საკუთარ თავს, რა გაბედნიერებთ" - დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი კვლავ ერთად არიან: წყვილის ახალი ფოტო

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს