სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თარო, რომელიც წიგნს შეგაყვარებს
თარო, რომელიც წიგნს შეგაყვარებს

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ტერ­ნე­ტი სულ უფრო მე­ტად მკვიდ­რდე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ზღვა ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის, წიგ­ნის მა­გი­ე­რი ქვეყ­ნად ჯერ არა­ფე­რი შექ­მნი­ლა.

წიგნს, რო­გორც ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავრს, მოფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, მას სა­პა­ტიო ად­გი­ლი უნდა ეჭი­როს იმ სივ­რცე­ში, სა­დაც ვტრი­ა­ლებთ. ამი­ტომ წიგნ­თან ერ­თად თა­რო­საც შერ­ჩე­ვა უნდა. წიგ­ნე­ბით სავ­სე თარო არა მხო­ლოდ უნდა მი­ე­სა­და­გე­ბო­დეს სივ­რცის დი­ზა­ინს, არა­მედ წიგ­ნის წა­კი­თხვის სურ­ვილ­საც უნდა აღ­ვი­ძებ­დეს და თა­რო­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი სა­გან­ძუ­რი გარ­შე­მომ­ყოფ­თა ინ­ტე­რესს უნდა იწ­ვევ­დეს. კარ­გი წიგ­ნი ოჯა­ხის გან­ძია, რო­მე­ლიც თა­ო­ბებს გა­და­ე­ცე­მა, ამი­ტომ წიგ­ნის თა­როს უპირ­ვე­ლე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა წიგ­ნის და­ზი­ა­ნე­ბის­გან დაც­ვაა. ამის­თვის წიგ­ნებს შო­რის სივ­რცე უნდა იყოს, რაც ყდას პირ­ვან­დელ პეწს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს. თუ პა­ტა­რა ბინა გაქვთ, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის სიმ­სუ­ბუ­ქით გა­მორ­ჩე­უ­ლი თარო შე­არ­ჩი­ეთ. მას დიდი ად­გი­ლი არ დას­ჭირ­დე­ბა.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თა­რო­ზე მჭიდ­როდ ჩა­წყო­ბი­ლი წიგ­ნე­ბი ადა­მი­ანს თრგუ­ნავს, ხოლო თა­ვი­სუფ­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლი სურ­ვილს გი­ჩენს, რო­მე­ლი­მეს ხელი და­ავ­ლო და გა­და­ი­კი­თხო. თა­რო­ზე საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის მო­სა­ძებ­ნად გარ­ჯა არ უნდა გჭირ­დე­ბო­დეს და რაც მთა­ვა­რია, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო უნდა იყოს...

ბოლო დროს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­ინ­ტე­რე­სო კრე­ბუ­ლი შე­ე­მა­ტა - გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექ­ტი "50 + ბიბ­ლია +49 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" უმალ აი­ტა­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. მკი­თხვე­ლი კვი­რი­დან კვი­რამ­დე ელო­და ხელ­საყ­რელ ფა­სად შე­თა­ვა­ზე­ბულ ყო­ველ ახალ წიგნს. სტუმ­რად მი­სულს ოჯახ­ში ან რეს­პონ­დენ­ტის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში ხში­რად მხვდე­ბა ეს კრე­ბუ­ლი, რომ­ლი­თაც მფლო­ბე­ლიც ამა­ყობს და ჩვენც.

თუმ­ცა, ხში­რად წუ­ხან იმის გამო, რომ წიგ­ნებს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვე­ღარ ატე­ვენ. რო­გორც უნდა გა­და­ა­ად­გი­ლო ძვე­ლი წიგ­ნე­ბი, რთუ­ლია ძველ თა­რო­ზე ყვე­ლა ახა­ლი წიგ­ნის­თვის მო­ი­ძებ­ნოს ად­გი­ლი. "პა­ლიტ­რა­მე­დი­ამ" ამა­ზეც იზ­რუ­ნა და ცოტა ხან­ში წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს მე­დი­ა­სახლ "პა­ლიტ­რი­სა­გან" კი­დევ ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე ელით. "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში გა­სა­ყი­დად გა­მოჩ­ნდე­ბა სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნის წიგ­ნის თა­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ამ­შვე­ნებს ნე­ბის­მი­ერ ინ­ტე­რი­ერს. მათი დად­გმა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც კე­დელ­თან, ისე - ოთა­ხის გა­და­სა­ტიხ­რად. ახალ თა­რო­ზე ახალ წიგ­ნებს და­ა­ლა­გებთ - ეს თა­რო­ე­ბი სა­გან­გე­ბოდ 100 წიგ­ნის­თვის შე­იქ­მნა. ვი­საც მხო­ლოდ 50 წიგ­ნი აქვს შეგ­რო­ვი­ლი, მათ ერთ თა­რო­ზე და­ა­ტევს, ხოლო ვინც გა­აგ­რძე­ლა სე­რი­ის შეგ­რო­ვე­ბა და "ბიბ­ლია" და კი­დევ 49 წიგ­ნი ექ­ნე­ბა, 100 წიგ­ნის მო­თავ­სე­ბას ორ თა­რო­ზე შეძ­ლებს.

"ჩემი წიგ­ნის თარო" გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის თხოვ­ნით შე­იქ­მნა. თა­როს დი­ზა­ი­ნის შე­საქ­მნე­ლად "პა­ლიტ­რა L"-მა კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 300-ზე მეტ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა. კონ­კურ­სის მი­ზა­ნი იყო პრაქ­ტი­კუ­ლი, ამას­თა­ნა­ვე, მოხ­დე­ნი­ლი თა­რო­ე­ბის შექ­მნა. ჟი­უ­რიმ ოთხი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი შე­არ­ჩია, რომ­ლის მი­ხედ­ვით დამ­ზად­და წიგ­ნის თა­რო­ე­ბი.

წიგ­ნის თა­რო­ე­ბი "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ებ­ში მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა. ეს თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის თა­რო­ე­ბი ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მოს და­ამ­შვე­ნებს და რაც მთა­ვა­რია, მას­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი მკი­თხველს წიგ­ნის კი­თხვის სურ­ვილს გა­უ­ჩენს. "ასი წიგ­ნი" პა­ტა­რა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კაა, ამი­ტომ მას ად­გი­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სჭირ­დე­ბა.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი

თარო, რომელიც წიგნს შეგაყვარებს

თარო, რომელიც წიგნს შეგაყვარებს

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი სულ უფრო მეტად მკვიდრდება ჩვენს ცხოვრებაში და ზღვა ინფორმაციას გვაწვდის, წიგნის მაგიერი ქვეყნად ჯერ არაფერი შექმნილა.

წიგნს, როგორც ცხოვრების თანამგზავრს, მოფრთხილება სჭირდება, მას საპატიო ადგილი უნდა ეჭიროს იმ სივრცეში, სადაც ვტრიალებთ. ამიტომ წიგნთან ერთად თაროსაც შერჩევა უნდა. წიგნებით სავსე თარო არა მხოლოდ უნდა მიესადაგებოდეს სივრცის დიზაინს, არამედ წიგნის წაკითხვის სურვილსაც უნდა აღვიძებდეს და თაროზე დალაგებული საგანძური გარშემომყოფთა ინტერესს უნდა იწვევდეს. კარგი წიგნი ოჯახის განძია, რომელიც თაობებს გადაეცემა, ამიტომ წიგნის თაროს უპირველესი დანიშნულება წიგნის დაზიანებისგან დაცვაა. ამისთვის წიგნებს შორის სივრცე უნდა იყოს, რაც ყდას პირვანდელ პეწს შეუნარჩუნებს. თუ პატარა ბინა გაქვთ, თანამედროვე დიზაინის სიმსუბუქით გამორჩეული თარო შეარჩიეთ. მას დიდი ადგილი არ დასჭირდება.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თაროზე მჭიდროდ ჩაწყობილი წიგნები ადამიანს თრგუნავს, ხოლო თავისუფლად განლაგებული სურვილს გიჩენს, რომელიმეს ხელი დაავლო და გადაიკითხო. თაროზე საყვარელი წიგნის მოსაძებნად გარჯა არ უნდა გჭირდებოდეს და რაც მთავარია, მასთან ურთიერთობა სასიამოვნო უნდა იყოს...

ბოლო დროს ბევრი ადამიანის ბიბლიოთეკას საინტერესო კრებული შეემატა - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტი "50 + ბიბლია +49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" უმალ აიტაცა საზოგადოებამ. მკითხველი კვირიდან კვირამდე ელოდა ხელსაყრელ ფასად შეთავაზებულ ყოველ ახალ წიგნს. სტუმრად მისულს ოჯახში ან რესპონდენტის სამუშაო კაბინეტში ხშირად მხვდება ეს კრებული, რომლითაც მფლობელიც ამაყობს და ჩვენც.

თუმცა, ხშირად წუხან იმის გამო, რომ წიგნებს ბიბლიოთეკაში ვეღარ ატევენ. როგორც უნდა გადააადგილო ძველი წიგნები, რთულია ძველ თაროზე ყველა ახალი წიგნისთვის მოიძებნოს ადგილი. "პალიტრამედიამ" ამაზეც იზრუნა და ცოტა ხანში წიგნის მოყვარულებს მედიასახლ "პალიტრისაგან" კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელით. "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გასაყიდად გამოჩნდება საუკეთესო დიზაინის წიგნის თაროები, რომლებიც დაამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს. მათი დადგმა შესაძლებელი იქნება, როგორც კედელთან, ისე - ოთახის გადასატიხრად. ახალ თაროზე ახალ წიგნებს დაალაგებთ - ეს თაროები საგანგებოდ 100 წიგნისთვის შეიქმნა. ვისაც მხოლოდ 50 წიგნი აქვს შეგროვილი, მათ ერთ თაროზე დაატევს, ხოლო ვინც გააგრძელა სერიის შეგროვება და "ბიბლია" და კიდევ 49 წიგნი ექნება, 100 წიგნის მოთავსებას ორ თაროზე შეძლებს.

"ჩემი წიგნის თარო" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინოვაციური პროექტია, რომელიც მომხმარებლის თხოვნით შეიქმნა. თაროს დიზაინის შესაქმნელად "პალიტრა L"-მა კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა დიზაინერმა. კონკურსის მიზანი იყო პრაქტიკული, ამასთანავე, მოხდენილი თაროების შექმნა. ჟიურიმ ოთხი საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია, რომლის მიხედვით დამზადდა წიგნის თაროები.

წიგნის თაროები "ბიბლუსის" მაღაზიებში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება. ეს თანამედროვე დიზაინის თაროები ნებისმიერ გარემოს დაამშვენებს და რაც მთავარია, მასზე დალაგებული წიგნები მკითხველს წიგნის კითხვის სურვილს გაუჩენს. "ასი წიგნი" პატარა, მაგრამ განსაკუთრებული ბიბლიოთეკაა, ამიტომ მას ადგილიც განსაკუთრებული სჭირდება.

ემა ტუხიაშვილი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს