ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმზე კონსტანტინე კუბლაშვილის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომ სასამართლო დღეს ისეთი დამოუკიდებელია, როგორც არასდროს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-საფრანგეთის ბიზნესფორუმზე იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიოში მერვე ადგილზეა. თუმცა ინტელექტუალური საკუთრების არსის მიმართულებით პრობლემები არსებობს.

"გეთანხმებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა კითხვები საქართველოში ბიზნესგარემოს სირთულეებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა იყო სულ რაღაც ორი წლის წინ, საკუთრების უფლების დაცვის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმნიდა ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. არსებობდა ბევრი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები ამ მიმართულებით. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნა", - განაცხადა ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით განახორციელა.

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის. გარდა ამისა, პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე გავხადეთ. ჩვენ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ. მივაღწიეთ პროგრესს, თუმცა არ ვამბობ, რომ აქ ყველაფერი იდეალურია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესი დღეს არის აბსოლუტურად დაცული, საკუთრების უფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს, ასევე თავისუფალია სასამართლოს სისტემა და ამის დასტურად პრემიერმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის სიტყვები მოიყვანა.

"მინდა მოვახდინო ციტირება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, რომელიც წლებია ამ სასამართლოს თავმჯდომარეობს. მან თქვა, რომ სასამართლო დღეს არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასდროს ყოფილა. ასევე ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული, ბიზნესმენები, იქნებიან ეს უცხოელები თუ ადგილობრივები. ჩვენ შევქმენით პროგნოზირებადი გარემო ქვეყანაში და ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელსაც ვავითარებთ. ის ჩივილები, რომელიც არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით, პრაქტიკულად აღმოფხვრილია და არანაირი საჩივარიც კი არ არის დაწერილი არც ერთი ბიზნესმენის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა