პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი საქართველოშია!!! (+განრიგი)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი საქართველოშია!!! (+განრიგი)

2006 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ჰა­ვა­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვ­რებ ერთ-ერთ ოჯახ­ში ვარ­დის სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლე­ბა იგ­რძნეს. ოჯა­ხის უფ­როსს, ნექ­ტა­რი­ოს იან­ქსონს, თა­ვი­დან ეგო­ნა, რომ ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რის მო­ტა­ნი­ლი რა­ი­მე ნივ­თი გა­მოს­ცემ­და ამ სურ­ნელს,მაგ­რამ ეს მო­საზ­რე­ბა ყვე­ლამ უარ­ყო. მა­შინ და­ი­წყეს ძებ­ნა, მიყ­ვნენ სურ­ნე­ლე­ბას და წიგ­ნის თა­რო­ზე, სულ მაღ­ლა, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ფო­ტო­ას­ლი, რო­მელ­საც იქა­უ­რო­ბა მი­რო­ნით და­ეს­ვე­ლე­ბი­ნა. შეძრწუ­ნე­ბულ­მა ნექ­ტა­რი­ოს­მა ძვირ­ფა­სი აღ­მო­ჩე­ნა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში წა­აბ­რძა­ნა და მამა ანა­ტო­ლის გა­დას­ცა. მო­ძღვარ­მა პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­და, რომ­ლის დრო­საც კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და მი­რონ­დე­ნა. და მამა ან­ტონ­მა იქ მყოფთ უთხრა: ეს მი­რონ­მდი­ნა­რე ღვთის­მშობ­ლის ხატი შეც­ვლის ჩვენს ცხოვ­რე­ბას!

ნექ­ტა­რი­ოს­მა და მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა, რო­მელ­თაც შიში და კრძალ­ვა მო­რე­ო­დათ, გა­და­წყვი­ტეს, ეს ხატი ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის მი­ენ­დოთ და იგი სან-ფრან­ცის­კოს სა­ე­პის­კო­პო­სო ტა­ძარ­ში მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს და­უ­ტო­ვეს. მაგ­რამ 6 თვის შემ­დეგ მის­გან შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღეს: წმინ­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბით, ხატი მათ­თან უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ნექ­ტა­რი­ო­სი მისი მცვე­ლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო და ხატს მთე­ლი მსოფ­ლიო უნდა მო­ევ­ლო.

ასეც მოხ­და: ხატ­მა მო­ი­ა­რა უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა, რუ­მი­ნე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, რუ­სე­თი.. ათონ­ზეც ბრძან­დე­ბო­და. . . ახლა კი, 6 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ინე­ბა ჩა­მობ­რძა­ნე­ბა. დიახ, ინე­ბა, რად­გან სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი თვი­თონ წყვეტს, რო­დის სად უნდა მი­ვი­დეს. მა­გა­ლი­თად, ერთხელ სრუ­ლი­ად გა­მარ­თუ­ლი მან­ქა­ნა ვე­რაფ­რით დაძ­რეს ად­გი­ლი­დან. აქ სად­მე, ალ­ბათ, სამ­ლოც­ვე­ლოა და იქ უნდა მის­ვლაო, მიხ­ვდა ხა­ტის თან­მხლე­ბი. გა­ი­კი­თხეს და აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თლაც, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში დე­და­თა მო­ნას­ტე­რი იყო. ხა­ტით იქა­უ­რო­ბა მო­ი­ლო­ცეს, უკან დაბ­რუნ­დნენ, მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ და და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლეს გზა. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ასეა: ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი თვი­თონ წყვეტს, სად უნდა წა­ვი­დეს. ამი­ტო­მაც ზუს­ტი გან­რი­გის შედ­გე­ნა ჭირს. უკვე ბრძან­დე­ბო­და ქა­შუ­ეთ­ში, სვე­ტი­ცხო­ველ­ში, ალა­ვერ­დში, ბოდ­ბე­ში. დღეს მა­ხ­ა­თას მთა­ზე მი­აბ­რძა­ნეს და იქი­დან და­ლო­ცავს თა­ვის წილ­ხვედრ ქვე­ყა­ნას, გა­ტან­ჯულ­სა და გა­ვე­რა­ნე­ბულს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­რონ­დე­ნა ზოგ­ჯერ წყდე­ბა ხოლ­მე (ასე ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ვნე­ბის შვი­დე­ულ­ში, მაგ­რამ აღ­დგო­მის ღა­მის დად­გო­მის­თა­ნა­ვე კვლავ იფა­რე­ბა სურ­ნე­ლო­ვა­ნი წვე­თე­ბით), ქა­შუ­ეთ­ში ყოფ­ნი­სას მას გა­მუდ­მე­ბით სდი­ო­და მი­რო­ნი და იმ­დე­ნი, რომ, კი­ვო­ტი­დან კი არა, კი­ვოტ­ზე შე­მოკ­რუ­ლი მა­ტე­რი­ი­და­ნაც კი ჟო­ნავ­და. ხოლო სა­მე­ბა­ში მიბ­რძა­ნე­ბის შემ­დეგ, პატ­რი­არ­ქის მი­ახ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, იმ­დე­ნად იმა­ტა, რომ სა­ფარ­ვე­ლი მთლი­ა­ნად და­უს­ველ­და. ხა­ტის მცვე­ლის დაკ­ვირ­ვე­ბით, ასე ხატი მა­შინ იქ­ცე­ვა, რო­დე­საც მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და სიწ­მინ­დის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი მი­ე­ახ­ლე­ბა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი საქართველოშია!!! (+განრიგი)

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი საქართველოშია!!! (+განრიგი)

2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. ოჯახის უფროსს, ნექტარიოს იანქსონს, თავიდან ეგონა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის მოტანილი რაიმე ნივთი გამოსცემდა ამ სურნელს,მაგრამ ეს მოსაზრება ყველამ უარყო. მაშინ დაიწყეს ძებნა, მიყვნენ სურნელებას და წიგნის თაროზე, სულ მაღლა, აღმოაჩინეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი, რომელსაც იქაურობა მირონით დაესველებინა. შეძრწუნებულმა ნექტარიოსმა ძვირფასი აღმოჩენა მართლმადიდებლურ ტაძარში წააბრძანა და მამა ანატოლის გადასცა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაძლიერდა მირონდენა. და მამა ანტონმა იქ მყოფთ უთხრა: ეს მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი შეცვლის ჩვენს ცხოვრებას!

ნექტარიოსმა და მისმა ოჯახის წევრებმა, რომელთაც შიში და კრძალვა მორეოდათ, გადაწყვიტეს, ეს ხატი ეკლესიისათვის მიენდოთ და იგი სან-ფრანცისკოს საეპისკოპოსო ტაძარში მთავარეპისკოპოსს დაუტოვეს. მაგრამ 6 თვის შემდეგ მისგან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს: წმინდა სინოდის განჩინებით, ხატი მათთან უნდა დაბრუნებულიყო, ნექტარიოსი მისი მცველი უნდა გამხდარიყო და ხატს მთელი მსოფლიო უნდა მოევლო.

ასეც მოხდა: ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთი.. ათონზეც ბრძანდებოდა. . . ახლა კი, 6 მაისს, საქართველოშიც ინება ჩამობრძანება. დიახ, ინება, რადგან სასწაულმოქმედი ხატი თვითონ წყვეტს, როდის სად უნდა მივიდეს. მაგალითად, ერთხელ სრულიად გამართული მანქანა ვერაფრით დაძრეს ადგილიდან. აქ სადმე, ალბათ, სამლოცველოა და იქ უნდა მისვლაო, მიხვდა ხატის თანმხლები. გაიკითხეს და აღმოჩნდა, რომ მართლაც, რამდენიმე კილომეტრში დედათა მონასტერი იყო. ხატით იქაურობა მოილოცეს, უკან დაბრუნდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და დაუბრკოლებლად გააგრძელეს გზა. საქართველოშიც ასეა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თვითონ წყვეტს, სად უნდა წავიდეს. ამიტომაც ზუსტი განრიგის შედგენა ჭირს. უკვე ბრძანდებოდა ქაშუეთში, სვეტიცხოველში, ალავერდში, ბოდბეში. დღეს მახათას მთაზე მიაბრძანეს და იქიდან დალოცავს თავის წილხვედრ ქვეყანას, გატანჯულსა და გავერანებულს.

მიუხედავად იმისა, რომ მირონდენა ზოგჯერ წყდება ხოლმე (ასე ხდება, მაგალითად, ვნების შვიდეულში, მაგრამ აღდგომის ღამის დადგომისთანავე კვლავ იფარება სურნელოვანი წვეთებით), ქაშუეთში ყოფნისას მას გამუდმებით სდიოდა მირონი და იმდენი, რომ, კივოტიდან კი არა, კივოტზე შემოკრული მატერიიდანაც კი ჟონავდა. ხოლო სამებაში მიბრძანების შემდეგ, პატრიარქის მიახლებისთანავე, იმდენად იმატა, რომ საფარველი მთლიანად დაუსველდა. ხატის მცველის დაკვირვებით, ასე ხატი მაშინ იქცევა, როდესაც მას განსაკუთრებული სულიერებისა და სიწმინდის მქონე ადამიანი მიეახლება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია