Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაინტერესებს, პლასტმასის ჩლიქებს და რქებს რომ იკეთებს, რა ლოცვებს კითხულობს?" - ვინ აქილიკებს პაატა ბურჭულაძეს
"მაინტერესებს, პლასტმასის ჩლიქებს და რქებს რომ იკეთებს, რა ლოცვებს კითხულობს?" - ვინ აქილიკებს პაატა ბურჭულაძეს

ფონდ "იავ­ნა­ნას" ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ ან­სამ­ბლ "შვიდ­კა­ცას" წევ­რებ­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად ათო­ნის ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლი­სა და აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტე­ბი თბი­ლი­სი­სა და მცხე­თის თავ­ზე ვერ­ტმფრე­ნით შე­მო­ა­ტა­რა. ამ ამ­ბის ამ­სახ­ველ სი­უ­ჟეტს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში გა­ვი­და, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ამ მფრი­ნავ ეკ­ლე­სი­ას რომ ვუ­ყუ­რებ­დი, რა­ტომ­ღაც გა­ვი­ფიქ­რე - ჟურ­ნა­ლის­ტი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს აუ­ცი­ლებ­ლად ვკი­თხავ­დი, თუ რას გრძნობს რო­დე­საც გუ­ნოს ოპე­რა "ფა­უს­ტში" მე­ფის­ტო­ფე­ლის პარ­ტი­ას უბად­ლოდ ას­რუ­ლებს - მისი კა­რი­ე­რა ხომ სწო­რედ ამ არი­ით და­ი­წყო და, რო­გორც ვიცი, დღემ­დე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლებ­ლად ით­ვლე­ბა... ნამ­ყო­ფიც კი ვარ მის ერთ-ერთ პირ­ველ სპექ­ტაკლზე თბი­ლი­სის ოპე­რა­ში... ისე იყო როლ­ში შე­სუ­ლი, ისე გუ­ლით მღე­რო­და მარ­თლა მე­ფის­ტო­ფე­ლი გე­გო­ნე­ბო­დათ! არა, მარ­თლა, ქირ­ქი­ლებ­სო არ თქვათ, მარ­თლა პა­ტივს ვცემ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­საც და საქ­ველ­მოქ­მე­დო მოღ­ვა­წე­ო­ბა­საც, უბ­რა­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე­ფის­ტო­ფე­ლის კოს­ტუმს რომ იც­მევს და პლასტმა­სის ჩლი­ქებს და რქებს იკე­თებს, რა ლოც­ვებს კი­თხუ­ლობს?... არ არის სა­ინ­ტე­რე­სო?:)", - წერს ქურ­და­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ხ­ა­თას მთა­ზე, ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარ­ში დღეს პირ­ვე­ლი წირ­ვა აღევ­ლი­ნა. 11 სა­ათ­ზე პატ­რი­არ­ქმა ღვთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­და. მა­ხა­თა­ზე ამე­რი­კი­დან ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულთმოქ­მე­დი, მი­რონ­მდი­ნა­რე ხატი და­ას­ვე­ნეს. ხატი სა­ქარ­თვე­ლოს 23 მა­ისს და­ტო­ვებს. მა­ნამ­დე კი მო­სა­ლო­ცად იგი სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში დაბ­რძან­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­დემ­დე დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წა­ულთმოქ­მე­დი მი­რონ­მდი­ნა­რე ხატი

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები

"მაინტერესებს, პლასტმასის ჩლიქებს და რქებს რომ იკეთებს, რა ლოცვებს კითხულობს?" - ვინ აქილიკებს პაატა ბურჭულაძეს

"მაინტერესებს, პლასტმასის ჩლიქებს და რქებს რომ იკეთებს, რა ლოცვებს კითხულობს?" - ვინ აქილიკებს პაატა ბურჭულაძეს

ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ ანსამბლ "შვიდკაცას" წევრებსა და სასულიერო პირებთან ერთად ათონის ივერიის ღვთისმშობლისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები თბილისისა და მცხეთის თავზე ვერტმფრენით შემოატარა. ამ ამბის ამსახველ სიუჟეტს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე ეხმაურება.

"ამ მფრინავ ეკლესიას რომ ვუყურებდი, რატომღაც გავიფიქრე - ჟურნალისტი რომ ვყოფილიყავი, პაატა ბურჭულაძეს აუცილებლად ვკითხავდი, თუ რას გრძნობს როდესაც გუნოს ოპერა "ფაუსტში" მეფისტოფელის პარტიას უბადლოდ ასრულებს - მისი კარიერა ხომ სწორედ ამ არიით დაიწყო და, როგორც ვიცი, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება... ნამყოფიც კი ვარ მის ერთ-ერთ პირველ სპექტაკლზე თბილისის ოპერაში... ისე იყო როლში შესული, ისე გულით მღეროდა მართლა მეფისტოფელი გეგონებოდათ! არა, მართლა, ქირქილებსო არ თქვათ, მართლა პატივს ვცემ მის შემოქმედებასაც და საქველმოქმედო მოღვაწეობასაც, უბრალოდ მაინტერესებს, მეფისტოფელის კოსტუმს რომ იცმევს და პლასტმასის ჩლიქებს და რქებს იკეთებს, რა ლოცვებს კითხულობს?... არ არის საინტერესო?:)", - წერს ქურდაძე.

შეგახსენებთ, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში დღეს პირველი წირვა აღევლინა. 11 საათზე პატრიარქმა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. მახათაზე ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი, მირონმდინარე ხატი დაასვენეს. ხატი საქართველოს 23 მაისს დატოვებს. მანამდე კი მოსალოცად იგი სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში დაბრძანდება.

იხილეთ ასევე: როდემდე დარჩება საქართველოში სასწაულთმოქმედი მირონმდინარე ხატი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს