სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
და-ძმას ალცჰეიმერით დაავადებული დედა ეშმაკის განდევნის რიტუალისას შემოაკვდა
და-ძმას ალცჰეიმერით დაავადებული დედა ეშმაკის განდევნის რიტუალისას შემოაკვდა

პო­ლო­ნეთ­ში და-ძმას ალ­ცჰე­ი­მე­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი დედა შე­მო­აკ­ვდათ.

38 წლის პი­ოტრ მა­ჯევ­სკი და 39 წლის ბარ­ბა­რა მა­ჯევ­სკი ფიქ­რობ­დნენ, რომ მათი 75 წლის დედა, სა­ხე­ლად ირე­ნა ეშ­მა­კით იყო შე­პყრო­ბი­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი ალ­ცჰე­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბო­და. შვი­ლებ­მა ეგ­ზორ­ციზ­მის რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს, რათა ამ გზით დე­დის სხე­უ­ლი­დან "დე­მო­ნე­ბი" გა­ნე­დევ­ნათ. მათ დედა ლო­გინ­ზე მი­ა­ბეს, ეგ­ზორ­ციზ­მის რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას კი ურტყამ­დნენ და აწა­მებ­დნენ. რო­გორც ძმამ პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­და, მათი გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის სული იყო ის არხი, რო­მე­ლიც ირე­ნა­სა და ეშ­მაკს აკავ­ში­რებ­დათ და მათ დე­დის სუ­ლის წაყ­ვა­ნა სურ­დათ.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, და-ძმამ მისი სუ­ლის სახ­ლი­დან გან­დევ­ნა სცა­დეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დედა ლო­გინ­ზე მი­ა­ბეს, თავ­ზე ჯვა­რი და­ა­დეს და აი­ძუ­ლეს, წმინ­და წყა­ლი და­ე­ლია და ეშ­მაკს ამ გზით გან­დგო­მო­და. რო­დე­საც დე­დამ შვი­ლებს უთხრა, რომ კონ­ტაქტს ვერც ეშ­მაკ­თან და ვერც გარ­დაც­ვლილ ქმარ­თან ამ­ყა­რებ­და, და-ძმამ მისი ცემა და წა­მე­ბა და­ი­წყეს", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც ირე­ნა მა­ჯევ­სკის გვა­მის გაკ­ვე­თი­სას გა­მოჩ­ნდა, ქალი გა­ტე­ხი­ლი ნეკ­ნის, დამ­სხვრე­უ­ლი ყბი­სა და ტვი­ნის ძლი­ე­რი ტრავ­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და-ძმა უკვე და­ა­პა­ტიმ­რეს; მათ დე­დის მკვლე­ლო­ბის­თვის 12 წელს მი­უს­ჯი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

და-ძმას ალცჰეიმერით დაავადებული დედა ეშმაკის განდევნის რიტუალისას შემოაკვდა

და-ძმას ალცჰეიმერით დაავადებული დედა ეშმაკის განდევნის რიტუალისას შემოაკვდა

პოლონეთში და-ძმას ალცჰეიმერით დაავადებული დედა შემოაკვდათ.

38 წლის პიოტრ მაჯევსკი და 39 წლის ბარბარა მაჯევსკი ფიქრობდნენ, რომ მათი 75 წლის დედა, სახელად ირენა ეშმაკით იყო შეპყრობილი. სინამდვილეში, მოხუცი ქალბატონი ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებოდა. შვილებმა ეგზორციზმის რიტუალის ჩატარება გადაწყვიტეს, რათა ამ გზით დედის სხეულიდან ”დემონები” განედევნათ. მათ დედა ლოგინზე მიაბეს, ეგზორციზმის რიტუალის ჩატარებისას კი ურტყამდნენ და აწამებდნენ. როგორც ძმამ პოლიციაში განაცხადა, მათი გარდაცვლილი მამის სული იყო ის არხი, რომელიც ირენასა და ეშმაკს აკავშირებდათ და მათ დედის სულის წაყვანა სურდათ.

"თავდაპირველად, და-ძმამ მისი სულის სახლიდან განდევნა სცადეს. მოგვიანებით დედა ლოგინზე მიაბეს, თავზე ჯვარი დაადეს და აიძულეს, წმინდა წყალი დაელია და ეშმაკს ამ გზით განდგომოდა. როდესაც დედამ შვილებს უთხრა, რომ კონტაქტს ვერც ეშმაკთან და ვერც გარდაცვლილ ქმართან ამყარებდა, და-ძმამ მისი ცემა და წამება დაიწყეს", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

როგორც ირენა მაჯევსკის გვამის გაკვეთისას გამოჩნდა, ქალი გატეხილი ნეკნის, დამსხვრეული ყბისა და ტვინის ძლიერი ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა და-ძმა უკვე დააპატიმრეს; მათ დედის მკვლელობისთვის 12 წელს მიუსჯიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს