გუშინ თბილისში "თეგ" რაგბის საკვალიფიკაციო თამაშებზე ერთმანეთს ბანკ "რესპუბლიკის" თანამშრომლებისგან შემდგარი ექვსი გუნდი დაუპირისპირდა. გამარჯვებული გუნდი, TAG IT, 14 ივნისს უცხოელ კოლეგებს საფინალო თამაშებზე პარიზში შეხვდება. რამდენიმე თვის განმავლობაში ბანკ "რესპუბლიკის" თანამშრომლებმა და მათმა მეგობრებმა გუნდების სასარგებლოდ თანხა გადარიცხეს. რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის 10 ათას ლარზე მეტი შეგროვდა, რაც მათ განათლებას და პროფესიის ათვისებას მოხმარდება. რუსთავის ბავშვები თამაშებს ბანკ "რესპუბლიკის" თანამშრომლებთან და მათ მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ. თანხების შეგროვება გრძელდება. ბანკ "რესპუბლიკის" თანამშრომლებს და მათ მეგობრებს პარიზულ ფინალამდე შეწირულობის გადარიცხვისთვის წინ ერთი თვე აქვთ.
კრისტიან კარმანიოლი, ბანკ "რესპუბლიკის" გენერალური დირექტორი: "მინდა, მადლობა გადავუხადო ბანკ "რესპუბლიკის" თანამშრომლებს სოლიდარობის, თანადგომისა და გუნდური სულისკვეთებისათვის. დღეს "თეგ" რაგბის ექვსი მოასპარეზე გუნდის თამაშს დავესწარით. ჯგუფის 150 წლის იუბილეზე ჩვენ სიკეთის კეთებით ვაჩვენებთ ჩვენს მდგრადობას, ძლიერებას, თანადგომის უნარს და გუნდურობას, თან განვაგრძობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას."
წელს ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" დაარსებიდან 150 წლისთავს აღნიშნავს. იუბილე მთელ მსოფლიოში აღინიშნება: ჯგუფის წევრი ბანკები ამ მოვლენას სხვადასხვა საქმიანი და საზეიმო ღონისძიებით ზეიმობენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტული და სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული მასშტაბური ღონისძიება "მოქალაქეობრივი სოლიდარობის თამაშები 2014". მასში ჯგუფის ყველა თანამშრომელს შეუძლია მონაწილეობის მიღება. თამაშები ამ წლის თებერვალში დაიწყო და 14 ივნისს, პარიზში, გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება. გუნდურობის და სოლიდარობის პრინციპები ჯგუფის მთავარი მიზნებია და კარგად გამოხატავს 150 წლისთავის იუბილეს სულისკვეთებას.
R