პარლამენტის წინ მოქალაქემ ხელი გადაიჭრა

პარლამენტის წინ მოქალაქემ ხელი გადაიჭრა

ქუთაისის პარლამენტის შენობასთან მოქალაქემ თვითდაზიანება მიიყენა. ვალტერ როგავამ ხელი გადაიჭრა. როგორც ველტერ როგავა აღნიშნავს , 2011 წელს ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც როგავამ აღნიშნა, ის პირველი ჯგუფის ინვალიდია.

"მას შემდგე, რაც ციხეში ფიზიკურად გამისწორდნენ, სიარული ნორმალურად არ შემიძლია. პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ და მჭირდება მკურნალობა, ამიტომ ვითხოვ ხელისუფლებისგან დახმარებას", - აღნიშნა როგავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგავა აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილთან შეხვედრას ითხოვს, რათა "მას დაკარგული ჯანმრთელობა დაუბრუნონ".

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია