როდესაც ახლობელი ადამიანი ავადაა, როგორც წესი, მის მიმართ გარშემომყოფები იცვლებიან; სინამდვილეში კი, გაუცნობიერებლად, მათ გულს ვტკენთ - ზედმეტად განებივრება, დაავადებულის საქმის საკუთარ თავზე აღება და სხვა; ერთი შეხედვით უწყინარი დახმარების სურვილი, ან მისი ყოფის შესამსუბუქება პაციენტებზე უარყოფითად აისახება.
ისინი დარდობენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე რეალურად ჰგონიათ, ან ფიქრობენ, რომ მათ გამო ახლობლები ზედმეტად წუხდებიან. გთავაზობთ 7 ფრაზას, რომელიც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებთან ურთიერთობისას უნდა დაივიწყოთ;
1. შენს გამო ძალიან ვწუხვარ
2. თუ ვინმეს ამ დაავადების დამარცხება შეუძლია, ეს შენ ხარ
3. შედეგები გამაცანი
4. რა გავაკეთო შენს დასახმარებლად?
5. შენი წუხილი უსაფუძვლოა
6. რა გრძნობაა ქიმიოთერაპია?
7. შენი მდგომარეობის გამო გულნატკენი ვარ
მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით.