სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 წლის ასაკის ბავშვებისათვის სკოლისთვის მომზადების ხელშეწყობის პროგრამა შემუშავდება
5 წლის ასაკის ბავშვებისათვის სკოლისთვის მომზადების ხელშეწყობის პროგრამა შემუშავდება

5 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბი­სათ­ვის სკო­ლის­თვის მომ­ზა­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მა შე­იქ­მნე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლი­სათ­ვის მზა­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მას სა­მი­ნის­ტრო 5 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბი­სათ­ვის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სკო­ლის­თვის მზა­ო­ბის სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პირ­ვე­ლი კლა­სის პროგ­რა­მას­თან. მას­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა ბავ­შვის ყო­ველ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სკო­ლის­თვის მზა­ო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი სტე­ფან სა­ი­ფე­რი იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი­სათ­ვის სე­მი­ნა­რებს მარ­თავს. უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტი ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებს კონ­სულ­ტა­ცი­ებს სკო­ლი­სათ­ვის მზა­ო­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მნის პრინ­ცი­პებ­თან და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწევს.

"სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ეც­ნო­ბი­ან და აა­ნა­ლი­ზე­ბენ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, რათა მათი მო­წი­ნა­ვე პრაქ­ტი­კა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას აღ­ნიშ­ნულ კუ­რი­კუ­ლუმ­ში", - გან­მარ­ტეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

ექ­სპერ­ტის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან World Vision და ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა-სა­ქარ­თვე­ლო" (OSGF).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

5 წლის ასაკის ბავშვებისათვის სკოლისთვის მომზადების ხელშეწყობის პროგრამა შემუშავდება

5 წლის ასაკის ბავშვებისათვის სკოლისთვის მომზადების ხელშეწყობის პროგრამა შემუშავდება

5 წლის ასაკის ბავშვებისათვის სკოლისთვის მომზადების ხელშეწყობის პროგრამა შეიქმნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლისათვის მზაობის ხელშეწყობის პროგრამას სამინისტრო 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის განახორციელებს.

"პროგრამის ფარგლებში, სკოლისთვის მზაობის სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიური მასალა შეიქმნება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კლასის პროგრამასთან. მასში ყურადღება გამახვილდება ბავშვის ყოველმხრივ განვითარებასა და სკოლისთვის მზაობის უნარ-ჩვევების ფორმირებაზე", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, პროექტის განხორციელების ფარგლებში, საქართველოში საერთაშორისო ექსპერტი სტეფან საიფერი იმყოფება, რომელიც ქართველი ავტორებისათვის სემინარებს მართავს. უცხოელი ექსპერტი ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციებს სკოლისათვის მზაობის კურიკულუმის შექმნის პრინციპებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით უწევს.

"სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები ეცნობიან და აანალიზებენ ევროპისა და ამერიკის სკოლამდელი განათლების წარმატებულ სასწავლო პროგრამებს, რათა მათი მოწინავე პრაქტიკა ადაპტირებული იყოს ქართულ რეალობასთან და გამოყენებული იქნას აღნიშნულ კურიკულუმში", - განმარტეს სამინისტროში.

ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან World Vision და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" (OSGF).

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია