სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ნინო შუბლაძის "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ
ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ნინო შუბლაძის "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ

ნინო შუბ­ლა­ძის ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-დან წას­ვლის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც იყო, ამ მოვ­ლე­ნე­ბით ემო­ცი­უ­რი ფონი დამ­ძიმ­და და ნინო შუბ­ლა­ძე, აგ­ვის­ტოს ნაც­ვლად, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან სამი თვით ადრე წა­ვი­და. - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"შარ­შან, ამ დროს, შევ­თან­ხმდით, რომ ნინო აგ­ვის­ტო­დან მი­დი­ო­და არ­ხი­დან. მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო - ცოტა ხანი მე­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა­ში პა­უ­ზა უნდა აეღო. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ტყვი, ეს პი­რა­დი სა­კი­თხე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მან გა­და­წყვი­ტა, რომ ეს ახლა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. შე­ვე­ცა­დეთ, "კუ­რი­ე­რის" გუნდთან ერ­თად, გა­დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა არ გა­მოგ­ვი­ვი­და. ნინო არ­ხის­თვის ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია. ნი­ნოს წას­ვლა ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს იმ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რამ­დე­ნა­დაც ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მძი­მე. ნი­ნოს ჰქონ­და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. იმ ვი­დე­ო­კად­რებს, რომ­ლე­ბიც მო­ვი­პო­ვეთ, არც ჩემ­თვის და არც მას­თვის უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია. ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი თა­ვის­თა­ვად ეს იყო. ემო­ცი­უ­რი ფონი ამან და­ამ­ძი­მა და აგ­ვის­ტომ­დე სამი თვით ადრე წა­ვი­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან", - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ნინო შუბ­ლა­ძე ორ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში – გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის.

გვა­რა­მი­ას გან­მარ­ტე­ბით, ნინო შუბ­ლა­ძის კომ­პე­ტენ­ცია გა­ი­ყო და პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იქ­ნე­ბა ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კი - გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ას", რომ­ლის წამ­ყვა­ნიც ნინო შუბ­ლა­ძე იყო, გვა­რა­მი­ას თქმით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში დღეს იმ­სჯე­ლე­ბენ, ვინ წა­იყ­ვანს ან რა ფორ­მა­ტით გაგ­რძელ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი თოქ-შოუ.

მი­სი­ვე თქმით, შუბ­ლა­ძის გუნ­დის­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა. "ბრძო­ლას ჩვენ მიჩ­ვე­უ­ლი ვართ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მებ­რძო­ლი არის "კუ­რი­ე­რის" გუნ­დი, თუმ­ცა ნინო შუბ­ლა­ძე ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა. ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მე­დი­ა­ში ცოტა არი­ან. მგო­ნია, რომ ის მე­დი­ა­ში დაბ­რუნ­დე­ბა და ჩვე­ნი კარი მის­თვის ღიაა", - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნინო შუბ­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია და­ტო­ვა. "მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დრო­ე­ბით შე­ვა­ჩე­რო ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა მე­დი­ა­სივ­რცე­ში. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი არ აქვს და ძა­ლი­ან ვთხოვ ყვე­ლას, არ აქ­ცი­ონ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თე­მად. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი მო­ტი­ვა­ცია პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ჩემ თა­ნამ­შრო­მელს, მის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს და "რუს­თა­ვი 2"-ს მთელ გუნდს ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის. ვრჩე­ბი ამ არ­ხის ყვე­ლა­ზე დიდ გულ­შე­მატ­კივ­რად და მჯე­რა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დიდი გუნ­დი, რო­მე­ლიც ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს პირ­ვე­ლო­ბას ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში. დიდი მად­ლო­ბა ჩემს ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი სტი­მუ­ლი იყო ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში", - წერს ნინო შუბ­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

ნა­ხეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ნინო შუბლაძის "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ

ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ნინო შუბლაძის "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ

ნინო შუბლაძის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან წასვლის ერთ-ერთი ფაქტორი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც იყო, ამ მოვლენებით ემოციური ფონი დამძიმდა და ნინო შუბლაძე, აგვისტოს ნაცვლად, ტელეკომპანიიდან სამი თვით ადრე წავიდა. - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

"შარშან, ამ დროს, შევთანხმდით, რომ ნინო აგვისტოდან მიდიოდა არხიდან. მისი გადაწყვეტილება იყო - ცოტა ხანი მედიაში მუშაობაში პაუზა უნდა აეღო. დანამდვილებით ვიტყვი, ეს პირადი საკითხებით არის განპირობებული. მან გადაწყვიტა, რომ ეს ახლა გაეკეთებინა. შევეცადეთ, "კურიერის" გუნდთან ერთად, გადაგვერწმუნებინა, თუმცა არ გამოგვივიდა. ნინო არხისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ნინოს წასვლა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს იმდენად შეიძლება უკავშირდებოდეს, რამდენადაც ემოციური დამოკიდებულება შეიძლება იყოს მძიმე. ნინოს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. იმ ვიდეოკადრებს, რომლებიც მოვიპოვეთ, არც ჩემთვის და არც მასთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ფაქტორი თავისთავად ეს იყო. ემოციური ფონი ამან დაამძიმა და აგვისტომდე სამი თვით ადრე წავიდა ტელეკომპანიიდან", - აღნიშნა გვარამიამ.

მისივე თქმით, ნინო შუბლაძე ორ თანამდებობას იკავებდა ტელეკომპანიაში – გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის.

გვარამიას განმარტებით, ნინო შუბლაძის კომპეტენცია გაიყო და პირველი მოადგილე იქნება ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი - გიორგი ლაფერაშვილი.

რაც შეეხება გადაცემა "პოზიციას", რომლის წამყვანიც ნინო შუბლაძე იყო, გვარამიას თქმით, ტელეკომპანიაში დღეს იმსჯელებენ, ვინ წაიყვანს ან რა ფორმატით გაგრძელდება აღნიშნული თოქ-შოუ.

მისივე თქმით, შუბლაძის გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. "ბრძოლას ჩვენ მიჩვეული ვართ. ჩვენი მთავარი მებრძოლი არის "კურიერის" გუნდი, თუმცა ნინო შუბლაძე ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. ასეთი მაღალი დონის პროფესიონალები მედიაში ცოტა არიან. მგონია, რომ ის მედიაში დაბრუნდება და ჩვენი კარი მისთვის ღიაა", - აღნიშნა გვარამიამ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია დატოვა. "მივიღე გადაწყვეტილება, დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედიასივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას, არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემ თანამშრომელს, მის გენერალურ დირექტორს და "რუსთავი 2"-ს მთელ გუნდს ამდენი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობისთვის. ვრჩები ამ არხის ყველაზე დიდ გულშემატკივრად და მჯერა, რომ პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს, შეინარჩუნებს პირველობას ქართულ მედიასივრცეში. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელიც მთავარი სტიმული იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში", - წერს ნინო შუბლაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები