პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - ეს წმინდა ტაძარი შეგვახსენებს, რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე
პატრიარქი - ეს წმინდა ტაძარი შეგვახსენებს, რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე

ეს წმინ­და ლავ­რა კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნებს იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ ვართ ჩვენ და რო­გო­რი დიდი ფა­სე­უ­ლო­ბის მფლო­ბე­ლი ვართ , - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ მა­ხ­ა­თას მთა­ზე მშე­ნე­ბა­რე, ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში პირ­ვე­ლი წირ­ვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ყოვ­ლად სამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმსა­ხურ­ნო, ყვე­ლას მო­გე­სალ­მე­ბით ქრის­ტეს მიერ სიყ­ვა­რუ­ლით და აღ­ვავ­ლენთ მად­ლო­ბას უფ­ლის წი­ნა­შე ამ დიდი წყა­ლო­ბი­სათ­ვის. იწყე­ბა კვი­რე­უ­ლი ყოვ­ლად­წ­მინ­დი­სა ღვთის­მშობ­ლი­სა, ღვთის­მშობ­ლის სა­დი­დე­ბე­ლი. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს იმ დიდი წყა­ლო­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მოგ­ვივ­ლი­ნა ჩვენ წარ­სულ­ში, დღეს და მო­მა­ვალ­ში გარ­და­მო­ავ­ლენს ჩვენს ზედა. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­და წილ­ხვედ­რი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლი­სა. გუ­შინ ჩვენ ვდღე­სას­წა­უ­ლობ­დით წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის დღე­სას­წა­ულს, რო­მელ­მაც ჩა­მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხატი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლი­სა. ეს წმინ­და ტა­ძა­რი და ეს წმინ­და ლავ­რა, რო­მე­ლიც შენ­დე­ბა წმინ­და ად­გილ­ზე, კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნებს ჩვენ იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ ვართ, რო­გო­რი დიდი ფა­სე­უ­ლო­ბის მფლო­ბე­ლი ვართ ჩვენ, რამ­დე­ნად დი­დია მო­წყა­ლე­ბა ჩვენ­ზე­და და რამ­დე­ნად დი­დია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვე­ნი ღვთის წი­ნა­შე და ჩვე­ნი ერის წი­ნა­შე", - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

პატ­რი­არ­ქი ასე­ვე მი­ე­სალ­მა მა­ხ­ა­თას მთა­ზე შეკ­რე­ბილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და მრევლს და გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

მა­ხ­ა­თას მთა­ზე ტა­ძა­რი ფონდ "ივე­რი­ი­სას" ინი­ცი­ა­ტი­ვით შენ­დე­ბა, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი არის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პატრიარქი - ეს წმინდა ტაძარი შეგვახსენებს, რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე

პატრიარქი - ეს წმინდა ტაძარი შეგვახსენებს, რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე

ეს წმინდა ლავრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში პირველი წირვის შემდეგ განაცხადა.

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმსახურნო, ყველას მოგესალმებით ქრისტეს მიერ სიყვარულით და აღვავლენთ მადლობას უფლის წინაშე ამ დიდი წყალობისათვის. იწყება კვირეული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლის სადიდებელი. ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოგვივლინა ჩვენ წარსულში, დღეს და მომავალში გარდამოავლენს ჩვენს ზედა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. გუშინ ჩვენ ვდღესასწაულობდით წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს, რომელმაც ჩამოიტანა საქართველოში ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ეს წმინდა ტაძარი და ეს წმინდა ლავრა, რომელიც შენდება წმინდა ადგილზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ ჩვენ, რამდენად დიდია მოწყალება ჩვენზედა და რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ღვთის წინაშე და ჩვენი ერის წინაშე", - ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქი ასევე მიესალმა მახათას მთაზე შეკრებილ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მრევლს და განსაკუთრებით უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს.

მახათას მთაზე ტაძარი ფონდ "ივერიისას" ინიციატივით შენდება, რომლის დამფუძნებელი არის პაატა ბურჭულაძე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია