Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამის გახსენება ჩემთვის სიკვდილია" - შეიარაღებული ძალების თანამშრომელი ქალი, რომელსაც ორსულობისას სპეცრაზმი გაუსწორდა
"ამის გახსენება ჩემთვის სიკვდილია" - შეიარაღებული ძალების თანამშრომელი ქალი, რომელსაც ორსულობისას სპეცრაზმი გაუსწორდა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ. "მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის" საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. წა­მე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ლე­ვან ტა­ბი­ძე. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, 2009 წლის 20 მა­ისს მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­ში ბრალ­დე­ბულ­თა ძებ­ნის დროს ტა­ბი­ძე კობა ოთა­ნა­ძის ნა­თე­სა­ვე­ბის, ზა­რი­ძე­ე­ბის სახ­ლში ათო­ბით სპეც­რაზ­მე­ლის თან­ხლე­ბით მი­ვი­და და მათ მოს­თხო­ვა, ეთ­ქვათ, სად იყო ოთა­ნა­ძე. რა­ხან ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა სა­სურ­ვე­ლი პა­სუ­ხე­ბი ვერ მი­ი­ღო, სპეც­რაზმთან ერ­თად, მუ­რად ზა­რი­ძე­სა და მის ოჯახს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. "კვი­რის პა­ლიტ­რა" და­უ­კავ­შირ­და და-ძმა მუ­რად და ნა­თია ზა­რი­ძე­ებს, რომ­ლე­ბიც მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის პე­რი­ოდ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ.

ნა­თია ზა­რი­ძე, კობა ოთა­ნა­ძის ნა­თე­სა­ვი:

- სახ­ლში შე­მოგ­ვი­ვარ­და ლე­ვან ტა­ბი­ძე თა­ვის ნიღ­ბი­ა­ნებ­თან ერ­თად და დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად ყვე­ლა სას­ტი­კად გვცე­მეს. ცე­მის გამო დავ­კარ­გე დედა და ასე­ვე შვი­ლი, რო­მელ­საც მუც­ლით ვა­ტა­რებ­დი. იმ დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლია.

- რა მოხ­და იმ ღა­მეს, რა­ტომ გახ­და თქვე­ნი ოჯა­ხი მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მიზ­ნე?

- ჩემი ძმა იმ ღა­მით სამ­სა­ხურ­ში მო­რი­გე იყო. სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია მი­სუ­ლა და წა­მო­უყ­ვა­ნია. გზა­ში ისე უცე­მი­ათ, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გამ­ხდა­რა სა­ჭი­რო. კარი მისი დახ­მა­რე­ბით გა­ა­ღეს და სახ­ლში ოცამ­დე ნიღ­ბი­ა­ნი შე­მო­ვი­და. მხო­ლოდ ლე­ვან ტა­ბი­ძეს ეცვა სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მე­ლი და არც ნი­ღა­ბი ეკე­თა... უკვე გვე­ძი­ნა. ტა­ბი­ძე ჩემს ოთახ­ში შე­მო­ვი­და, სა­წო­ლი­დან ფე­ხე­ბით გად­მო­მათ­რია, მცემ­და (ცხვი­რიც გა­მი­ტე­ხა) და ღრი­ა­ლებ­და, - გვი­თხა­რი, სად არის ოთა­ნა­ძეო. ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი და მუ­ცე­ლი მო­მე­შა­ლა. თვა­ლი­დან არ ამომ­დის ის "ბარ­თლო­მეს ღამე".

დე­და­ჩემს თავ­ში და გულ­მკერ­დის არე­ში კონ­დახს ურტყამ­დნენ, მა­მა­საც სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. ჩემი და არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო მა­შინ, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის შემ­ხედ­ვა­რე, ფან­ჯა­რას მი­ვარ­და და ყვი­რო­და, - არ მო­მე­კა­როთ, თო­რემ გა­დავ­ხტე­ბიო. მის­თვის ხელი არ და­უ­კა­რე­ბი­ათ, მაგ­რამ ლან­ძღვა-გი­ნე­ბა არ და­უკ­ლი­ათ. ჩემს რძალს სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­უც­ვივ­დნენ და ბავ­შვის თვალ­წინ სცე­მეს. ხმა­ურ­ზე გა­მო­სულ მე­ზობ­ლებს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი უყ­ვი­როდ­ნენ, - შე­დით სახ­ლებ­ში, თო­რემ ყვე­ლას ჩაგ­ცხრი­ლავ­თო.

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში გა­და­გიყ­ვა­ნეს, სა­დაც გაძ­ლი­ერ­და თქვენ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა.

- მო­დულ­ში მთე­ლი ოჯა­ხი სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნით წაგ­ვიყ­ვა­ნეს. ჩემი მე­უღ­ლე იმ ღა­მეს შინ არ იყო და სამ­სა­ხურ­ში მი­ა­კი­თხეს. ისიც სას­ტი­კად იყო ნა­ცე­მი...

ჩემს პა­ტა­რა ძმის­შვილს ცალი ფე­ხით იქ­ნევ­დნენ ჰა­ერ­ში და ყვი­როდ­ნენ, - გვი­თხა­რით, სად არის კობა ოთა­ნა­ძე, თო­რემ ბავ­შვს შუ­ა­ზე გავხლეჩ­თო.

პა­ტა­რა მა­ნამ ჰყავ­დათ თავ­დაღ­მა და­კი­დე­ბუ­ლი, სა­ნამ არ გა­წით­ლდე­ბო­და. მერე, ალ­ბათ, არ მოკ­ვდე­სო და ზი­ზღით მოგ­ვიგ­დეს...

- მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში ტა­ბი­ძის გარ­და, თუ ნა­ხეთ სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი?

- რა თქმა უნდა, იყ­ვნენ და ჩვენს წა­მე­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბას არ მინ­და ხელი შე­ვუ­შა­ლო, ამი­ტომ მათ­ზე ჯერ არა­ფერს გე­ტყვით. ყვე­ლა­ფე­რი, რაც დაგ­ვმარ­თეს, მო­ყო­ლი­ლი მაქვს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და ისი­ნი გა­არ­ჩე­ვენ მტყუ­ან-მარ­თალს. იმ დროს დე­და­ჩე­მი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, შარ­შან თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. უბე­დუ­რე­ბა ის იყო, რომ და­სის­ხლი­ა­ნე­ბულ-ნა­წა­მებ­ნი გა­მოგ­ვიშ­ვეს მო­დუ­ლი­დან, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც ვერ მი­ვე­დით სამ­კურ­ნა­ლოდ, რად­გან ში­შით მედ­პერ­სო­ნალს სი­მარ­თლეს ვერ ვე­ტყო­დით.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ამის გახსენება ჩემთვის სიკვდილია" - შეიარაღებული ძალების თანამშრომელი ქალი, რომელსაც ორსულობისას სპეცრაზმი გაუსწორდა

"ამის გახსენება ჩემთვის სიკვდილია" - შეიარაღებული ძალების თანამშრომელი ქალი, რომელსაც ორსულობისას სპეცრაზმი გაუსწორდა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. "მუხროვანის ამბოხის" საქმე გახსნილად გამოაცხადა. წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის დაკავებულია შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე. პროკურატურის განცხადებით, 2009 წლის 20 მაისს მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა ძებნის დროს ტაბიძე კობა ოთანაძის ნათესავების, ზარიძეების სახლში ათობით სპეცრაზმელის თანხლებით მივიდა და მათ მოსთხოვა, ეთქვათ, სად იყო ოთანაძე. რახან ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასურველი პასუხები ვერ მიიღო, სპეცრაზმთან ერთად, მურად ზარიძესა და მის ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდა. "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა და-ძმა მურად და ნათია ზარიძეებს, რომლებიც მუხროვანის ამბოხის პერიოდში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ.

ნათია ზარიძე, კობა ოთანაძის ნათესავი:

- სახლში შემოგვივარდა ლევან ტაბიძე თავის ნიღბიანებთან ერთად და დიდიან-პატარიანად ყველა სასტიკად გვცემეს. ცემის გამო დავკარგე დედა და ასევე შვილი, რომელსაც მუცლით ვატარებდი. იმ დღეების გახსენება ჩემთვის სიკვდილია.

- რა მოხდა იმ ღამეს, რატომ გახდა თქვენი ოჯახი მაშინდელი ხელისუფლების სამიზნე?

- ჩემი ძმა იმ ღამით სამსახურში მორიგე იყო. სამხედრო პოლიცია მისულა და წამოუყვანია. გზაში ისე უცემიათ, რომ სასწრაფოს გამოძახება გამხდარა საჭირო. კარი მისი დახმარებით გააღეს და სახლში ოცამდე ნიღბიანი შემოვიდა. მხოლოდ ლევან ტაბიძეს ეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი და არც ნიღაბი ეკეთა... უკვე გვეძინა. ტაბიძე ჩემს ოთახში შემოვიდა, საწოლიდან ფეხებით გადმომათრია, მცემდა (ცხვირიც გამიტეხა) და ღრიალებდა, - გვითხარი, სად არის ოთანაძეო. ფეხმძიმედ ვიყავი და მუცელი მომეშალა. თვალიდან არ ამომდის ის "ბართლომეს ღამე".

დედაჩემს თავში და გულმკერდის არეში კონდახს ურტყამდნენ, მამასაც სასტიკად გაუსწორდნენ. ჩემი და არასრულწლოვანი იყო მაშინ, ამ საშინელების შემხედვარე, ფანჯარას მივარდა და ყვიროდა, - არ მომეკაროთ, თორემ გადავხტებიო. მისთვის ხელი არ დაუკარებიათ, მაგრამ ლანძღვა-გინება არ დაუკლიათ. ჩემს რძალს საძინებელში შეუცვივდნენ და ბავშვის თვალწინ სცემეს. ხმაურზე გამოსულ მეზობლებს სპეცრაზმელები უყვიროდნენ, - შედით სახლებში, თორემ ყველას ჩაგცხრილავთო.

- მოგვიანებით მოდულის შენობაში გადაგიყვანეს, სადაც გაძლიერდა თქვენზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა.

- მოდულში მთელი ოჯახი სხვადასხვა მანქანით წაგვიყვანეს. ჩემი მეუღლე იმ ღამეს შინ არ იყო და სამსახურში მიაკითხეს. ისიც სასტიკად იყო ნაცემი...

ჩემს პატარა ძმისშვილს ცალი ფეხით იქნევდნენ ჰაერში და ყვიროდნენ, - გვითხარით, სად არის კობა ოთანაძე, თორემ ბავშვს შუაზე გავხლეჩთო.

პატარა მანამ ჰყავდათ თავდაღმა დაკიდებული, სანამ არ გაწითლდებოდა. მერე, ალბათ, არ მოკვდესო და ზიზღით მოგვიგდეს...

- მოდულის შენობაში ტაბიძის გარდა, თუ ნახეთ სხვა მაღალჩინოსნები?

- რა თქმა უნდა, იყვნენ და ჩვენს წამებაშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ გამოძიებას არ მინდა ხელი შევუშალო, ამიტომ მათზე ჯერ არაფერს გეტყვით. ყველაფერი, რაც დაგვმართეს, მოყოლილი მაქვს პროკურატურაში და ისინი გაარჩევენ მტყუან-მართალს. იმ დროს დედაჩემი სრულიად ჯანმრთელი იყო, შარშან თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. უბედურება ის იყო, რომ დასისხლიანებულ-ნაწამებნი გამოგვიშვეს მოდულიდან, მაგრამ საავადმყოფოშიც ვერ მივედით სამკურნალოდ, რადგან შიშით მედპერსონალს სიმართლეს ვერ ვეტყოდით.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"