მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დღეს წირვა პირველად აღევლინება
მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დღეს წირვა პირველად აღევლინება

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, 12-19 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვთის­მშობ­ლის თაყ­ვა­ნის­ცე­მის კვი­რე­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს, 12:00 სა­ათ­ზე, სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" მე­ხუ­თე სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნე­ბა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ოს 14 ქვეყ­ნი­დან ეწ­ვე­ვი­ან ღვთის­მსა­ხურ­ნი და მეც­ნი­ე­რე­ბი. კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რე­ბი ღვთის­მშო­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ წმინ­და ად­გი­ლებ­სა და სიწ­მინ­დე­ებს მო­ი­ლო­ცა­ვენ.

სიმ­პო­ზი­უ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი.

წლე­ვან­დე­ლი მე­ხუ­თე სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მის მთა­ვა­რი თე­მაა "ღვთის­მშობ­ლის თაყ­ვა­ნის­ცე­მის ტრა­დი­ცია მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში" (ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბა).

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიმ­პო­ზი­უ­მი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ტრა­დი­ცი­ით შე­მო­ი­ფარ­გლა, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი, გარ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი­სა, გა­მოთ­ქვეს კა­თო­ლი­კე და პრო­ტეს­ტან­ტმა მეც­ნი­ე­რებ­მა და ასე­ვე მეც­ნი­ე­რებ­მა ის­რა­ე­ლი­დან. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს 12 მა­ისს ეწ­ვე­ვი­ან", - აცხა­დე­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიმ­პო­ზი­უმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ: მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ავი­დო­სის ეპის­კო­პო­სი, ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სი კი­რი­ლე კა­ტე­რე­ლო­სი, სტე­ფან შუ­მა­ხე­რი (აშშ), ჯონ ზე­ლიგ­მა­ნი (ის­რა­ე­ლი), დე­კა­ნო­ზი დი­მიტ­რი კა­ლა­ჩე­ვი (გერ­მა­ნია), ბერი პა­ტა­პი­ოს კავ­სო­კა­ლი­ვე­ლი (სა­ბერ­ძნე­თი, წმ. ათო­ნის მთა), ალე­სან­დრო მა­რია ბრუ­ნი (იტა­ლია) და სხვა.

შეხ­ვედ­რე­ბი ძი­რი­თა­დად სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა: ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბა, ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა და ოთხ ენა­ზე იქ­ნე­ბა თარ­გმნი­ლი.

ამას­თან, ამე­რი­კი­დან ჩა­მობ­რძა­ნე­ბულ ივე­რი­ის ღვთიმსშობ­ლის მი­რონ­მდი­ნა­რე ხატს 13 მა­ისს ააბ­რძა­ნე­ბენ მა­ხ­ა­თას მთა­ზე მშე­ნე­ბა­რე ტა­ძარ­ში. 13 მა­ისს, დი­ლის 9:00 სა­ათ­ზე ტა­ძარ­ში წირ­ვა პირ­ვე­ლად აღევ­ლი­ნე­ბა. 11:00 სა­ათ­ზე კი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე ღვთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის. მა­ხ­ა­თას მთა­ზე მი­სულ ყო­ველ ადა­მი­ანს მი­ე­ცე­მა სას­წა­ულთმოქ­მედ, მი­რონ­მდი­ნა­რე ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატ­თან მი­ახ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დღეს წირვა პირველად აღევლინება

მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დღეს წირვა პირველად აღევლინება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, 12-19 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება.

ამასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურნი და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ.

სიმპოზიუმის ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

წლევანდელი მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის მთავარი თემაა ,,ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში" (ისტორია, კულტურა, ღვთისმეტყველება).

"მიუხედავად იმისა, რომ სიმპოზიუმი მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით შემოიფარგლა, მასში მონაწილეობის სურვილი, გარდა მართლმადიდებლებისა, გამოთქვეს კათოლიკე და პროტესტანტმა მეცნიერებმა და ასევე მეცნიერებმა ისრაელიდან. ისინი საქართველოს 12 მაისს ეწვევიან", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავიდოსის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი კირილე კატერელოსი, სტეფან შუმახერი (აშშ), ჯონ ზელიგმანი (ისრაელი), დეკანოზი დიმიტრი კალაჩევი (გერმანია), ბერი პატაპიოს კავსოკალიველი (საბერძნეთი, წმ. ათონის მთა), ალესანდრო მარია ბრუნი (იტალია) და სხვა.

შეხვედრები ძირითადად სამი მიმართულებით წარიმართება: ღვთისმეტყველება, ისტორია, კულტურა და ოთხ ენაზე იქნება თარგმნილი.

ამასთან, ამერიკიდან ჩამობრძანებულ ივერიის ღვთიმსშობლის მირონმდინარე ხატს 13 მაისს ააბრძანებენ მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში. 13 მაისს, დილის 9:00 საათზე ტაძარში წირვა პირველად აღევლინება. 11:00 საათზე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის. მახათას მთაზე მისულ ყოველ ადამიანს მიეცემა სასწაულთმოქმედ, მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატთან მიახლების შესაძლებლობა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია