საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"International Business Times" - "ივანიშვილის კავშირები "გაზპრომთან" ძვირადღირებული, მაგრამ პუტინისთვის სასარგებლოა"
"International Business Times" - "ივანიშვილის კავშირები "გაზპრომთან" ძვირადღირებული, მაგრამ პუტინისთვის სასარგებლოა"

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­ში­რე­ბი "გა­ზპ­რომ­თან" ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ პუ­ტი­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოა", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა "International Business Times" ერინ ბან­კოს სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "გა­ზპ­რომ­თან" კავ­ში­რებ­ზე.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მა­შინ, როცა აშშ-ი და ევ­რო­კავ­ში­რი რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გამო კი­დევ უფრო მკაც­რი სან­ქცი­ე­ბით ემუქ­რე­ბი­ან, პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის უდი­დე­სი ექ­სპორ­ტი­ო­რის წი­ლებს ური­გებს ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კო­სებს, რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით.

"პუ­ტი­ნის ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, მი­ლი­არ­დე­რი, რომ­ლის წარ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ შე­საძ­ლოა, ის გარ­კვე­ულ როლს თა­მა­შობ­დეს რუ­სე­თის ძვი­რა­დღი­რე­ბულ პიარ შე­ტე­ვებ­ში ვა­შინგტონ­ში", - წერს ერინ ბან­კო.

ამას­თან, სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ 2008 წლის ომში რუ­სეთ­მა ბევ­რი ქარ­თვე­ლი გა­ამ­წა­რა ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გი­ო­ნის და­კარ­გვით, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ ივა­ნიშ­ვი­ლი მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა. ავ­ტო­რის­ვე თქმით, ნაც­ვლად ამი­სა, მდი­და­რი პო­ლი­ტი­კო­სი პუ­ტინ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს აგებ­და.

"2012 წელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად არ­ჩე­ვამ­დე, ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი "გა­ზპ­რო­მის" აქ­ცი­ე­ბის 1% შე­ი­ძი­ნა. იმა­ვე წელს "გა­ზპ­რო­მის" მო­გე­ბამ 37,9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი მო­გე­ბაა. ივა­ნიშ­ვი­ლი კი იმ­დე­ნად მდი­და­რია, რომ მისი ქო­ნე­ბა – 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი მშპ-ს თით­ქმის ნა­ხე­ვა­რია. "ამ რე­გი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პერ­სო­ნა­ლუ­რი სიმ­დიდ­რე და არა – ეროვ­ნუ­ლი", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის პრო­ფე­სო­რის, სტი­ვენ ფი­შის კო­მენ­ტარს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ერთ პი­როვ­ნე­ბას ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლია გა­ნა­გოს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი კომ­პა­ნი­ის 1% კრემ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. "რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­ე­ცა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის წილი "გა­ზპ­რომ­ში", მისი სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლი იყო, მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ფასი გა­და­ე­ხა­და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ზე ჰე­გე­მო­ნი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. მოს­კოვს უნ­დო­და შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფო", - ცი­ტი­რებს ავ­ტო­რი სტი­ვენ ფი­შის კო­მენ­ტარს.

ამას­თან, სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­სულ კვი­რას, რო­დე­საც აშშ-მა და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა რუ­სეთს, სი­ა­ში არ მოხ­ვდა "გა­ზპ­რო­მი". ავ­ტო­რის­ვე თქმით, სან­ქცი­ე­ბი ვერ აჩე­რებს პუ­ტინს აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­გან, მეტ­წი­ლად იმი­ტომ, რომ ამ სან­ქცი­ებს ჯე­რაც არ გა­აჩ­ნია რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გი.

"სან­ქცი­ე­ბი "გა­ზპ­რო­მის" მსგავს კომ­პა­ნი­ებ­საც რომ შე­ე­ხოთ, პუ­ტინს შე­უძ­ლია ევ­რო­პე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის იმე­დი ჰქონ­დეს, მათ შო­რის გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი კან­ცლე­რის გერ­ჰარდ შრი­ო­დე­რის, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას, რად­გან რუ­სე­თი ევ­რო­პას ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის დიდ ნა­წილს აწ­ვდის. პუ­ტინ­მა ასე­ვე მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი და­ა­ბან­და "გა­ზპ­რო­მის" მხარ­დამ­ჭერ ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ებ­ში", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, ერინ ბან­კო აღ­ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა პუ­ტი­ნის სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლია - გა­მო­ი­ყე­ნოს რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­გე­ბის­თვის. ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე და­ი­წყო.

"2000 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი და­ა­ბან­და რუ­სულ კომ­პა­ნი­ებ­ში, რო­გო­რიც "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ენერ­გო­სის­ტე­მე­ბი", "ლუ­კო­ი­ლი" და "გა­ზპ­რო­მია". სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი 982,5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და. მან ბან­კი "რო­სი­ის­კი კრე­დი­ტი" 352 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყი­და, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქსე­ლი "დოქ­ტორ სტო­ლე­ტო­ვი" კი და­ახ­ლო­ე­ბით 70 მი­ლი­ონ დო­ლა­რად მიჰ­ყი­და კომ­პა­ნი­ას "იმერ­პა ფარ­მა", რო­მელ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ვა­ლენ­ტი­ნა მატ­ვი­ენ­კო აკონ­ტრო­ლებს. თუმ­ცა, ეს ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი არ იყო ბო­ლომ­დე გან­ხო­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქარ­თულ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და გა­ურ­კვე­ვე­ლია, დას­რულ­და თუ არა მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა სხვა­დას­ხვა ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და­ი­ქი­რა­ვა. ავ­ტო­რის თქმით, 2012 წელს ივა­ნიშ­ვილ­მა ლო­ბი­რე­ბა­ზე 2,9 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი და­ხარ­ჯა. მან "ეროვ­ნულ სტრა­ტე­გი­ებს" 1,9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და, Patton Bog-ს 920 ათა­სი დო­ლა­რი და BGR Group-ს 30 ათა­სი დო­ლა­რი. სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ასე­ვე და­ი­ქი­რა­ვა კომ­პა­ნია Parrt Romanii, et al 110 ათას დო­ლა­რად.

"მარ­თა­ლია, Patton Bog-მა შე­წყვი­ტა ლო­ბის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის 2013 წლის 11 მა­ისს, მაგ­რამ 22 თე­ბერ­ვალს მისი კლი­ენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გახ­და. უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აქ­ტის (FARA) მი­ხედ­ვით გაგ­ზავ­ნი­ლი Patton Bog-ის დო­კუ­მენ­ტა­ცია აჩ­ვე­ნებს, რომ ამ ჯგუ­ფის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ლო­ბი­რე­ბის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის იდენ­ტუ­რია იმ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­სა, რო­მელ­საც შე­ი­ცავ­და მა­ნამ­დე გაგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში. მარ­თა­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აღარ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რად Patton Bog-ის კლი­ენ­ტი, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ ის კვლა­ვაც ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. NDI-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხულ­თა 62% ეთან­ხმე­ბა ან სრუ­ლად ეთან­ხმე­ბა აზრს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი კვლა­ვაც რჩე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბად მთავ­რო­ბა­ში, რო­მელ­საც ახლა სა­თა­ვე­ში მისი მო­კავ­ში­რე და მემ­კვიდ­რე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვუ­ლი უდ­გას", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"International Business Times" - "ივანიშვილის კავშირები "გაზპრომთან" ძვირადღირებული, მაგრამ პუტინისთვის სასარგებლოა"

"International Business Times" - "ივანიშვილის კავშირები "გაზპრომთან" ძვირადღირებული, მაგრამ პუტინისთვის სასარგებლოა"

"ბიძინა ივანიშვილის კავშირები "გაზპრომთან" ძვირადღირებული, მაგრამ პუტინისთვის სასარგებლოა", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა "International Business Times" ერინ ბანკოს სტატიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის "გაზპრომთან" კავშირებზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მაშინ, როცა აშშ-ი და ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში ინტერვენციის გამო კიდევ უფრო მკაცრი სანქციებით ემუქრებიან, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბუნებრივი გაზის უდიდესი ექსპორტიორის წილებს ურიგებს ცნობილ პოლიტიკოსებს, რეგიონში საკუთარი პოზიციების დაცვის მიზნით.

"პუტინის ერთ-ერთი უკანასკნელი ბენეფიციარი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, მილიარდერი, რომლის წარსული ინვესტიციები მიუთითებს, რომ შესაძლოა, ის გარკვეულ როლს თამაშობდეს რუსეთის ძვირადღირებულ პიარ შეტევებში ვაშინგტონში", - წერს ერინ ბანკო.

ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომში რუსეთმა ბევრი ქართველი გაამწარა ორი მნიშვნელოვანი რეგიონის დაკარგვით, მაგრამ სავარაუდოდ ივანიშვილი მათ შორის არ ყოფილა. ავტორისვე თქმით, ნაცვლად ამისა, მდიდარი პოლიტიკოსი პუტინთან მეგობრულ ურთიერთობებს აგებდა.

"2012 წელს პრემიერ-მინისტრად არჩევამდე, ივანიშვილმა რუსეთის ხელისუფლების მფლობელობაში არსებული "გაზპრომის" აქციების 1% შეიძინა. იმავე წელს "გაზპრომის" მოგებამ 37,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მსოფლიოს ნებისმიერ კომპანიებს შორის ყველაზე დიდი მოგებაა. ივანიშვილი კი იმდენად მდიდარია, რომ მისი ქონება – 5 მილიარდი დოლარი, საქართველოს მთლიანი მშპ-ს თითქმის ნახევარია. "ამ რეგიონში მნიშვნელოვანია პერსონალური სიმდიდრე და არა – ეროვნული", - ციტირებს სტატიის ავტორი პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის, სტივენ ფიშის კომენტარს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ერთ პიროვნებას ნაკლებად შეუძლია განაგოს რუსეთის ხელისუფლების მიერ ყველაზე კონტროლირებადი კომპანიის 1% კრემლის თანხმობის გარეშე. "რუსეთის გადაწყვეტილება, მიეცა ივანიშვილისთვის წილი "გაზპრომში", მისი სტრატეგიის ნაწილი იყო, მაღალი ეკონომიკური ფასი გადაეხადა ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკურ სივრცეზე ჰეგემონიის შესანარჩუნებლად. მოსკოვს უნდოდა შეენარჩუნებინა საქართველო, როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო", - ციტირებს ავტორი სტივენ ფიშის კომენტარს.

ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გასულ კვირას, როდესაც აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთს, სიაში არ მოხვდა "გაზპრომი". ავტორისვე თქმით, სანქციები ვერ აჩერებს პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრისგან, მეტწილად იმიტომ, რომ ამ სანქციებს ჯერაც არ გააჩნია რეალური ეკონომიკური შედეგი.

"სანქციები "გაზპრომის" მსგავს კომპანიებსაც რომ შეეხოთ, პუტინს შეუძლია ევროპელი მხარდამჭერების იმედი ჰქონდეს, მათ შორის გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რადგან რუსეთი ევროპას ენერგორესურსების დიდ ნაწილს აწვდის. პუტინმა ასევე მილიონობით დოლარი დააბანდა "გაზპრომის" მხარდამჭერ ლობისტურ კომპანიებში", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ერინ ბანკო აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა პუტინის სტრატეგიის ნაწილია - გამოიყენოს რუსეთის ეკონომიკური გავლენა გეოპოლიტიკური მოგებისთვის. ავტორი ასევე წერს, რომ ივანიშვილის რუსეთთან ურთიერთობა ჯერ კიდევ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო.

"2000 წლიდან მოყოლებული ივანიშვილმა მილიარდობით დოლარი დააბანდა რუსულ კომპანიებში, როგორიც "გაერთიანებული ენერგოსისტემები", "ლუკოილი" და "გაზპრომია". საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსული აქტივები 982,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მან ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მილიონ დოლარად გაყიდა, ფარმაცევტული ქსელი "დოქტორ სტოლეტოვი" კი დაახლოებით 70 მილიონ დოლარად მიჰყიდა კომპანიას "იმერპა ფარმა", რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო აკონტროლებს. თუმცა, ეს ტრანზაქციები არ იყო ბოლომდე განხოციელებული ქართულ არჩევნებამდე და გაურკვეველია, დასრულდა თუ არა მათი განხორციელება", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა სხვადასხვა ლობისტური კომპანიები დაიქირავა. ავტორის თქმით, 2012 წელს ივანიშვილმა ლობირებაზე 2,9 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. მან "ეროვნულ სტრატეგიებს" 1,9 მილიონი დოლარი გადაუხადა, Patton Bog-ს 920 ათასი დოლარი და BGR Group-ს 30 ათასი დოლარი. სტატიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა ასევე დაიქირავა კომპანია Parrt Romanii, et al 110 ათას დოლარად.

"მართალია, Patton Bog-მა შეწყვიტა ლობისტური საქმიანობა ივანიშვილისთვის 2013 წლის 11 მაისს, მაგრამ 22 თებერვალს მისი კლიენტი საქართველოს ხელისუფლება გახდა. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მიხედვით გაგზავნილი Patton Bog-ის დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ ამ ჯგუფის მიერ საქართველოს მთავრობისთვის განხორციელებული ლობირების ახსნა-განმარტება საქართველოს ხელისუფლებისთვის იდენტურია იმ ახსნა-განმარტებისა, რომელსაც შეიცავდა მანამდე გაგზავნილი დოკუმენტაცია ბიძინა ივანიშვილისთვის მუშაობის პერიოდში. მართალია, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ოფიციალურად Patton Bog-ის კლიენტი, მაგრამ აშკარაა, რომ ის კვლავაც ჩართულია საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 62% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება აზრს, რომ ივანიშვილი კვლავაც რჩება გადაწყვეტილების მიმღებად მთავრობაში, რომელსაც ახლა სათავეში მისი მოკავშირე და მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვული უდგას", - ნათქვამია სტატიაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა