ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის დღე და ქალ­თა ღა­მე ანუ - "რაც გინ­და, ჭა­მე"

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის დღე და ქალ­თა ღა­მე ანუ - "რაც გინ­და, ჭა­მე"

8 მა­ი­სი

ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი დღე

დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი პრო­ფე­სი­ულ დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ პა­ტიმ­რე­ბი­სა და სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სი­სტე­მის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბას, აწარ­მო­ე­ბენ საპყ­რო­ბი­ლე­ებ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას, ევა­ლე­ბათ გაქ­ცე­უ­ლი პა­ტიმ­რე­ბი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ძებ­ნა, ვინც სას­ჯელს ამა თუ იმ ხერ­ხით თავს არი­დებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­სას­წა­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სოა, ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ დღეს არ აღ­ვ­ნიშ­ნავთ. პრინ­ციპ­ში, წი­ნა წლებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ასე­თი სამ­სა­ხუ­რი ალ­ბათ არც გვქო­ნია... რა­ტომ? ამას აღარ ჩა­ვუღ­რ­მავ­დე­ბი, რად­გან მძი­მე თე­მაა და ჩვენ კი დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ. მიმ­ხ­ვედ­რი კი ისე­დაც მიხ­ვ­დე­ბა.

ქალ­თა ღა­მე

ყვე­ლამ იცის, რომ 8 მარ­ტი ქალ­თა დღეა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტას თუ გა­უ­გო­ნია იმის შე­სა­ხებ, რომ არ­სე­ბობს აგ­რეთ­ვე - ქალ­თა ღა­მე, რო­მელ­საც 8 მა­ისს დღე­სას­წა­უ­ლობს ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა. დღე­სას­წა­ულს სა­ხელ­წო­დე­ბა ნამ­დ­ვი­ლად რო­მან­ტი­კუ­ლი აქვს და ამ დღის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბი­სას, რა­საც ვე­ლო­დი, ის არ დამ­ხ­ვ­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ქალ­თა ღა­მე ნორ­ვე­გი­ა­ში, 2006 წელს და­უ­წე­სე­ბი­ათ და მი­ზე­ზი, რო­გორც უნ­და გა­გიკ­ვირ­დეთ, ის გახ­ლავთ, რომ თურ­მე ნორ­ვე­გი­ა­ში დღემ­დე ქალ­თა დის­კ­რი­მი­ნა­ცია ყო­ფი­ლა. ერ­თ­სა და იმა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ქა­ლე­ბი 80%-ით ნაკ­ლებ ხელ­ფასს იღე­ბენ. საკ­მა­ოდ დი­დი სხვა­ო­ბაა და დაუ­ჯე­რებ­ლად მო­მეჩ­ვე­ნა, მაგ­რამ გა­და­ვა­მოწ­მე და ნამ­დ­ვი­ლად ასე ყო­ფი­ლა. ნორ­ვე­გი­ე­ლი ქა­ლე­ბის პრობ­ლე­მა ასე­ვე, ის გახ­ლავთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბია და პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებს წლო­ბით უხ­დე­ბათ რიგ­ში დგო­მა. ამი­ტომ, ქა­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, სახ­ლებ­ში ის­ხ­დ­ნენ და შვი­ლებს მი­ხე­დონ, რად­გან ძი­ძის აყ­ვა­ნა მათ­თ­ვის მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის. ასე რომ, ქალ­თა ღა­მეს ნორ­ვე­გი­ელ ქა­ლებ­თან ერ­თად, სხვა ქვეყ­ნე­ბის ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც შე­ახ­სე­ნე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ქალ­თა დის­კ­რი­მი­ნა­ცია არ უნ­და ხდე­ბო­დეს.

9 მა­ი­სი

ფაშიზმზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის დღე

ომი ყო­ველ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად იწყე­ბა, თუმ­ცა, წლე­ბის შემ­დეგ ცხა­დი ხდე­ბა, რომ ბრძო­ლა გარ­და­უ­ვა­ლი იყო. 1941 წელს და­იწყო დიდი სა­მა­მუ­ლო ომი (ყოველ შემთხვევაში, ასე გვასწავლიდნენ საბჭოთა ბავშვებს), რო­მე­ლიც 1945 წლის 9 მა­ისს დას­რულ­და და ეს დღე სწო­რედ ფა­შის­ტურ გერ­მ­ა­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის დღე­დაა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მთე­ლი ომის მან­ძილ­ზე, საბ­ჭო­თა არ­მია დღე­ში 15 ათას ჯა­რის­კაცს კარ­გავ­და. უკ­ვე წლე­ბია, ამ დღეს ომის ვე­ტე­რა­ნე­ბი უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლავ­თან იკ­რი­ბე­ბი­ან და და­ღუ­პულ თა­ნა­მებ­რ­ძო­ლებს პა­ტივს მი­ა­გე­ბენ.

ევ­რო­პის დღე

ამ დღეს ეს­ტო­ნეთ­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად 2 დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მო­ბენ. ერ­თი გახ­ლავთ გა­მარ­ჯ­ვე­ბის დღე (რო­მელ­ზეც ზე­მოთ ვი­ლა­პა­რა­კე), რო­მე­ლიც, მი­უ­ხე­და­ვად ახ­ლან­დე­ლი მთავ­რო­ბის პოს­ტ­საბ­ჭო­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბი­სა, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, რად­გან ეს­ტო­ნეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი რუ­სი ეროვ­ნე­ბის გახ­ლავთ. მე­ო­რე დღე­სას­წა­უ­ლი ევ­რო­პის დღეა, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით "ა­ხალ­გაზ­რ­და­ა" და 2004 წლი­დან აღი­ნიშ­ნე­ბა, რად­გან სწო­რედ ამ წელს შე­ვი­და ეს­ტო­ნე­თი ევ­რო­კავ­შირ­ში. ამ დღეს, ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო თუ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია, ეს­ტო­ნე­თი­სა და ევ­რო­საბ­ჭოს დრო­შე­ბი გა­მო­ფი­ნოს დი­ლის 8-დან სა­ღა­მოს 10 სა­ა­თამ­დე. ეს­ტო­ნე­თის გარ­და, ევ­რო­კავ­შირ­ში 27 ქვე­ყა­ნაა გა­წევ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არც ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი დღე­სას­წა­უ­ლი არ აღი­ნიშ­ნე­ბა.

10 მა­ი­სი

კა­ი­მა­ნის კუნ­ძუ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნის დღე

ჩვენ­თ­ვის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო კუ­რორ­ტად ცნო­ბი­ლი კა­ი­მა­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი დი­დი ბრი­ტა­ნე­თის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა გახ­ლავთ. ტე­რი­ტო­რია 3 კუნ­ძუ­ლის­გან შედ­გე­ბა - დი­დი კა­ი­მა­ნი, მცი­რე კა­ი­მა­ნი და კა­ი­მან-ბრა­კი და კა­რი­ბის ზღვა­ში მდე­ბა­რე­ობს. კა­ი­მა­ნი 1503 წლის 10 მა­ისს, კო­ლუმ­ბ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. თა­ვი­დან ეს­პა­ნე­ლებ­მა მას "ლას-ტორ­ტუ­გა­სი" და­არ­ქ­ვეს, რაც კუ­ე­ბის კუნ­ძუ­ლებს ნიშ­ნავს, რად­გან მას­ზე უამ­რა­ვი კუ ცხოვ­რობ­და. შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ კუნ­ძულ­ზე უფ­რო მე­ტი ნი­ან­გი იყო, ვიდ­რე - კუ და სა­ხე­ლი გა­და­არ­ქ­ვეს - "ლა­გატ­რო­სი" შე­არ­ქ­ვეს. სა­ხე­ლი - "კა­ი­მა­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი" 1530 წლი­დან ეწო­და. XX სა­უ­კუ­ნე­ში ის ოფ­შო­რულ ზო­ნად გა­მოცხად­და. ამ­ჟა­მად კა­ი­მა­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვის მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს.

11 მა­ი­სი

რაც გინ­და, ჭა­მე

ეს ის დღეა, რო­ცა დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა ადა­მი­ანს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თარ სტო­მაქს ასი­ა­მოვ­ნოს - ჭა­მოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც უყ­ვარს. ზუს­ტად არა­ვინ იცის, რო­დის და­არ­ს­და ეს დღე, მაგ­რამ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მას დი­დი მხი­ა­რუ­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ. ალ­ბათ ხვდე­ბით, რომ ეს დღე დი­ე­ტის­თ­ვის არ გა­მოდ­გე­ბა. ჰო­და, მი­სი და­წე­სე­ბის მი­ზა­ნიც სწო­რედ ის გახ­ლავთ, რომ დი­ე­ტო­მა­ნი­ით შეპყ­რო­ბილ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ, ჭა­მით ისი­ა­მოვ­ნონ.

12 მა­ი­სი

ვებმღვდლის დღე

2004 წლის 12 მა­ისს, ინ­გ­ლი­სურ­მა ეკ­ლე­სი­ამ ვებმღვდლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­აცხა­და. მის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დის ვირ­ტუ­ა­ლურ მრევ­ლ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა. ვებმღვდლად ელი­სონ ლეს­ლი აკურ­თხეს და ინ­ტერ­ნე­ტეკ­ლე­სია ჩა­ა­ბა­რეს, რო­მე­ლიც ოქ­ს­ფო­რდის ეპარ­ქი­ა­ში შე­დის. ეკ­ლე­სი­ის მეს­ვე­ურ­თა თქმით, ეს გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის კი­დევ ერ­თი გზა, ღმერ­თ­თან მი­სას­ვ­ლე­ლად. მრევ­ლი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში ლო­ცუ­ლობს, ვირ­ტუ­ა­ლურ სან­თელს ან­თებს, ეზი­ა­რე­ბა და ცოდ­ვებ­საც ინა­ნი­ებს. ამ­ბო­ბენ, რომ მი­წი­ე­რის გარ­და, ზე­ცი­უ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოც არ­სე­ბობს და რო­გორც ჩანს, უკ­ვე - ვირ­ტუ­ა­ლუ­რიც. ჰო­და, ჩვენს დღე­ვან­დე­ლო­ბას რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, მე მგო­ნი, ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებს კი უნ­და აძლევდეთ ხელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შექ­მ­ნან ასე­თი ეკ­ლე­სია, რად­გან მო­სა­ნა­ნი­ებ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტით გაგ­ზავ­ნი­ლი ცოდ­ვე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ­თ­ვის ძალ­ზე სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ც­ვე­ლი იქ­ნე­ბა და გა­უხ­ს­ნე­ლი საქ­მე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა - ძალ­ზე და­ბა­ლი.

14 მა­ი­სი

თა­მა­რო­ბა

ეს ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია და თა­მარ მე­ფის ხსე­ნე­ბის დღეა. თა­მა­რო­ბა 1917 წლი­დან აღი­ნიშ­ნე­ბა - მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია აღ­დ­გა. არ შე­მიძ­ლია, მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი არ გა­ვიხ­სე­ნო: თა­მა­რი XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და და 1184 წელს გა­მეფ­და. პირ­ველ რიგ­ში, ეკ­ლე­სი­ას მი­ხე­და, სი­ტუ­ა­ცია მო­ა­წეს­რი­გა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა და­ამ­ყა­რა. უღირ­სი მსა­ხურ­ნი ეკ­ლე­სი­ი­დან მოკ­ვე­თა. შემ­დეგ სა­ე­რო ცხოვ­რე­ბას მი­უბრუნდა - მმარ­თ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­უფ­ლე­ბას აჭარ­ბებ­დ­ნენ, გა­და­ა­ყე­ნა, გლე­ხებს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­უმ­სუ­ბუ­ქა. სა­მე­ფო დარ­ბა­ზის წევ­რებ­მა მი­სი გათხო­ვე­ბის შე­სა­ხებ დას­ვეს სა­კითხი და ერთ-ერთ საბ­ჭო­ზე ქმრის კან­დი­და­ტუ­რად კნი­აზ ან­დ­რეი ბო­გო­ლი­უბ­ს­კის ვა­ჟი, იური ბო­გო­ლი­უბ­ს­კი და­ა­სა­ხე­ლეს. 1185 წელს, სწო­რედ დარ­ბა­ზის ძა­ლის­ხ­მე­ვით, იური რუ­სე­თი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და თა­მარ­ზე და­ა­ქორ­წი­ნეს. ქარ­თ­ვე­ლებ­მა მას გი­ორ­გი რუ­სი შე­არ­ქ­ვეს. თა­მარს მი­აჩ­ნ­და, რომ გათხო­ვე­ბამ­დე მო­მა­ვა­ლი ქმრის ბუ­ნე­ბა კარ­გად უნ­და შე­ეს­წავ­ლა, მაგ­რამ დარ­ბა­ზის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და­ე­მორ­ჩი­ლა და გათხო­ვე­ბის გა­დაწყე­ტი­ლე­ბაც ამის გა­მო მი­ი­ღო. 1187 წელს თა­მა­რი ქმარს გას­ცილ­და და გი­ორ­გი რუ­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გა­ა­ძე­ვეს. 1 წლის მე­რე თა­მა­რი და­ვით სოს­ლან­ზე გათხოვ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გი­ორ­გი რუ­სი თა­ვის ხვედრს არ შე­ე­გუა და ორ­ჯერ სცა­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მსხვი­ლი ფე­ო­და­ლე­ბის ნა­წი­ლი მას მხარს უჭერ­და და სწო­რედ მა­თი დახ­მა­რე­ბით სცა­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოს­ვ­ლა. 1191 წელს ფე­ო­და­ლე­ბი აჯან­ყ­დ­ნენ. თა­მარ­მა მომ­ხ­რე­ე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა და აჯან­ყე­ბა ჩა­ახ­შო. ბო­გო­ლი­უბ­ს­კის მომ­ხ­რე­ე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და მა­მუ­ლე­ბი ჩა­მო­არ­თ­ვა. ამის შემ­დ­გომ, 1193 წელს, გი­ორ­გი რუს­მა კი­დევ ერ­თხელ სცა­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოს­ვ­ლა, მაგ­რამ მომ­ხ­რე­ე­ბის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­და და სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხ­და. თა­მარ­მა ში­და პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია და­ა­ლა­გა და ამის შემ­დეგ სა­გა­რეო საქ­მე­ე­ბით და­კავ­და. 1195 წელს ქარ­თ­ვე­ლებ­მა და­ა­მარ­ცხეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მმარ­თ­ვე­ლი, ათა­ბა­გი აბუ-ბე­ქი­რი; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჯარ­მა ტე­რი­ტო­რია გა­ა­ფარ­თო­ვა და შე­მო­ი­ერ­თა ქა­ლა­ქე­ბი - დვი­ნი და ანი; და­ა­მარ­ცხა რუ­მის სულ­თა­ნი. 1204 წელს ქარ­თ­ვე­ლებ­მა და­ი­კა­ვეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, ქა­ლა­ქი-ცი­ხე­სი­მაგ­რე - ყარ­სი. თა­მა­რის მე­ფო­ბის დროს სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ვის პო­ზი­ცი­ებს აძ­ლი­ე­რებ­და. ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის და­სუს­ტე­ბამ გზა გა­უხ­ს­ნა შა­ვი ზღვის სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს­კენ და ქარ­თულ­მა ჯარ­მა და­ი­კა­ვა ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქე­ბი. 1206 წელს და­ვით სოს­ლა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. იმა­ვე წელს თა­მარ­მა ვა­ჟი - ლა­შა-გი­ორ­გი გა­ა­მე­ფა. თა­მა­რი 1213 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ეკ­ლე­სი­ამ ის წმინ­და­ნად შე­რაცხა და 14 მა­ი­სი მი­სი ხსნე­ბის დღედ და­ა­წე­სა. ჩე­მი აზ­რით, თა­მა­რის ბი­ოგ­რა­ფია ერ­თ­გ­ვა­რი "შპარ­გალ­კა­ა" მათ­თ­ვის, ვი­საც ქვეყ­ნის მარ­თ­ვა­ზე პრე­ტენ­ზია აქვს.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია