პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახი, რომელსაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სამი ტყუპი შეეძინა
ოჯახი, რომელსაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სამი ტყუპი შეეძინა

წყვილ­მა, რო­მელ­ზეც უნდა მო­გი­თხროთ, ოჯა­ხი 7 წლის წინ შექ­მნა, მაგ­რამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შვი­ლი არ ეყო­ლათ. 2013 წლის 20 თე­ბერ­ვალს კი, უფ­ლის ნე­ბით, მათ ერ­თდრო­უ­ლად სამი ტყუ­პი - ელე­ნე, შიო და ლილე შე­ე­ძი­ნათ, ეს კი ექი­მი გვან­ცა არა­ზაშ­ვი­ლი­სა და იუ­რის­ტი გი­ორ­გი კო­პა­ლი­ა­ნის წყვი­ლის­თვის ცხა­დია, უზარ­მა­ზა­რი შოკი და ამა­ვე დროს, უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა გახ­ლდათ.

პა­ტა­რე­ბი ახლა უკვე წლი­სა და 2 თვის არი­ან. კო­პა­ლი­ა­ნებს გა­სულ კვი­რას ვეს­ტუმ­რე და მათი ხილ­ვით თა­ვა­დაც დიდი სი­ხა­რუ­ლით ავივ­სე, რად­გა­ნაც პირ­ვე­ლად ვნა­ხე სამი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი პა­ტა­რა ტყუ­პი...

სახ­ლი ახლა მხო­ლოდ მათი ნივ­თე­ბი­თაა სავ­სე: რამ­დე­ნი­მე ჭო­ჭი­ნა, ეტლი, სა­წო­ლი, სა­წო­ვა­რა ბოთ­ლი, სა­თა­მა­შო­ე­ბი... შიო თა­ვის­თვის და­დი­ო­და, ელე­ნემ ჩემი და­ნა­ხა­ვა იუ­ცხო­ვა და ატირ­და, ლილე კი მა­მას­თან მო­კა­ლათ­და და მშობ­ლე­ბის სა­უ­ბარს ისე უს­მენ­და, გე­გო­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ეს­მი­სო.

- რო­დის გა­ი­გეთ, რომ ტყუ­პი გე­ყო­ლე­ბო­დათ?

- 4-5 კვი­რის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა სის­ხლის ანა­ლიზ­მა ჰორ­მო­ნის მა­ღა­ლი დონე უჩ­ვე­ნა. ექიმ­მა მი­თხრა, - შე­იძ­ლე­ბა, ტყუ­პი იყო­სო. ექოს­კო­პი­ა­ზე კი დარ­წმუ­ნე­ბით მი­თხრეს, რომ ტყუ­პი იყო: ჯერ მი­თხრა, ერ­თი­აო, მერე - მე­ო­რეც არის და შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, მე­სა­მე­ცო, - ეს რომ თქვა, ექიმს სახე წა­ე­შა­ლა (იცი­ნის)...

გი­ორ­გი კო­პა­ლი­ა­ნი:

- ის დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და­უ­ვი­წყა­რია. ექი­მი გა­რეთ რომ გა­მო­ვი­და, შე­მომ­ხე­და და გა­ი­ცი­ნა, - თქვენ­თვის დიდი სი­ურპრი­ზი მაქვს, ტყუ­პი გე­ყო­ლე­ბა­თო. გა­მი­ხარ­და. მერე დას­ძი­ნა: კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზი­აო, - მეტი რაღა უნდა იყოს-მეთ­ქი? - ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე. - ტყუ­პი სა­მია და არ ვიცი, რა გეშ­ვე­ლე­ბაო, - და გა­ე­ცი­ნა.

გვან­ცა:

- შო­კის­გან სახე მეც წაშ­ლი­ლი მქონ­და, - დიდი რის­კი იყო სამი ბავ­შვის მუც­ლით ტა­რე­ბა... პირ­ველ თვე­ებ­ში არც ტოქ­სი­კო­ზი მქო­ნია და არც არა­ნა­ი­რი ჭირ­ვე­უ­ლო­ბა. ვამ­ბობ­დი: არა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბა არ მაქვს, თით­ქოს ორ­სუ­ლად არც ვიყო-მეთ­ქი. მაგ­რამ ბო­ლოს, როცა გა­ი­ზარ­დნენ, მუ­ცელ­ში ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად მოძ­რა­ობ­და. ამის გამო პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია, მაგ­რამ შევ­შინ­დი და სა­ო­ცარ "უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს" ვი­ცავ­დი: სახ­ლი­დან გა­რეთ იშ­ვი­ა­თად გავ­დი­ო­დი, სამ­სა­ხურს დრო­ე­ბით თავი და­ვა­ნე­ბე და არც ზა­ფხულ­ში გავ­სულ­ვარ თბი­ლი­სი­დან. ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი და ოჯა­ხის წევ­რი მეხ­მა­რე­ბო­და, ხელს მი­წყობ­და. მოკ­ლედ, უსაქ­მუ­რო­ბის­გან და­ვი­ღა­ლე... 17 ივ­ლისს შე­ვი­ტყვე, რომ მუ­ცელ­ში სამი შვი­ლი მყავ­და, სექ­ტემ­ბერ­ში სქე­სიც მი­თხრეს და ისიც ვი­ცო­დი, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მუ­ცელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით სად იყო "და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი". პირ­ვე­ლი ელე­ნე და­ი­ბა­და (2 კილო და 300 გრა­მი; 47 სან­ტი­მეტ­რი), მე­ო­რე ლილე იყო (2 და 700 გრა­მი; 49 სან­ტი­მეტ­რი), შიო მე­სა­მე გახ­ლდათ (2 და 300 გრა­მი; 47 სან­ტი­მეტ­რი). ჯენტლმე­ნუ­რად მო­იქ­ცა, პირ­ვე­ლო­ბა გო­გო­ნებს და­უთ­მო... სულ შვიდ-ნა­ხე­ვარ კი­ლომ­დე იყ­ვნენ, წო­ნა­ში კი 16 კი­ლოგ­რა­მით ვი­ყა­ვი მო­მა­ტე­ბუ­ლი. უზარ­მა­ზა­რი მუც­ლით დავ­დი­ო­დი. ექი­მებ­მა მირ­ჩი­ეს, სა­კე­ის­რო კვე­თა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ ჯან­მრთე­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე არც კი ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ექი­მი რომ და­მი­ნა­ხავ­და, იცი­ნო­და ხოლ­მე, - ბაგა-ბაღი მო­ვი­დაო (იცი­ნის).

გი­ორ­გი:

- ჩემი სამი შვი­ლი რომ ვნა­ხე, ლა­მის გავ­გიჟ­დი, სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა.

- ამ­დე­ნი წლის ლო­დი­ნის შემ­დეგ, ასე უეც­რად გახ­დით სამი შვი­ლის მშობ­ლე­ბი...

გვან­ცა:

- ხომ გი­თხა­რით, შოკ­ში ვი­ყა­ვით. ჩვენ­თან სახ­ლში თა­ვი­დან ისე­თი ალი­ა­ქო­თი იყო, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბა­საც ვერ ვას­წრებ­დი, გონ­ზე ნელ-ნელა მოვ­დი­ვარ. დი­ლით ბავ­შვებს რომ დავ­ხე­დავ­დი, ვამ­ბობ­დი, - ესე­ნი ხომ ნამ­დვი­ლად ჩე­მე­ბი არი­ან-მეთ­ქი?

გი­ორ­გი:

- სა­მი­ვე ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რია, უბ­რა­ლოდ, ელე­ნემ ბოლო დროს უცხო­ო­ბა და­ი­წყო... ძა­ლი­ან დამ­ჯე­რი ბავ­შვე­ბი არი­ან. უყ­ვართ სე­ირ­ნო­ბა, გა­რეთ გას­ვლა, რაც ცალ­კე რი­ტუ­ა­ლია.

- მათ შო­რის ისე­თი გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბა არ არის, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ გა­არ­ჩი­ოთ...

გვან­ცა:

- სულ პა­ტა­რე­ბი რომ იყ­ვნენ (ყვე­ლა ჩვი­ლი ხომ ისე­დაც, ერ­თმა­ნეთს ჰგავს), გი­ორ­გი ვერ ას­ხვა­ვებ­და. როცა რო­მე­ლი­მეს მი­ვუყ­ვან­დი და მო­ე­ფე­რე­ბო­და, მე­ო­რე­დაც ისევ ის რომ მი­მეყ­ვა­ნა, ვერც ხვდე­ბო­და, რომ ცოტა ხნის წინ ეჭი­რა ხელ­ში. ამით ვხა­ლი­სობ­დი. გა­რეგ­ნუ­ლად კი ჰგავ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დათ და ალ­ბათ ამი­ტო­მაც არ მი­ჭირ­და ერ­თმა­ნე­თის­გან მათი გარ­ჩე­ვა.

- მათ მარ­ტო ზრდი?

- გვყავს ძიძა, რო­მე­ლიც სულ ჩვენ­თან არის...

როცა ტყუ­პის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უს ვწერ­დი, ბავ­შვე­ბის ძიძა - ნუნუ შა­ნი­ძე იქვე ტრი­ა­ლებ­და და ხან ერთი პა­ტა­რა ეჭი­რა ხელ­ში, ხან - მე­ო­რე.

ქალ­ბა­ტო­ნი ნუნუ:

- 8 წელი სა­ბერ­ძნეთ­ში ძი­ძად ვმუ­შა­ობდი, ახლა კი ამ ოჯახს ვეხ­მა­რე­ბი, მხო­ლოდ შა­ბათს მივ­დი­ვარ შინ. თა­ვი­დან 6 სა­ა­თი დავ­დი­ო­დი, მერე მხო­ლოდ დღე ვი­ყა­ვი, ახლა ღა­მე­საც აქ ვა­თევ. ძალი­ან კარ­გი ოჯა­ხია და კარ­გი შვი­ლე­ბიც ჰყავთ. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც დედ-მამა მშვი­დია, ბა­ვშვე­ბიც ასე­თე­ბი არი­ან და მეც ვცდი­ლობ, არას­დროს ავ­ღელ­დე (იღი­მის).

ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა (ბე­ბია):

- ერთხელ ისე მო­ხდა, რომ გვან­ცა ბავ­შვებ­თან სულ მარ­ტო დარ­ჩა. სახ­ლში მო­სუ­ლებ­მა ასე­თი სუ­რა­თი ვნა­ხეთ: ერთს ძუ­ძუს აწო­ვებს, მე­ო­რეს ბოთ­ლით აჭ­მევს და მე­სა­მის სა­წოლს ფე­ხით არ­წევს... ავ­დე­ქი და მა­შინ­ვე სუ­რა­თი გა­და­ვუ­ღე...

გვან­ცა:

- მა­შინ მარ­თლაც, ღა­მე­ე­ბი არ მე­ძი­ნა, მაგ­რამ ღმერ­თი და თა­ვად ბავ­შვე­ბი მაძ­ლევ­დნენ ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას. თან, ყვე­ლა მეხ­მა­რე­ბო­და: გმი­რი ძიძა ნუნუ, დე­დამ­თი­ლი მა­ნა­ნა, დე­და­ჩე­მი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ცო­ცხა­ლი აღარ ვიქ­ნე­ბო­დი (იღი­მის).

- სა­ხე­ლე­ბის დარ­ქმე­ვა­ზე რო­გორ შე­თან­ხმდით?

გი­ორ­გი:

- ში­ომ­ღვი­მე­ში შეთ­ქმუ­ლი გვქო­ნდა: თუ ბიჭი გაჩ­ნდე­ბო­და, შიოს და­ვარ­ქმევ­დი. ღმერ­თმა მხო­ლოდ ერთი ბიჭი კი არა, სამი შვი­ლი ერ­თდრო­უ­ლად მო­მივ­ლი­ნა. სა­ხე­ლი ელე­ნე ორი­ვეს მოგ­ვწონ­და და ერ­თდრო­უ­ლად შე­ვარ­ჩი­ეთ; ლილე გვან­ცას შერ­ჩე­უ­ლია (ძვე­ლი სვა­ნუ­რი სა­ხე­ლია).

გვან­ცა:

- ბავ­შვებს თა­ვი­ან­თი სამ­ყა­რო აქვთ და ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო­ე­ბი არი­ან. თუ ღმერ­თის ნება იქ­ნე­ბა, შვილს კი­დევ გა­ვა­ჩენ. მერ­წმუ­ნეთ, ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­ფე­რია. რო­დე­საც ღმერ­თი შვილს გაძ­ლევს, იქვე გაძ­ლევს ძა­ლას სა­ი­მი­სოდ, რომ აღ­ზარ­დო... როცა და­ვო­ჯახ­დით, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ტყუ­პის დედა გავ­ხდე­ბო­დი. ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბი პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლე­ბი არი­ან. უწ­მინ­დე­სი ჩვე­ნი ოჯა­ხის ნათ­ლი­აა და ამით ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ოჯახი, რომელსაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სამი ტყუპი შეეძინა

ოჯახი, რომელსაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სამი ტყუპი შეეძინა

წყვილმა, რომელზეც უნდა მოგითხროთ, ოჯახი 7 წლის წინ შექმნა, მაგრამ 4 წლის განმავლობაში შვილი არ ეყოლათ. 2013 წლის 20 თებერვალს კი, უფლის ნებით, მათ ერთდროულად სამი ტყუპი - ელენე, შიო და ლილე შეეძინათ, ეს კი ექიმი გვანცა არაზაშვილისა და იურისტი გიორგი კოპალიანის წყვილისთვის ცხადია, უზარმაზარი შოკი და ამავე დროს, უდიდესი ბედნიერება გახლდათ.

პატარები ახლა უკვე წლისა და 2 თვის არიან. კოპალიანებს გასულ კვირას ვესტუმრე და მათი ხილვით თავადაც დიდი სიხარულით ავივსე, რადგანაც პირველად ვნახე სამი უმშვენიერესი პატარა ტყუპი...

სახლი ახლა მხოლოდ მათი ნივთებითაა სავსე: რამდენიმე ჭოჭინა, ეტლი, საწოლი, საწოვარა ბოთლი, სათამაშოები... შიო თავისთვის დადიოდა, ელენემ ჩემი დანახავა იუცხოვა და ატირდა, ლილე კი მამასთან მოკალათდა და მშობლების საუბარს ისე უსმენდა, გეგონება, ყველაფერი ესმისო.

- როდის გაიგეთ, რომ ტყუპი გეყოლებოდათ?

- 4-5 კვირის ორსული ვიყავი, როცა სისხლის ანალიზმა ჰორმონის მაღალი დონე უჩვენა. ექიმმა მითხრა, - შეიძლება, ტყუპი იყოსო. ექოსკოპიაზე კი დარწმუნებით მითხრეს, რომ ტყუპი იყო: ჯერ მითხრა, ერთიაო, მერე - მეორეც არის და შენ წარმოიდგინე, მესამეცო, - ეს რომ თქვა, ექიმს სახე წაეშალა (იცინის)...

გიორგი კოპალიანი:

- ის დღე ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარია. ექიმი გარეთ რომ გამოვიდა, შემომხედა და გაიცინა, - თქვენთვის დიდი სიურპრიზი მაქვს, ტყუპი გეყოლებათო. გამიხარდა. მერე დასძინა: კიდევ ერთი სიურპრიზიაო, - მეტი რაღა უნდა იყოს-მეთქი? - ჩავილაპარაკე. - ტყუპი სამია და არ ვიცი, რა გეშველებაო, - და გაეცინა.

გვანცა:

- შოკისგან სახე მეც წაშლილი მქონდა, - დიდი რისკი იყო სამი ბავშვის მუცლით ტარება... პირველ თვეებში არც ტოქსიკოზი მქონია და არც არანაირი ჭირვეულობა. ვამბობდი: არანაირი შეგრძნება არ მაქვს, თითქოს ორსულად არც ვიყო-მეთქი. მაგრამ ბოლოს, როცა გაიზარდნენ, მუცელში ყველა თავისებურად მოძრაობდა. ამის გამო პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ შევშინდი და საოცარ "უსაფრთხოების წესებს" ვიცავდი: სახლიდან გარეთ იშვიათად გავდიოდი, სამსახურს დროებით თავი დავანებე და არც ზაფხულში გავსულვარ თბილისიდან. ყველა ჩემი ახლობელი და ოჯახის წევრი მეხმარებოდა, ხელს მიწყობდა. მოკლედ, უსაქმურობისგან დავიღალე... 17 ივლისს შევიტყვე, რომ მუცელში სამი შვილი მყავდა, სექტემბერში სქესიც მითხრეს და ისიც ვიცოდი, თითოეული მათგანი მუცელში დაახლოებით სად იყო "დაბანაკებული". პირველი ელენე დაიბადა (2 კილო და 300 გრამი; 47 სანტიმეტრი), მეორე ლილე იყო (2 და 700 გრამი; 49 სანტიმეტრი), შიო მესამე გახლდათ (2 და 300 გრამი; 47 სანტიმეტრი). ჯენტლმენურად მოიქცა, პირველობა გოგონებს დაუთმო... სულ შვიდ-ნახევარ კილომდე იყვნენ, წონაში კი 16 კილოგრამით ვიყავი მომატებული. უზარმაზარი მუცლით დავდიოდი. ექიმებმა მირჩიეს, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა. მთელი ორსულობა იმაზე ვფიქრობდი, რომ ჯანმრთელები ყოფილიყვნენ, მშობიარობაზე არც კი ვნერვიულობდი. ექიმი რომ დამინახავდა, იცინოდა ხოლმე, - ბაგა-ბაღი მოვიდაო (იცინის).

გიორგი:

- ჩემი სამი შვილი რომ ვნახე, ლამის გავგიჟდი, საოცარი შეგრძნება დამეუფლა.

- ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, ასე უეცრად გახდით სამი შვილის მშობლები...

გვანცა:

- ხომ გითხარით, შოკში ვიყავით. ჩვენთან სახლში თავიდან ისეთი ალიაქოთი იყო, რომ ამ ყველაფრის გააზრებასაც ვერ ვასწრებდი, გონზე ნელ-ნელა მოვდივარ. დილით ბავშვებს რომ დავხედავდი, ვამბობდი, - ესენი ხომ ნამდვილად ჩემები არიან-მეთქი?

გიორგი:

- სამივე ძალიან კონტაქტურია, უბრალოდ, ელენემ ბოლო დროს უცხოობა დაიწყო... ძალიან დამჯერი ბავშვები არიან. უყვართ სეირნობა, გარეთ გასვლა, რაც ცალკე რიტუალია.

- მათ შორის ისეთი გარეგნული მსგავსება არ არის, რომ ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოთ...

გვანცა:

- სულ პატარები რომ იყვნენ (ყველა ჩვილი ხომ ისედაც, ერთმანეთს ჰგავს), გიორგი ვერ ასხვავებდა. როცა რომელიმეს მივუყვანდი და მოეფერებოდა, მეორედაც ისევ ის რომ მიმეყვანა, ვერც ხვდებოდა, რომ ცოტა ხნის წინ ეჭირა ხელში. ამით ვხალისობდი. გარეგნულად კი ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვანაირი ხასიათი ჰქონდათ და ალბათ ამიტომაც არ მიჭირდა ერთმანეთისგან მათი გარჩევა.

- მათ მარტო ზრდი?

- გვყავს ძიძა, რომელიც სულ ჩვენთან არის...

როცა ტყუპის მშობლებთან ინტერვიუს ვწერდი, ბავშვების ძიძა - ნუნუ შანიძე იქვე ტრიალებდა და ხან ერთი პატარა ეჭირა ხელში, ხან - მეორე.

ქალბატონი ნუნუ:

- 8 წელი საბერძნეთში ძიძად ვმუშა­ობდი, ახლა კი ამ ოჯახს ვეხმარები, მხოლოდ შაბათს მივდივარ შინ. თავიდან 6 საათი დავდიოდი, მერე მხოლოდ დღე ვიყავი, ახლა ღამესაც აქ ვათევ. ძალი­ან კარგი ოჯახია და კარგი შვილებიც ჰყავთ. საერთოდ, როდესაც დედ-მამა მშვიდია, ბა­ვშვებიც ასეთები არიან და მეც ვცდილობ, არასდროს ავღელდე (იღიმის).

ქალბატონი მანანა (ბებია):

- ერთხელ ისე მო­ხდა, რომ გვანცა ბავშვებთან სულ მარტო დარჩა. სახლში მოსულებმა ასეთი სურათი ვნახეთ: ერთს ძუძუს აწოვებს, მეორეს ბოთლით აჭმევს და მესამის საწოლს ფეხით არწევს... ავდექი და მაშინვე სურათი გადავუღე...

გვანცა:

- მაშინ მართლაც, ღამეები არ მეძინა, მაგრამ ღმერთი და თავად ბავ­შვები მაძლევდნენ ძალასა და ენერგიას. თან, ყველა მეხმარებოდა: გმირი ძიძა ნუნუ, დედამთილი მანანა, დედაჩემი. ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი (იღიმის).

- სახელების დარქმევაზე როგორ შეთანხმდით?

გიორგი:

- შიომღვიმეში შეთქმული გვქო­ნდა: თუ ბიჭი გაჩნდებოდა, შიოს დავარქმევდი. ღმერთმა მხოლოდ ერთი ბიჭი კი არა, სამი შვილი ერთდროულად მომივლინა. სახელი ელენე ორივეს მოგვწონდა და ერთდროულად შევარჩიეთ; ლილე გვანცას შერჩეულია (ძველი სვანური სახელია).

გვანცა:

- ბავშვებს თავიანთი სამყარო აქვთ და ძალიან სასაცილოები არიან. თუ ღმერთის ნება იქნება, შვილს კიდევ გავაჩენ. მერწმუნეთ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. როდესაც ღმერთი შვილს გაძლევს, იქვე გაძლევს ძალას საიმისოდ, რომ აღზარდო... როცა დავოჯახდით, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტყუპის დედა გავხდებოდი. ჩვენი პატარები პატრიარქის ნათლულები არიან. უწმინდესი ჩვენი ოჯახის ნათლიაა და ამით ბედნიერები ვართ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია