პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ნადირაშვილი - დაასახელონ მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უსმენს
ირმა ნადირაშვილი - დაასახელონ მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უსმენს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კი­თხვას უს­ვამს, და­ა­სა­ხე­ლონ მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უს­მენს.

ამის შე­სა­ხებ ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს შს მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ნა­დი­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ გან­ცხა­დე­ბებს არა მხო­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აკე­თე­ბენ, არა­მედ მთე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­მენ­ტა­რი ერ­თმა­ნეთს ჰგავს და იდენ­ტუ­რია.

"ჩემი აზ­რით, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. თუკი ასე­თი ტექ­ნი­კა იყო გა­ტა­ნი­ლი, რა­ტომ არ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, უკვე ორი წე­ლია ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან. და­მი­სა­ხე­ლოს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ოპი­ზი­ცია უს­მენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თუ ჩვენ ამას ვა­კე­თებთ, ეს რას ამ­ტკი­ცებს? მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათ უნი­ა­თო­ბას, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სა­სა­ცი­ლო", - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის გა­კე­თე­ბუ­ლია და ახლა აქვთ "უნი­ჭო მცდე­ლო­ბა" ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოძ­ვრნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა "ერთ-ერთ ღა­მეს დატ­ვირ­თეს და მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან გა­ი­ტა­ნეს". რო­გორც ჭი­კა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს შს უწყე­ბა­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მის­ვლამ­დე მოხ­და.

"2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, როცა სა­მი­ნის­ტრო­ში ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ვი­და, ჩვენ აღ­ვრი­ცხეთ სა­მი­ნის­ტროს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი თუ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ფა­რუ­ლი ხარ­ჯე­ბით შეს­ყი­დუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც ამ სა­მი­ნის­ტრო­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­მოს­ვლამ­დე იქნა გა­ტა­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ერთი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა რად­გან ახლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, მა­სა­ლე­ბი გა­და­ეგ­ზავ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას და მას ამ­ჟა­მად სწო­რედ ეს უწყე­ბა იძი­ებს. მე ვა­დას­ტუ­რებ იმ ფაქტს, რომ რამ­დე­ნი­მე პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი­ყო ხმის მოს­მე­ნა ან ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი სა­მი­ნის­ტრო­დან და­კარ­გუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბას უნდა და­ვე­ლო­დოთ და წი­ნას­წარ სა­უ­ბა­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მა­შინ ამ ტექ­ნი­კის გან­კარ­გვა წინა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­ეძ­ლოთ და და­მერ­წმუ­ნეთ, გამ­ვლელ პი­რებს არ შე­ეძ­ლოთ, სა­მი­ნის­ტრო­დან მისი გა­ტა­ნა. ე.ი. გა­მო­დის, რომ ეს ტექ­ნი­კა შე­საძ­ლოა, იყოს გაშ­ლი­ლი იმ პი­რებ­ში, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კა, ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი არ არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ირმა ნადირაშვილი - დაასახელონ მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უსმენს

ირმა ნადირაშვილი - დაასახელონ მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უსმენს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი "ქართულ ოცნებას" კითხვას უსვამს, დაასახელონ მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უსმენს.

ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ამ განცხადებებს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში აკეთებენ, არამედ მთელი "ქართული ოცნების" კომენტარი ერთმანეთს ჰგავს და იდენტურია.

"ჩემი აზრით, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებები. თუკი ასეთი ტექნიკა იყო გატანილი, რატომ არ აღმოაჩინეს, უკვე ორი წელია ისინი ხელისუფლებაში არიან. დამისახელოს "ქართულმა ოცნებამ" მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ოპიზიცია უსმენს ხელისუფლებას, თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს რას ამტკიცებს? მხოლოდ და მხოლოდ მათ უნიათობას, არაკომპეტენტურობას, მაგრამ ეს ყველაფერი არის სასაცილო", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ჩანაწერები "ქართული ოცნების" მთავრობის გაკეთებულია და ახლა აქვთ "უნიჭო მცდელობა" ამ სიტუაციიდან გამოძვრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა "ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს". როგორც ჭიკაიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შს უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მოხდა.

"2012 წლის არჩევნების შემდგომ, როცა სამინისტროში ახალი ხელმძღვანელი მივიდა, ჩვენ აღვრიცხეთ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებები. აღმოჩნდა, რომ ფარული ხარჯებით შესყიდული იყო რამდენიმე მილიონი ტექნიკა, რომელიც ამ სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის შემოსვლამდე იქნა გატანილი. აღნიშნულზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა რადგან ახლა აქტუალური გახდა, მასალები გადაეგზავნა პროკურატურას და მას ამჟამად სწორედ ეს უწყება იძიებს. მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო ხმის მოსმენა ან ვიდეოთვალთვალი სამინისტროდან დაკარგულია. გამოძიებას უნდა დაველოდოთ და წინასწარ საუბარი არასერიოზული იქნება, მაგრამ მაშინ ამ ტექნიკის განკარგვა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და დამერწმუნეთ, გამვლელ პირებს არ შეეძლოთ, სამინისტროდან მისი გატანა. ე.ი. გამოდის, რომ ეს ტექნიკა შესაძლოა, იყოს გაშლილი იმ პირებში, რომლებიც ძველი მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, სად არის აღნიშნული ტექნიკა, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა