საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ჟირინოვსკიმ დამიმესიჯა და ვაგინე" - მოულოდნელი კითხვები "მიხეილ სააკაშვილს"
"გუშინ ჟირინოვსკიმ დამიმესიჯა და ვაგინე" - მოულოდნელი კითხვები "მიხეილ სააკაშვილს"

ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი ბლიც-ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სე­რი­ას და ამ­ჟა­მად რუბ­რი­კის "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბის" ობი­ექ­ტი ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დის­ტი, ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლია.

მას შემ­დეგ, რაც ქარ­თლოს­მა შე­ი­ტყო, თუ რის­თვის ვა­წუ­ხებ­დი, მა­შინ­ვე იმ პერ­სო­ნა­ჟად გარ­და­ი­სა­ხა, რო­მე­ლის გახ­მო­ვა­ნე­ბი­თაც გა­ით­ქვა სა­ხე­ლი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხმის ტემ­ბრით უპა­სუ­ხა ყვე­ლა ჩვენს კი­თხვას.

- სად ხართ?

- კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, შე­მო­გევ­ლე.

- რაზე ფიქ­რობთ?

- იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა და­ვა­კა­ვოთ ყვე­ლამ ერ­თად პუ­ტი­ნი!

- ელო­დით ჩვენს ზარს?

- ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბი თქვენს ზარს. გუ­ში­ნაც ვე­ლო­დე­ბო­დი. ცოტა გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ­დენ ხანს არ და­მი­რე­კეთ, მაგ­რამ კარ­გია, რომ ახლა შე­მეხ­მი­ა­ნეთ.

- სამ­ყა­როს მბრძა­ნე­ბე­ლი რომ იყოთ, რას შეც­ვლი­დით?

- სამ­ყა­როს მბრძა­ნე­ლე­ბი რომ ვიყო, პირ­ველ რიგ­ში პუ­ტინს მო­ვა­ცი­ლებ­დი სამ­ყა­როს და ამით და­ვამ­კვიდ­რებ­დი მშვი­დო­ბას. ერ­თა­დერ­თი, ვინც უშ­ლის მსოფ­ლი­ოს ხელს, ეგ არის. ხომ ამ­ბო­ბენ, რომ ამინ­დიც აი­რია, წვი­მა წვი­მას არ ჰგავს...

- კაცი კაცს და ქალი ქალს არ ჰგავ­სო...

- ჰო, ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის პუ­ტი­ნი!

- რა არ მოგ­წონთ სა­კუ­თარ თავ­ში?

- სა­კუ­თარ თავს ხში­რად ვაკ­რი­ტი­კებ: ხან­და­ხან ბევრ ადა­მი­ანს უფრო მეტი დო­ზით ვენ­დო­ბი, ვიდ­რე უნდა ვენ­დო­ბო­დე. ეს სა­კუ­თარ თავ­ში არ მომ­წონს. თუმ­ცა თქვენ გენ­დო­ბით, არ იფიქ­როთ, რომ არ გენ­დო­ბით...

- რო­დის გღა­ლა­ტობთ ნერ­ვე­ბი?

- რა მო­სა­ტა­ნია, მგა­რამ მა­ინც უნდა ვა­ღი­ა­რო, გუ­შინ ჟი­რი­ნოვ­სკიმ და­მი­მე­სი­ჯა, ნერ­ვებ­მა მი­ღა­ლა­ტა და ვა­გი­ნე (მის­თვის ჩვე­უ­ლი სტილ­ში იცი­ნის). დიახ, იმ დროს უკვე მიმ­ტყუ­ნა ნერ­ვებ­მა...

- მე­სი­ჯი ლექ­სად თუ და­გი­წე­რი­ათ?

- კი, ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა. ზე­პი­რა­დაც მახ­სოვს, თუ გინ­და, გე­ტყვით. ხომ არის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი თემა, რომ მიშა მე­ქალ­თა­ნე იყოო, კი­დევ კარ­გია, რომ ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას სხვა იარ­ლი­ყი არ მო­მა­კე­რეს.

მოკ­ლედ, ამ ლექსს ყვე­ლა მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნეს ვუ­ძღვნი: "ქალი ნაზი არ­სე­ბაა და და­ა­შა­ვოს თუნ­დაც,/ ქალი მა­ინც ქა­ლია და მო­ფე­რე­ბა უნდა".

- აქ ახლა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ჟღერს, არ გეს­მით?

- შე­მო­გევ­ლეთ, ყვე­ლას მო­კი­თხვა გა­და­ე­ცით, ყვე­ლა­ნი მე­ნატ­რე­ბით. ყვე­ლა­ნი... თუ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ჩა­მოხ­ვალთ და ლა­ივ­ში ჩა­წერთ ინ­ტერ­ვი­უს, კარ­გია, მე გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო მანდ ვერ ჩა­მოვ­დი­ვარ...

- რო­გორ ხვდე­ბით, როცა მთვრა­ლი ხართ?

- როცა შე­მა­ხუ­რებს და როცა სად­მე გაფ­რე­ნა მო­მინ­დე­ბა, უკვე ვხვდე­ბი, რომ მთვრა­ლი ვარ.

- რას ნიშ­ნავს ან­და­ზა: "წყალ­ნი წავ­ლენ და წა­მოვ­ლენ, ქვი­შა­ნი დარ­ჩე­ბი­ა­ნო"...

- ეს სიბ­რძნე ჩემს ცხრაწ­ლი­ან მმარ­თვე­ლო­ბას ეფუძ­ნე­ბა, მორ­გე­ბუ­ლია ჩემს მმარ­თვე­ლო­ბა­ზე...

- დარდს რითი იკ­ლავთ?

- დარდს? იმით ვიკ­ლავ, რომ გავა დრო და შე­ა­ფა­სებთ, რა გა­კეთ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში... არ გე­ჩხი­რე­ბით თვალ­ში და ახლა თა­ვად ხე­დავთ, რა კეთ­დე­ბა და რა - არა. გა­უფრ­თხილ­დით შექ­მნილს და გა­ა­კე­თეთ შე­უქ­მნე­ლი, - ეს არის ჩემი თხოვ­ნა... შე­ვარ­დნა­ძის დროს არც ერთ ჟურ­ნა­ლისტს არ მო­ა­ფიქ­რდე­ბო­და, რომ დი­ლით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­თვის და­ე­რე­კა და მო­ბი­ლუ­რით ინ­ტერ­ვიუ აე­ღოთ. ესეც ხომ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ შე­გიძ­ლი­ათ, და­რეკ­ვა და მო­ბი­ლუ­რით ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბა. ასეთ ქმე­დე­ბა­ზე ხრუშ­ჩო­ვის დროს დახ­ვრე­ტა იყო. ან სტა­ლი­ნის დროს ვინ გა­ბედვ­და სტა­ლი­ნის პა­რო­დის­ტის­გან ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბას? ჯერ სტა­ლინს პა­რო­დის­ტიც არ ეყო­ლე­ბო­და... ეს უკვე მიღ­წე­ვაა. ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბა.

- გჯე­რათ, თუ არა რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის და რო­გორ გგო­ნი­ათ, ვინ იქ­ნე­ბო­დით წინა ცხოვ­რე­ბა­ში?

- წინა ცხოვ­რე­ბა­ში ხომ იცით, რომ სტა­ლი­ნი ვი­ყა­ვი.

- 21 დე­კემ­ბერს კი ხართ ორი­ვე და­ბა­დე­ბუ­ლი.

- არა, მხო­ლოდ მა­გი­ტომ არა. არ­გუ­მენ­ტით და­ვამ­ტკი­ცებ ამას: ხში­რად ცხვირ­ზე თითს რომ ვის­ვამ, ეს ხომ იცით? აბა, რა­ტომ?

- რა­ტომ?

- ჩემს წვერ-ულ­ვაშს ვე­ძებ...

- რისი სიმ­ბო­ლოა, ყვი­თე­ლი ვარ­დი?

- ყვი­თე­ლი ვარ­დი იმის­თვის შე­იქ­მნა, რომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე დავ­დგეთ უკ­რა­ი­ნის გვერ­დით...

- რო­გორ იქ­ცე­ვით, როცა ტყუ­ილ­ში გა­მო­გი­ჭე­რენ?

- მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის კი­ბე­ებ­ზე ავ­რბო­დი, გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­სა­გე­ბად (500 ბავ­შვი­დან ორი სა­ხე­ლი და გვა­რი გა­მო­ა­ცხა­დეს. ერთ-ერთი მე ვი­ყა­ვი). იმ ძველ, ჩაშ­მო­რე­ბულ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­სუ­ნი­ან კი­ბე­ებ­ზე არ­ბე­ნი­სას, ფეხი რა­ღა­ცას წა­მოვ­კა­რი და წა­ვი­ქე­ცი. იმ დროს ერთ-ერთი მი­ლი­ცი­ე­ლი მო­ვი­და და მი­თხრა, - ახლა წაქ­ცე­ვის დრო არ არი­სო და წა­მო­მა­ყე­ნა... ისე, ტყუ­ილ­საც გა­აჩ­ნია. თუ ტყუ­ილ­ში ვინ­მემ გა­მო­გი­ჭი­რა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თო, რომ წა­მოდ­გე და გზა გა­აგ­რძე­ლო, არა ტყუ­ი­ლით, რა თქმა უნდა...

- რა არის მე­ლია?

- უი, გუ­შინ ბა­რაქ ობა­მას ნა­თე­სა­ვებ­თან გახ­ლდით სტუმ­რად... სხვა­თა შო­რის ჯონ ფრან­კმა თქვა, რომ მე­ლია არის მო­მა­ვა­ლი მერი. ნარ­მა­ნი­ას კი მი­თო­ლო­გი­ა­ში ასე­თი ახ­სნა აქვს - მინ­დო­და მე­რო­ბა, მაგ­რამ ვერ გავ­ხდი... სა­ერ­თოდ, მან­ქა­ნით ვმოძ­რა­ობ, გზა ბევ­რის­თვის და­მით­მია, მაგ­რამ მე­ლია ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო დროს, სა­ჭი­რო მო­მენ­ტში, სა­ჭი­რო სის­წრა­ფით გა­და­გას­წრებს და თავს არ და­ი­ზი­ა­ნებს... ვფიქ­რობ, რომ მას სის­ხარ­ტის უნი­კა­ლუ­რი ნიჭი აქვს.

- რა არის თქვე­ნი ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ფრა­ზა?

- ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით!

- ახლა რა ლექ­სი გახ­სენ­დე­ბათ?

- ისე­თი არა­ფე­რი, ამ­ჟა­მად ნოს­ტალ­გი­ებ­ში ვარ...

- ბო­ლოს რას დაგ­ვი­ტო­ვებთ ფრა­ზად?

- მან­ქა­ნით მოძ­რა­ობთ?

- ფე­ხით.

- ჰოდა, ამ დღე­ებ­ში ვე­ლო­სი­პედს გა­მო­გიგ­ზავ­ნით და ვე­ლო­სი­პე­დით ია­რეთ...

ისე, თუ სად­მე სა­ცობ­ში ჩად­გო­მა მო­გი­წევთ, უც­ბად გა­ი­ფიქ­რეთ, - მი­შას შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზა რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, სა­ცობ­ში ხომ არ მოვ­ხვდე­ბო­დი? "იამ­კა­ში" ყო­ვე­ლი ჩარ­ტყმი­სას, ყო­ვე­ლი ჩამ­ქრა­ლი შუ­ქი­სას და იმ მო­მენ­ტში გულ­და­წყვე­ტი­სას გა­გახ­სენ­დე­ბით... ეს არის და ეს... ახლა ჯიბ­რი­ნა­ო­ბის დრო არ არის, შე­ნე­ბის დროა. მად­ლო­ბა თქვენ, რომ გა­გახ­სენ­დით. ბი­ძი­ნას უკვე და­უ­რე­კეთ თუ სძი­ნავს?

- ჯერ არ და­მი­რე­კავს, ვა­პი­რებ, ოღონდ, ჯერ მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი არ მაქვს, იქ­ნებ მი­კარ­ნა­ხოთ?

- ასეთ დროს ვყრუვ­დე­ბი ხოლ­მე, არა­ფე­რი მეს­მის... დიდი მად­ლო­ბა და აბა, კარ­გად...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამე­ბე­ბი.გე"-გე-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გუშინ ჟირინოვსკიმ დამიმესიჯა და ვაგინე" - მოულოდნელი კითხვები "მიხეილ სააკაშვილს"

"გუშინ ჟირინოვსკიმ დამიმესიჯა და ვაგინე" - მოულოდნელი კითხვები "მიხეილ სააკაშვილს"

ვაგრძელებთ ჩვენი ბლიც-ინტერვიუების სერიას და ამჟამად რუბრიკის "მოულოდნელი კითხვების" ობიექტი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტი, ქართლოს ნატროშვილია.

მას შემდეგ, რაც ქართლოსმა შეიტყო, თუ რისთვის ვაწუხებდი, მაშინვე იმ პერსონაჟად გარდაისახა, რომელის გახმოვანებითაც გაითქვა სახელი და მიხეილ სააკაშვილის ხმის ტემბრით უპასუხა ყველა ჩვენს კითხვას.

- სად ხართ?

- კალიფორნიაში, შემოგევლე.

- რაზე ფიქრობთ?

- იმაზე, თუ როგორ უნდა დავაკავოთ ყველამ ერთად პუტინი!

- ელოდით ჩვენს ზარს?

- ყოველთვის ველოდები თქვენს ზარს. გუშინაც ველოდებოდი. ცოტა გაწბილებული ვარ, რომ ამდენ ხანს არ დამირეკეთ, მაგრამ კარგია, რომ ახლა შემეხმიანეთ.

- სამყაროს მბრძანებელი რომ იყოთ, რას შეცვლიდით?

- სამყაროს მბრძანელები რომ ვიყო, პირველ რიგში პუტინს მოვაცილებდი სამყაროს და ამით დავამკვიდრებდი მშვიდობას. ერთადერთი, ვინც უშლის მსოფლიოს ხელს, ეგ არის. ხომ ამბობენ, რომ ამინდიც აირია, წვიმა წვიმას არ ჰგავს...

- კაცი კაცს და ქალი ქალს არ ჰგავსო...

- ჰო, ამის მთავარი მიზეზი არის პუტინი!

- რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

- საკუთარ თავს ხშირად ვაკრიტიკებ: ხანდახან ბევრ ადამიანს უფრო მეტი დოზით ვენდობი, ვიდრე უნდა ვენდობოდე. ეს საკუთარ თავში არ მომწონს. თუმცა თქვენ გენდობით, არ იფიქროთ, რომ არ გენდობით...

- როდის გღალატობთ ნერვები?

- რა მოსატანია, მგარამ მაინც უნდა ვაღიარო, გუშინ ჟირინოვსკიმ დამიმესიჯა, ნერვებმა მიღალატა და ვაგინე (მისთვის ჩვეული სტილში იცინის). დიახ, იმ დროს უკვე მიმტყუნა ნერვებმა...

- მესიჯი ლექსად თუ დაგიწერიათ?

- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევა. ზეპირადაც მახსოვს, თუ გინდა, გეტყვით. ხომ არის აკვიატებული თემა, რომ მიშა მექალთანე იყოო, კიდევ კარგია, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, 9-წლიანი მმართველობისას სხვა იარლიყი არ მომაკერეს.

მოკლედ, ამ ლექსს ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენეს ვუძღვნი: ''ქალი ნაზი არსებაა და დააშავოს თუნდაც,/ ქალი მაინც ქალია და მოფერება უნდა''.

- აქ ახლა აპლოდისმენტები ჟღერს, არ გესმით?

- შემოგევლეთ, ყველას მოკითხვა გადაეცით, ყველანი მენატრებით. ყველანი... თუ კალიფორნიაში ჩამოხვალთ და ლაივში ჩაწერთ ინტერვიუს, კარგია, მე გარკვეული მიზეზების გამო მანდ ვერ ჩამოვდივარ...

- როგორ ხვდებით, როცა მთვრალი ხართ?

- როცა შემახურებს და როცა სადმე გაფრენა მომინდება, უკვე ვხვდები, რომ მთვრალი ვარ.

- რას ნიშნავს ანდაზა: "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო"...

- ეს სიბრძნე ჩემს ცხრაწლიან მმართველობას ეფუძნება, მორგებულია ჩემს მმართველობაზე...

- დარდს რითი იკლავთ?

- დარდს? იმით ვიკლავ, რომ გავა დრო და შეაფასებთ, რა გაკეთდა საქართველოში... არ გეჩხირებით თვალში და ახლა თავად ხედავთ, რა კეთდება და რა - არა. გაუფრთხილდით შექმნილს და გააკეთეთ შეუქმნელი, - ეს არის ჩემი თხოვნა... შევარდნაძის დროს არც ერთ ჟურნალისტს არ მოაფიქრდებოდა, რომ დილით მაღალჩინოსნისთვის დაერეკა და მობილურით ინტერვიუ აეღოთ. ესეც ხომ ჩემი დამსახურებაა, რომ შეგიძლიათ, დარეკვა და მობილურით ინტერვიუს აღება. ასეთ ქმედებაზე ხრუშჩოვის დროს დახვრეტა იყო. ან სტალინის დროს ვინ გაბედვდა სტალინის პაროდისტისგან ინტერვიუს აღებას? ჯერ სტალინს პაროდისტიც არ ეყოლებოდა... ეს უკვე მიღწევაა. ეს არის თანამედროვე აზროვნება.

- გჯერათ, თუ არა რეინკარნაციის და როგორ გგონიათ, ვინ იქნებოდით წინა ცხოვრებაში?

- წინა ცხოვრებაში ხომ იცით, რომ სტალინი ვიყავი.

- 21 დეკემბერს კი ხართ ორივე დაბადებული.

- არა, მხოლოდ მაგიტომ არა. არგუმენტით დავამტკიცებ ამას: ხშირად ცხვირზე თითს რომ ვისვამ, ეს ხომ იცით? აბა, რატომ?

- რატომ?

- ჩემს წვერ-ულვაშს ვეძებ...

- რისი სიმბოლოა, ყვითელი ვარდი?

- ყვითელი ვარდი იმისთვის შეიქმნა, რომ თავიდან ბოლომდე დავდგეთ უკრაინის გვერდით...

- როგორ იქცევით, როცა ტყუილში გამოგიჭერენ?

- მისაღებ გამოცდებზე, როდესაც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კიბეებზე ავრბოდი, გამოცდების შედეგების გასაგებად (500 ბავშვიდან ორი სახელი და გვარი გამოაცხადეს. ერთ-ერთი მე ვიყავი). იმ ძველ, ჩაშმორებულ, საბჭოთა კავშირისსუნიან კიბეებზე არბენისას, ფეხი რაღაცას წამოვკარი და წავიქეცი. იმ დროს ერთ-ერთი მილიციელი მოვიდა და მითხრა, - ახლა წაქცევის დრო არ არისო და წამომაყენა... ისე, ტყუილსაც გააჩნია. თუ ტყუილში ვინმემ გამოგიჭირა, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ წამოდგე და გზა გააგრძელო, არა ტყუილით, რა თქმა უნდა...

- რა არის მელია?

- უი, გუშინ ბარაქ ობამას ნათესავებთან გახლდით სტუმრად... სხვათა შორის ჯონ ფრანკმა თქვა, რომ მელია არის მომავალი მერი. ნარმანიას კი მითოლოგიაში ასეთი ახსნა აქვს - მინდოდა მერობა, მაგრამ ვერ გავხდი... საერთოდ, მანქანით ვმოძრაობ, გზა ბევრისთვის დამითმია, მაგრამ მელია ყოველთვის საჭირო დროს, საჭირო მომენტში, საჭირო სისწრაფით გადაგასწრებს და თავს არ დაიზიანებს... ვფიქრობ, რომ მას სისხარტის უნიკალური ნიჭი აქვს.

- რა არის თქვენი ამოჩემებული ფრაზა?

- ჩვენ დავბრუნდებით!

- ახლა რა ლექსი გახსენდებათ?

- ისეთი არაფერი, ამჟამად ნოსტალგიებში ვარ...

- ბოლოს რას დაგვიტოვებთ ფრაზად?

- მანქანით მოძრაობთ?

- ფეხით.

- ჰოდა, ამ დღეებში ველოსიპედს გამოგიგზავნით და ველოსიპედით იარეთ...

ისე, თუ სადმე საცობში ჩადგომა მოგიწევთ, უცბად გაიფიქრეთ, - მიშას შემოვლითი რკინიგზა რომ გაეკეთებინა, საცობში ხომ არ მოვხვდებოდი? "იამკაში" ყოველი ჩარტყმისას, ყოველი ჩამქრალი შუქისას და იმ მომენტში გულდაწყვეტისას გაგახსენდებით... ეს არის და ეს... ახლა ჯიბრინაობის დრო არ არის, შენების დროა. მადლობა თქვენ, რომ გაგახსენდით. ბიძინას უკვე დაურეკეთ თუ სძინავს?

- ჯერ არ დამირეკავს, ვაპირებ, ოღონდ, ჯერ მისი ტელეფონის ნომერი არ მაქვს, იქნებ მიკარნახოთ?

- ასეთ დროს ვყრუვდები ხოლმე, არაფერი მესმის... დიდი მადლობა და აბა, კარგად...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამებები.გე"-გე-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება