პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გამართულ კონკურსში "მედია პალიტრის" ჟურნალისტმა გაიმარჯვა
ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გამართულ კონკურსში "მედია პალიტრის" ჟურნალისტმა გაიმარჯვა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­კურ­სში სა­უ­კე­თე­სო რა­დი­ო­სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი "მე­დია პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი ლელა ბაღ­და­ვა­ძე გახ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დღეს და­ა­ჯილ­დო­ვა. მი­ნის­ტრმა კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი და iPad Air გა­დას­ცა.

"დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თი­თო­ე­ულ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რა თქმა უნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა აყვა უწყე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კამ­პა­ნი­ას. თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით შე­დე­გი უკვე სა­ხე­ზე გვაქვს – "ბიო" ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა 10%-მდეა და­სუ­ლი - ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ეს კამ­პა­ნია არის ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, ოჯა­ხე­ბის და თა­ნა­მოქ­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო კამ­პა­ნია", - მი­მარ­თა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დნენ: სა­უ­კე­თე­სო ტე­ლე­სი­უ­ჟე­ტი; ტე­ლე­გა­და­ცე­მა; რა­დი­ო­სი­უ­ჟე­ტი; რა­დი­ო­გა­და­ცე­მა; სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

სა­უ­კე­თე­სო სტა­ტი­ის ავ­ტო­რად "გუ­რი­ა­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა ლეფსვე­რი­ძე და­სა­ხელ­და, რო­მელ­მაც კონ­კურ­სის­თვის ნა­მუ­შე­ვა­რი "არა ბიო-ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი გა­მო­წე­რით" წარ­მო­ად­გი­ნა. სა­უ­კე­თე­სო რა­დი­ო­სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი რა­დიო "პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი ლელა ბაღ­და­ვა­ძე გახ­და. სა­უ­კე­თე­სო ტე­ლე­გა­და­ცე­მის­თვის, რო­მე­ლიც ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კე­ბის თე­მა­ზე მომ­ზად­და, პრი­ზი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "დღის შოუს" წამ­ყვა­ნებს ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს და სოფო ნარ­ჩე­მაშ­ვილს გა­და­ე­ცათ. სა­უ­კე­თე­სო ტე­ლე­სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რად ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მად­ლო­ბის სი­გე­ლი გა­და­ე­ცათ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლო­ის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის­თვის. მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი ან­ტი­ნარ­კო­ტი­კულ კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის ასე­ვე კონ­კურ­სის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს გა­დას­ცა.

კონ­კურ­სზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ა­ფა­სა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა სპე­ცი­ა­ლურ­მა ჟი­უ­რიმ, რომ­ლის წევ­რე­ბი არი­ან: მწე­რა­ლი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, ნარ­კო­ლო­გი ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვა, შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, შსს-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სოფო კი­ლა­ძე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის კონ­კურ­სი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვარ­ზე - "არა ბი­ო­ნარ­კო­ტიკს" 31 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის პრე­ვენ­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნია "ერ­თად შევ­ცვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გამართულ კონკურსში "მედია პალიტრის" ჟურნალისტმა გაიმარჯვა

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გამართულ კონკურსში "მედია პალიტრის" ჟურნალისტმა გაიმარჯვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო რადიოსიუჟეტის ავტორი "მედია პალიტრის" ჟურნალისტი ლელა ბაღდავაძე გახდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დღეს დააჯილდოვა. მინისტრმა კონკურსში გამარჯვებულებს მადლობის სიგელები და iPad Air გადასცა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასმედიის წარმომადგენლებს, თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, საზოგადოება აყვა უწყების მიერ გამოცხადებულ კამპანიას. თქვენი დახმარებით შედეგი უკვე სახეზე გვაქვს – "ბიო" ნარკოტიკის მოხმარება 10%-მდეა დასული - ეს თქვენი დამსახურებაა. ეს კამპანია არის ჩვენი შვილების, ოჯახების და თანამოქლაქეებისთვის საჭირო კამპანია", - მიმართა მედიის წარმომადგენლებს ალექსანდრე ჭიკაიძემ.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი.

საუკეთესო სტატიის ავტორად "გურიანიუსის" ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე დასახელდა, რომელმაც კონკურსისთვის ნამუშევარი "არა ბიო-ლოგიური სიკვდილი გამოწერით" წარმოადგინა. საუკეთესო რადიოსიუჟეტის ავტორი რადიო "პალიტრის" ჟურნალისტი ლელა ბაღდავაძე გახდა. საუკეთესო ტელეგადაცემისთვის, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკების თემაზე მომზადდა, პრიზი ტელეკომპანია "იმედის" "დღის შოუს" წამყვანებს ნანიკო ხაზარაძეს და სოფო ნარჩემაშვილს გადაეცათ. საუკეთესო ტელესიუჟეტის ავტორად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი დასახელდა.

სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცათ ივანე ჯავახიშვილოის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს მომზადებული სარეკლამო რგოლისთვის. მინისტრმა მადლობის სიგელები ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის ასევე კონკურსის ყველა მონაწილეს გადასცა.

კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: მწერალი რატი ამაღლობელი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის კონკურსი საუკეთესო ნამუშევარზე - "არა ბიონარკოტიკს" 31 მარტს გამოაცხადა. კამპანიის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია