საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობოები - ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის მედიის პასუხისმგებლობის დაყენება დაუშვებელია
არასამთავრობოები - ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის მედიის პასუხისმგებლობის დაყენება დაუშვებელია

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო", "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა" (ISFED) და "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო" (CiDA) ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის გამო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მელ­შიც გან­მარ­ტა­ვენ, რომ "რუს­თა­ვი 2"-ს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, "სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის" შე­სა­ხებ კა­ნო­ნი იცავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "10 მა­ისს, "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა­ში "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი", წი­ნას­წა­რი და­ა­ნონ­სე­ბის შემ­დეგ, ეთერ­ში გა­და­ი­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებს, ამ­ჟა­მად ოპო­ზი­ცი­ა­ში მყოფ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ფა­რუ­ლად ჩა­წე­რი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი. ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას წინ უძღო­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, მათ შო­რის მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს წარ­მო­ად­გენს. მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ეკა ბე­სე­ლი­ამ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­ნახ­ვით, ტე­ლე­კომ­პა­ნია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსს არ­ღვევს.

ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის გას­ვლამ­დე წინ­სწრე­ბით გა­კე­თე­ბა ცალ­სა­ხად შე­საძ­ლოა აღ­ქმუ­ლი იყოს "რუს­თა­ვი 2"-ის მი­სა­მარ­თით ერ­თგვარ გაფრ­თხი­ლე­ბად, არ გა­ეშ­ვა ეთერ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის გას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, გვი­ან ღა­მით მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ გა­მო­ძი­ე­ბას კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, იწყებს. ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმას, რომ ამ გან­ცხა­დე­ბი­დან არ არის ბო­ლომ­დე ნა­თე­ლი, თუ ვის მი­მართ და­ი­წყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რამ: "რუს­თა­ვი 2"-ის თუ იმ პირ(ებ)ის, ვინც ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­ი­პო­ვა და შემ­დეგ "რუს­თა­ვი 2"-ს გა­დას­ცა.

ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის გამო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან "რუს­თა­ვი 2"-ს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, იცავს "სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის" შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც:

პირი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან, თუ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ხე­ლა მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას და და­ცუ­ლი სი­კე­თე აღე­მა­ტე­ბა მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს (მუხ­ლი 12/2);

კერ­ძო ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მო­ტი­ვით არ შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დოს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის ცოდ­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად (მუხ­ლი 12/3).

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ქმე­დე­ბე­ბი ასე­ვე სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია "მა­უ­წყე­ბელ­თა ქცე­ვის კო­დექსთან" (სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის 2009 წლის 12 მარ­ტის №2 დად­გე­ნი­ლე­ბა), რო­მე­ლიც ად­გენს, რომ ფა­რუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და გა­და­ცე­მა გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რო­დე­საც: მოვ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია, არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი და ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია პროგ­რა­მის სი­ზუს­ტის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად (მუხ­ლი 35/14); კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში მყოფ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფა­რუ­ლი ჩა­წე­რა, შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სით, მათ შო­რის, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დის არ­სე­ბო­ბი­სას, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქ­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა (მუხ­ლი 35/15).

მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ სტან­დარ­ტებს აწე­სებს თა­ვად სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი, რომ­ლის 50-ე მუხ­ლის "თ" ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად, ჟურ­ნა­ლის­ტი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი იყოს მოწ­მე პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხოლო "სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის" შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით: ყვე­ლას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნოს გარ­და, აქვს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს … ი) მხი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მამ­ხი­ლე­ბელ­თა დაც­ვას (მუხ­ლი 3); პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის წყა­რო და­ცუ­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რი პრი­ვი­ლე­გი­ით და არა­ვის არ აქვს უფ­ლე­ბა, მო­ი­თხო­ვოს ამ წყა­როს გამ­ხე­ლა. სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო და­ვი­სას მო­პა­სუ­ხეს არ შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს გამ­ხე­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა (მუხ­ლი 11/1);

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში რუს­თა­ვი 2-ის მი­სა­მარ­თით გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, მათ შო­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძი­სა და ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რის გია ვოლ­სკის შე­ფა­სე­ბე­ბი, საფრ­თხეს უქ­მნის გა­მო­ძი­ე­ბის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად ჩა­ტა­რე­ბას. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­მარ­ტოს, თუ ვის მი­მართ არის საქ­მე აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა). ამა­სა­თან, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბე­ბი სწო­რედ "რუს­თა­ვი 2"-ის მი­მართ და­ი­წყო, ეს შექ­მნის მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის შე­მაშ­ფო­თე­ბელ პრე­ცე­დენტს. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი გა­ა­ჩენს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ქმე­დე­ბე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა თა­ვად "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ში­ნა­არ­სი და ად­გი­ლი აქვს და­ნა­შა­უ­ლის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბას.

ვფიქ­რობთ, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა უნდა იყოს იმის დად­გე­ნა, თუ ვინ და რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და იმ პი­რე­ბის ჩა­წე­რას, ვინც "რუს­თა­ვი 2"-ის ხელთ არ­სე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ. და­უშ­ვე­ბე­ლია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი დამ­სჯე­ლი ქმე­დე­ბის გა­ტა­რე­ბა ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გამო, რად­გან მათ ამის სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფარ­გლებ­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო", "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და (ISFED) და "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო" (CiDA) აწე­რენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

არასამთავრობოები - ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის მედიის პასუხისმგებლობის დაყენება დაუშვებელია

არასამთავრობოები - ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის მედიის პასუხისმგებლობის დაყენება დაუშვებელია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) და "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (CiDA) ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების გამო მედიასაშუალების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას დაუშვებლად მიიჩნევენ.

აღნიშნული ორგანიზაციები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც განმარტავენ, რომ "რუსთავი 2"-ს, ამ შემთხვევაში, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ კანონი იცავს.

"ინტერპრესნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "10 მაისს, "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები", წინასწარი დაანონსების შემდეგ, ეთერში გადაიცა ხელისუფლების ლიდერებს, ამჟამად ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები. ჩანაწერების გავრცელებას წინ უძღოდა მთავარი პროკურატურის საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კერძო კომუნიკაციის გავრცელება, მათ შორის მასმედიის საშუალებით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. მსგავსი განცხადება გააკეთა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების შენახვით, ტელეკომპანია სისხლის სამართლის კოდექსს არღვევს.

ამ განცხადებების ჩანაწერების გასვლამდე წინსწრებით გაკეთება ცალსახად შესაძლოა აღქმული იყოს "რუსთავი 2"-ის მისამართით ერთგვარ გაფრთხილებად, არ გაეშვა ეთერში მოპოვებული ფარული ჩანაწერები. "რუსთავი 2"-ის ეთერში სატელეფონო საუბრების გასვლიდან რამდენიმე საათში, გვიან ღამით მთავარმა პროკურატურამ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიებას კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, იწყებს. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ განცხადებიდან არ არის ბოლომდე ნათელი, თუ ვის მიმართ დაიწყო საგამოძიებო ქმედებები პროკურატურამ: "რუსთავი 2"-ის თუ იმ პირ(ებ)ის, ვინც ეს ჩანაწერები მოიპოვა და შემდეგ "რუსთავი 2"-ს გადასცა.

ხელმომწერი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების გამო მედიასაშუალების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაუშვებელია, რადგან "რუსთავი 2"-ს, ამ შემთხვევაში, იცავს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც:

პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს (მუხლი 12/2);

კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად (მუხლი 12/3).

ტელეკომპანიის ქმედებები ასევე სრულ შესაბამისობაშია "მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან" (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილება), რომელიც ადგენს, რომ ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა გამართლებულია, როდესაც: მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად (მუხლი 35/14); კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე ფარული ჩაწერა, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის, საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება (მუხლი 35/15).

მედიის თავისუფლების მაღალ სტანდარტებს აწესებს თავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის 50-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ვალდებული იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ხოლო "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ კანონის მიხედვით: ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს … ი) მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას (მუხლი 3); პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება (მუხლი 11/1);

ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკანასკნელ დღეებში რუსთავი 2-ის მისამართით გაჟღერებული კომენტარები, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძისა და ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებები, საფრთხეს უქმნის გამოძიების მიუკერძოებლად ჩატარებას. ასევე, მნიშვნელოვანია პროკურატურამ განმარტოს, თუ ვის მიმართ არის საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კერძო კომუნიკაციის მოპოვება და გავრცელება). ამასათან, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ საგამოძიებო ქმედებები სწორედ "რუსთავი 2"-ის მიმართ დაიწყო, ეს შექმნის მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემაშფოთებელ პრეცედენტს. ეს ყოველივე კი გააჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მთავარი პროკურატურის ქმედებები მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ ხელისუფლებისთვის არასასიამოვნოა თავად "რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერების შინაარსი და ადგილი აქვს დანაშაულის გადაფარვის მცდელობას.

ვფიქრობთ, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს იმის დადგენა, თუ ვინ და რა უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა იმ პირების ჩაწერას, ვინც "რუსთავი 2"-ის ხელთ არსებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ. დაუშვებელია მედიასაშუალების წინააღმდეგ ნებისმიერი დამსჯელი ქმედების გატარება ამ ჩანაწერების გასაჯაროების გამო, რადგან მათ ამის სრული უფლება ჰქონდათ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და (ISFED) და "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (CiDA) აწერენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა