ლუგანსკის ოლქში ე.წ. რეფერენდუმის შედეგები გამოაქვეყნეს. ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე მალიხინის განცხადებით, წინასწარი შედეგებით, ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეთა 94%-მა მხარი დაუჭირა "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დამოუკიდებლობას.
11 მაისს, რეგიონის სტატუსის თაობაზე, ე.წ. რეფერენდუმი ასევე ჩატარდა დონეცკის ოლქშიც. დონეცკელ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის რომან ლიაგინის განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 89,07%-მა მხარი დაუჭირა ე.წ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებას.